| ქალი და მამაკაცი |

თილისმის მოტანილი წარმატება
სოფო ხალვაშის თილისმამ მაკა ზამბახიძეს წარმატება მოუტანა
მომღერლების სოფო ხალვაშისა და მაკა ზამბახიძის წარმატებული კარიერა იურმალას კონკურსიდან დაიწყო. ისინი ერთმანეთსაც სწორედ ამ კონკურსის შემდეგ დაუახლოვდნენ და ახლა საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთის კარგად ესმით, საერთო ინტერესები აქვთ. როცა დუეტი "ჯორჯია" იურმალას კონკურსზე გამოდიოდა, სოფომ მაკას თავისი თილისმა გაატანა. მაკა ამბობს, რომ თილისმამ გაჭრა და სოფოს მსგავსად მასაც წარმატება მოუტანა. თუ როგორ დაიწყო მათი მეგობრობა, როგორ ატარებენ დროს ერთად და ა.შ., მათგან ინტერვიუში თავად შეიტყობთ.
– გახსოვთ, ერთმანეთი პირველად როგორ ნახეთ?
სოფო: პირველად მაკა "იმედის ტალღაში" ვნახე, ბოშურ სიმღერას მღეროდა და ძალიან მაგარი იყო.
მაკა: იმ წელს ელეონორა გოგოლაშვილი მიდიოდა იურმალას კონკურსზე. ის რუსა ბახტაძესთან მეცადინეობდა, ბექ ვოკალში დავჭირდი. მაშინ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ახლაც ყველას დავეხმარები, ვისაც დავჭირდები, მაგრამ მაშინ ეს ჩემთვის სიახლე იყო. რუსასთან რომ მივედი, სოფო იქ დამხვდა. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. სოფოზე მარტო მე კი არა, მთელი საქართველო აფრენს. დანახვისთანავე მითხრა, ძალიან მომწონხარო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, გულში სითბო ჩამეღვარა და ასმაგად შემიყვარდა.
– მაკა, როცა თქვენ მიდიოდით იურმალაში, სოფო რჩევებს გაძლევდათ?
მაკა: რეპეტიციებზე გვესწრებოდა და, სხვათა შორის, ჩვენი ნამღერი ძალიან მოეწონა. სოფო რომ გვესწრებოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ საქმეს, ძალიან ვნერვიულობდით. რეპეტიციის დროს ჩვენი სიმღერა სოფომაც ისწავლა.
სოფო: დუეტ "ჯორჯიაზე ვგიჟდები. როცა მათ ვუსმენ, დაძაბულობა მეხსნება და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. სურვილი მიჩნდება, რომ სულ იმღერონ და ვუსმინო.
მაკა: სოფომ ჩვენი სიმღერა რომ ისწავლა, ერთხელაც სცენაზე ავიდა და საოცრად შეასრულა. ჩვენ შორის ურთიერთგაგება იყო და არ გვიფიქრია, ვაიმე, სოფომ ჩვენზე მაგრად იმღერაო.
– ალბათ თქვენი შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია, რადგან შოუბიზნესისთვის შური და პაექრობა უცხო არ არის.
მაკა: თვითონ არ ვარ ასეთი ადამიანი, ბავშვობაშიც კი არავისი მშურდა. ყოფილა მომენტი, როცა სკოლაში რაღაც კონკურსისთვის ბავშვები შეურჩევიათ, მაგრამ მე ყოველთვის უკან ვიხევდი, ჩემზე წინ სხვებს ვუშვებდი.
სოფო: როცა ადამიანს უყურებ და მისგან სითბო მოდის, შენც იმავეს გრძნობ მის მიმართ.
– განსაკუთრებით როდის დაუახლოვდით ერთმანეთს?
მაკა: იურმალაში. მაშინ სოფოს ქმარიც იქ იყო. ახლა თითქოს ოჯახის წევრებივით ვართ. ყველა მომღერალთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ სოფოს მიმართ სხვა რაღაცას განვიცდი, ის რაღაცნაირად ჩემია. სხვათა შორის, მე და სოფოს ერთმანეთს ძალიან გვამსგავსებენ.
სოფო: აქაც იყო რაღაც კონკურსები, სადაც მე და მაკამ გავიმარჯვეთ, მაგრამ ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც იურმალა იყო. ამიტომ ჩვენს დანახვაზე ყველას ერთნაირი ასოციაცია უჩნდება – მაკა იურმალა, სოფო იურმალა და ა.შ.
მაკა: სოფომ იურმალაში თავისი თილისმა გამიკეთა ხელზე – სამაჯური. ვიფიქრე, ეს გოგო რას მიკეთებს, ჩემგან რა უნდა–მეთქი. ძალიან უბრალო სამაჯური იყო – თხელი, სიფრიფანა. მერე მითხრა, ეს ჩემი თილისმააო. მართლაც, იმ დღიდან დაიწყო ჟიურიმ ჩვენთვის ქულების მომატება.
სოფო: ის სამაჯური აჩიკო გულედანმა მაჩუქა და ძალიან მიყვარს, კარგად მაქვს დაცდილი. საერთოდ ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ეს სამაჯური რომ მიკეთია, ყოველთვის დადებითი ემოცია მაქვს, კარგ შედეგს ვიღებ. მაკას ვათხოვე, მაგრამ მერე დავიბრუნე.
– ერთმანეთს რჩევებს აძლევთ?
მაკა: სიმღერაში "გულო, გულო" სოფოს რამდენიმე ადგილი აქვს შეცვლილი, ის ადგილები არც მე მომწონდა. როცა ახალ სიმღერას ვწერთ, სოფოს ყოველთვის ვასმენინებთ, რადგან პროფესიონალია და მისი რჩევები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სოფო, პირველ რიგში, მუსიკოსია და მერე – მომღერალი. ახლა არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს დაეუფლა – საქსაფონს. ასე რომ, ცოტა ხანში მას სხვა ამპლუაში ვიხილავთ.
– მეგობრობაში უფროსუმცროსობის ან ლიდერობის მომენტი არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გკითხავთ, რაიმეში თუ იგრძნობა თქვენ შორის განსხვავება?
მაკა: სოფო კი არის ჩემზე პატარა, მაგრამ ერთმანეთთან მსგავსი დამოკიდებულება არ გვაქვს. სოფო 24 წლისაა, მე – 27 წლის.
სოფო: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის უფროსი და უმცროსი ან ვინ მეტად განათლებულია მუსიკალურად. ჩემი აზრით, სხვების აზრი ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, უნდა მოუსმინო და გააანალიზო.
– ცნობილია, რომ შოუბიზნესში ბევრი ინტრიგაა. თქვენ თუ გამოგიცდიათ ეს საკუთარ თავზე?
სოფო: ჩვენთან შოუბიზნესი ფართო მასშტაბით არ არის განვითარებული, მაგრამ გარკვეული ინტრიგები მაინც არსებობს. საერთოდ ეს ყველგან ხდება და გამონაკლისს არც ქართული შოუბიზნესი წარმოადგენს.
მაკა: ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყოს ინტრიგა. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი როგორ მღერის, მთავარია, როგორი ადამიანია. შეიძლება ვერ მღეროდე, მაგრამ ისეთი ამბიცია გქონდეს, რომ კარგ მომღერალზე წინ იდგე.
სოფო: ყოველთვის იქნება ის მომენტი, რომ ვიღაც ჩვენზე წინ წავა. ნიჭიერი ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენზე ნიჭიერებიც არსებობენ. ყველამ ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი.
მაკა: ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. თუ მოდუნდი და იმას უყურე, ვაიმე, ვიღაც ჩემზე წინ წავიდაო და არაფერი გააკეთე, რა თქმა უნდა, შენზე წინ სხვა წავა. ისეთი სიმღერები უნდა ჩაწერო, რაც ხალხს დაამახსოვრდება და ვერავინ შეგეხება.
სოფო: ბათუმში რომ ვცხოვრობდი, სულ მომღერლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდებოდა. იქ საკუთარი ჯგუფიც მყავდა და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რაღაც წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებდი. თუ გაქვს მიზანი, ეს საბოლოოდ აუცილებლად დაგიფასდება.
მაკა: რატომღაც ჩვენ ინტრიგაში არ ვეხვევით ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ კონფლიქტურები არ ვართ. ზოგი ცდილობს, ინტრიგებით გაძვრეს და ამით სახელი მოიპოვოს. ინტრიგული სიტუაციები არ მიყვარს. ჩემზე ჭორები კი გამიგია, მაგრამ ამაზე მხოლოდ გამცინებია. როცა რეალურ ჭორს გაიგებ, მაშინ შეიძლება ინერვიულო, მაგრამ არარეალურზე უნდა გაიცინო. ერთ–ერთ ტაბლოიდურ გამოცემაში ეწერა, მაკას ქმარი უფრო უყვარს თუ რატიო. მითხარით, ასეთ რაღაცას როგორ უნდა აჰყვე?!
სოფო: ცნობილი სახე თუ ხარ, ჭორები ყოველთვის იქნება, მაგრამ გავრცელებული ხმების უმრავლესობა საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და ამაზე ბევრს ვიცინით ხოლმე. მაგალითად, მე ყოველთვის მაშორებენ ქმარს.
მაკა: ჩემი მეგობარი მაინც არ იყოს სოფო. მეცინება, როცა მეუბნებიან, უი, სოფო ქმარს გაშორებიაო.
– სცენაზე ერთად არასოდეს გიმღერიათ. ეს როგორ მოხდა?
მაკა: ერთად ჩავწერეთ სიმღერა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გაპიარდა, არადა ძალიან კარგი სიმღერაა. ვაპირებთ, ამ ახალ წელს ერთად ვიმღეროთ.
– როგორი სიმღერის ჩაწერის პროცესი? ალბათ ხალისობთ კიდეც.
სოფო: ასეთ დროს რატი არის ძალიან სახალისო. რაღაცას იტყვის, მერე ორივე დავიხვევთ ხელზე ამ ნათქვამს და ბევრს ვიცინით.
მაკა: რამე დეტონაცია თუ გაგვეპარა, ერთმანეთს დავცინით.
სოფო: ჩაწერაზე ჩვენი ერთად ყოფნა პატარა სპექტაკლია.
– ერთად გატარებული დღეებიდან რომელს გამოარჩევდით?
სოფო: კარგი დრო ვატარეთ ისრაელში გასტროლებზე ყოფნისას. საქართველოში გარუჯულები დავბრუნდით.
მაკა: ძალიან მაგარი იყო, ერთად ბევრი მომღერალი ვიყავით – რატი, სოფო, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი შერმადინი. სოფოს ქმარიც გვახლდა. კონცერტი ერთად ჩავატარეთ. მე და სოფო მაღაზიებში ერთად დავდიოდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით ქმრებისთვის სამოსის არჩევაში. სრულიად შემთხვევით ჩვენთვის ერთნაირი ქურთუკებიც ვიყიდეთ. ერთ დღეს ყველა ცალ–ცალკე წავედით შოპინგებზე და ვნახე შავი ტყავის ქურთუკი, რომელიც მომეწონა და შევიძინე. გადავიკიდე ხელზე და უცებ დავინახე სოფო, რომელსაც ზუსტად ჩემნაირი ქურთუკი ჰქონდა ნაყიდი და თანაც უკვე ეცვა. არც დავაბრუნეთ და არც გადავცვალეთ, ორივემ დავიტოვეთ.
სოფო: მე და მაკას ერთნაირი გემოვნება გვაქვს.
– მანქანას ორივე მართავთ. ერთმანეთს თუ აძლევთ რჩევებს?
მაკა: მანქანის მართვა ქმარმა მასწავლა და აბსოლუტურად ისე ვატარებ, როგორც ვახო.
სოფო: მე მძღოლობის დიდიხნის სტაჟი მაქვს.
მაკა: აქ რომ მოვდიოდი, მანქანა სოფომ დამაყენებინა. ბორდიურზე ავხტი გემრიელად. ცუდი დასაყენებელი იყო და ამ პრობლემას ერთობლივად მოვერიეთ.
– თქვენს მეუღლეებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
მაკა: ვახო სულ მეუბნება, სოფოს კარგი ქმარი ჰყავსო. ერთმანეთს ხშირად ვერ ხვდებიან, ძმაკაცები არ არიან, მაგრამ ორივე მშვიდი ადამიანია და საერთო ინტერესები აქვთ.
სოფო: ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არიან.
მანანა ნოდია

კავშირი ტეგთან: ნინი შერმადინი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)