asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არგენტინაში მატარებლის კატასტროფას 49 ადამიანი ემსხვერპლა
დაშავებულია 600 ადამიანი
არგენტინაში მატარებლის კატასტროფას 49 ადამიანი ემსხვერპლა

2012-02-23 11:10:00



არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სამგზავრო მატარებლის კატასტროფას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დაშავებულია 600 მგზავრი. რამდენიმე ათეულ ადამიანს კი გადაბრუნებულ ვაგონებში ამ დრომდე ეძებენ. სულ მატარებლით 1 000 მოქალაქე მგზავრობდა.
ცხრა ვაგონიანი შემადგენლობა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან დედაქალაქისკენ მიემგზავრებოდა. მოულოდნელად მატარებელი რელსებს ასცდა და ვაგზლის ბოძებს შეეჯახა, რის შედეგადაც ვაგონები ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 30 ბრიგადა და სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მუშაობს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მატარებელი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online