asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უიტნი ჰიუსტონის სახლი 1,75 მლნ. დოლარად იყიდება
სახლი
უიტნი ჰიუსტონის სახლი 1,75 მლნ. დოლარად იყიდება

2012-02-20 12:03:00



  აშშ-ში უიტნი ჰიუსტონის აგარაკს ყიდიან. ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლში მომღერალი 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.2005 წლიდან კი ამ სახლში რეალითი შოუ Being Bobby Brown-ის გადაღებებიც მიმდინარეობდა.

სახლი, რომელიც 1.167 კვ/მ-ზეა გადაჭიმული 5 საძინებელ ოთახსა და 5 სააბაზანოს მოიცავს. მას 4 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხიც გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ სახლი პირველად აუქციონზე 2009 წელს გამოიტანეს და მაშინ მისი საწყისი ღირებულება 2,5 მლნ. დოლარი იყო, თუმცა სახლს მყიდველი არ გამოუჩნდა. 2010 წელს გამართულ აუქციონზე სახლის ღირებულება უკვე 1,97 მლნ. დოლარი იყო, თუმცა ამჟამად სახლის საწყისი ღირებულება უკვე 1,75 მლნ. დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 12 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში, აბაზანაში იპოვეს. პოპვარსკვლავის სიკვდილის მიზეზებს კალიფორნიის შტატის პოლიცია იძიებს. ჰიუსტონის ნომერში ჩხრეკის დროს ალკოჰოლური სასმელის ბოთლები და ძლიერმოქმედი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

ამერიკელ მომღერალს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 170 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი და პროდიუსერიც იყო.

 

 

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: უიტნი ჰიუსტონი
კავშირი ტეგთან: სახლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online