| ქალი და მამაკაცი |

"პირველი ჰონორარი რესტორანში დავტოვე"
ჯასტინ ტიმბერლეიკი – წარმატებისთვის დაბადებული ვარსკვლავი
ჯასტინ ტიმბერლეიკს ბრიტნი სპირსთან განშორებამ თავის დროზე ძალიან დასწყვიტა გული. და ეს არც არის გასაკვირი – ისინი ხომ დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთზე გიჟდებოდნენ.
ჯასტინმა და ბრიტნიმ ერთმანეთი გაიცნეს მიკი–მაუსის კლუბში, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მათ მაშინვე გაუჩნდათ სიმპათია ერთმანეთის მიმართ და მალე შეყვარებულები გახდნენ. მათ რომანს მთელი ამერიკა ადევნებდა თვალს და მათი განშორება ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო. ჯასტინმა არ ისურვა დეტალების გამომზეურება, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ განშორების ინიციატორი ბრიტნი იყო. ჯასტინმა ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა, რადგან იგი ყოველთვის მაქსიმალისტი იყო ცხოვრებაში და არ იყო მიჩვეული მიტოვების სიმწარეს.
მისი ცხოვრება მხოლოდ წინსვლაზეა დაფუძნებული და მარცხთან შეგუება ჯასტინის სტილი არ არის. ამიტომ მან მალე დაივიწყა ბრიტნი და სოლო კარიერაზე დაიწყო ფიქრი. საფიქრებელი მას მართლაც ჰქონდა, რადგან სოლო კარიერის დაწყება საკმაოდ მტკივნეულია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. მაგრამ ჯასტინი ვარსკვლავად არის დაბადებული, ამიტომ მისთვის არ იყო რთული მსოფლიო ესტრადის ოლიმპზე ასვლა. მეტიც – მისი პირველი ალბომი მილიონობით გაიყიდა მთელ მსოფლიოში და წლის ალბომად დასახელდა. ჯასტინს წარმატება თავში არ ავარდნია და იგი განაგრძობდა ოფლის ღვრას იმისთვის, რომ პოპულარობა შეენარჩუნებინა.
* * *
პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ ჯასტინმა განაგრძო აქტიური მუშაობა და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავი ჰიტი იმღერა. ამას დაერთო მისი დუეტი მადონასთან და სხვა ბევრ ცნობილ მომღერალთან და ჯასტინის პოპულარობამ პიკს მიაღწია. ჯასტინმა კინოშიც სცადა ბედი, მაგრამ ნაკლები წარმატებით, რადგან ზოგადად მომღერლებისგან კარგი მსახიობები არ დგებიან, რის თვალსაჩინო მაგალითია მადონა.
გთავაზობთ ინტერვიუს ჯასტინ ტიმბერლეიკთან.
– თქვენზე ამბობენ, წყალწაღებული მექალთანეაო. მართალია?
– არა, რა სისულელეა. არანაირად არ ვარ მექალთანე და არასოდეს ვიქნები. ვიღაცასთან თუ რომანი მაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალების მუსუსი ვარ. ხალხს ყველაფრის გამუქება უყვარს. როდესაც პოპულარული და ცნობილი ადამიანი ხარ, შენზე ჭორაობას იწყებენ. ამან არ უნდა გაგაბრაზოს, ეს შოუ–ბიზნესის უარყოფითი მხარეა. უბრალოდ უნდა ეცადო, რომ შენი საქმე აკეთო და ხალხს ჭორაობის სურვილი გაუქრო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც შენი წარმატების შეშურდებათ, ამიტომ ინტრიგებისთვის მზად უნდა იყო. წლების განმავლობაში ვისწავლე თავის შეკავება და ემოციების გაკონტროლება.
– რა იყო თქვენი პირველი ალბომის ასეთი წარმატების მიზეზი?
– წარმატება იოლად არასოდეს მოდის, ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო და შედეგიც არ დააყოვნებს. უნდა ეცადო ალბომში ყველა სტილის სიმღერა გქონდეს და მსმენელს ბევრი სიურპრიზი შესთავაზო. ჩემი სტილი მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ბევრმა ადამიანმა შეიძინა ჩემი ალბომი. თანაც ჩემი პირველი ალბომი სიახლე იყო და ახალი ხალხს ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებს. მე მათ იმედები არ გავუცრუე, ამიტომ გახდა პირველი ალბომი ასეთი პოპულარული.
– ერთ კონცერტზე, როდესაც ჯენეტ ჯექსონთან ერთად გამოდიოდით, საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოგივიდათ. როგორ გაიხსენებდით ამ შემთხვევას?
– ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო. მე და ჯენეტი ერთ–ერთ კონცერტზე გამოვდიოდით და მე მას შემთხვევით ტანსაცმელი შემოვახიე, რის შემდეგაც ჯენეტს მკერდი გამოუჩნდა. ამას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, რადგან ეს კონცერტი პირდაპირ ეთერში გადიოდა. ამერიკაში კი მკაცრი ცენზურაა, ამიტომ ხალხი აღშფოთებული იყო, მაგრამ ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია, სადაც ყველას ავუხსენით, რომ ეს შემთხვევითობა იყო და მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ხალხიც გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს და ინციდენტი დავიწყებას მიეცა.
– აპირებთ მომავალში ჰოლივუდის დაპყრობას?
– ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ვრი ძლიერი მსახიობია და მათთან პაექრობა არც ისე ადვილია, თანაც არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, ამიტომ ბევრის სწავლა დამჭირდება, ისეთის, რაც მსახიობებმა ავტომატურად იციან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კინოში გადაღებას არ ვაპირებ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას კინოში და შევეცდები, მაყურებელს იმედი არ გავუცრუო.
– როდესაც კონცერტზე გამოდიხართ, რა შეგრძნება გეუფლებათ ხოლმე?
– ეს ენითაუწერელია, ამის სიტყვებით გადმოცემა წარმოუდგენელია. როდესაც ხალხი გიყურებს და ელოდება შენს გამოსვლას, მაქსიმალურად კონცენტრირებული და მობილიზებული უნდა იყო, რომ მათი იმედები გაამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში შენს მომდევნო კონცერტზე აღარავინ მოვა. კონცერტები მომღერლის ცხოვრებაში ხშირია, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყო. კონცერტები უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– ოჯახის შექმნაზე რა აზრის ხართ. თვლით, რომ ამისთვის უკვე მზად ხართ?
– არა, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ, რადგან ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, მე კი მინდა სიცოცხლით დავტკბე და ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო. კარიერას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დღესდღეობით მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობ. ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრებ. მაგრამ ჯერჯერობით დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. არ გეგონოთ, ოჯახის წინააღმდეგი ვიყო, უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– სად გაიცანით თქვენი ამჟამინდელი შეყვარებული, მსახიობი ჯესიკა ბიელი?
– ჩვენ ერთმანეთს ერთ–ერთ წვეულებაზე შევხვდით და ერთმანეთის მიმართ მაშინვე გაგვიჩნდა ორმხრივი სიმპათია. ამის შემდეგ ურთიერთობაც ეტაპობრივად განვითარდა და მალე ერთმანეთს დავუახლოვდით. ის მსახიობია, მე – მომღერალი, ამიტომ ხშირად გვიწევს მოგზაურობა ეს ჩვენს სიყვარულს უფრო აძლიერებს და მყარს ხდის. ჯესიკას სახით ვიპოვნე ადამიანი, რომელთანაც სიამოვნებით გავატარებდი დარჩენილ ცხოვრებას. მაგრამ, როგორც გითხარით, დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებთ.
– რაში დახარჯეთ პირველი ჰონორარი, რომელიც კონცერტიდან მიიღეთ?
– ეს მართლაც ძალიან კარგად მახსოვს. ძმაკაცები შევკრიბე და ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში წავიყვანე. ჰონორარის ნახევარი იქ დავტოვე. მაგრამ არ მინანია, რადგან დრო ძალიან კარგად გავატარე. ასევე დედასაც ვუყიდე ახალი ტელევიზორი და ჰონორარი დაახლოებით ორ დღეში დავხარჯე. მაგრამ არ მინანია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ტკბილად მახსოვს.
– პაპარაცები რამდენად გაბეზრებენ თავს?
– ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით, რადგან ისე სწრაფად ვმოძრაობ ხოლმე, რომ ისინი ვერ ასწრებენ ჩემს დევნას, ამიტომ თავს მანებებენ. პაპარაცების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, ნერვების მომშლელია, როდესაც 24 საათი კუდში დაგდევენ. მაგრამ მათთან საბრძოლველად კარგი საშუალება ვიცი.
მოამზადა ბექა გოგინაშვილმა

კავშირი ტეგთან: მადონა

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

უიტნი ჰიუსტონს ათასწლეულის პრემიას გადასცემენ
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
სერენა უილიამსი რეპს კითხულობს
ადელს პოპულარობა არ მოსწონს

ქართველი მომღერლები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდნენ
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
დიანა ღურწკაია სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
მადონას დიეტის საიდუმლო
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ბრიტნი სპირსი შოუზე დასისხლიანებული თითებით მივიდა 