| ქალი და მამაკაცი |

სენსაცია აბუ–დაბიში!
სენსაცია აბუ–დაბიში!
დასრულდა ფორმულა 1–ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი. დიდი პრიზების ცირკს ახალი ჩემპიონი ჰყავს და მისი სახელი სებასტიან ფეტელია! გერმანელმა პილოტმა ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონატის დასკვნითი რბოლა, აბუ დაბის დიდი პრიზი და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვების პარალელურად, მას გაუმართლა კიდეც – ფერნანდო ალონსომ რბოლა მე–7 ადგილზე დაასრულა, რის გამოც ფეტელთან 15 ქულიანი უპირატესობა, რაც ბოლო ეტაპის წინ ჰქონდა, ქარს გაატანა. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში მან ვერაფრით გაასწრო რუს ვიტალი პეტროვს, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო რბოლა ჩაატარა.
სეზონი ბოლო ეტაპამდე ისე მივიდა, ფეტელი ერთპიროვნული ლიდერი არ ყოფილა. თუმცა, ყოველთვის ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ. აბუ დაბიმდე ერთი კვირით ადრე მან ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო, თუმცა მაინც ჩემპიონობის ნაკლებ შანსს ინარჩუნებდა, ვიდრე მისი თანაგუნდელი მარკ უებერი. ამის გამო აბუ დაბიში გამგზავრებამდე "რედ ბულ რეისინგის" ხელმძღვანელობა მას დაელაპარაკა, რათა გადამწყვეტ მომენტში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ უებერს დასჭირდებოდა, გუნდის ინტერესები გაეთვალისწინებინა, მაგრამ მას არავის ინტერესების გათვალისწინება დასჭირდა!
– წარმოუდგენელია. მე ჩემპიონთა სიაში ამ ბიჭების – სენას და შუმახერის გვერდით ვარ. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, – პრესკონფერენციაზე სიტყვებს ეძებდა აცრემლებული ჩემპიონი.
სხვათა შორის, მის მიერ ნახსენები გრანდებიდან ერთი მიხაელ შუმახერი ძლივს გადაურჩა განსაცდელს. პირველივე წრეზე ის თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს დაეჯახა და დატრიალდა. უკნიდან კი მის "მერსედესის" იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის "ფორს ინდია" შეეჯახა. ლიუცის მანქანა შუმახერისაზე ავარდა და ცოტა დააკლდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის თავზე დაცემულიყო. საბედნიეროდ, გერმანელი პილოტი უმნიშვნელო ტრავმასაც კი გადაურჩა.
პელოტონი რამდენიმე წრე უსაფრთხოების მანქანამ ატარა, შემდეგ კი უებერის შეცდომის ჯერი დადგა, ერთ–ერთი მოსახვევიდან ის მეტისმეტად ფართედ გამოვიდა და მისი მანქანის მარჯვენა უკანა ბორბალი კედელს შეასკდა. მანქანა არ დაზიანებულა, თუმცა ავსტრალიელს მალე რეზინის შესაცვლელად, ბოქსში შესვლა დასჭირდა. ორი წრის შემდეგ მისი გზა ალონსომაც გაიარა.
– ეს სპორტია, ეს ავტორბოლაა. ხან მოიგებ, ხან წააგებ. რბოლის შემდეგ ყოველთვის უფრო ადვილია აღმოაჩინო, რომელი იქნებოდა უკეთესი სტრატეგია. პეტროვი ძალიან აგრესიული იყო. სხვა დროს კიდევ ვცდი, – განაცხადა გაოგნებულმა ალონსომ, რომელიც პეტროვზე შეტევების დროს არც სიფრთხილეს ივიწყებდა, რადგან მცირე შეცდომასაც კი შეეძლო ყველაფრის წყალში ჩაყრა, ასე კი მას რაღაცის შანსი მაინც რჩებოდა.
პრესკონფერენციაზე ფეტელს ხუმრობით ჰკითხეს, ხომ არ აპირებს მომავალ სეზონში პეტროვის სპონსორობას, რათა მან "რენოში" ადგილი შეინარჩუნოს, რაზეც ახალმა ჩემპიონმა იმედი გამოთქვა, რომ რუსი პილოტი მომავალშიც პელოტონში იქნება.
შესანიშნავად იასპარეზეს "მაკლარენის" პილოტებმა. ჰამილტონმა სტარტზევე შეუტია ფეტელს და მართალია, ვერ გაასწრო, მაგრამ კარგა ხანს შორს არ გაუშვია. ჯენსონ ბატონმა კი მწვანე შუქნიშანზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევამდე გვერდი აუარა ალონსოს. გვიანი პიტსტოპის წყალობით კი ერთხანს რბოლის სათავეშიც მოექცა. თუმცა, საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
აბუ დაბის დიდი პრიზი
იას მარინა. ტრასის სიგრძე 5.554 კმ, 55 წრე, დისტანცია 305.355 კმ
საბოლოო შედეგები
1.სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39:36.837
2.ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:10.162
3.ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:11.047
4.ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:30.747
5.რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:39.026
6.ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:43.520
7.ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:43.797
8.მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:44.243
9.ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:50.201
10.ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:50.868
11.ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 00:51.551
12.რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:57.686
13.ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:58.325
14.ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:58.325
15.სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:03.178
16.ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:04.763
17.ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე
18.ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2 წრე
19.ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე
20.კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 2 წრე
21გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 4 წრე
გ.ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 12 წრე
გ.მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 54 წრე
გ.ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 54 წრე
შენიშვნა: გ – გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი – 1:41.274, 47–ე წრე.
პილოტების საბოლოო კლასიფიკაცია
1.სებასტიან ფეტელი – 256 ქულა; 2.ფერნანდო ალონსო – 252; 3.მარკ უებერი – 242; 4.ლუის ჰამილტონი – 240; 5.ჯენსონ ბატონი – 214; 6.ფელიპე მასა – 144; 7.ნიკო როსბერგი – 142; 8.რობერტ კუბიცა – 136; 9.მიხაელ შუმახერი – 72; 10.რუბენს ბარიკელო – 47; 11.ადრიან სუტილი – 47; 12.კამუი კობაიაში – 32; 13.ვიტალი პეტროვი – 27; 14.ნიკო ჰულკენბერგი – 22; 15.ვიტანტონიო ლიუცი – 21; 16.სებასტიან ბუემი – 8; 17.პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) – 6; 18.ნიკ ჰაიდფელდი – 6; 19.ხაიმე ალგერსუარი – 5; 20.ჰეიკი კოვალაინენი – 0; 21.იარნო ტრული – 0; 22.კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) – 0; 23.ბრუნო სენა – 0; 24.ლუკას დი გრასი – 0; 25.ტიმო გლოკი – 0; 26.სკაონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) – 0; 27.კრისტიან კლინი – 0
კონსტრუქტორთა პირველობა
1.რედ ბულ–რენო – 498 ქულა; 2.მაკლარენ–მერსედესი – 454; 3.ფერარი – 396; 4.მერსედესი – 214; 5.რენო – 163; 6.უილიამს–კოსუორტი – 69; 7.ფორს ინდი–მერსედესი – 68; 8.ზაუბერ–ფერარი – 44; 9.ტორო როსო–ფერარი – 13; 10.ლოტუს–კოსუორტი – 0; 11.ისპანია–კოსუორტი – 0; 12.ვირჯინ–კოსუორტი – 0.

კავშირი ტეგთან: ხაბი ალონსო

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი