asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მადონა ისევ პლაგიატში დაადანაშაულეს
ტრადიცია
მადონა ისევ პლაგიატში დაადანაშაულეს

2012-02-21 18:56:18



მადონას პლაგიატში დადანაშაულება თითქოს ტრადიციად გადაიქცა. ამჯერად დარტყმის ქვეშ მომღერლის ახალი სინგლი მოექცა. ბრაზილიელმა შემსრულებელმა ჯუან ბრაზილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სიმღერა მისი კომპოზიციის გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენს. სანამ ჯუანის წარმომადგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უჩივლონ თუ არა პოპდივას სასამართლოში, თავად არტისტი კატეგორიულ უარზეა, მადონასთან ომი გააჩაღოს:"აქამდე ვერ ვხვდები, რა მოხდა. მე მადონას შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და, თუ ეს პლაგიატია, შეიძლება, უკეთესიც იყოს ჩემთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის,რასაც მე ვაკეთებ, ისეთივე მაღალი დონისაა, როგორიც მადონას მუსიკა. პირადად მე ყოველგვარი სასამართლო პროცესის წინააღმდეგი ვარ. ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მადონასთან ომს ვისურვებდი".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მადონა
კავშირი ტეგთან: პლაგიატი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online