asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანუკა ლითანიშვილი ცხოვრებაში მერის არ ჰგავს
ნანუკა ლითანიშვილი ცხოვრებაში მერის არ ჰგავს
ნანუკა ლითანიშვილი ცხოვრებაში მერის არ ჰგავს

2010-11-29 13:38:38



თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი 4 შვილის დედაა. მისი მეუღლე ზურა გეწაძე ამავე თეატრის მმართველია.

– ქალბატონო ნანუკა, ვინ მიგიწვიათ "შუა ქალაქში"?

– დამირეკეს და მითხრეს მივსულიყავი. მივედი და მდივნის როლი შემომთავაზეს.

– როგორ შეაფასებდით თქვენს გმირს?

– მის შეფასებაში ობიექტური ვერ ვიქნები, თანაც ჩემს ნამუშევარს ვერ ვუყურებ. ყველაფერი მაყურებელმა შეაფასოს.

– ცხოვრებაში მდივნად რომ გემუშავათ, როგორი მდივანი იქნებოდით?

– ამაზე არ მიფიქრია.

– თქვენი გმირი, მერი ცოტა მკაცრია, ცხოვრებაში როგორი ხართ?

– ცხოვრებაში მკაცრი არ ვარ. საერთო არაფერი მაქვს ამ პერსონაჟთან.

– ოჯახის წევრები როგორ აფასებენ თქვენს გმირს?

– ყველას მოსწონს და უყურებენ. თუმცა, მარტო ჩემ გამო არ უყურებენ. სერიალი იმდენად არის პოპულარული, რომ მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მაინც უყურებენ. ჩემი ოჯახის წევრებს ჰგონიათ, რომ კარგად ვთამაშობ და ხელს არ ვუშლი იმ პერსონაჟებს, რომლებსაც ასეთი დიდ რეიტინგი აქვთ.

– არ გაგიჭირდათ შეგუება?

– არა, რადგან ძალიან თბილად და კარგად მიმიღეს. არაჩვეულებრივი გუნდია. გაჭირვებით მხოლოდ ის გამიჭირდა, რომ ჩემთვის ცოტა უცხო გარემო იყო, არასოდეს მიმუშავია ასეთ სფეროშო. თუმცა ყველანაირად მიწყობდნენ ხელს.

– სხვა სერიალშიც თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

– დიახ. "იმედის" არხზე იყო სერიალები, სადაც მონაწილეობა მივიღე, მაგრამ ეს უმნიშვნელო როლები გახლდათ.

– რაც ამ სერიალში დაიწყეთ თამაში, სხვა შემოთავაზება არ გქონიათ?

– არა.

– თეატრში ამჟამად თუ ხართ დაკავებული?

– რამოდენიმე სპექტაკლში ვარ დაკავებული, მაგრამ ახალი არაფერია. ახალ სპექტაკლებში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ გეგმები არის, რომელის შესახებ ჯერჯერობით არ ვსაუბრობ.

– თქვენი მეუღლე თეატრის მმართველია. თეატრში ეს ფაქტი პრივილეგიას არ განიჭებთ?

– არა.

– თქვენ სალომე ყანჩელის შვილიშვილი ხართ, რითი გავხართ ბებიას?

– რაღაცით ვგავარ, რაღაცით – არა. ბებიას პრინციპულობით ვგავარ. ჩემი მსახიობობა მისი ინიციატივით მოხდა. ძალიან უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი.

– მამათქვენი ოთარ ლითანიშვილი რეჟისორია, მამის და ბებიის სახელი თუ დაგხმარებიათ?

– დიახ. ყველამ იცის ვინ ვისი შვილია. ადამიანს ყოველთვის მოყვება თავისი წარსული და წინაპრების სახელი.

– თქვენი უფროსი შვილიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს.

– კი, მას სურდა ასე და მის არჩევანს პატივი ვეცით. არ ჩავრეულვარ.

– 4 შვილის დედა ხართ, როგორ ასწრებთ ოჯახის საქმესაც და სამსახურის საქმესაც?

– გინდა არ გინდა უნდა მოასწრო და ვასწრებ კიდეც.

– როგორი დიასახლისი ხართ?

– გადასარევი. ყველანაირი კერძი ვიცი. არ არსებობს კერძი, რომელსაც ვერ გავაკეთებ. საერთოდ, საჭმელების კეთება ძალიან მიყვარს.

– დამხმარე ქალი არა გყავთ?

– არა.

– თქვენ უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ხართ, დღეს როგორ შეაფასებდით თქვენს ურთიერთობას?

– ჩვენ, გარდა იმისა, რომ ცოლ–ქმარნი ვართ, მეგობრებიც და კოლეგებიც ვართ. ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გაგვნელებია და არც ჩვევაში გადაგვსვლია.

– სიყვარულის შენარჩუნებისთვის, წყვილმა არ უნდა გააკეთოს?

– სიყვარულისგან მოდის ურთიერთდათმობა და პირიქით.

– ყველაზე ძალიან რა მოგწონთ თქვენს მეუღლეში?

– ზურა მიზანდასახული, მართალი და პატიოსანი ადამიანია. მას ბევრი თვისება აქვს, რომელიც შეიძლება მომწონდეს.

– შვილებიდან რომელი გგავთ თქვენ?

– ყველა განსხვავებული ხასიათისაა, მაგრამ უფროსი შვილი უფრო მგავს.

– თქვენი უფროსი ქალიშვილი 15 წლისაა, როგორი ურთიერთობა გაქვთ დედა–შვილს?

– ჩვენ მეგობრებიც ვართ. სალომე ყველაფერს მიყვება და ყველაფერში მენდობა. არამარტო სალომე, ყველა ყველაფერს მიყვება და ყველაფერზე ვსაუბრობთ.

– თავიანთ სიყვარულის შესახებაც გესაუბრებიან?

– არაფერს მიმალავენ. მე არაფრის მოყოლას ვაძალებ. როცა თავად ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ მომიყვებიან. მათი მჯერა და არ მიყვარს ჩაძიება.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– თუ თავისუფალი დრო მაქვს, ოჯახში ვარ და შვილებს ვუთმობ.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online