| ქალი და მამაკაცი |

კაცი, რომელმაც "ჩუჩხეს იდეოლოგია" შექმნა

ჩრდილოეთ კორეა დასავლური სამყაროსათვის დღესაც პრობლემად რჩება. ქვეყანაში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმი და აგრესიული საგარეო პოლიტიკა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დასავლეთმა, უწინარეს ყოვლისა კი, აშშ–მ, მის "მოსათვინიერებლად" უდიდესი ძალისხმევა დახარჯა, თუმცა ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს:
– ჩრდილო კორეა შეიძლება გაუხედნავ ცხენს შევადაროთ, რომელიც გაცოფებული გარბის და არავის ერიდება, – წერს ზბიგნევ ბზეჟინსკი, – ეს ქვეყანა, რომელიც ჩუჩხეს იდეოლოგიას ემყარება, კვლავაც პრობლემად რჩება.
"ჩუჩხეს იდეოლოგიის" შექმნა კიმ ირ სენის (1912–1994) სახელს უკავშირდება. ის მართლაც საინტერესო ბედის კაცი იყო.
ღარიბი, მაგრამ პატრიოტული ოჯახის შვილი
კიმ ირ სენის ნამდვილი სახელი და გვარია კინ სენ ჟუ. იგი ღარიბ, მაგრამ პატრიოტულ ოჯახში დაიბადა. მამამისი, პროფესიით მასწავლებელი, აქტიურად მონაწილეობდა კორეის ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1919 წელს პატარა კიმ სენ ჟუ მშობლებთან ერთად ჩინეთში გადასახლდა. კიმ სენ ჟუ სწორედ აქ დავაჟკაცდა, აქ ჩამოუყალიბდა იდეალები, რამაც მისი ცხოვრებისეული გზა განსაზღვრეს. მაშინდელ ჩინეთში ფრიად რთული ვითარება შეიქმნა. ეროვნულ–დემოკრატიულმა რევოლუციამ თითქოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები შექმნა. ეს ვერ მოხერხდა. ადგილობრივი ლიდერების უნიათობამ და გარე ძალების ჩარევამ ქაოსი გამოიწვია. ინგლისი, იაპონია, საბჭოთა რუსეთი, საფრანგეთი, – ყველას ჩინეთში საკუთარი ინტერესი ჰქონდა. განსაკუთრებით მწვავე შედეგები საბჭოთა რუსეთისა და იაპონიის ექსპანსიას მოჰყვა. კრემლი დაჟინებით ცდილობდა ჩინეთში ბოლშევიკური რევოლუციის ექსპორტს. მოსკოვის აქტიური ძალისხმევით იქმნება ჩინეთის კომუნისტური პარტია და წითელი არმია. იაპონია თავის მხრივ აქტიურად აწარმოებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და ამ მიზნით აქტიურად ეხმარებოდა ჩინელ გენერალ–მილიტარისტებს. სწორედ ერთ–ერთი ასეთი გენერლის ჩან ჩჟო ლინის დახმარებოთ, იაპონელებმა შექმნეს მარიონეტული სახელმწიფო მანჩჟოუ–გო. იაპონია აქეზებდა და აიარაღებდა სხვა გენერალ–მილიტარისტებსაც. შედეგად, ჩინეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. წითლები, გენერალი–მილიტარისტები, გომინდანში გაერთიანებული ნაციონალისტები (ჩან კაი–ში და მისი მემკვიდრეები) ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ.
კინ სენ–ჟუ ასეთ გარემოში აღიზარდა. ის გადაჭრით დადგა კომუნისტების მხარეზე და ჩინეთის წითელ არმიაში ჩაეწერა. მალე კინ სენ ჟუ პარტიზანული რაზმის მეთაური გახდა. რაზმი მანჯურიაში მოქმედებდა და იაპონელებს სისხლს უშრობდა. სწორედ მაშინ კინ სენ ჟუმ ახალი პარტიული ფსევდონიმი აირჩია და კიმ ირ სენად გადაიქცა, რაც დიადს, გასხივოსნებულს ნიშნავს. იაპონელებმა მის წინააღმდეგ დიდძალი სამხედრო ძალა გადაისროლეს, ბოლოს და ბოლოს კიმ ირ სენიც იძულებული გახდა, საზღვარზე გადასულიყო და თავი საბჭოთა კავშირისათვის შეეფარებინა.
კორეაში დაბრუნება
1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მილიტარისტული იაპონიაც განადგურდა. გაჩნდა კორეის დამოუკიდებლობის პერსპექტივები, თუმცა, იაპონური ოკუპაცია რუსულ–ამერიკულმა ჩაანაცვლა. ქვეყნის ნახევარს რუსები აკონტროლებდნენ, ნახევარს კი ამერიკელები.
რუსის ჯართან ერთად, კიმ ირ სენი სამშობლოში ბრუნდება. ის კვლავ ცდილობს, რუსების ნებისმიერი სურვილი თუ თხოვნა შეასრულოს. ეს გასაგებია, რადგანაც კორეის ჩრდილოეთ ნაწილს საბჭოთა არმია აკონტროლებს და აქ ერთადერთი ხელისუფლება რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციაა. კიმ ირ სენი ჩრდილოეთის ყველაზე დიდი ქალაქის ფხენიანის სამხედრო კომენდანტის მოადგილე ხდება. როგორც ჩანს, სტალინს მისი პიროვნება მოეწონა, რადგანაც ნებას აძლევს შექმნას და სათავეში ჩაუდგეს კორეის კომუნისტურ პარტიას. ამერიკა მოითხოვს, რომ კორეაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. პასუხად სტალინი ფხენიანში ქმნის კორეის დროებით მთავრობას, რომელსაც სათავეში კიმ ირ სენი ჩაუდგა. სამხრეთში იქმნება ლი სი მანის ეროვნული მთავრობა. მდგომარეობა დღითიდღე იძაბება.
ვაშინგტონი მთელი ძალით ცდილობს დაძაბულობის განმუხტვას. პრეზიდენტ ტრუმენსა და სტალინს შორის იწყება დიალოგი. ამ დროს, ჩინეთში, მაო ძე დუნის მომხრეები შეტევაზე გადადიან. იუგოსლავიელი კომუნისტი და იმხანად ტიტოს თანამებრძოლი მილოვან ჯილასი წერს, რომ სტალინი უკანასკნელ მომენტამდე სიფრთხილეს ინარჩუნებდა. იუგოსლავიელებთან საუბარში სტალინმა განაცხადა:
– ჩინელ ამხანაგებს ვურჩიეთ, რომ ჩან კაი–შისთან მოდუს–ვივენდისათვის მიეღწიათ. ისინი დაგვეთანხმნენ, მაგრამ როგორც კი შინ ჩავიდნენ, სხვაგვარად მოიქცნენ, ძალები მოიკრიბეს და დაარტყეს. საბოლოო ანგარიშით ჩვენ კი არა, ისინი გამოდგნენ მართლები.
სტალინი იმდენად დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ მრავლისმნახველი ჯილასიც კი დაარწმუნა: ჩინეთის გაწითლება არ მსურდაო. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. პავლე სუდოპლატოვი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ ჩინეთში ინტენსიურად აგზავნიდნენ ინსტრუქტორებს. რომ არა მოსკოვის სამხედრო–პოლიტიკური მხარდაჭერა, მაო ვერას დიდებით ვერ გაბედავდა აგრესიული ნაბიჯების გადადგმას. ჩინეთის წითელი არმია სწორედ სტალინის წყალობით გადაიქცა მრისხანე ძალად, სწორედ სტალინის დახმარებით შეძლო მაომ ჩან კაი–შის დამარცხება. შემდგომში მაო განაცხადებს:
– სტალინი რომ არა, ჩინეთში რევოლუცია ვერ გაიმარჯვებდა!
ვაშინგტონში თავზარდაცემულები იყვნენ. სტალინმა თვალსა და ხელს შუა ჩინეთი გაუწითლა. ამან ძალთა თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეცვალა მოსკოვის სასარგებლოდ. ჩინეთის შემდეგ, რიგში იდგნენ კორეა, ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა.
ომი და კორეის გაყოფა
კორეაში ჩინური სცენარი განმეორდა, მოსკოვმა შეაიარაღა კიმ ირ სენის არმია, შემდეგ, მაოს მსგავსად, კიმიც იერიშზე გადავიდა და მოზრდილი ტერიტორია დაიკავა. ამასთან შეგუება უკვე აღარ შეიძლებოდა, ამერიკელები ლი სი მანის მხარეს დადგნენ, კორეელ კომუნისტებს აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსებმა და ჩინელებმა.
– ომმა კორეაში მასიური პანიკა გამოიწვია, – წერს ამერიკელი მწერალი გორ ვიდალი, – გუშინდელი მოკავშირეები რუსეთი და ამერიკა იარაღის ძალით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კიმ ირ სენის უკან ხომ რუსები და ჩინელები იდგნენ. გადაიზრდება თუ არა კორეის ომი მესამე მსპოფლიო ომში? აი, ეს ყველას გვაშფოთებდა და გვაწვალებდა.
თავდაპირველად კიმ ირ სენის საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე წარმატება წარუმატებლობამ შეცვალა. გენერალ მაკ–არტურის მეთაურობით, ამერიკელებმა მტერს რამოდენიმე გამანადგურებელი დარტყმა აგემეს. სტალინმაც დროზე აუღო ალღო ვითარებას. სსრ კავშირი ჯერ არ იყო მზად ამერიკასთან მწვავე კონფრონტაციისათვის. რაკი კორეაში ბლიც–კრიკი ჩაიშალა, აუცილებელი იყო დროული უკან დახევა და კომპრომისი. დიქტატორმაც ამერიკელებს კორეის გაყოფა შესთავაზა:
– ამერიკაში აზრი ორად გაიყო, – წერს ჰენრი კისინჯერი, – ერთნი სასწრაფოდ ზავის დადებას უჭერდნენ მხარს, მეორენი თვლიდნენ, რომ სამხედრო გამარჯვება სრული უნდა ყოფილიყო და რუსები მთელი აზიიდან უნდა გაეძევებინათ.
რუსების გაძევება მართლაც რეალური იყო. ჩინეთში კვლავ გააქტიურდნენ როგორც ჩან კაი–შის მომხრეები, ისე უიღურელი სეპარატისტებიც. პავლე სუდოპლატოვი წერს, რომ "აღმოსავლეთ თურქისტანში მართლაც რთული ვითარება შეიქმნა". გენერალმა მაკ–არტურმაც ტრუმენს განუცხადა:
– მე შემიძლია დავაჩოქო როგორც ჩინეთი, ისე რუსეთი!
პრეზიდენტმა ტრუმენმა სხვაგვარად განსაჯა: მან სტალინთან მორიგებას დაუჭირა მხარი. მალე ზავიც დაიდო. შედეგად, კორეა გაიყო, მის ჩრდილო ნაწილში კიმ ერ სენის კომუნისტური დიქტატურა დამყარდა, სამხრეთში კი, ლი სი მანის მეთაურობით, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა დაიწყო.
როგორ შეიქმნა ჩუჩხე
კიმ ირ სენი თავგამოდებული სტალინისტი იყო, ამიტომ მის მიერ შექმნილი ე.წ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაც სტალინური სსრკ–ს ასლი გახლდათ. იგივე პიროვნების კულტი, მასიური რეპრესიები, მატერიალური დაინტერესების უკანა პლანზე გადაწევა და მისი იძულების მეთოდით ჩანაცვლება.
– ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკა თავდაპირველადვე მილიტარიზებული იყო. მატერიალური დაინტერესების პრინციპი "ბურჟუაზიულად" გამოცხადდა და უარყოფილ იქნა. მიწა მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა. მოსახლეობას ჩამოერთვა თვით საკარმიდამო ნაკვეთებიც კი. ყველას სახელმწიფო მეურნეობებში უნდა ეშრომა. პარალელურად მიმდინარეობდა ინდუსტრიალიზაცია, სადაც საბჭოთა დახმარების გარდა, ინტენსიურად გამოიყენებოდა მონური შრომა, – წერს ოტო ლაცისი.
ბუნებრივია, რომ ასეთმა "სიბრძნემ" მასიური სიღატაკე გამოიწვია. კიმ ირ სენმა პასუხად რეპრესიები გააძლიერა და ყველაფერზე ტოტალური კონტროლი დაამყარა.
– კორეაში დასჯადი ქმედება გახდა არა მხოლოდ მთავრობაზე ანეკდოტების მოყოლა, არამედ გაზეთების არწაკითხვა და რადიოს არმოსმენაც, – წერს ოტო ლაცისი, – ყველგან – კლუბებში, საწარმოებში რადიო ჩართული იყო. თანამშრომლებს ყოველდღე უტარდებოდათ პოლიტმეცადინეობები, სადაც უნდა წარედგინათ წერილობითი რეფერატები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური გადაცემები გადაიცემოდა რადიოთი, ან რას წერდნენ გაზეთები. კიმ ირ სენის უზარმაზარი პორტრეტები ყველგან ეკიდა. სკოლაში მოსავლეებს ასწავლიდნენ მის ბიოგრაფიას, იგივე ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებსა თუ ფაბრიკა–ქარხნებშიც. სამსახურის გაცდენა საბოტაჟს უთანაბრდებოდა. ყველა, ვინც სამჯერ არასაპატიო მიზეზით გააცდენდა სამსახურს, "მოღალატედ" ცხადდებოდა და საკონცენტრაციო ბანაკში ხვდებოდა. სსრკ–ს მსგავსად ჩრდილო კორეაშიც ადამიანებს ღამღამობით აპატიმრებდნენ. მათ ბედს არა სასამართლო, არამედ "სამეულები" წყვეტდნენ, – წერს ოტო ლაცისი.
სსრკ–ში სტალინის კულტის მხილება კიმ ერ სენს ძალზე არ მოეწონა. მიუხედავად ამისა, მას ხმამაღალი პროტესტი არ გამოუთქვამს. ჩრდილოეთ კორეა სსრკ–ზე ბევრი რამით იყო დამოკიდებული. კიმი იმით შემოიფარგლა, რომ სტალინის კრიტიკა არ დაიწყო. სსრკ–სთან მეგობრული ურთიერთობის პარალელურად განამტკიცა კავშირები ჩინეთთან.
– კორეასა და ჩინეთს ბევრი რამ აქვთ საერთო, – წერს ოტო ლაცისი, – ამიტომაც გასაგებია კიმ ერ სენის ესოდენი ლტოლვა პეკინისაკენ. მალე ჩინეთში "კულტურული რევოლუცია" დაიწყო და ამან კიმ ირ სენი შეაშფოთა.
ჩრდილო კორეის დიქტატორმაც ჩინელებთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაიკავა. მას არ დაუგმია "კულტურული რევოლუცია", ისევე, როგორც არ დაგმო სსრკ–ში სტალინის კულტის მხილება. კიმ ირ სენი ლავირებდა მოსკოვსა და პეკინს შორის. სწორედ ამ დროს წარმოიშვა ჩუჩხეს იდეოლოგია.
– სიტყვა "ჩუჩხე" საკუთარი სხეულის პატრონს ნიშნავს, – წერს ოტო ლაცისი, – კიმ ირ სენმა დაამუშავა ძველი კორეული ფილოსოფიური მოძღვრება და ის თანამედროვეობას მიუსადაგა.
მოკლედ, ეს შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ, კორეელები, საკუთარი მიწის ბატონ–პატრონები ვართ. ჩვენთან ყველაზე სამართლიანი წყობილებაა, ჩვენი ბელადი კიმ ირ სენი ყველაზე მამაცი და ბრძენია. კორეული ნაწარმი მსოფლიოში საუკეთესოა, ხოლო ჩრდილო კორეა ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდება, პირიქით, შეგვიძლია აქეთ ვასწავლოთ ჭკუა ამერიკელებსაც, გერმანელებსაც, ინგლისელებსაც. "ჩუჩხე" ჩრდილო კორეის იდეოლოგიად ოფიციალურად გასული საუკუნის 50–იან წლებში გამოცხადდა, როდესაც კიმ ირ სენი ძლიერ ტოტალიტარულ მმართველად ჩამოყალლიბდა და შეეძლო გარკვეული დისტანცია დაეკავებინა როგორც მოსკოვთან, ისე პეკინთან ურთიერთობისას.
– ჩრდილო კორეაში სოციალიზმის უფრო მკაცრი და სასტიკი ფორმა იყო, ვიდრე სსრკ–ში, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – მეტიც, ზოგიერთის აზრით, კიმ ირ სენმა სიმკაცრეში მაოსაც გადაასწრო.
დიქტატორი და ხალხი
ჩრდილო კორეის მოსახლეობა კოსმოსური სიჩქარით ღატაკდებოდა. მალე ხორცი დეფიციტი გახდა. მაღაზიებშიც ვეგეტარიანული კატლეტები და ვეგეტარიანული კურდღლები იყიდებოდა.
– ხორცი მავნებელია! ვეგეტარიანული საკვები ყველაზე ჯანსაღი საკვებია! – აცხადებდა ოფიციალური პროპაგანდა.
მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება. ჩრდილო კორეამ საკუთარი ბირთვული პროგრამა შექმნა. იმას, რომ ხალხი შიმშილობდა, არავინ აქცევდა ყურადღებას.
კიმ ირ სენი და მისი გარემოცვა მეფურად ცხოვრობდა. მათ განკარგულებაში იყო ფეშენებელური ვილები, უცხოური მარკის ავტომანქანები, სასახლეები. თავად კიმ ირ სენს რამოდენიმე სასახლე ჰქონდა. "ბელადის" განკარგულებაში იყო პირადი მატარებელიც:
– კიმ ირ სენს ფრენის ეშინოდა, ამიტომაც მატარებლით გადაადგილებას ანიჭებდა უპირატესობას, – წერს ლეონიდ მლეჩინი.
დიქტატორს ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა არ უყვარდა. თავისი მატარებლით ის მთელ ქვეყანაში დაქროდა. კიმს ჩვეულებად ჰქონდა თავისი ვიზიტის შესახებ არავინ გაეფრთხილებინა. ამიტომ უეცრად გამოჩნდებოდა ხოლმე საწარმოებში, ფაბრიკებში, სოფლებში, ესწრებოდა მეცადინეობებს სკოლებში. ამ დროს ბლოკნოტში რაღაცას გულმოდგინეთ ჩაინიშნავდა ხოლმე. ამ უეცარი ვიზიტებით მას ქვეშევრდომები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. ყველამ იცოდა, რომ უბრალო წვრილმანსაც არავის აპატიებდა და თუკი რაიმე არ მოეწონებოდა, დაუნდობელი იყო.
მთელი ჩრდილო კორეა კიმ ირ სენის უზარმაზარი ქანდაკებები იყო სავსე. მასზე წერდნენ ლექსებს, პოემებს, რომანებს, დგამდნენ პიესებს, იღებდნენ ფილმებს.
– ის ბრძენი, გულკეთილი და სულგრძელია, – ამტკიცებდა ოფიციალური პროპაგანდა, – მას არაფერი შეეშლება, არაფერი გამოეპარება.
ამას ბავშვებს ადრეული ასაკიდან შთააგონებდნენ. იდეოლოგიური დამუშავება მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა. თუმცა, ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად კი კიმ ირ სენის კულტის გამყარება ასე ხდებოდა:
– უბრალო ხალხს არასდროს არავინ არაფერს ეკითხება! მთელ მსოფლიოში ასეა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისნი. ამერიკაში დემოკრატია ფიქციაა, ყველაფერს ოლიგარქია წყვეტს, ე.წ. დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც ფორმალურად "დამოუკიდებელნი" არიან, ფაქტიურად, ამერიკელები ბატონობენ. განა ოკეანისგაღმელ ვაჟბატონებს ჩვენები არ გვირჩევნია? განა უოლ–სტრიტელ საქმოსნებს ჩვენი კორეელი კომუნისტები არ სჯობიან?
სამხრეთ კორეის წარმატებები სახეზე იყო და მათი დამალვა ეკლიანი მავთულხლართითაც აღარ შეიძლებოდა. ხელისუფლება სასტიკად სჯიდა ყველას, ვინც სამხრეთში გადასვლას მოისურვებდა. ოფიციალურად "სამხრეთ კორეაში უმუშევრობა, კორუფცია და ტერორი იყო". იმავდროულად, ჩრდილო კორეის უშიშროება ხალხში ასეთ "აზრებს" ავრცელებდა:
– შეიძლება სამხრეთში კარგად ცხოვრობენ, მაგრამ იქ დაივიწყეს წინაპართა ზნე–ჩვეულებები. ამერიკანიზაცია სპობს ყველა ფასეულობას, რაზეც ჩვენი ერი იდგა! დიახ, ჩრდილოელებს გვიჭირს, მაგრამ ეროვნულობა ხომ შევინარჩუნეთ! ბოლოს და ბოლოს ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კარგი ცხოვრება!
ფრანგი ჟურნალისტები აკოსი და კიო სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ კიმ ირ სენი ხელისუფლების ტექნოლოგიას ბრწყინვალედ ფლობსო. ეს ზუსტი და ამომწურავი შეფასებაა. კიმ ირ სენმაც ფაქტიურად მონარქია შექმნა. მისი სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლება მის ვაჟს გადაეცა.
ეპილოგი
როდესაც დაინგრა ბოროტების იმპერია – სსრ კავშირი, მოიშალა ე.წ. სოციალისტური ბანაკი აღმოსავლეთ ევროპაში, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მალე ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების ჯერიც დადგებაო. იმედი არ გამართლდა.
– კიმ ირ სენის მიერ შექმნილი დიქტატორული რეჟიმი ბევრად უფრო მყარი გამოდგა, ვიდრე გვეგონა, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – კიმმა არა მარტო ძლიერი არმია და უშიშროება შექმნა, არამედ მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავებაც მოახერხა.
კიმ ირ სენი უკვე აღარ არის, მაგრამ ჩრდილო კორეაში კვლავაც ბნელეთია...
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: სტალინი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი