| ქალი და მამაკაცი |

იპოვნე ნატალი
იპოვნე ნატალი
13
ერთი კვირის შემდეგ საბა ვაჟას შეხვდა, შემკვეთს, რომელმაც ფულის მიცემა დაუგვიანა და რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდა.
– შევრცხვი შენთან, მაგრამ ეგ არაფერი, გამოვასწორებ, – უთხრა ვაჟამ და კონვერტი მიაწოდა.
– ეგ არაფერი, – უპასუხა საბამ და ფული გამოართვა.
– ეხლა შეკვეთა მიუღიათ ჩემებს, დამირეკეს, რაღაც ობელისკია დასამზადებელიო, რაღაც უბედური შემთხვევა მომხდარა, გემი ჩაძირულა სადღაც ყირიმთან და ოცდახუთი წლისთავი ყოფილა წელს.
– რომელი გემია?
– მგონი, "გენერალი სუვოროვი".
– ესე იგი ობელისკებს ამზადებს თქვენი ფირმა?
– ყველაფერს ვამზადებთ, ძეგლებს, ობელისკებს, სარიტუალო ნაგებობებს.
– და სად მოღვაწეობს თქვენი ფირმა?
– ასტანაში ვარ, წლებია უკვე. რუსეთშიც მაქვს რამდენიმე ანალოგიური მომსახურების ფირმა.
საბამ პირი დააღო.
– ასტანაში?
– დიახ.
– იმ გემიდან გადარჩა ვინმე, წეღან რომ თქვით, ვინ უდგამს ამ ობელისკს?
– კი, თვითონ კაპიტანი გადარჩენილა, თვითონვე ყოფილა რაღაც სპეციალური ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა და გემზე დაღუპულების საძიებო სამუშაოებს აკეთებდა.
– საინტერესოა, – თქვა საბამ და თემა შეცვალა, – ასტანაში ბევრი ქართველი ცხოვრობს? მანდ ერთს ვიცნობ, "ალგეთი სიტის" მენეჯერია, ნატალი ჰქვია.
– ვიცნობ ნატალის, მაგრამ ეგ რა ქართველია?
– ხო კოსტავაა, არა?
– აა, მე სხვაზე ვამბობ ალბათ. იმას რუსული გვარი აქვს.
– ალბათ სხვა იქნება. ორი ადამიანის სახელი და გვარი რომ გითხრა, დამიდგენ, ნამდვილად მუშაობენ თუ არა მაგ კომპანიაში?
– კი, ხვალ უკვე იქ ვიქნები. დამიწერე.
საბამ ქაღალდზე დაწერა – ნატალი კოსტავა, ერეკლე დონაძე, ვაჟას გაუწოდა და ფეხზე წამოდგა.
სახლში მისვლისთანავე კომპიუტერს ეცა და "გენერალ სუვოროვზე" მოძებნა ცნობები. ყველაფერი ხელმისაწვდომი გამოდგა, დაღუპულთა სიების ჩათვლით. 15 ფურცელი იყო სულ და ელვის სისწრაფით გადაიკითხა, მაგრამ სიაში ნატალის დედა არ შეხვედრია. გადაწყვიტა, უფრო ნელა და დაკვირვებით გადაეკითხა. ამაოდ. მერე სცადა, გადარჩენილთა გვარ–სახელების სიაც ეპოვა. სამწუხაროდ, ეს მონაცემები არ არსებობდა. თუმცა დაადგინა, რომ კაპიტანი არკადი პავლიჩენკო მართლაც ცოცხალი გადარჩენილიყო. საიტზე მოხუცი, სანდომიანი სახის კაცის ფოტოს ქვეშ ელექტრონული ფოსტის მისამართიც მიეთითებინათ. საბა ელექტრონულ ფოსტაში შევიდა და წერას შეუდგა:
"ბატონო არკადი, გაცნობებთ, რომ ვცხოვრობ თბილისში და ამჟამად ვიკვლევ ერთი ადამიანის ისტორიას და ადგილსამყოფელს. ჩვენი მეგობარი ნატალი კოსტავა, რომელიც ბავშვობიდან იტანჯება შიზოფრენიის უმძიმესი ფორმით, ამტკიცებს, რომ დედამისი იმყოფებოდა გემ "გენერალ სუვოროვზე". სამწუხაროდ, თქვენს ვებ–გვერდზე ვერანაირი ცნობები ვერ მოვიპოვეთ დაღუპული ქართველების შესახებ. ვერც გადარჩენილების სიაში წავაწყდით ქრისტინა კოსტავას. ნატალი დღემდე დედის გვარზეა. სამწუხაროდ, მისი მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ქ–ნ ქრისტინას მოძებნის ყველა იმედი გადაგვეწურა. გვჯერა თქვენი კეთილშობილების და ველოდებით იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის არის ხელმისაწვდომი".
პასუხი რამდენიმე საათში მოვიდა:
"ძალიან მოხარული ვიქნები, თუ რამით შევძლებ თქვენს დახმარებას, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გაუწყოთ: თქვენი ნახსენები ადამიანი გემზე არ ყოფილა, უფრო მეტიც, ის სამიოდე ქართველი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ, იყვნენ ეკიპაჟის წევრები. მათგან ერთი იყო ქალი და ის წლების განმავლობაში ჩემთან მუშაობდა. ის საერთოდ არ ყოფილა გათხოვილი. არც შვილი ჰყოლია. გვარიც ოსური ჰქონდა – კასაევა. უფრო მეტიც, ეს ქალბატონი იმ უბედურ დღეს ცოცხალი გადარჩა. ასე რომ, თქვენს მეგობარს, როგორც ჩანს, შიზოფრენიის გამო აქვს ეგ ახირება. მას მთელი ჩვენი ეკიპაჟი ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, თქვენ კი – დედამისის მოძებნას.
ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, გადმოგიგზავნოთ ნებისმიერი ფოტო თუ ვიდეო ფაილი, რომელიც ასახავს "გენერალი სუვოროვი"–ს დაღუპვას და ამ ფაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს. თუმცა, ეს ფაილები დიდი მოცულობისაა და, სანამ მოგვწერდეთ, კარგად დაფიქრდით, აქვს თუ არა აზრი თქვენთვის მათ ნახვას.
პატივისცემით, არკადი პავლიჩენკო. 22.01.2007"
14
– როგორ ხარ? – ჰკითხა ნატალიმ.
– არ ვიცი.
– რა გჭირს ხმაზე?
– არაფერი. დედაშენი ვიპოვე.
– დედაჩემი?
– ხო, დედაშენი.
– მეტი სახუმარო თემა არ გაქვს?
– არ ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნები. დედაშენი "გენერალ სუვოროვის" ბორტზე არ ყოფილა იმ ტრაგედიის დღეს და, შესაბამისად, არც დაღუპულა.
პასუხად ტირილი გაისმა.
– მე ამის დოკუმენტური მტკიცებულებები მაქვს, თვითონ კაპიტნისგან ვიცი ეს. ასე რომ, ვერაფერს იტყვი, ვერც იმას დამაჯერებ, რომ შენც სცადე ამის გარკვევა და სხვა შინაარსის პასუხი მიიღე მათგან.
ნატალი ისევ დუმდა. მერე საბამ გაიგონა, როგორ აკრიფა ქალმა ნომერი მობილურზე: "ლუკა, ნატალი ვარ, ეხლა ვნახე "გენერალი სუვოროვის" საიტი და იქ არ წერია, რომ დედა იქ იყო, რა ხდება, მატყუებდით?"
საბამ ვერ გაარკვია, დარეკვის იმიტაციასთან ჰქონდა საქმე თუ მართლა ელაპარაკებოდა ნატალი ვინმეს. ნატალი კი აგრძელებდა ისტერიკას. ძმა ალბათ ამშვიდებდა. ბოლოს ყველაფერი ჩაწყნარდა.
– არ მინდოდა შენი აღელვება, ნატ, მაგრამ რასაც გეუბნები, ფაქტია, დანარჩენი არ ვიცი. ფაქტია, რომ შენ მატყუებდი, – თქვა საბამ.
– მე არ გატყუებდი, მეც ასე მეუბნებოდნენ და მჯეროდა.
– როგორ არ გადაგიმოწმებია, ეს ხომ დედაშენს ეხებოდა? ჩემზე ყველაფერს ქექავ, არკვევ და ეხლა გინდა დამაჯერო, რომ ქრისტინაზე არაფერი გიძებნია?
– ხო, არ მიცდია, არც შენზე ვქექავ არაფერს, შენ ისედაც მიყვები ყველაფერს.
– კი, ეგრეა, მაგრამ აბა გაიხსენე, ჩვენს ფორუმზე რამდენ ჩემს მეგობარს ელაპარაკე ჩემზე? რამდენს უთხარი, რომ ჩემი გოგო ხარ, რამდენჯერ სცადე მოგესმინა რამე ჩემს შესახებ მათგან? ნასტი შენ არ გააბრუე რაღაც სისულელეებით, შენს გამო არ დამშორდა?
– მე არ მომიტყუებია არაფერი, მართლა მიყვარხარ და ეს ვუთხარი ნასტის, გულწრფელად, ისე, როგორც არის.
ცოტა ხანს გაჩუმდნენ, მერე საბამ თქვა:
– შემიძლია მოგეხმარო დედის ძებნაში, თუ მართლა გაწუხებს ეს, გადმოფრინდი ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში და დავიწყოთ ძებნა, ის ხომ მაინც იცი, სად დაიბადა, სად იზრდებოდა, სად ჰყავდა მშობლები?
– არ ვიცი, საბა, უნდა დავწყნარდე ცოტა, ლუკასაც უნდა ველაპარაკო კარგად, ბათუმშიც ჩავალ ბაბუის სახლში და მერე ვნახოთ.
საბას ტელეფონი აწკრიალდა.
– ერთი წუთით დამელოდე, – უთხრა ნატალის და ტელეფონი აიღო.
ვაჟა ურეკავდა.
– საბა, როგორ ხარ?
– რა ვიცი, კარგად.
– გავარკვიე, რაც მთხოვე.
– რაო?
– რაო და არც ნატალი კოსტავა და არც მაგის ქმარი ერეკლე მანდ არ მუშაობენ, საერთოდ არ გაუგიათ, ვინ არიან. აზრზე არ ვართო. მაგათი მენეჯერია ერთი ნატალია ტკაჩენკო და მაგას ველაპარაკე პირადად, წლებია, ვიცნობ.
– მადლობა დიდი.
საბამ მობილური სავარძლისკენ მოისროლა და ნატალის მიუბრუნდა.
– აქ ხარ?
– კი.
– როგორი ამინდია ასტანაში?
– რა?
– სამსახურში არ წახვედი?
– არა, დღეს არა, ორი თვეა, არ ვყოფილვარ, ჯანმრთელობის გამო.
– მოკლედ, მორჩი ტყუილებს. შენ არც ნატალი კოსტავა ხარ და არც ასტანაში ცხოვრობ. სულ კარგად იყავი.
რამდენიმე საათში ნატალის წერილი მიიღო:
"მართალი ხარ. მიზეზი, რატომაც არ გეუბნებოდი, ნათელია – არ მინდოდა შენი დაკარგვა. იმ სისულელის გამო, რაც თავში ითქვა და ვეღარ გადაკეთდა, მერე შეგნებულად გავურბოდი.
ეხლა ვნანობ, რომ ასე ახლოს მოგიშვი – ჩუმად რომ წავსულიყავი, აჯობებდა, არაფერი ამეხსნა, მაგრამ მეგონა, რომ ღირსი იყავი, გცოდნოდა.
არ ვყოფილვარ ყალბი – მე თავისუფლება მაკლდა ყოველთვის. მიზეზი ამაშია.
ჩვენი ლაპარაკის მერე მე პირადად ისე ვიგრძენი თავი, თითქოს მეღალატოს ვინმესთვის და ისეთი საქციელი ჩამედინოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია. ვიცი, რომ გატკინე, მაგრამ ნუ ქმნი ამისგან ტრაგედიას და ნუ მადანაშაულებ. არ ვიყავი მართალი და მორჩა.
ჩამთვალე იმათ რიცხვში, ვინც ბანალურად მოვიდა და ესევე წავიდა. ის ყველაფერი კი, რამე მაინც თუ იყო, უბრალოდ დაივიწყე. მე არაფერს ვნანობ, შენგან განსხვავებით, თუნდაც ტყუილს. კარგად ვიყავი შენთან და მორჩა, ეგ არის რეალური სურათი.
რაც უფრო გატკენენ, უფრო ადვილად გაუშვებ. ტრაგიზმია ეს ცარიელი და გაბუქება, სხვა არაფერი.
ხო მართლა, წეღან რომ მკითხე ამინდზე – ასტანაში გადაუღებლად წვიმდა.
ნატალი კოსტავა, 23.01.2007. გკოცნი"
15
საბა კოსტავას ქუჩაზე იდგა და სილამაზის სალონს უყურებდა. სალონს წითელი ასოებით ეწერა "ნატალი", სახელი, რომლის დავიწყებასაც ბოლო დღეებში უშედეგოდ ცდილობდა.
ნუთუ რამე კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან ნატალი კოსტავას და სალონს? თუ ეს უბრალო დამთხვევა იყო? იქნებ ნატალი ასტანაში ნამყოფიც კი არ იყო, ზუსტად ამ სალონის გვერდით ან თავზე ცხოვრობდა და მეტსახელად ნატალი კოსტავა აიღო?!
სახლი, რომლის პირველ სართულზეც სალონი გაეხსნათ, ორსართულიანი იყო. მას ერთი სადარბაზო ჰქონდა. მეზობელი შენობებიდან კი არც ერთი იყო საცხოვრებელი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს სასწავლებელი იდგა.
საბამ პირდაპირ სალონის გვერდით შეაბიჯა. სადარბაზოში ნესტის და სიძველის სუნი იდგა. ჭრიალით აიარა კიბის საფეხურები და შედგა. მერე ერთ კარზე დააკაკუნა.
მეორე კარი გაიღო.
– შემოდით, ღია იყო ისედაც, – გამოსძახეს შიგნიდან, ისე, რომ არც კი გამოუხედავთ.
საბამ დაბნეულმა შეაბიჯა ჰოლში, რომლის კედლებიც თეთრად შეეღებათ.
კლინიკის სუნი ეცა. გაუკვირდა.
– ჩაწერილი ხართ? – ჰკითხა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც კომპიუტერთან იჯდა.
– ჩაწერილი?
– რომელ სტომატოლოგთან ხართ ჩაწერილი?
– აა, არავისთან, პირობები მაინტერესებდა.
– გააჩნია, რა გსურთ, ჩვეულებრივი პლომბი 30 ლარი, ჰელიო 50, გაწმენდა – 30 ლარი.
– აა, კარგით. დიდი მადლობა. თუ დამჭირდა, შემოგივლით.
სახლში მისულიც არ იყო, რომ გიორგიმ დარეკა, არქიტექტორ–ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა.
– გისმენ, გიორგი.
– ბიჭო, შენი ვირტუალური შეყვარებული რომაა, მაგან მომწერა ამას წინათ და ჩაეწერა ჩვენს ჯგუფში.
საბა გაშრა.
– ვინა, ნატალიმ? მაგან ხო გააუქმა რეგისტრაცია?
– ხო, ძველი გააუქმა და ახალი შექმნა, მე მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდი და მალე რომ დამესრულებინა შენი წვალება, ვუთხარი, ორშაბათიდან გავდივართ–მეთქი ექსპედიციაში.
– მერე რა თქვა?
– რას იტყოდა, თუ გინდა, შაბათსვე წავიდეთო, მაგრამ ვერ მოვასწრებთ ეგრე უცებ, რაღაცეებია საყიდელი.
– და ასტანიდან როგორ ჩამოდის ეგრე უცებ?
– რა ასტანიდან, თბილისელია, თბილისელი.
– შენ რა იცი?
– ადმინისტრატორი ვარ ამ საიტის და ეგ არ ვიცი, ვინ საიდან შემოდის ჩემს სერვერზე?
– მოიცა, როგორ ეგ.
– ეხლა მაგას ასე ვერ აგიხსნი, მაგრამ ნებისმიერი ფორუმელის ლოკაცია ქალაქის დონეზე შემიძლია გითხრა, ზუსტი მისამართის დადგენას კი თვითონ ინტერნეტ პროვაიდერი სჭირდება, რომლის მომსახურებასაც იყენებს.
– ვაა, და შეგიძლია დამიდგინო ეგეც?
– არაა პრობლემა, იმ პროვაიდერში, რომელსაც ეგ იყენებს, ერთი ძმაკაცი მყავს, ვთხოვ და მომეხმარება ალბათ. და კიდე არ გინახავს ეგ გოგო ამდენი ხანი?
– ხო, რავი, არ მინახავს. გამაგებინე რა, მისამართი! კარგი?
– კარგი.
16
ნაძალადევის რაიონი, ტიფოზის ქ. კორპ. 12, ბ7. ტელეფონი... ბინა გაფორმებულია ვინმე ზ.შენგელიაზე, მაგრამ აბონენტად დაფიქსირებული სხვა ჰყავთ: ნატა კოხრეიძე. თითქმის შენი მეზობელია, ვაჟკაც".
გიორგისგან მოსულ მესიჯს საბა დაუსრულებლად კითხულობდა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. საბა სიგარეტს ეწეოდა და ხელში ტელეფონის ყურმილს ათამაშებდა.
ფანჯრიდან გაიხედა, მე–12 კორპუსს სხვა სახლები ეფარებოდა, მხოლოდ ბოლო, მე–11 სართული ჩანდა მისი სახლიდან.
ალბათ იქ ცხოვრობს, დაასკვნა საბამ და ნატა კოხრეიძის ნომერი აკრიფა. ყურმილში ჯიუტად ისმოდა გასვლის ზუმერი, მაგრამ არავინ პასუხობდა.
ამ დროს კარზე დააკაკუნეს. საბას არც გაუხედავს, ისე გააღო.
ზღურბლზე სამსახურის ვიდეოჩანაწერში ნანახი გოგო იდგა.
– ბონძღიკ, – გაუღიმა გოგომ.
საბას გაეცინა:
– ნატალი?
– კი. არ შემომიშვებ?
– შემოდი.
შესასვლელი გაიარეს და დიდ ოთახში შევიდნენ.
ნატალი საერთოდ არ ჰგავდა ფორუმის ფოტოებზე აღბეჭდილ ქალს, თუმცა ძალიან ლამაზი იყო ლურჯი უძირო თვალებით.
– რამდენი ვიარე შენამდე, – თქვა ნატალიმ.
– ალბათ თერთმეტი სართული ფეხით და შემდგომ ორმოცდაათი მეტრი ქუჩაში, – გაუღიმა საბამ.
– არა, ლიფტი მუშაობდა, ამიტომ, მხოლოდ ორმოცდაათი მეტრი, ვირტუალურად კი ალბათ ათასობით სტრიქონი და სიტყვა გამოვიარე.
– და მაინც არაფერი უთქვამთ მაგ სტრიქონებს.
ნატალიმ ჩანთიდან პატარა ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
– ყველაფერი გითხრეს, გარდა ნამდვილი სახელის და გვარის და სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებისა. გემის ისტორიაც ჩემი ფანტაზია იყო.
– მერე?
– არც შვილი და ქმარი მყოლია არასდროს. ახლა ჩემი გვარიც და მისამართიც იცი.
– მერე?
– რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობრის, ნინი მოდებაძის ბინა იყო ეს, მე კი მის სანახავად მოვედი და კარი შენ გამიღე, შინ შემიპატიჟე, ფოტოგრაფიაზე მესაუბრე, შენი სურათები დამათვალიერებინე, ყავით გამიმასპინძლდი.
საბას გაახსენდა ერთი წლის წინანდელი ამბავი. მაშინ ნატალის ყვითლად ჰქონდა თმები და უფრო მსუქნადაც გამოიყურებოდა.
– და იმ ერთმა ვიზიტმა რატომ იმოქმედა ასე?
– არ ვიცი, უბრალოდ მომეწონე და გადავწყვიტე, ცოტა წამეთამაშა, მაგრამ ბევრი მომივიდა.
ნატალი საბასთან მივიდა და აკოცა. მერე გახდა დაუწყო. საბა კი მაგიდაზე დაგდებულ ქაღალდს უყურებდა, რომელზედაც სინათლის შუქზე ლამაზი ასოები ირეკლებოდა: "სიყვარული, კვირაში შვიდი დღე ოცდაოთხი საათი ნატალისგან".
დასასრული

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი