asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნიუარკში უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონიას კევინ კოსტნერი უღვებოდა
ცერემონია
ნიუარკში უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონიას კევინ კოსტნერი უღვებოდა

2012-02-19 00:03:00



აშშ-ს ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკში, ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ჰიუსტონი ნიუარკის მახლობლად, ქალაქ ვესფილდში, მამის გვერდით დაკრძალეს.
2 დღის განმავლობაში ნიუარკის ერთ-ერთ ბაპტისტურ ტაძარში ჰიუსტონის ნეშტი იყო დასვენებული, სადაც ათასობით ადამიანი მივიდა ცნობილი მომღერლის ხსოვნის პატივსაცემად.
დაკრძალვის ცერემონიას 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიას მსახიობი კევინ კოსტნერი უძღვებოდა.
ცნობილი მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქალაქ ნიუარკში ყველა დროშა დაშვებული იყო.
უიტნი ჰიუსტონის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ცნობილმა ამერიკელმა მომღერლებმა სიმღერები შეასრულეს.
უიტნი ჰიუსტონმა მომღერლის კარიერა ნიუარკის ეკლესიის გუნდში დაიწყო. შემდეგ სოლო კარიერა განაგრძო და მსოფლიო აღიარება სიმღერებთან ერთად, კინოფილმ "პირადი მცველის" ეკრანებზე გამოსვლამ მოუტანა, სადაც მას პარტნიორობას კევინ კოსტნერი უწევდა.
უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში აღმოაჩინეს.
პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მომღერალს ფილტვებში წყალი აღმოუჩინეს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: უიტნი ჰიუსტონი
კავშირი ტეგთან: ნიუარკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online