| ქალი და მამაკაცი |

"ყველა ქრისტიანულ ოჯახში პატრიარქატი უნდა იყოს"
მამა თავმასი: "ყველა ქრისტიანულ ოჯახში პატრიარქატი უნდა იყოს"
როგორც ყველა ჭეშმარიტი მთიელისთვის, უფალი და სამშობლო მისთვისაც განსაკუთრებით ძვირფასია. ალალად ერთგულებს რწმენასა და მამულს. ივრის ფშავთან ერთად, გამორჩეულად ეფერება შავი არაგვის ხეობას. მისი ფესვები ხომ გუდამაყარში, სოფელ ჩოხშია... პირველი ლექსიც წინაპართა მშობლიურ კუთხეს მიუძღვნა. აფიქრებს, მთა რომ იცლება. მთის სული მკვიდრობს მის ბინაშიც. მისაღებ ოთახში, პატარა გუდამაყარია გაცოცხლებული. ბუხართან ერთად, სტუმარი იქ იმ უძველეს ნივთებსაც იხილავს, რაც ტრადიციულად, მთიელი კაცის ყოფას ახასიათებდა. სიყვარული, გულითადი მიღება, საოცარი სტუმართმოყვარეობა, სახასიათო იუმორი, უცებ აშკარავდება, როდესაც, ერთი შეხედვით, მკაცრი ბუნების მოძღვარს ახლოს გაიცნობ და დაუახლოვდები. მას ჩვენი ჟურნალის მკითხველსაც გავაცნობთ.
დეკანოზი თავმას ჩოხელი (ჯვარის მამის ტაძრის მოძღვარი):
– დავიბადე და გავიზარდე თიანეთის რაიონში. ბავშვობა ივრის ხეობაში, სოფელ არტანში გავატარე, სკოლა კი თიანეთში დავამთავრე. ჩემი ბებია და პაპა, მშობლები, მორწმუნეები იყვნენ, დიდი შინაგანი რწმენა ჰქონდათ. სანთელს ანთებდნენ, თავისებურად ლოცულობდნენ. მეც ყოველთვის მიზიდავდა ეკლესია. თბილისში დავდიოდი ტაძრებში, ვესწრებოდი წირვა–ლოცვებს. იმ პერიოდში, სამთავროს დედათა მონასტერში, ერთ–ერთმა მონაზონმა (მისი სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს), 50–ე და 90–ე ფსალმუნები დაბეჭდილი მაჩუქა. მერე ისინი ზეპირად ვისწავლე. ეს იყო ჩემი პირველი ლოცვები. მაშინ ლოცვების წიგნები არ იშოვებოდა. შემდეგ გავხდი დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მრევლი. იქ თიანელი მღვდელი, აწ გარდაცვლილი მამა სვიმეონ ნუცუბიძე მსახურობდა და მასთან დავდიოდი. შემდეგში დავინტერესდი, რა ხდებოდა სასულიერო სასწავლებელში და, უფლის წყალობით, ჩავაბარე კიდეც. სანამ სემინარიაში სწავლას დავიწყებდი, შიომღვიმის მონასტერში წავედი. ვფიქრობდი, თუ ოდესმე სასულიერო პირი გავხდებოდი, სამონასტრო ცხოვრებაც უნდა მცოდნოდა. ერთ კვირაზე მეტხანს დავრჩი მონასტერში, მაგრამ მე სუსტი აღმოვჩნდი საიმისო ცხოვრებისთვის. ბერობა რჩეულთა ხვედრია.
– სასულიერო სემინარიაში ჩაბარება რა მიზნით გადაწყვიტეთ?
– იმ დროს, მაინცდამაინც, მღვდლობაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, მინდოდა ტაძართან ახლოს ვყოფილიყავი... თიანეთი არ მოჰკლებოდა ღვთის სიტყვას. იქაური ხალხისთვის, მაშინ, მიუწვდომელი იყო ყოველგვარი საეკლესიო ლიტერატურა. არც ერთი მოქმედი ტაძარი არ არსებობდა. სოფლებში მხოლოდ ტაძრის ნანგრევები შემორჩენოდა.
– საბოლოოდ, მართლაც, ღვთის სიტყვის ქადაგება დაგევალათ. მღვდლად ვინ გაკურთხათ?
– დიაკვნად პატრიარქმა მაკურთხა, მღვდლად კი – წილკნის საკათედრო ტაძარში, მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) დამასხა ხელი, მაშინ თიანეთის რაიონიც წილკნის ეპარქიას ეკუთვნოდა. შემდეგ, თიანეთში ვიქენი გაგზავნილი პირველ მღვდლად, სადაც 5 წელი ვიმსახურე. ღვთის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ტანჯვა–წვალებისა და სიძნელეების მიუხედავად, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, აიგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მე რომ თბილისში გადმომიყვანეს, იმის შემდეგ ტაძრის გალავანი და სამრეკლოც აშენდა. ახლა იქ დეკანოზი მიქაელ ფილაური მსახურობს. ადრე, თიანეთში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი ყოფილა, რომელიც კომუნისტების დროს დანგრეულა და დღეს იმ ადგილას ბანკია განთავსებული.
– მამაო, გაიხსენეთ თიანეთში მოღვაწეობის პერიოდი. საინტერესოა, როგორ წარიმართა მაღალმთიან რეგიონში პირველი მღვდლის მოღვაწეობა. სირთულეები თუ გქონდათ?
– მოგეხსენებათ, ათეისტურ პერიოდში ადამიანები ეკლესიას დაშორდნენ, მაგრამ მთაში მაინც ყოველთვის იყო შემორჩენილი შინაგანი რწმენა, ჯვარ–ხატებისა და სალოცავებისადმი მოწიწება. მთის რეგიონში მოღვაწეობა რთული იყო. გარკვეული სიძნელეები გვქონდა. ხალხი მიჩვეული არ იყო საეკლესიო ცხოვრებას. მრევლს, უმეტესად, ქალები და ბავშვები შეადგენდნენ. მამაკაცები კი ტაძარში ნაკლებად მოდიოდნენ. ახლა იქ მრევლმა უფრო მოიმატა. თუმცა, სამწუხაროდ, თითქმის ისევ ბავშვები და ქალები დადიან. მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, რომ ჩემი საქციელით არავინ დამებრკოლებინა. ღვთის წყალობით, ეკლესიასა და ღვთისმსახურებს იქ ცუდი სახელი არ აქვთ. მოგეხსენებათ, წმიდა ნინოს თიანეთის გაქრისტიანება, პირველად, ჟალეთიდან, იმ ადგილიდან დაუწყია, სადაც ხევისბერების ყველაზე დიდი თავშესაყარი ყოფილა, სადაც კერპთმსახურება სრულდებოდა.
– მამაო, სულ რამდენი წელია, რაც ეკლესიაში მოღვაწეობთ და რამდენად იოლია თქვენთვის სასულიერო ხარისხში მსახურება?
– იოლი არაფერია, მით უფრო, სასულიერო ცხოვრება. 13 წელია, რაც მღვდელი ვარ და ვცდილობ, ადამიანებს ეკლესიას თუ ვერ შევაყვარებ, არ შევაჯავრო მაინც. სასულიერო პირი თუ კარგად მოიქცევა, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.
– მთიელი კაცი თავისებურად ამაყი ბუნებისაა. ამგვარ ხასიათს, თქვენთვის, მღვდლობაში ხელი არ შეუშლია?
– მე მთიელი ვარ, წარმოშობით გუდამაყრის ხეობიდან. რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ მღვდლობაც ესაა, რომ ის მოთოკო შენში, რაც ცუდია.
– რამდენად შეძელით მოთოკვა?
– ალბათ, შევძელი, რადგან ჩემი ხასიათის გამო პრობლემები არასოდეს შემქმნია.
– სახლი არც თიანეთში, არც გუდამაყარში გაქვთ. მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის ეს 2 მშობლიური ხეობა?
– გუდამაყარიცა და თიანეთიც მე ჩემად მეგულება. იქ უნდა დავიმარხო, იქაა ჩემი ძვალთშესალაგი. მშობელთა საფლავები თიანეთში მაქვს. მეც ჩავდივარ ხოლმე, მიყვარს იქაურობა.
– გუდამაყარში თუ გიქადაგიათ ღვთის სიტყვა?
– როდესაც ჩვენმა გვარმა, სოფელ ჩოხში სალოცავი აღადგინა, ჩავედი და რამდენჯერმე პარაკლისი გადავიხადე, ვესაუბრე იქაურებს. სალოცავებში პირჯვრის გამოსახვა ეკლესიიდან შევიდა. იყო დრო, როცა მთიელი ხალხი არ იღებდა ქრისტიანობას, მაგრამ ახლა ასე არაა. შეიძლება ერის მოძღვარიც მივიდეს იქ და ღვთის სიტყვა იქადაგოს.
– მამაო, ახლა თქვენს ლექსებზე ვისაუბროთ. სულ რამდენიმე თვის წინ დაწერეთ პირველი ლექსი, რომელიც უკვე სიმღერად აჟღერდა და გუდამაყრელთა ჰიმნადაც იქცა. საინტერესოა, ამ ასაკში რამ გიბიძგათ ლექსის წერისკენ?
– მთის ყველა ადამიანი ლექსებს წერს. ბავშვობიდან მეც მეხერხებოდა წერა, თუმცა, ჩემ თავში ეს სერიოზულად არასდროს აღმიქვამს. მაგრამ, აი, მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვის წინ პირველად დავწერე ლექსი. ერთხელ, ჯვარის მამაში პატრიარქი გვესტუმრა და დაგვლოცა. ხატწერის ოთახი რომ დავათვალიერებინეთ, მაშინ იქ მყოფ მოძღვრებს გვითხრა, თქვენ, თითოეულმა საერო მიმართულებითაც რაღაც უნდა შექმნათ – დახატოთ, დაწეროთ და ა.შ. რატომღაც, ამ კურთხევის შემდეგ შეიქმნა ლექსი "გუდამაყრელი". ლექსზე სიმღერის შექმნის იდეა 19 წლის ნიჭიერ ადამიანს, გიორგი ჩიტაურს ეკუთვნის. მან მთხოვა ეს ლექსი, მომეცი, ვიმღერებო. გამიკვირდა, მისი ნათქვამი სერიოზულად არ მივიღე და უარი ვუთხარი. მერე კიდევ რამდენჯერმე მთხოვა, მაშინ კი მივეცი. თუმცა, მოხდა ისე, რომ მან ვერ მოასწრო სიმღერის ჩაწერა, რადგან ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს. სიმღერა კი გიორგი ბექაურმა და კახა მანგოშვილმა ჩაწერეს. იმის მერე 9 ლექსი დავწერე. ჯერჯერობით, ეს 10 ლექსი მაქვს დაწერილი.
– თქვენი ლექსები სულში ჩამწვდომია, გულის გარეთ ვერ წაიკითხავ. როდის, როგორ გარემოში მოდის შთაგონება?
– ჩვენ ხომ ჩვენით არაფერი შეგვიძლია. პერიოდულად მომინდება და ღვთის ნებით, ყველგან ვწერ. ადგილს მნიშვნელობა არა აქვს.
– ამ ლექსებით მკითხველს რას ეუბნებით?
– ჩემს ლექსებში ღვთის სადიდებელს, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს ვამბობ, რომ შემდეგში ეს ყოველივე ერთად ვისწავლოთ – მეც, მკითხველმაც, მრევლმაც და მსმენელმაც.
– მამაო, თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და 2 შვილი – ვაჟა და მარიამი.
– ოჯახში მკაცრი ხართ?
– როგორც მთის კაცი, ოჯახში მკაცრი ვარ. ყველა ქრისტიანულ ოჯახში პატრიარქატი უნდა იყოს.
– რა არის თქვენი ნატვრა და სურვილი?
– ჩემი ნატვრა და სურვილია, ჩვენს შვილებს ქრისტიანულად, მშვიდობით, უკეთეს საქართველოში ეცხოვროთ.
– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. დაგვლოცეთ, მამაო...
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სულიერადაც და ხორციელადაც. მთაში ასე ილოცებიან ხოლმე, ღმერთმა ხელ–მხარი შეგარჩინოთო. თქვენს ჟურნალს კი ბევრი სიმართლის დაწერას ვუსურვებ.
ეფემია წიკლაური
გთავაზობთ
მამა თავმასის ლექსს
ფშავლები
თიანეთისა მხარეო, ნაქებო ივრის ჭალაო,
ტალღებო მსრბოლო ჩქარადა, ბევრ საიდუმლოს ჰმალავო.
ბევრ ჩაგიხვევავ ტალღებში, მუხლში წაგირთომ ძალაო,
სამშობლოვ, ხაჭო ერბოსო, კალმახი გყვარობს თანაო.
მრავალ დაზრდილან შენს კალთას, ვაჟკაცნი ალვისტანაო,
დაილოცენით ფშავლებო, ამაყი გვარისანაო,
დაგლოცოთ ჭიჩოს პირცეცხლმა, პატრონმა ბევრისამაო,
ამაყო მთისა შვილებო, ამრავლოს თქვენისთანაო.
მთის წვერზე ღრუბლის ფთილები, ჯანღმა დაიპყრო ჭალაო,
სალის კლდეების გამხვრეტი, ბალახო სიფრიფანაო,
ლაშარის გორზე თამაშმა, ქალის და ვაჟისამაო,
წაწლობამ, წინწანაქარმა, კუნაპეტმ ღამისამაო.
პანტის არაყით ქეიფმა, ნაბადში თენებამაო,
ნურც დაილევა ნურასდროს, თქვენისა, ნამგლის ყანაო,
ივრის ხეობავ ლამაზო, ავდარმა პირი გბანაო,
არ დაგივიწყებთ ფშავლებო, მთებო, ველებო, ჭალაო!

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)