asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ადელი ფრანგულ ჟურნალს სასამართლოში უჩივის
შელახული რეპუტაცია
ადელი ფრანგულ ჟურნალს სასამართლოში უჩივის

2012-02-21 14:21:14



23 წლის ბრიტანელი მომღერალი, ადელი, რომელიც ”გრემის” უკანასკნელი დაჯილდოების ტრიუმფატორია, ფრანგულ ჟურნალ Public-ს მისი ყალბი ეროტიკული ფოტოს გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივის. ჟურნალის რედაქცია ამტკიცებს, რომ ეს ფოტო ნამდვილად ადელისაა, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავი ამ ფაქტს უარყოფს და ჟურნალს რეპუტაციის შებღალვაში ადანაშაულებს. ჟურნალს ხომ ყოველდღიურად სამი მილიონი ადამიანი კითხულობს. შეგახსენებთ, რომ ”თანამედროვე მუსიკის ბრიტანულმა ფენომენმა”, როგორც მას მსახიობმა გვინეტ პელტროუმ უწოდა, გადაწყვიტა, კარიერაში ტაიმ-აუტი აიღოს და პირად ცხოვრებას მიხედოს. ადელს სურს, გათხოვდეს და შვილები იყოლიოს. მომღერალი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მამაკაცმა მის გვერდით თავი ბედნიერად იგრძნოს - მხიარულია, სექსუალური და კარგი კერძების მომზადებაც ეხერხება, ერთადერთ ნაკლად კი ცხოვრების ზედმეტად დრამატიზირებისადმი მიდრეკილებას მიიჩნევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადელი
კავშირი ტეგთან: გვინეტ პელტროუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online