| ქალი და მამაკაცი |

ჯგუფი "ფრანი" ყველაზე მშვიდობიანი ჯგუფია, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლიან. 6 წელია თავიანთ საქმეს აკეთებენ და არავის აკრიტიკებენ. ჯგუფში იყო ცვლილებებიც, კრიზისული პერიოდიც, პაუზებიც. ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა აქტიურად მუშაობენ, ახალ სიმღერებს წერენ, გასტროლებისთვის ემზადებიან და სოლო ალბომის გამოშვებასაც გეგმავენ. ჯგუფი თავიდან სამკაციანი იყო, მერე კი ორი წევრი შეემატათ. გაგა ჩიხლაძე და შოთიკო ზაქარაია "ფრანის" სულისჩამდგმელები არიან. ამბობენ, ჩვენ ამ ჯგუფის ფესვები ვართო. "სარკემ" სწორედ "ფრანის" ფესვები მოიხმო სასაუბროდ.
გაგა: ჯგუფი 6 წლის გახდა, დაღვინდა. ადრე თუ ნელ ტემპში ვმუშაობდით, ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს, ყველა დეტალს ვაკვირდებით. აშკარად გავიზარდეთ, როგორც მუსიკოსები და ჩვენმა ჰონორარმაც იმატა. ქარაფშუტა აზრები, რაც ადრე გვქონდა, აღარ გვაქვს.
– როგორ ფიქრობთ, აქამდე რა გაკლდათ?
გაგა: ჩვენს შემოქმედებას შოთიკო ორჯერ დააკლდა. საზღვარგარეთ იყო წასული და იმ პერიოდებში ყველაფრის თავიდან გადაწყობა მოგვიხდა. ეს ფაქტი რომ არა, ახლა სულ სხვა ფაზაში ვიქნებოდით.
– რატომ ხდება, რომ ხან აქტიურად ჩნდებით, ხან საერთოდ ქრებით?
შოთიკო: როდესაც თქვენ გგონიათ, რომ ჯგუფი არ ჩანს და სადღაც გაქრა, მაშინ იწერება ახალი სიმღერები, ყველაზე მეტს სწორედ იმ პერიოდში ვმუშაობთ. შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ყოფითი პრობლემების გამო სიმღერაზე არ ვიფიქროთ, მაგრამ ამ პაუზებით სტიმული გვემატება.
– თავს და ოჯახს თქვენი ჰონორარებით არჩენთ?
გაგა: ჯგუფის ჰონორარით თავის გატანა შეიძლება, მაგრამ შუბლის ძარღვი არ გვაქვს გაწყვეტილი, ამიტომ ყველგან არ დავდივართ, ყველა შემოთავაზებას არ ვთანხმდებით.
– თქვენს ჟანრში არსებობს კონკურენცია?
გაგა: "ფრანმა" ახალ თაობაში ახალი "ლაივ ბენდი" შექმნა. გულშემატკივრების დიდი რაოდენობა შემოვიკრიბეთ და ნელ–ნელა გავუყევით გზას. არავის მიმართ მაქვს პრეტენზია, ოღონდ ვინმემ რამე აკეთოს, ისიამოვნოს, მართალი სიტყვა თქვას, ლამაზი ბგერა გადმოსცეს. "ფორუმებზე" წამიკითხავს, ჩვენი გულშემატკივრები როგორ აკრიტიკებენ სხვა ჯგუფებს და პირიქით. ჩვენ ძალიან მშვიდობიანი ჯგუფი ვართ, შეიძლება ყველას ვერ და არ მოვუსმინოთ, მაგრამ... თუკი ვინმე წერს მუსიკას და ცოცხლად ასრულებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჯანსაღი კონკურენცია მაშინ იქნება, თუ ყველა მაგრად ვიმუშავებთ.
– თქვენი სიმღერები მსმენელს სხვა ჯგუფის სიმღერებში ხომ არ ერევა?
გაგა: ყოფილა ასეთი შემთხვევა, სხვა ჯგუფის სიმღერა ჩვენი ჰგონებიათ და უთქვამთ, მაგარი სიმღერა გაქვთო. ამაზე გავღიზიანებულვარ. ცუდია, როცა ადამიანი გეუბნება, რომ მაგრად უყვარხარ, ამ დროს კი რეალურად არ გისმენს და ტყუილია, რასაც ამბობს.
– გაგა, რამდენიმე წელია ოჯახს მოეკიდეთ, მამა გახდით. ამან თქვენში რა ცვლილებები გამოიწვია?
გაგა: როცა თავისუფალი ვიყავი, ხან ერთ ძმაკაცთან ვრჩებოდი, ხან – მეორესთან. შოთიკოს სახლშიც ხშირად მეძინა. ახლა პატარა შვილი მყავს და იგივენაირ ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ. ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა, ოჯახურ უღელში სერიოზულად შევყავი თავი. სახლში საჭმელს მე ვაკეთებ.
– ვერ დავიჯერებ! ხუმრობთ?
გაგა: საჭმელს რომ ვაკეთებდი, არც მე მჯეროდა, მაგრამ ასეა. ნებისმიერი კერძის გაკეთება ვიცი. მაგალითად, კარგად ვამზადებ ლობიოს, ჩიხირთმას, სოუსს, ოსტრის, ქათმის ბულიონს... არ მინდა, რამე გამომრჩეს. ცოლის გაკეთებული საჭმელი არ მომწონს, ავდექი და უკეთესი მე გავაკეთე.
– შოთიკო, გაგა მართლა არ ხუმრობს?
შოთიკო: არა, გაგა სახლში სხვანაირი კაცია და გარეთ – სხვა. ქართველ კაცს რა პლუსებიც აქვს, ყველა მასშია თავმოყრილი. რაც წლები გადის, გაგას უფრო მეტად ვაფასებ.
გაგა: კერძების მომზადება ჩემი ჰობია. ჩემი ცოლი სახლს ალაგებს, ბავშვს უვლის, საჭმელების გაკეთებაში მეხმარება. მას ამ შემთხვევაში შავი საქმე აბარია – გარეცხოს და გასაკეთებლად გაამზადოს. კაცი ვერასოდეს გარეცხავს ისე მწვანილს, როგორც ქალი და ვერც ქალი გააკეთებს ისეთ მაგარ ოსტრის, როგორსაც კაცი აკეთებს.
– ვიცი, რომ ერთმანეთთან ნათელ–მირონი გაკავშირებთ.
გაგა: კი, შოთი ჩემი შვილის, თომას ნათლიაა, რომელიც ორი წლის და ოთხი თვის არის. ასეც უნდა ყოფილიყო, ცოლად ვერ გავყვებოდი და ბავშვი მაინც უნდა მომენათვლინებინა. ქართული მართლმადიდებლური ოჯახი მაქვს. შვილთან ერთად მამაშვილობის განცდაც იზრდება. ცოტა ხნის წინ თომას ოპერაცია გავუკეთეთ, ენა ჰქონდა დაბმული. ბავშვობაში მეც იგივე პრობლემა მქონდა, ოპერაცია მეც დამჭირდა. საოპერაციოში რომ მიჰყავდათ, იძახდა, გაგა, მიშველე, მამა, მიშველე, ექიმებს ჩემი თავი რატომ გაატანეო. მაშინ აღვიქვი მძაფრად, რომ მამობა მართლაც საოცარი რამ არის. ყელში ბურთი მახრჩობდა. მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად არის.
– ტიპური ქართველი ქმარი ხართ თავისი პლუს–მინუსებით?
გაგა: უხეში ქმარი უფრო ვარ, ვიდრე რომანტიკული, ხანდახან მუტრუკი ვხდები. რაც დრო გადის, ცოლი მით უფრო გიყვარდება, შენი ხდება და ერთმანეთში სხვანაირი დამოკიდებულება ყალიბდება. თუკი ჯვარს იწერ, მაშინ უნდა იცოდე, სამომავლოდ რას გააკეთებ, როგორ იცხოვრებ. მე და ჩემი ცოლი ერთმანეთის ნაწილები ვართ.
– შოთიკო, თქვენ დაქორწინებული რატომ არ ხართ? თქვენი ნათლიმამისგან მაგალითს რატომ არ იღებთ?
შოთიკო: გადავყევი ძმაკაცებს, პირად სიამოვნებას და ოჯახი არ შევქმენი. ვიცი, როგორი გოგოებიც მომწონს, მაგრამ ის არ ვიცი, როგორ დავახასიათო. ქუჩაში ბევრჯერ შემხვედრია ისეთი გოგო, რომელიც ჩემს გემოვნებაში ჯდება.
გაგა: რაც შოთის ვიცნობ, შეყვარებული კაცის როლში არ მინახავს.
შოთიკო: მეც აღარ მახსოვს, როგორი ვარ ამ ამპლუაში.
– გაგა, არ ეუბნებით, რომ ცოლი მოიყვანოს?
შოთიკო: პერიოდულად მეუბნება, ხომ არ დაგავიწყდა, ცოლი რომ გყავს მოსაყვანიო. ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა.
– მეგობარ გოგოს გულისხმობთ?
შოთიკო: მეგობარი გოგოს გარეშე ვცხოვრობ. ისე გამომივიდა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამას ნამდვილად პრობლემა აქვსო, მაგრამ უბრალოდ მინდა, ნამდვილ სიყვარულს შევხვდე, ვისთანაც თავს კარგად ვიგრძნობ. მიყვარს ცურვა, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. ყველაზე დიდ სიამოვნებას მეგობრებთან ქეიფის დროს ვიღებ.
– "ფრანს" რა გეგმები აქვს?
შოთიკო: ჩვენს ძველ სიმღერებს მოვუყრით თავს და პირველ სოლო ალბომს გავაკეთებთ. ეს რამდენიმე თვეში მოხდება. კიევიდან გვაქვს შემოთავაზებები, ჯერჯერობით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა იქნება.
ლანა კიკნაძე
|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
სერენა უილიამსი რეპს კითხულობს
ადელს პოპულარობა არ მოსწონს
ჯენიფერ ჰადსონის სიძე ოჯახის წევრების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს











ქართველი მომღერლები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდნენ 

ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
დიანა ღურწკაია სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
მადონას დიეტის საიდუმლო
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ბრიტნი სპირსი შოუზე დასისხლიანებული თითებით მივიდა
უიტნი ჰიუსტონს ათასწლეულის პრემიას გადასცემენ 



