asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სინდი კროუფორდი შვილის მოდელობის წინააღმდეგია
კაიას მედდობა სურს
სინდი კროუფორდი შვილის მოდელობის წინააღმდეგია

2012-02-20 13:25:49



სინდი კროუფორდი აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი, 10 წლის კაია, სამოდელო ბიზნესისთვის ჯერ ძალიან პატარაა და ამ სფეროში ის მხოლოდ 17 წლის ასაკში დაიმკვიდრებს თავს. როგორც ვიცით, გოგონა უკვე გახდა სარეკლამო კომპანია Young Versace-ს სახე, მაგრამ სინდი მიიჩნევს, რომ ეს ჯერჯერობით საკმარისია. სხვათა შორის, კაიას მოდელობა კი უნდა, მაგრამ ამ პროფესიას სერიოზულად არ აღიქვამს. გოგონას სურვილია, საბავშვო მედდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმის დედოფალს, სინდის, არანაირი სურვილი არა აქვს, თავისი გოგონა მოდელად იხილოს, მან მაინც ვერ დაფარა კმაყოფილება იმის გამო, რომ ვერსაჩეს კოლექციის წარმოსადგენად სწორედ კაია აირჩიეს, რადგან ვერსაჩეს სამოდელო სახლი მისთვის განსაკუთრებულია. შეგახსენებთ, რომ სინდი კროუფორდის მეუღლე ბიზნესმენი რენდი რეგბერია. წყვილს უფროსი ვაჟიც ჰყავს, სახელად პრესლი. ადრე სინდი კროუფორდი ჰოლივუდის ვარსკვლავ რიჩარდ გირის მეუღლე გახლდათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სინდი კროუფორდი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online