asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კიმ კარდაშიანს ახალი შეყვარებული ჰყავს
დროს არ კარგავს
კიმ კარდაშიანს ახალი შეყვარებული ჰყავს

2012-02-06 15:01:19



კიმ კარდაშიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა თავის მეუღლე კრის ჰამფრისს, უკვე ახალ მამაკაცს ხვდება. ეს გახლავთ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე, 24 წლის მარკ სანჩესი.

როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, სპორტსმენს ახლახან ჰქონდა რომანი მსახიობ ჰაიდენ პანეტერისთან. RadarOnline.com-ის ცნობით, ფეხბურთელმა და რეალითის ვარსკვლავმა ერთმანეთი «Kourtney and Kim Take New York»-ის პირველი სეზონის გადაღებებზე გაიცნეს და მას შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კარდაშიანის ცხოვრებაში ჰამფრისი გამოჩნდებოდა. ახლა კი, როცა კიმი თავისუფალია, მათ შორის გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქა.

გამოცემის თქმით, კიმი და სანჩესი თავიანთ ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავენ, მაგრამ პაპარაცებმა ისინი რამდენჯერმე შენიშნეს ერთად ვახშმობის დროს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კიმ კარდაშიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online