asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მილა კუნისი „წლის ნოკაუტი“ გახდა
სახიფათო და მიმზიდველი
მილა კუნისი „წლის ნოკაუტი“ გახდა

2011-11-16 13:08:48



28 წლის მსახიობი, მილა კუნისი, გლამურულ ჟურნალ „GQ“-ის „წლის ნოკაუტი“ გახდა. იმისათვის, რომ ჰოლივუდში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა, მილას დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ორთაბრძოლაც კი მოუხდა. ვარდისფერ ბიკინისა და შავ თავშალში გამოწყობილი კუნისი ერთდროულად სახიფათოდაც გამოიყურება და მიმზიდველიც არის. მსახიობის ვამპირულ იმიჯს გაწეწილი თმა კიდევ უფრო ამძაფრებს. კინოში კუნისის შემდეგი ნაბიჯი ფილმ Muppets-ში შესრულებული მთავარი როლი იქნება. მასში მილას პარტნიორობას გაუწევენ ჯეისონ სეგელი, ემი ადამსი და რაშიდ ჯონსი. რაც შეეხება ჯასტინ ტიმბერლეიკს, ტიტულის გარეშე არც ის დარჩენილა. იგი „წლის შოუმენი“ გახდა. „მეფის“ საპატიო წოდება ჟურნალმა რეპერ ჯეი-ზის მიაკუთვნა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯასტინ ტიმბერლეიკი
კავშირი ტეგთან: ვამპირი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online