| ქალი და მამაკაცი |

"ჩემს შვილს რომ ვუყურებ…"
თათული ედიშერაშვილი: "ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მიკვირს, მუცელში ეს როგორ მყავდა"
ცოტა ხნის წინ, თათული ედიშერაშვილი დედა გახდა. იმის შესახებ, თუ როგორ უწყობდა ხელს ცხრა თვის ორსულ მსახიობს შვილი, ვინ უნთებდა მონასტერში კელაპტრებს მშობიარე მსახიობს, როდის იხილავს მაყურებელი სცენაზე მას, ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ თავად თათული გვიამბობს.
– თათული, პირველ რიგში, გილოცავთ დედობას. მთელი ცხრა თვის განმავლობაში ეკრანზე ჩანდით, არ გიჭირდათ მუშაობა?
– მთელი ცხრა თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი ტელევიზიაში, ექვს თვემდე თეატრში. უკვე საკმაოდ დიდი მუცლით ვთამაშობდი სპექტაკლებს. ბავშვი მუცელშივე ძალიან მოძრავი იყო, სულ ველაპარაკებოდი და ვეუბნებოდი, გაჩერდი, მაცადე, ეს სცენაც ჩამამთავრებინე და მერე, ჰქენი რაც გინდა–მეთქი. ხშირად ნანიკოს ჩემი ესმოდა, ჩერდებოდა და მაცდიდა, ბოლომდე მიმეყვანა საქმე.
– კოლეგები თუ გიწყობდნენ ხელს?
– ორსულობის პერიოდში ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ როგორც კოლეგებს, ასევე სტუდიის სხვა თანამშრომლებსაც, ყველა ძალიან მიფრთხილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი და დროში გათვლილი რეჟიმი გვაქვს, დაგვიანებასაც კი მპატიობდნენ. მე ყველანაირად ვცდილობდი, არ მესარგებლა ჩემი მდგომარეობით, მაგრამ ბოლო თვეში უკვე იმხელა მუცელი მქონდა, ძლივს ვერეოდი. ყველას ეცინებოდა – მგონი, პავილიონში მოგიწევს ბავშვის გაჩენაო.
– ფიზიოლოგიურად იმშობიარეთ?
– კი, ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. პირველი შვილი გავაჩინე და ბუნებრივია, მშობიარობამდე შიშის გრძნობაც მქონდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი გამახსენდებოდა, რომ მამა–შვილი გაგუების ხელში ვიყავი, მაშინვე ვწყნარდებოდი და მათი წყალობით, საკმაოდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა.
– ოჯახის წევრებს რა ადგილი უკავიათ ნანიკოს აღზრდაში?
– მშობიარობიდან სამ კვირაში სამსახურში გამოვედი. ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. თან ყველა გახარებულია, რადგან ოჯახს ახალი და საყვარელი წევრი შეემატა. ჯერ ძიძა არ მყავს და ბავშვი მთლიანად მათზეა მინდობილი.
– ძიძას რეალურ ცხოვრებაშიც მკაცრი კრიტერიუმებით შეარჩევთ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, რეალურ ცხოვრებაში გაცილებით უფრო მორცხვი და მორიდებული ვარ, ვიდრე ჩემი გმირია სერიალში. ძალიან მინდა, რომ ძიძა მომეწონოს და ვეცდები, ყველანაირად შევუწყო ხელი მას, რათა გავუადვილო მუშაობა.
– მეუღლე თუ გეხმარებათ პატარას მოვლაში?
– ძალიან კარგად შეეგუა მამის როლს. ჩემდა გასაკვირად, ძალიან ფრთხილი აღმოჩნდა. ხშირია შემთხვევა, როცა მამაკაცები პატარა ბავშვს ხელში ვერ იყვანენ, პირველი ორი დღე მასაც ჰქონდა ეს მომენტი, მაგრამ ძალიან მალე შეეგუა ამ მდგომარეობას და ახლა უკვე თავადაც აჭმევს ხოლმე ბავშვს.
– პატარას ვინ შეურჩია სახელი?
– ცხრა თვის განმავლობაში სხვა სახელს ვფიქრობდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს 14 ოქტომბერს ველოდებოდით, ნანა დედოფლის ხსენების დღეს, გადავწყვიტეთ, ნანიკო დაგვერქმია. თან ჩემს დასაც ნანა ჰქვია და ძალიან მიყვარს ეს სახელი. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სახელი შევურჩიეთ ჩემს შვილს.
– სანამ ბავშვს ნახავდით, ფსიქოლოგიურად გათავისებული გქონდათ დედის როლი?
– მთელი ცხრა თვის განმავლობაში ვეგუებოდი იმ აზრს, რომ დედა გავხდებოდი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრებოდა. ვცდილობდი, წარმომედგინა პასუხისმგებლობასთან ერთად, რამხელა სიხარული მელოდა წინ, თუმცა, თურმე წარმოუდგენელია ის ბედნიერება, რასაც მაშინ განიცდი, როცა ფაქტის წინაშე დადგები. ახლა, ვხვდები, რომ შეუძლებელია წინასწარ გაიაზრო და გაითავისო, რამხელა ბედნიერება და ღვთის წყალობაა დედობა. როცა ვუყურებ ჩემს შვილს, მიკვირს, მუცელში ეს როგორ მყავდა–მეთქი. შეიძლება ითქვას, რომ ახლაც შოკში ვარ, იმდენად ბევრს ნიშნავს თურმე შვილი.
– ბავშვის ნათლიები უკვე შეარჩიეთ?
– ნანიკოს ხუთი ქალბატონი მონათლავს. მათ შორის, ერთ–ერთი დედაოა, თუმცა, მისთვის ჯერ არ შემითავაზებია ნათლიობა, რადგან არ მინდა წინასწარ გავაფრთხილო და ძალიან შეიწუხოს თავი. ალბათ, ნათლობამდე რამდენიმე დღით ადრე გავაფრთხილებ. დედა ეფემია ერთ–ერთ დედათა მონასტერში გავიცანი ამ ზაფხულს და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა. პატარა პრობლემაც რომ მქონდა, ვეკონტაქტებოდი და ვიღებდი მის რჩევა–დარიგებებს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ დედა ეფემიას მოენათლა ჩემი შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაახარებს ეს, რადგან როდესაც ვმშობიარობდი, მირეკავდა, მამხნევებდა და დედათა მონასტერში დედებმა დიდი კელაპტარი აანთეს და ლოცულობდნენ. მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ქეთევანმაც დამლოცა. ჩემი შვილის მომავალი ნათლიები ძალიან მიყვარს, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ყველას ძალიან ვენდობი, თუმცა, დედა ეფემიას არსებობა მაინც სხვანაირად მეიმედება.
– როგორი ხასიათის ბავშვია ნანიკო?
– ძალიან ჭკვიანია. ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ ჭკვიანი გოგო იქნება. როცა ტირის, მუსიკას ვასმენინებ და ჩუმდება. ჯერ კიდევ სამშობიაროში, ნანიკო ტირილს რომ იწყებდა, ტელეფონში ინსტრუმენტალურ ჯაზს ვურთავდი და წყნარდებოდა. თან ვცდილობ, მას კარგი მუსიკალური გემოვნება ჩამოვუყალიბო.
– დედის ხმას უკვე ცნობს ნანიკო?
– კი, ტელევიზიიდან სახლში მისული რომ დავილაპარაკებ ან ვიკითხავ, სად არის ჩემი გოგო? ხმაზე მცნობს და კრუსუნს იწყებს, ეტლში აღარ ჩერდება, უნდა, რომ ხელში ავიყვანო. ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი მომენტია, გრძნობ, რომ შენს შვილს სჭირდები და შენ გარდა, არავინ უნდა.
– დედობამ შეგცვალათ?
– ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული, იმისთვის, რომ ძალიან შევცვლილიყავი. რაღაც–რაღაც თვისებები რომ შემეცვალა, ვატყობ. შინაგანადაც შევიცვალე, მგონი, უფრო დაფიქრებული გავხდი. აქამდე თუ ეგოისტურად ვწყვეტდი რაღაცეებს, ახლა, პირველ პლანზე შვილი მყავს და მისგან გამომდინარე ვიღებ გადაწყვეტილებებს.
– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით გაქრა ეკრანიდან თქვენი გმირი, მაყურებელს ძალიან მოენატრეთ. თქვენ არ გენატრებოდათ გადაღებები?
– სიმართლე რომ ვთქვა, ეს რამდენიმე კვირა ისეთ ორომტრიალში ვიყავი, ტელევიზორის ყურებისთვის საერთოდ ვერ ვიცლიდი და ვერც სერიალს ვადევნებდი თვალ–ყურს. ჩემდა გასაკვირად, მაყურებელს მოვენატრე, არ მეგონა, რომ ასე სწრაფად მოვენატრებოდი. რამდენჯერმე დამირეკეს კიდეც: რატომ აღარ ჩანხარ, მალე გნახავთ სერიალშიო? სასიამოვნოა ისიც, რომ თურმე სულ ერთი არ არის მაყურებლისთვის, სერიალში ჩემი გმირი იქნება თუ არა.
– უკვე თეატრშიც გიხილავთ მაყურებელი?
– ტელევიზიაში საკმაოდ სწრაფად გავედი სამუშაოდ და აქტიურად ჩავერთე გადაღების პროცესში, მაგრამ სცენაზე თამაშს სხვანაირი ძალა და ენერგია სჭირდება, ამისთვის კი მზად არ ვიყავი. ახლა უკვე ვგრძნობ, რომ შემიძლია გავიდე და იქაურ რეჟიმშიც ჩავჯდე. მაყურებელი სცენაზე მიხილავს მაშინ, როცა იმ სპექტაკლების ჩვენება დაიწყება, რომელშიც ვმონაწილეობ.
– ხშირად მშობლებს არ სურთ, რომ შვილები მათ კვალს გაჰყვნენ. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?
– მე უკვე იმდენი რამე დავგეგმე ჩემი შვილის მომავალზე, რომ ერთი შეხედვით სასაცილოც კი არის, მაგრამ ერთადერთი, რაც არ დამიგეგმავს, მისი პროფესიაა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რისი მონაცემიც ექნება. არაფერია იმაზე კარგი, როცა შენით ირჩევ პროფესიას, ამიტომ ჩემს შვილს არჩევანში არ შევეწინააღმდეგები. პროფესიის არჩევამდე დიდი დროა, მინდა, რომ ჩემი შვილი ძალიან წესიერი გაიზარდოს, იყოს კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქე, კარგი გოგო, კარგი ქალი. ჩემთვის ამ ეტაპზე სხვა ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, ვიდრე მისი პროფესია. ზოგადად, პროფესიაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცი, რისი ნიჭი, უნარი და როგორი გემოვნება ექნება. თუმცა, ვიზრუნებ, რომ ამ მხრივ მას კარგი გარემო შევუქმნა, რათა მაქსიმალურად ჩამოყალიბდეს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
– ბევრი ცნობადი სახე პრესას შვილის სურათს უმალავს. თქვენ თუ აქცევთ ასეთ ნიუანსებს ყურადღებას?
– ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა ჟურნალმა ჩამომართვა ინტერვიუ და ნანიკოს სურათი არ მივეცი. ამის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ნანიკო ჯერ მონათლული არ არის, და ასე თუ ისე, ჯერ არ მინდა, მისი სურათები პრესის ფურცლებზე მოხვდეს. ისე, ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი არ უნდა დავმალო, სხვა შემთხვევაში, ერთ–ერთ შოუში ბავშვთან ერთად არ მივიდოდი.
თეონა მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)