| ქალი და მამაკაცი |

კანონიერი ქურდები, რომლებმაც მეტისმეტი მოინდომეს
სედოი და ხაზარი – კანონიერი ქურდები, რომლებმაც მეტისმეტი მოინდომეს
ამბავი, რომელიც გვსურს მოგითხროთ, 1989 წელს სვერდლოვსკის მახლობლად ერთ–ერთ ზონაში დაიწყო. სვერდლოვსკში მოსკოვიდან სუკის ოპერატიული ჯგუფი ჩავიდა. სუკს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სვერდლოვსკის ზონას მთლიანად კანონიერი ქურდები მართავდნენ, რომელთა შორის გამოირჩეოდა ორი – სედოი და ხაზარი.
– სედოი (ნამდვილი გვარი ვიტალი იაკოვლევიჩ ნორკინი) დაიბადა 1953 წელს. წარსულში არაერთგზის იყო ნასამართლევი, – წერენ პოდლევსკიხი და ტერეშონოკი თავიანთ წიგნში "კანონიერი ქურდები: ნახტომი ხელისუფლებისაკენ".
ამბობენ, ქურდი "მოკრიზე" (მკვლელობა) არ მიდისო, ასეთია "შავი სამყაროს" კანონი. თუმცა "სედოის" ისეთ დროს მოუხდა "მოღვაწეობა", როდესაც "კანონები" და ტრადიციები უღვთოდ ილახებოდა. "სედოიმაც" (მიუხედავად იმისა, რომ უკვე "ქურდად იჯდა") ჩხუბისას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი მოკლა. მან ის ჯერ წააქცია, შემდეგ კი დანით რამოდენიმე დარტყმა მიაყენა.
– ამისათვის მას 1985 წელს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – წერენ პოდლევსკიხი და ტერეშონოკი.
ხაზარიც არანაკლებ კოლორიტული ბიოგრაფიის პატრონია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ასლან თემურის ძე ტონაიანი, ეროვნებით ქურთი, 1937 წელს თბილისში დაიბადა. კარიერა ვალუტით უკანონო ვაჭრობით დაიწყო და როგორც ფიქრობენ, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი თანამშრომლობა სუკთან. კანონიერ ქურდად "ხაზარი" 1963 წელს "აკურთხეს". თანახმად ტრადიციისა, ქურდს ოჯახის ყოლა ეკრძალება. მიუხედავად ამისა, "ხაზარს" ცოლ–შვილიც ჰყავდა და ფუფუნებით სავსე ცხოვრებაც უყვარდა.
სუკის ოპერჯგუფმა დაადასტურა: ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. სვერდლოვსკის ოლქში არსებულ ყველა ზონას კანონიერი ქურდები აკონტოლებენ. მეტიც, მათ კავშირი აქვთ ციხის გარეთ არსებულ კრიმინალურ სამყაროსთან და აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან.
რაში დასჭირდა ადმინისტრაციას კანონიერი ქურდების დახმარება
გორბაჩოვისეული "დემოკრატიზაცია" კრიმინალურ სამყაროში თავისებურად გაიგეს. რაკი ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, რატომ უნდა ვდუმდეთ "ზონებში" არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე? სვერდლოვსკის ოლქში არსებული თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც დაიწყო პროტესტის ტალღა. პატიმრები მასიურად აცხადებდნენ დაუმორჩილებლობას, უარს ამბობდნენ მუშაობაზე. დაიწყო მასიური ლოთობა. ამას მოჰყვა წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დამყარება. არსებულ ვითარებაში ეს უცილობლად გახმაურდებოდა და "ზონების" ხელმძღვანელობას თანამდებობის დაკარგვად დაუჯდებოდა. მათაც ნაცად მეთოდს ანუ კანონიერ ქურდებს მიმართეს: დაგვეხმარეთ წესრიგის დამყარებაშიო. ქურდებიდან კი ყველაზე ავტორიტეტულები სედოი და ხაზარი იყვნენ.
– გაძლევთ მოქმედების სრულ თავისუფლებას, რაც გსურთ, ის გააკეთეთ, ოღონდ "ატკაზნიკობასა" და ლოთობას ბოლო მოეღოს, – ასეთი იყო ადმინისტრაციის პირობა.
სედოიმ და ხაზარმა უმალ ალღო აუღეს ვითარებას. რაკი ადმინისტრაცია ასეთი თხოვნით მიმართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალზე გაუჭირდა. ორივე კანონიერი ქურდი ფრიად გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ ეს ზუსტად განესაზღვათ. სსრ კავშირი დანგრევისაკენ მიექანება. შესაბამისად, მოიშლება გიგანტური სახელმწიფო მანქანა, წლების მანძილზე ადამიანებს რომ ატერორებდა. ეს კი კრიმინალური სამყაროს წინაშე დიდ პერსპექტივებს შლის:
– ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ორგანიზებული ძალა ვართ, – განუცხადა ხაზარმა სედოის, – ხომ არ დადგა დრო სერიოზული მოქმედებებისათვის მოვემზადოთ?
– ხელისუფლებაში მოსვლა მოინდომე? – დაცინვით შეეკითხა სედოი.
– ხელისუფლებაში არა, მაგრამ აქ, სვერდლოვსკის ოლქში, კი შეიძლება ფრთების გაშლა და დიდი ფულის შოვნა. ვერა ხედავ, დრო იცვლება, მალე კაცად იმას ჩათვლიან, ვისაც ფული აქვს!
– ალბათ ასეა, – დაფიქრებით მიუგო სედოიმ.
კარგა ხნის თათბირის შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება: დიახ, დაეხმარებიან წესრიგის დამყარებაში, მაგრამ ადმინისტრაციამ უნდა უფლება მისცეს თავიანთ გარშემო სანდო ბიჭები შემოიკრიბონ. ამას გარდა, ტელეფონით სარგებლობის უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რათა სვერდლოვსკის ოლქში არსებულ ზონებში თავისი ხალხის მოქმედების კოორდინაცია მოახდინონ. ზონის შიგნით თავისუფლად გადაადგილების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ.
– ტელეფონით ვის უნდა დაელაპარაკოთ?
– ნუ გეშინიათ, ამერიკას არ დავუკავშირდებით, – გაიცინა სედოიმ, – ჩვენ ხომ "დემოკრატები" არა ვართ და დასავლეთში პატრონები არა გვყავს. ჩვენ აქ, რუსეთში, ჩვენს ძმებს დავუკავშირდებით.
– კეთილი.
და ადმინისტრაციამ ტელეფონით სარგებლობაზე თანხმობა განაცხადა.
"წესრიგის" დამყარება
– კრიმინალურ სამყაროში სედოი ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა და მეგობარს განსაცდელში არასდროს მიატოვებდა, – წერენ პოდლესკიხი და ტერეშონოკი.
გამომდინარე აქედან, სედოის ენდობოდნენ, მასაც არ გასჭირვებია თავისი ლეიბგვარდიის შექმნა. სედოიმ საგანგებოდ შეარჩია ერთგული და ფიზიკურად ძლიერი ბიჭები.
– მალე სედოი "წესრიგის" დამყარებას შეუდგა, – წერენ პოდლესკიხი და ტერეშონოკი.
თავის ბიჭებთან ერთად, სედოიმ მართლაც დაამყარა "წესრიგი". ყველას, ვინც ლოთობდა და მუშაობაზე უარს აცხადებდა, თავის ლეიბგვარდიასთან ერთად, სასტიკად სცემდა, თუმცა, აქაც სედოი გარკვეულ წესებს იცავდა. როდესაც ხედავდა, რომ მისი ბიჭები აჭარბებდნენ, აჩერებდა:
– დაიცა, დაიცა გეყოფა, ასე არ შეიძლება, ეგეც ხომ ადამიანია.
მან ზუსტად იცოდა, ვინ და როგორ უნდა ეცემათ. სიმართლეს ვერ გაექცევი და ზედმეტი სისასტიკე, ან ადამიანის დამცირება არ უყვარდა. მისი კრედო მოკლე, ლაკონური იყო – "ზონაში" წესრიგი უნდა სუფევდეს და ყველამ თავისი ადგილი იცოდეს. ის, ვინც ლოთობს და უსაქმურობს, მთელ "ბრატვას" ცუდ დღეში აყენებს. ვინც არავითარ ავტორიტეტს არ სცნობს და არანაირ წესს არ იცავს, "ბესპრედელშჩიკია". ასეთები უნდა დაისაჯონ.
– საერთოდ "ბესპრედელშჩიკი" მოკვლას იმსახურებს, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მოკვლა უკიდურესი ზომაა. ჩვენ ხომ "ძაღლები" არა ვართ და ადამიანურად უნდა მოვიქცეთ!
აუცილებლობის შემთხვევაში სედოი სისასტიკესაც არ ერიდებოდა, მაგრამ, თუკი, ადამიანს პატივს სცემდა, შეეძლო დიდსულოვანიც ყოფილიყო. სედოის მოსწონდა მამაცი, პირდაპირი ხალხი, რომლებიც არავის ელაქუცებოდნენ და არავის წინაშე ქედს არ იხრიდნენ. ასეთებთან ძალისმიერ დაპირისპირებას ერიდებოდა:
– რა საჭიროა ჩხუბი? ჩვენ ხომ მამაკაცები ვართ, მაშასადამე, შეიძლება მოვრიგდეთ.
ხაზარი თავისი ხალხით სედოის მხარში ედგა. მალე მათ მართლაც შესძლეს "წესრიგის" დამყარება. ლოთობასა და "ატკაზნიკობას" ბოლო მოეღო. სამაგიეროდ, სედოიმ და ხაზარმა მთლიანად დაიმორჩილეს ბანაკის ტუსაღები. ის, რომ ტელეფონით თავისუფლად სარგებლობის უფლება ჰქონდათ, საშუალებას აძლევდათ, კავშირი ჰქონოდათ გარეთ დარჩენილ კოლეგებთან, მით უმეტეს, რომ სვერდლოვსკის ოლქში ხმა დაირხა: ორმა კანონიერმა ქურდმა, სედოიმ და ხაზარმა, მთელი ზონები ხელში აიყვანეს და "ვერხი" უჭირავთო.
– მათ კავშირი დაამყარეს ქალაქ სვერდლოვსკში მოქმედ რეკეტიორებთან, – წერენ პოდლესკიხი და ტერეშონოკი.
ადმინისტრაცია ყველაფერ ამაზე თვალებს ხუჭავდა. აკი, ზონებში "ატკაზნიკობასა" და ლოთობას ბოლო მოეღო. ამასობაში, ხაზარი ტელეფონით თავის ნათესავებს – თემურსა და ვინმე აზიზს დაუკავშირდა. მათი მეშვეობით ხაზარმა კავშირი დაამყარა სვერდლოვსკსა და მის ოლქში არსებულ საქმოსნებთან, რომლებიც იატაკქვეშეთიდან გამოდიონენ და კაზინოებსა თუ რესტორნებს ხსნიდნენ. პარალელურად დამყარდა კონტაქტები სვერდლოვსკის შავ სამყაროსთან, სადაც იმხანად ყველაზე ძლიერ დაჯგუფებად გრიგორი ციგანოვის დაჯგუფება ითვლებოდა. ამრიგად, სედოი და ხაზარი ნელ–ნელა ფართოდ შლიდნენ ფრთებს ურალზე.
როდესაც სახელმწიფო ლპება
დღეს ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სხვა დროს ეს გრანდიოზული სკანდალით დასრულდებოდა. ბანაკების ხელმძღვანელობას მოხსნიდნენ, ხოლო სედოისა და ხაზარს კი სადმე მაგადანში უკრავდნენ თავს. მაგრამ საბჭოთა იმპერია უკვე აგონიაში იყო, იშლებოდა ერთიანი საბჭოთა სუკიც.
– ჩეკისტები მასიურად ტოვებდნენ სამსახურს და ბიზნესში მიდიოდნენ, – წერს ლეონიდ მლეჩინი.
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში "სვერდლოვსკის ექსპერიმენტის" შესახებ დროულად შეიტყვეს, ფაქტი სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა. შექმნილ ვითარებაში ხაზარისა და სედოისათვის არავის ეცალა. სამაგიეროდ, სვერდლოვსკელმა ძალოვნებმა, დაინახეს რა, რომ უფროსებისა არ უნდა ეშინოდეთ, გადაწყვიტეს ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოყენება. კრიმინალების დახმარებით მათ სწრაფად და უმტკივნეულოდ გამდიდრება სცადეს. რაკი ხაზარსა და სედოის სურთ, ფრთები გაშალონ, კეთილი, ასე იყოს, მაგრამ სამართალდამცველთა მფარველობის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. შესაბამისად, სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ წილი იმ კაზინოებიდან და რესტორნებიდან, რასაც სედოი–ხაზარი თავიანთი "პოდელნიკების" დახმარებით სვერდლოვსკსა და მის ოლქში გახსნიან. ასევე თავისი წილი უნდა ჰქონდეთ რეკეტისაგანაც, რასაც ისინი აქ აწარმოებდნენ. ასეც მოხდა.
გადიოდა დრო. სედოი–ხაზარის მიერ შექმნილი კრიმინალური კორპორაცია ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა. იზრდებოდა მათ კონტროლქვეშ მყოფი ბიზნესსტრუქტურებიც. ამან საშუალება მისცა ფართომასშტაბიან ნარკო–ბიზნესზეც გადასულიყვნენ. მოგებული თანხიდან სუკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ მაღალჩინოსნებს თავისი წილი ჰქონდათ. ქვეყანა იქცეოდა, კრიმინალები და ჩეკისტები კი მდიდრდებოდნენ.
– როდესაც სახელმწიფო ლპება, ზედაპირზე უამრავი ქაფი ამოვა ხოლმე, – წერდა დოქტორი დმიტრი დონცოვი.
ასე მოხდა სსრკ–ს არსებობის უკანასკნელ წლებშიც.
სისხლი
1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა. სუკის, შს–ს, პარტმუშაკების უმრავლესობამ ბიზნესში გადაინაცვლა. აქ მათ კანონიერი ქურდების სახით ღირსეული კონკურენტები გამოუჩნდნენ. კანონიერ ქურდებს აღარ სურდათ კონტროლქვეშ ყოფნა, ბევრ მათგანს ამბიციური გეგმები ჰქონდა.
გამონაკლისი არც სედოი–ხაზარი იყვნენ. იმ პერიოდისათვის მათ უკვე მოასწრეს ძლიერი კრიმინალური სინდიკატის შექმნა. მისმა საცეცებმა სვერდლოვსკის ხელისუფლების ეშელონებშიაც შეაღწია. სედოისთან საუბაში ხაზარმა განაცხადა:
– შენ მართალი ხარ. დადგა დრო, ჩვენი სიტყვა ვთქვათ, – განუცხადა ხაზარმა სედოის.
– ოღონდ ჯერ ზონიდან უნდა გავიდეთ, – კუშტად მიუგო სედოიმ.
მალე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. როდესაც თავიანთ "იმპერიას" ქმნიდნენ, ერთად იყვნენ. ახლა, სედოის ეჩვენებოდა, რომ ხაზარმა ბევრი მსუყე ლუკმა მიითვისა. თავის მხრივ, ხაზარიც თვლიდა, რომ სედოი თავს გავიდა, თუმცა, უმთავრესი ის იყო, რომ ერთმანეთი უკვე აღარ სჭირდებოდათ. ახლა, ორივე პირველობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ამიტომ ერთ–ერთი სცენიდან უნდა ჩამოსულიყო – ან ხაზარი ან სედოი. ამას ადგილობრივებთან კონფლიქტიც დაემატა. სვერდლოვსკელები უკვე ალმაცერად უყურებდნენ მათ ქალაქში "უცხოთა გრიალს". როდესაც ერთიანი სსრკ არსებობდა, ამასთან შეგუება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ რატომ უნდა იმბრძანებლოს სვერდლოვსკში ხაზარმა? ბოლოს და ბოლოს ის ხომ რუსი არაა! ყველაზე მეტად ბიზნესმენი ტარლანოვი ცხარობდა:
– ამ ხაზარმა აქაურობა თავისი ნათესავებით გაავსო! ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეგვაწერონ ფულები? ხაზარი ხომ თბილისელია, საქართველო კი რუსეთს გამოეყო, ჰოდა, თავის დამოუკიდებელ საქართველოში წაეთრიოს.
– ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ, ხაზარის ნათესავ აზიზს საკუთარი სახლის სადარბაზოში უცნობი მამაკაცი დახვდა:
– ძმობილო, – მიმართა მან აზიზს, – სიგარეტი არა გაქვს?
აზიზი მისკენ შემობრუნდა, ამ დროს მეორე მამაკაცმა, რომელიც აქამდე ვერ შეამჩნია, ზურგში დანა ჩასცა.
გველი
ამასობაში, სედოის სულ უფრო საგონებელში აგდებდა ხაზარის საქციელი. მან სვერდლოვსკი თავისი ნათესავებით გაავსო და მსუყე–მსუყე ლუკმები დაურიგა. ნელ–ნელა აზიზის ნათესაური კლანი ყველაფერს საკუთარ ხელში იღებდა. სედოი გრძნობდა, რომ თუკი ასე გაგრძელდებოდა, ხაზარი მას გემბანიდან გადააგდებდა. სედოის გარშემო შემოკრებილი ბიჭები ხაზარისა და მისი ხალხის უბოდიშო საქციელზე სულ უფრო ხშირად შესჩიოდნენ:
– აბა, ეს რასა ჰგავს? ამ კავკასიელებმა "ვერხი" დაიჭირეს! ხაზარი უპირატესობას თავის ნათესავებს აძლევს! სადაური წესია?
სედოიმაც გადაწყვიტა, კონტრიერიშზე გადასულიყო. მან დაიწყო მტკიცება, რომ ხაზარმა თითქოს თავის დროზე ქურდის გვირგვინი იყიდა. ხაზარი საამისოდ მზად იყო. თავისი აგენტურის მეშვეობით, სედოის ზრახვათა შესახებ ის კარგად იყო ინფორმირებული. აზიზის მკვლელობა პირველი ზარი იყო. კეთილი და პატიოსანი. რუსებს არ სურთ მისი, ხაზარის, პირველობასთან შეგუება, სედოიც ადრე თუ გვიან კლანჭებს გამოაჩენს, მით უარესი მისთვის – ჩხუბი მორევაზეა.
სედოის შეტევას ხაზარი მომზადებული დახვდა. ამ პერიოდისათვის მან სედოის "პადელნიკების" უმრავლესობა მიიმხრო. როგორც ჩანს, ხაზარი სედოიზე ბევრად ჭკვიანი იყო, ამიტომ როგორც კი სედოიმ მისი "სამოზვანეცად" გამოცხადება სცადა, ხაზარმა შეაგება:
– ეს შენა ხარ ნასედკა! შენ თანამშრომლობ ადმინისტრაციასთან! დაგიმტკიცო?ხაზარს მხარი სედოის უახლოესმა მეგობარმა დაუჭირა. მან მოიყვანა კონკრეტული ფაქტები, რაც სედოის გამყიდველობას ადასტურებდა. ხაზარმაც შესძახა:
– შენ გველი ხარ! გველი!
ეს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. გველს მას უწოდებენ, ვინც საკუთარი მეგობრები "ჩაუშვა". სედოის ყოფილი ძმაკაცებიც მის მოსაკლავად იწევდნენ.
– სედოიმ პირწმინდად წააგო, – აღნიშნავენ პოდლესკიხი და ტერეშონოკი.
მალე სედოი სვერდლოვსკის ოლქს მოაშორეს და შორეულ ზონაში გადაიყვანეს. სვერდლოვსკის ოლქის ზონებში მას აღარ დაედგომებოდა.
ომი
1992 წელს ხაზარი გაათავისუფლეს. მან უმალ შეკრიბა თავისიანები:
– ვინ მოკლა აზიზი?
– ალბათ ტარლანოვის შეკვეთით გააგორეს.
– ალბათ თუ მართლა?
– ზუსტად არ ვიცით.
– დაადგინეთ!
ახლა, ხაზარი მდიდარი კაცი იყო და შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. რატომ არ შეიძლება სახელმწიფო დუმაში კენჭი იყაროს? ვითომ რითაა ყოფილ კომკავშირლებსა და პარტიულ ჩინოვნიკებზე ნაკლები, ახლა რესპექტაბელურ ბიზნესმენებად რომ იქცნენ? განა მაყუთს ერთად არ ღუნავდნენ? ზონის უფროსი, რომელმაც თავის დროზე "წესრიგის დამყარებაში" დახმარება სთხოვა, ახლა ბიზნესმენი და ადგილობრივი საოლქო საბჭოს დეპუტატია. რითაა მასზე უკეთესი? მხოლოდ იმით, რომ ხაზარმა ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა, მან კი არა?
– მე ჩემი შეხედულება მაქვს საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე. აგრეთვე იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის ადგილი დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში, – განაცხადებს მეგობრების წრეშე ხაზარი.
თავდაპირველად, მას აზიზის მოკვლისათვის შური უნდა ეძია. ყველაფრიდან ჩანდა, რომ მკვლელობის შემკვეთი ტარანოვი უნდა ყოფილყო. ეს ბიზნესმენი ერთხანს ხაზარის კლანთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და დიდი ფულიც ამის წყალობით იშოვა. ამის შემდეგ, ცხვირი აიბზუა და განზე გადგომა მოინდომა. როგორც ჩანს, აზიზი მისი შეკვეთით გააგორეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გადამოწმდეს და დაზუსტდეს. სხვანაირად არ შეიძლება.
– ჩვენ ხომ ჩვენი უშიშროების სამსახური შევქმენით, რომელიც სუკზე ნაკლები როდია! ამიტომ ყველაფერი გულდასმით გამოიკვლიეთ! – გასცა განკარგუილება ხაზარმა.
"გამოძიებამ" დაამტკიცა, რომ მკვლელობის შემკვეთი მართლაც ტარლანოვი იყო. ხაზარს ამისი დამამტკიცებელი საბუთები წარედგინა.
– ძაღლიშვილი! – ხაზარმა მაგიდას მუშტი დაჰკრა, – ყოფას გიტირებ! ყოფას!
ტარლანოვის ლიკვიდაციის ოპერაცია გულმოდგინედ მზადდებოდა. ხაზარის ხალხმა დაადგინა, რომ ტარლანოვი მხოლოდ აზიზის მკვლელობის შემკვეთი როდი იყო. მისი დაკვეთით ლიკვიდირებულ იქნა სვერდლოვსის დაჯგუფების მეთაური ციგანოვი. ხაზრის ბრძანებით, ხსენებული ინფორმაცია ციგანოვის ხალხს მიუგდეს:
– შურისძიებამაც არ დაახანა, – წერენ პოდლესკიხი და ტერეშონოკი.
ციგანოვის ხალხმა ტარლანოვს ანგარიში გაუსწორა. ის მოკლეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
მალე სვერდლოვსკი ძალადობის მთელმა ტალღამ მოიცვა. ხაზარი ბევრს ძვალივით ყელში ეჩხირებოდა:
– ამ კავკასიელმა მაიმუნმა ყველა კანონი დაარღვია! ბიზნესშიც მოვიდა და პოლიტიკოსობაზეც განაცხადა პრეტენზია! გარშემო ნათესავები შემოიკრიბა!
კანონიერი ქურდია თუ "ნათლიმამა?!"
ხაზარის უფლებების შელახვას სვერდლოვსკელი რეკეტიორების თავკაცი ვაგინი შეეცადა. მან ხაზარი საჯაროდ შეურაცხყო:
– რა კანონიერი ქურდი, რის ქურდი! ამ ქალაქში "ხაზეინი" მე ვარ! გაიგე?!
ვაგინზე თავდასხმა 1992 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. ვაგინი ის–ის იყო მცველების თანხლებით შინ დაბრუნდა, რომ ოფისიდან მდივანმა დაურეკა და სასწრაფოდ მოსვლა სთხოვა:
– მოხდა რამე?
– ისეთი არაფერი, მაგრამ საბუთებზე თქვენი ხელსმოწერა აუცილებელია.
– გამოვდივარ.
მცველების თანხლებით ვაგინი ეზოშო გავიდა. ის–ის იყო მანქანას მიუახლოვდნენ, რომ საიდანღაც ჯიპი გამოტყვრა. გაისმა ავტომატის ჯერი:
– ოი! – ამოიკვნეს ვაგინმა და ჩაიკეცა.
ის სასიკდილოდ დაიჭრა.
ეპილოგი
ვაგინის სიკვდილით მკვლელობათა კასკადი როდი შემცირდა. ძალადობას სვერდლკოვსკის ოლქში (ისევე, როგორც მთელ რუსეთში) ბოლო არ უჩანდა.
– ხაზარის ამბიციურ გეგმებს განხორციელება არ ეწერა. ბოლოს და ბოლოს ის ქილერის ტყვიის წერა გახდა. ამრიგად, სცენიდან ჩამოვიდა ძლიერი ფიგურა, რომელსაც რუსულ კრიმინალურ სამყაროში წამყვანი პოზიციები ეკავა.
მიუხედავად ამისა, მშვიდობამ მაინც არ დაისადგურა. სისხლიანი "რაზბორკები" მთელი რუსეთის მასშტაბით გრძელდებოდა.
კრიმინალთა თარეშის აღკვეთა ვერც ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ მოხერხდა. მართალია, "შავმა სამყარომ" ძალაუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო, მაგრამ ვერც მისი ძველ ჩარჩოებში დაბრუნება მოხერხდა. დანაშაულებრივი სინდიკატები თანამედროვე რუსული სინამდვილის განუყოფელი ნაწილი გახდნენ. ახლა, ისინი სხვადასხვა ოლიგარქიულ კლანებს დაუკავშირდნენ და ჩაერთნენ პროცესებში, რასაც "ქონების გადანაწილება" და ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჰქვია. დემოკრატიის ნაცვლად, რუსეთში ნამდვილი კრიმინალური სახელმწიფო აშენდა და გამოსავალი ამ ჩიხიდან, ჯერჯერობით, არ ჩანს.
ნიკა თევზაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი