| ქალი და მამაკაცი |

"ჯენიფერით სასიყვარულო თავგადასავლებს წერტილი დავუსვი"
ბენ აფლეკი: "ჯენიფერ გარნერით სასიყვარულო თავგადასავლებს წერტილი დავუსვი"
"ადრე ლამაზ ბენს მეძახდნენ, ახლა კი უფრო ხშირად ამბობენ, შეხედეთ, მოდის რეჟისორი აფლეკი, რომელიც ძალიან მოსაწყენი ადამიანიაო", – ამბობს ხუმრობით მსახიობი საკუთარ თავზე. პოპულარული მსახიობი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ცდილობს კამერის მეორე მხარეს გადანაცვლებას. ვენეციის კინოფესტივალზე მან ახალი ფილმი "ქურდების ქალაქი" წარადგინა. ეს ბენის მეორე რეჟისორული ნამუშევარია. პირველ ფილმში "მშვიდობით, პატარავ, მშვიდობით" მან მთავარი როლი საკუთარ ძმას დაუთმო. კრიტიკოსებმა ორივე ფილმი დიდი მოწონებით და კარგი რეცენზიებით მიიღეს.
ჰოლივუდის მიღმა ბენ აფლეკი კარგი მეოჯახეა. მისი და ჯენიფერ გარნერის ოჯახური იდილია უკვე 6 წელზე მეტს ითვლის. არადა თავიდან, როდესაც მათი სიყვარული გამჟღავნდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს ხანმოკლე ურთიერთობა იქნებოდა.
გთავაზობთ ბენ აფლეკთან ინტერვიუს, რომელიც ვენეციაში უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩამოართვეს.
– თქვენ უკვე მეორე რეჟისორული ნამუშევარი გაქვთ – "ქურდების ქალაქი". გიყურებთ და ძალიან დაღლილი, მოწყენილი ჩანხართ, თმაშიც ჭაღარა გაგიჩნდათ. ალბათ რთულია რეჟისორის პროფესია.
– რაც მართალია, მართალია, ეს საქმე რთული ყოფილა. როგორც კი სერიოზულად მოვეკიდე რეჟისორობას, მაშინვე გამიჩნდა თმაში პირველი ჭაღარა, თუმცა ჩემს ახალ ფილმში გაცილებით ჭაღარად გამოვიყურები, ვიდრე რეალობაში ვარ, მაგრამ ეს გრიმია. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მეგონა, რომ რეჟისორობა მსახიობობაზე რთული იქნებოდა. ფილმი რომ კარგი გამოვიდეს, საჭიროა, თავში ერთდროულად მილიონი იდეა ამუშაო, ყველა იდეა დაინახო და შემდეგ განახორციელო. პირველ ფილმზე ძალიან გამიმართლა, რომ საკუთარ ძმასთან ერთად მომიწია მუშაობა. რომ არა ის, ძალიან გამიჭირდებოდა იმ ყველაფრის განხორციელება, რაც თავში მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ძმა ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როდესაც გადაღებები დაიწყო, საშინლად კონფლიქტურები გავხდით, ხშირად ვუყვიროდით ერთმანეთს, მაგრამ გადაღებების დასრულებისთანავე კვლავ იდეალური ძმები გავხდით.
– თქვენს ორივე ფილმში ბოსტონური თემაა აქტუალური. რით გხიბლავთ იგი?
– ბოსტონი ჩემი ბიოგრაფიის ცალკე ნაწილია. ჩემთვის ის ჰიპერმიმზიდველი და იდუმალია. მე მის მახლობლად გავიზარდე. თავდაპირველად ჩემი ოჯახი კალიფორნიაში, ბერკლში ცხოვრობდა. ძალიან მშვიდი და წყნარი ქალაქი იყო, ჩვენი მეზობელი ბოსტონი და მისი შემოგარენი კი იყო ადგილი, სადაც ვნებები დუღდა. მე და ჩემი ძმა კეისი ხშირად მივდიოდით ბოსტონში იმისათვის, რომ ცხოვრება შეგვეგრძნო. ამ ქალაქში ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ, ბანკს ძარცვავდნენ. ამ ქალაქის ცხოვრება გარკვეულ ლეგენდას წარმოადგენდა, ამიტომაც იქაური კრიმინალური ბანდების ცხოვრების ეკრანიზაცია ყოველთვის საინტერესოა.
– ფილმში "ქურდების ქალაქი" თქვენ ითამაშეთ ქარიზმატული ტიპი დაგ მაკრეი, თქვენს შეყვარებულს კი მომხიბვლელი რებეკა ჰოლი თამაშობს. არადა, ამბობდნენ, რომ ამ როლს თქვენი ცოლი ჯენიფერ გარნერი ითამაშებდა. რატომ გადაიფიქრეთ?
– ჯენიფერი ნამდვილად ნიჭიერი მსახიობია და ამ როლს მართლაც კარგად გაართმევდა თავს. უბრალოდ არც მიფიქრია, რომ ფილმში მას ეთამაშა და მიკვირს, საიდან გაჩნდა ეს ჭორები. ვთვლი, რომ ფილმი წააგებდა, მე და ჯენიფერს ეკრანზე სიყვარული რომ გვეთამაშა. ცხოვრებაში ჩვენ სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი, ეკრანზე კი რეალური ცოლ–ქმრის სიყვარული მაყურებელში სულ სხვა ემოციებს იწვევს. მათ ავიწყდებათ ფილმის გმირები და ცდილობენ, რეალური სიყვარული დაინახონ. რაც შეეხება რებეკა ჰოლს, ვფიქრობ, ის ჩემი გმირისთვის საუკეთესო მეგობარი ქალია. სწორედ ასეთი ქალი სჭირდება კაცს, რომელიც კრიმინალური წარსულისთვის თავის დანებებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.
– თავად ბენ აფლეკს თუ მოსწონს ამ ტიპის ქალები – ლამაზმანები, ეპატაჟისა და აგრესიულობის გარეშე?
– ასეთი ქალები არა მარტო ჩემს გმირს და მე, არამედ მილიონობით მამაკაცს მოსწონს. უბრალოდ ზოგიერთი მამაკაცი ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში, ზოგიც ღრმა სიბერეში აცნობიერებს, რომ თავგადასავლებისგან დაიღალა. ჩემს ცხოვრებაში სასიყვარულო თავგადასავალი ძალიან ბევრი იყო და გამიმართლა, როდესაც ჯენიფერ გარნერით ამ თავგადასავლებს წერტილი დავუსვი.
– ადრე თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ ცოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიყვანდით, თუ ის ორ ადამიანს მოეწონებოდა – თქვენს მეგობარ მეტ დეიმონს და დედათქვენ კრისს. მართლა ასე მოხდა?
– რას არ ვროშავდი წარსულში! შეიძლება ამ ჩემს განცხადებაშიც არის სიმართლის მარცვალი, უბრალოდ ჯენიფერთან ქორწინების ნებართვა არავისგან დამჭირვებია, არც დედისგან, არც მეტისგან და არც მომავალი ცოლისგან. თავად გადავწყვიტე და ყველა დანარჩენმა ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიტყო.
– თქვენ და ჯენიფერს ორი ქალიშვილი გყავთ. კარგია ქალების სამეფოში ცხოვრება?
– მთავარია, რომ სამივე ქალმა ჩემს სახლში ერთდროულად არ დაიწყოს ლაპარაკი, რადგან ამ დროს არაფერი მესმის. სხვა მხრივ, სრულიად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემს სახლში სამი ქალია. თანაც კარგია, როდესაც ამას გააცნობიერებ 38 და არა 83 წლის ასაკში. უფროს ქალიშვილს მალე 5 წელი შეუსრულდება, უმცროსი კი 2 წლისაა. სრული ბედნიერებისათვის ბიჭი გვინდა, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ გეგმაშია. სახელი კი მოფიქრებული მაქვს, ჩემს ბიჭს აუცილებლად ბენჯამენი ერქმევა.
– თქვენ პატივსაცემად?
– არა, უბრალოდ ეს სახელი მომწონს და ბენს არასოდეს დავუძახებ. არ მინდა, ჩემს შვილს ჩემსავით ხულიგნური ბავშვობა ჰქონდეს. მას სახელს ბენჯამენ ფრანკლინის პატივსაცემად დავარქმევ.
– როგორ დასრულდა არასასიამოვნო ეპოპეა მანიაკთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს ოჯახს უთვალთვალებდა?
– იგი გაასამართლეს და ახლა უფლება არა აქვს, ჩვენს სახლს და ოჯახის წევრებს რამდენიმე ათეულ მეტრზე მოუახლოვდეს. მანიაკს კი გავუმკლავდით, მაგრამ ძალიან დავზარალდით პრესის ყურადღებით. ჩემზე მხოლოდ ზარმაცს თუ არ დაუწერია. განსაკუთრებით მაცოფებს ფილმებში ჩემი სასიყვარულო სცენების განხილვა, იმაზე მსჯელობა, ნამდვილად მე ვარ საწოლში თუ დუბლიორია. ქალები ეკრანზე საგულდაგულოდ სწავლობენ ჩემს სხეულს. ხანდახან ქუჩაში ქალს რომ ვუყურებ, მგონია, რომ მას შიშველი ვყავარ შესწავლილი. ასე რომ არ მიყვარდეს ეს საქმე, ალბათ ამდენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერ ავიტანდი.

კავშირი ტეგთან: ბენ აფლეკი

კავშირი ტეგთან: ბენ აფლეკი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი