asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯასტინ ტიმბერლეიკის შეყვარებულის სრული ბედნიერება
"მამაკაცის დამორჩილება არ გამომდის"
ჯასტინ ტიმბერლეიკის შეყვარებულის სრული ბედნიერება

2010-06-29 17:04:50



ჯესიკა ბილი ნელ–ნელა და დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს პირველი რანგის ვარსკვლავობისაკენ. ამისათვის მას მართლაც აქვს მონაცემები – კარგი ფილმები, სექსუალური, საინტერესო ქალების როლები და გვერდით პოპულარული მამაკაცი ჯასტინ ტიმბერლეიკის სახით.

ჯესიკა ბილი 1982 წლის 3 მარტს მინესოტას შტატში დაიბადა. 14 წლისამ მიიღო პირველი როლი ტელესერიალში "მეშვიდე ცა", რომელიც 11 წელი გადიოდა და ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე გრძელ ოჯახურ დრამად იქცა. პირველად დიდ კინოში 2006 წელს მოხვდა ფილმით "ილუზიონისტი". სულ ცოტა ხნის წინ კი მუშაობა დაამთავრა ახალ ფილმზე "ჯგუფი ა", სადაც ლეიტენანტი ქალის როლს თამაშობს.

გთავაზობთ ჯესიკა ბილთან ინტერვიუს, რომელიც უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა.

– თქვენი მშობლები კვლავ ერთად არიან, რაც ალბათ კარგი მაგალითია თქვენთვის ოჯახური ბედნიერების თვალსაზრისით.

– ძნელია, მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის გვერდით იყო, მაგრამ, როცა არსებობს სიყვარული, ეს ყველაზე მარტივი ხდება. ჩემი მშობლების მაგალითიდან გამომდინარე, არ მჭირდება წიგნებში ქექვა, რათა გავიგო, როგორი უნდა იყოს სტაბილური და მოსიყვარულე ოჯახი. მშობლების ცხოვრება ჩემთვის გადაშლილი წიგნია.

– მოგწონთ, როცა შეყვარებული ხართ?

– სიყვარული ტკივილია. ბავშვობაში ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. რატომღაც ყოველთვის ვცდილობდი, სწრაფად მომეპოვებინა მამაკაცი. დღეს კი ვთვლი, რომ სტაბილური ურთიერთობა მაქვს.

– შეიძლება ითქვას, ეს გამოგივიდათ კიდეც. საიდუმლო არ არის, რომ თქვენ რამდენიმე წელია, ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ხართ.

– ნატურით ოპტიმისტი ვარ და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

– რთულია ვარსკვლავ მამაკაცთან ერთად ცხოვრება?

– მამაჩემი ბიზნესმენია, დედა კი – დიასახლისი, მაგრამ ორივეს ჰქონდა თავიანთი სამყარო. მეც მაქვს ჩემი სამყარო, რომელიც ძალიან მიყვარს და მასში ვნებივრობ.

– ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ თქვენ კილიმანჯარო დალაშქრეთ. არსებობს რამდენიმე მარშრუტი – შედარებით იოლი და რთული. თქვენ რომელი აირჩიეთ?

– მე ალპინისტი არ ვარ, ამიტომაც ისეთი მარშრუტი ავირჩიე, რომელიც საშუალებას მომცემდა, ადვილად ავსულიყავი მწვერვალზე. სანამ ამ ექსტრემალურ ექსპედიციაში მივიღებდი მონაწილეობას, დიდი ხანი ვემზადებოდი – პატარა მთებში 15 კილოიანი აღჭურვილობით დავრბოდი.

– რა გაკვეთილი მიიღეთ ამ ექსპედიციით?

– კილიმანჯაროზე მივხვდი, რომ ყველაფერი მაქვს ბედნიერებისათვის და ხანდახან სასურველზე მეტიც კი.

– ფილმისათვის "ჯგუფი ა" თქვენ ფიზიკური ვარჯიში დაგჭირდათ.

– განსაკუთრებული არაფერი, რადგან ჩემი პერსონაჟი ფიზიკური სიძლიერით არ გამოირჩევა. მისი სიძლიერე ჭკუაა.

– რა იყო ამ ფილმში საინტერესო თქვენთვის?

– არ იფიქროთ, რომ ამ ფილმში მონაწილეობას მხოლოდ ოთხი სიმპათიური და შეიარაღებული მამაკაცის გამო დავთანხმდი. ჩემი თანხმობა რეჟისორმა ჯო კარნაჰანმაც განაპირობა. მან მითხრა, რომ ჩემგან საინტერესო ქალის ტიპს შექმნიდა და ის არ იქნებოდა უბრალოდ ბიკინებიანი გოგონა. მე რეალურად შევძელი, ლეიტენანტი კარისა კოკა ბევრი ქალისათვის მისაბაძი გამხდარიყო, რადგან ჩემი გმირი ლამაზიცაა და ჭკვიანიც.

– როგორ მოახერხეთ, რომ ოთხი მამაკაცი დაიმორჩილეთ, რაში მდგომარეობს კარისას საიდუმლო?

– გგონიათ, რომ მე ვიცი? პირად ცხოვრებში ამის მიღწევა არ შემიძლია, მამაკაცის დამორჩილება არ გამომდის. ალბათ ჩემი პერსონაჟის საიდუმლო იმაშია, რომ ისიც ისეთივე საინტერესო და ხალისიანია, როგორიც დანარჩენი ბიჭები. მას შეუძლია, გულიანად გაიცინოს მათ სულელურ ხუმრობებზე. როგორც ამბობენ, ქალის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ თავისი ჭკუა სააშკარაოზე ყოველთვის არ გამოაქვს, ამიტომაც კარისა ბიჭებს საშუალებას აძლევს, იყვნენ ბუნებრივები, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი მომენტი დგება, ის თამამად გამოხატავს საკუთარ აზრს და ისინიც უსმენენ.

– დისკომფორტი ხომ არ შეუქმნია იმას, რომ გადასაღებ მოედანზე ერთადერთი ქალი იყავით?

– ეს ისეთივე შეგრძნებაა, როგორიც სკოლაში პირველად წასვლა. ამ დროს ხომ ყველა ბავშვი ნერვიულობს, ვინ იჯდება მის გვერდით, ვისთან ერთად მოუწევს სასადილოში წასვლა. ამ ფილმზე მუშაობის დაწყებისას მე–4 კლასელი გოგონას მსგავსი შიში დამეუფლა. სასაცილოც კი იყო, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ პატარა გოგოდ ვიგრძენი თავი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩვენ ყველანი დავმეგობრდით.

– როგორი ტიპის გოგო იყავით სკოლის წლებში?

– ქვიშაში ბიჭებთან თამაში მერჩია, თუმცა გოგონებთან თამაშის დროსაც კარგად ვგრძნობდი თავს. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი 12–13 წლის ასაკში ფეხბურთს ბიჭებთან. ერთხელაც გამომიცხადეს, რომ მე მათთან ერთად ვეღარ ვითამაშებდი. მაშინ ვერ გავიგე მიზეზი, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ფეხბურთის ფორმაში თამაში უკვე სარისკო იყო.

– ალბათ სწრაფად გაიზარდეთ და დაქალდით.

– კი, სიმაღლითაც ყოველთვის გამოვირჩეოდი. ცნობილია, რომ გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან და ადრე ყალიბდებიან, ვიდრე ბიჭები. ამიტომაც ვთვლი, რომ ბიჭებს მაშინ ჩემი შეეშინდათ.

– ასეთი რამ ფილმის გადაღებების დროსაც მოხდა?

– ფილმში ჩვენ უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ. თანაც გადასაღებ მოედანზე იყო ლიამ ნისონი, რომელიც ჩემთვის დიდი ავტორიტეტია.

– რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ბრედლი კუპერმა?

– ის შესანიშნავი მამაკაცია. ჩვენს გმირებს მსუბუქი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი აზრით, ეს მამაკაცი მეტს იმსახურებდა.

– ჯასტინთან თქვენს სამუშაოზე საუბრობთ?

– კი, ჩვენ ტაბუ არაფერზე გვაქვს, მათ შორის, არც სამუშაო თემებზე. ამიტომაც გვიყვარს ერთად ყოფნა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯასტინ ტიმბერლეიკი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online