| ქალი და მამაკაცი |

მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
მატჩის მეორე პერიოდი მაყურებელთა შეძახილებით დაიწყო. ჯონი გაუნძრევლად იჯდა და ფეხებს საკვოიაჟს უჭერდა. კვისტი და ლიდია კრივიჩთან დარჩნენ, მაგრამ ჰოკეი არც ერთს არ აინტერესებდა.
მეორე და მესამე პერიოდებმა შეუმჩნევლად გაირბინა და მაყურებლებიც გასასვლელისკენ დაიძრნენ.
– ვინ მოიგო? – იკითხა ლიდიამ.
– წარმოდგენა არ მაქვს, – მიუგო კვისტმა.
– "რეინჯერებმა", სამით ორი, – მოისმა გვერდიდან ვიღაცის ხმა.
სენძი ადგილიდან წამოდგა. ხალხი უკვე შეთხელდა. ის იყო, მსახიობი ჩვენი სამეულისკენ გამოემართა, რომ მის წინ მოულოდნელად დუგლას ჰედმანის ფიგურა აღიმართა. მან ჯონს გაუღიმა და რაღაცა უთხრა, ჯონმა კი საკვოიაჟი გაუწოდა. ზუსტად იმავე დროს ჯონი ჰედმანს ეცა და მუშტებით ცემა დაუწყო. ჰედმანმა საკვოიაჟი გვერდზე მოისროლა და მარჯვენა ხელი ისე სთხლიშა სახეში ჯონს, რომ ეს უკანასკნელი ძირს გაიშხლართა.
ჰედმანს გაქცევა არც უცდია. ის ჯონს დასცქეროდა და თითქოს გაკვირვებულიც ჩანდა.
ორიოდ წამში კრივიჩის ხალხმა ჰედმანს ხელები გადაუგრიხა. ამ დროს თავად ლეიტენანტმაც მოირბინა და ჯონს წამოდგომაში მიეხმარა.
– ამ მამაძაღლმა საკვოიაჟი მთხოვა, – ჩაიბურტყუნა ჯონმა, – ეს ის არის.
– რა სჭირს? – ხმის კანკალით იკითხა ჰედმანმა, – მინდოდა, წაღებაში მივშველებოდი, ის კი მეძგერა.
პოლიციის ადგილობრივი განყოფილების კაპიტნის კაბინეტში კრივიჩს, ჰედმანს, ჯონს, კვისტს, ჰარვისა და კიდევ რამდენიმე დეტექტივს მოეყარა თავი. კრივიჩმა მაგიდაზე მდგარი საკვოიაჟი გახსნა, მისი შიგთავსი ჰედმანს უჩვენა და შეეკითხა:
– არ იცოდით, ამაში რა იყო?
– საიდან უნდა მცოდნოდა? – შესძახა ჰედმანმა, – ჯონი დაღლილი ჩანდა და მისი მიშველება ამიტომ დავაპირე.
ლეიტენანტმა სენძის შეხედა.
– შემეკითხა, საკვოიაჟს ხომ არ მომცემდიო, – თქვა ჯონმა, – მაშინვე მივხვდი, რას გულისხმობდა.
– იქნებ ამიხსნათ, აქ რა ხდება? – ჰედმანი აშკარად შეშინებული იყო.
– ჯერ თქვენ გაიხსენეთ, სად იყავით პარასკევ დილას, შაბათს და კვირა დილას? – შეეკითხა კვისტი.
– და იმ საღამოს, როცა ედი მოკლეს, – დაამატა ჯონმა.
– აქ ვიყავი, ნიუ იორკში. რამდენიმე კვირაა, ქალაქიდან არც გავსულვარ.
– კარგით. აქ რას აკეთებდით? – შეეკითხა კრივიჩი.
– ბოლო ორი კვირა მისის შეერს საქველმოქმედო საღამოს მომზადებაში ვეხმარებოდი. ერთხელ მასთან ვისადილე, მეტ დროს კი "გარდენში" ვატარებდი.
კრივიჩი ერთ–ერთ დეტექტივს მიუბრუნდა:
– სერჟანტო, მისის შეერს აქ მოსვლა სთხოვეთ.
– იქნებ ამიხსნათ, რაში მადანაშაულებთ? – შეეკითხა ჰედმანი კრივიჩს, როცა დეტექტივი კაბინეტიდან გავიდა.
– მაგის დროც მოვა, – მიუგო კრივიჩმა.
ამასობაში კვისტმა ჰარვი გვერდზე გაიყვანა:
– ტობი ტაილერს ხომ ვერ მოძებნიდი?
– რაში გჭირდება?
– იქნებ ჰედმანი სწორედ ის ტიპია, რომელსაც ტაილერი ჩიფს ეძახდა.
– წვერებიანი ჰიპი?
– წვერს გაიპარსავდა, თმას კი შეიკრეჭდა, – ივარაუდა კვისტმა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დეტექტივი დაბრუნდა და თან მისის შეერი მოიყვანა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა.
– რა ხდება, დუგ? – შეეკითხა მისის შეერი, როცა დაბნეული ჰედმანი დაინახა.
– რაღაცა გაუგებრობაა, – მიუგო დუგლასმა, – ეს ადამიანები ჯონისათვის საკვოიაჟის წართმევას მაბრალებენ, რომელშიც ფულია და თითქოს მისი მითვისება მინდოდა.
– მისტერ კვისტ, – მიმართა მისის შეერმა, – მაპატიეთ, მაგრამ ეს ნამდვილი გაუგებრობაა.
– მათ აინტერესებთ, სად ვიყავი პარასკევს... – დაიწყო ჰედმანმა, მაგრამ კრივიჩმა გააწყვეტინა.
– კითხვებს ჩვენ დავსვამთ. მისის შეერ, მითხარით, გასულ პარასკევს და შაბათს რას აკეთებდით?
– ღმერთო, აქ საიდუმლო არაფერია. მთელი ის დღეები საქველმოქმედო კონცერტისთვის სამზადისს მოვანდომე.
– მარტო იყავით?
– ცხადია, არა. ნასაუზმევს დუგი გამოჩნდა და საღამომდე ჩემს სახლში დარჩა. რაც შეეხება შაბათს, ჩვენ ერთად ვისადილეთ, მერე კი "გარდენში" წავედით. კონცერტი თითქმის დილამდე გაგრძელდა. მერე დუგმა სახლში მიმაცილა, ჩვენ ცოტა წავიხემსეთ და დილის შვიდზე დავიშალეთ. ასე არ იყო, დუგ?
– რასაკვირველია, – ჰედმანი უკვე იღიმებოდა.
"ჰედმანი მკვლელობებში უდანაშაულოა, – გაიფიქრა კვისტმა, – მას სამივე დღეზე აქვს ალიბი".
უეცრად კარი გაიღო და ჰარვიმ კვისტს ანიშნა, დერეფანში გამოდიო. გარეთ გასულ კვისტს დენმა იქვე მდგომი სიმპათიური ახალგაზრდა გააცნო:
– ეს ტობი ტაილერია.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ კვისტ, – თქვა ტაილერმა.
– გამარჯობათ.
– ტობი, – მიმართა ჰარვიმ, – მოდი, ოთახში შეიხედე, ჰედმანს დააკვირდი და მითხარი, ის ჩიფი ხომ არ არის?
ტაილერმა ოთახში შეიხედა, მერე კი ამათ მიუბრუნდა:
– არა მგონია. არა, არა, ნამდვილად არ არის.
– მაგრამ თქვენ რაღაცამ შეგაცბუნათ, – შენიშნა კვისტმა.
– ჰო, იმ ქალმა. ვინ არის? მგონი, მისის შეერია.
– ჰო, – მიუგო კვისტმა, – მდიდარი ქვრივია.
– მე მისი ფოტო ვნახე.
– მისის შეერის ფოტო პრესაში ხშირად იბეჭდება, – ჩაიცინა ჰარვიმ, – ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერია.
– არა, – გაიღიმა ტაილერმა, – საქმე იმაშია, რომ მისის შეერის ფოტო მე ბევერლი ტრენტის ტუალეტის მაგიდაზე ვნახე.
ცოტა ხნის შემდეგ კრივიჩი და სენძი დერეფანში გამოვიდნენ, მერიან შეერი და ჰედმანი კი კაბინეტში დარჩნენ.
– ჰედმანს ვერ დავაკავებ, – თქვა კრივიჩმა ყველას გასაგონად, – ჯონმა საკვოიაჟი მას თავად მისცა.
– ის შანტაჟისტია, – თავისას არ იშლიდა ჯონი, მერე კი უცებ ტაილერს შეხედა, – ჩვენ ერთმანეთს ადრე შევხვედრივართ?
ტაილერმა გაიღიმა:
– ჰო, ჰოლივუდში. ერთხელ თქვენს ცნობილ საღამოზე მოვხვდი, სადაც შამპანურის სმაში შეჯიბრი გაიმართა.
– აქ რაღას აკეთებთ? – მოიღუშა ჯონი.
– ტაილერი ჰარვის მეგობარია და ერთ დროს ბევერლი ტრენტის აგენტიც იყო, – აუხსნა კვისტმა.
– ტაილერს გაახსენდა, რომ ბევერლი ტრენტი თქვენს საღამოზე ვიღაც მამაკაცთან ერთად გამოჩნდა, – დაამატა ჰარვიმ, – ჯონ, ჩიფის სახელი თქვენთვის ცნობილია?
სენძი მოიღუშა:
– გრძელთმიანი ფსიხი ჰოლივუდიდან? მას მთელი ჰარამხანა ჰქონდა. ერთ–ერთმა ქალმა კი ჯიგ ლოუსონის სახლში თავი დაიწვა.
– ჰო, ასეა, – მიუგო ჰარვიმ.
– ჩემთან საღამოზე ისეთი ადამიანებიც იყვნენ ხოლმე, რომლებსაც არც კი ვიცნობდი, – განაგრძო ჯონმა, – მათ შორის შეიძლება ჩიფიც ყოფილიყო, მაგრამ არ მესმის, კაბინეტში მყოფ შანტაჟისტთან ამას რა კავშირი აქვს?
– ჯონ, შესაძლებელია, ჰედმანი და ჩიფი ერთი და იგივე ადამიანი იყოს. სწორედ ამის გასარკვევად მოვიყვანეთ ტაილერი, – თქვა კვისტმა.
– ეს მართლა ჩიფია?
– არა მგონია, – თავი გააქნია ტაილერმა.
– ჯონ, – განაგრძო კვისტმა, – ბევერლის ბინაში ადრეც ყოფილხარ?
– ნამდვილი სოროა, – მიუგო ჯონმა, – ბევერლი თავად მოდიოდა ჩემთან.
– ტობიმ ტრენტის ბინაში მერიან შეერის ფოტო ნახა, – თქვა კვისტმა.
– შენ რა, მეხუმრები? – გაუკვირდა მუსიკოსს.
– მისტერ ტაილერ, ამაში დარწმუნებული ხართ? – შეეკითხა კრივიჩი.
– აბსოლუტურად, ლეიტენანტო.
– ტობი, იქნებ ეს გაზეთიდან ან ჟურნალიდან ამონაჭერი იყო? – იკითხა კვისტმა.
– არა, ნამდვილად ფოტო იყო, რვა ათზე.
– თქვენ ფოტოს დახედეთ და მისის შეერი იცანით? – დაინტერესდა კრივიჩი.
– არა, – მიუგო ტაილერმა, – ეს ქალი აქ პირველად ვნახე, მაგრამ ტუალეტის მაგიდაზე ნამდვილად მისი ფოტო იდო, რაშიც ეჭვი არ მეპარება.
– მოდით, თავად მერიანს ვკითხოთ, როგორ აღმოჩნდა მისი ფოტო ბევერლის მაგიდაზე, – თქვა ჯონმა და კარისკენ დაიძრა.
– ნუ ჩქარობ, ჯონ, – შეაჩერა კვისტმა, – ჰედმანის გამო ის ახლა გაბრაზებულია და შეიძლება არც არაფერი გითხრას. მე მას სახლში გავაცილებ და შევეცდები, ყველაფერი გავიგო. თქვენ რას იტყვით, ლეიტენანტო?
– ტრენტის საქმე მე არ მეხება, – მიუგო კრივიჩმა, – მე ლიბმანისა და უიზმერის მკვლელობებს ვიძიებ. შეიძლება მკვლელი სენძის შანტაჟისტიც იყოს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჰედმანს რკინის ალიბი გააჩნია. კვისტ, თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, სენძს კი თქვენს ბინაში გადავიყვანთ და მცველად სერჟანტ კვილენს მივუჩენთ.
– გგონიათ, შანტაჟისტი ისევ დარეკავს? – იკითხა ჯონმა.
– მას ხომ ფული არ მიუღია, – შენიშნა პოლკოვნიკმა.
მისის შეერი, კვისტი და ჰედმანი შეერის სახლში ტაქსით გაემგზავრნენ. ჰედმანი ჯერ ისევ გაოგნებული იყო.
– ჯონი ძალიან დაღლილი მეჩვენა და საკვოიაჟის წამოღება ამიტომ შევთავაზე, – თქვა მან, – მან საკვოიაჟი მომცა და თან მაშინვე მუშტები დამცხო.
– ჯონი დიდხანს ელოდა, მას რომ საკვოიაჟს სთხოვდნენ, – თქვა კვისტმა და მოყვა, როგორ აშანტაჟებდა მას ვიღაც პათოლოგიური მკვლელი. ტრენტი მას არ დაუსახელებია, თუმცა შენიშნა, რომ იცოდა, რისთვის აშანტაჟებდნენ ჯონს. შემდეგ მოკლულები ჩამოთვალა და შენიშნა, რომ ეს იდუმალი მანიაკი ან ჯონის შეშინებას ცდილობდა, ფული რომ გადაეხადა მისთვის, ანდა უბრალოდ, მისი მოკვლა სურდა, – სენძი ორი წლის მანძილზე წესიერად უხდიდა შანტაჟისტს. ასე რომ, ეს მკვლელობები ურთიერთკავშირშია. დღეს დილით შანტაჟისტმა ისევ დაურეკა მას და "გარდენში" ასი ათასი დოლარის მიტანა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ ეძგერა სენძი ჰედმანს, რადგან ის ფულის მიმღები ეგონა.
– ღმერთო ჩემო! – აღმოხდა მერიანს.
– აი, თურმე რატომ აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი პარასკევ–შაბათ–კვირას! – შესძახა ჰედმანმა, – მათ მე მკვლელი ვგონივარ!
– სწორედ ამიტომაც გეტაკათ სენძი, – შენიშნა კვისტმა.
– გამოდის, ჯონს ისევ დაურეკავენ და ფულს მოსთხოვენ, ან მის მოკვლას შეეცდებიან? – იკითხა მერიანმა.
– სწორედ ასეა, – მიუგო კვისტმა.
– რა საშინელებაა!
– ჰარვიმ რომ მოიყვანა, ვინ იყო? – დაინტერესდა ჰედმანი.
– ეს ტობი ტაილერია, ჰარვის მეგობარი. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ შანტაჟისტი–მკვლელი ადრე კალიფორნიაში ცხოვრობდა. მას ჩიფი ერქვა და წვერსა და გრძელ თმას ატარებდა. ეს ტობი ტაილერი ჩიფს პირადად იცნობდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩიფი სწორედ თქვენ იყავით, ოღონდ გაპარსულ–გაკრეჭილი და ტობი თქვენს ამოსაცნობად მოვიყვანეთ.
– მერე რა თქვა?
– მან თქვა, რომ თქვენ ჩიფი არ იყავით.
ჰედმანმა შვებით ამოისუნთქა:
– ღმერთო ჩემო! რა ჯანდაბად მინდოდა მისი დახმარება?! ხომ შეიძლებოდა, კრივიჩის რომელიმე დეტექტივს იქვე მოვეკალი?
– რომ გაქცეულიყავით, ასეც მოხდებოდა, – დაეთანხმა კვისტი.
– მოვედით, – თქვა მერიანმა და მძღოლს გაჩერება სთხოვა.
ტაქსი გაჩერდა. მძღოლს საფასური კვისტმა გადაუხადა. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ, სახლში შევიდნენ და მესამე სართულზე ავიდნენ. ჰედმანმა ბარს მიაშურა, კვისტი კი მოხერხებულ სავარძელში ჩაეშვა და ფეხები წინ გასწია. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ დაღლილი იყო.
– არ მოგერიდოთ, მოწიეთ, – გაუღიმა მერიანმა.
კვისტმა სიგარა ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა.
– ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ, საშინლად შემეშინდა, – თქვა მერიანმა და კვისტის პირდაპირ ჩამოჯდა, – არ ვიცოდი, რა უნდა ჩაედინა დუგს, მაგრამ თქვენმა იქ ყოფნამ მაშინვე დამამშვიდა.
– კრივიჩი პატიოსანი ადამიანია და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, – მიუგო კვისტმა, მერე კი შეეკითხა, – ოდესმე კალიფორნიაში გიცხოვრიათ?
– საერთოდ არ ვყოფილვარ იქ.
– მე კი მეგონა, მთელი მსოფლიო შემოვლილი გექნებოდათ.
– ევროპის ქვეყნები მე და დელბერტმა მართლა შემოვიარეთ, აი, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე კი არ ვყოფილვარ.
ჰედმანმა სინით სასმელები შემოიტანა და მაგიდაზე დადო.
– როგორც ვხვდები, ჯონის ამჟამინდელი უსიამოვნებები კალიფორნიას უკავშირდება, – შენიშნა მერიანმა და ვისკი მოსვა.
– მართალი ბრძანდებით, – მიუგო კვისტმა, – ის დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა ჰოლივუდში.
– აი, რატომ შემეკითხეთ კალიფორნიაზე, – გაიღიმა მერიანმა.
"ბევერლიზე არაფერი ჰკითხო", – უთხრა კვისტმა თავის თავს, ხმამაღლა კი თქვა, – უბრალოდ გავიფიქრე, ჯონის კალიფორნიული გარემოცვიდან ვინმეს ხომ არ იცნობდით. ჰედმან, თქვენ თუ გიცხოვრიათ ჰოლივუდში?
– ერთხელ იქ მთელი კვირა გავატარე. ჩვენი კოლეჯის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ–კალიფორნიის უნივერსიტეტს ეთამაშებოდა. მწვრთნელს ისე ჩაკეტილი ვყავდით, თითქოს ტუსაღები ვიყავით.
– თქვენ სად სწავლობდით?
– "ნოტრ დამში". ასე რომ, კალიფორნიაში მხოლოდ აეროპორტი, უსახური პანსიონატი და სტადიონი ვნახე.
"ტრენტზე არაფერი შეეკითხო", – ისევ გაიფიქრა კვისტმა, ბოკალი გამოცალა და წამოდგა, – ძალიან დავიღალე, თქვენი ნებართვით წავალ.
– დამირეკეთ, კვისტ, – წამოდგა მერიანიც, – მინდა, საქმის კურსში ვიყო.
– თუ ჯონს რამე მოუვა, თქვენ ისედაც გაიგებთ, – მიუგო კვისტმა და კარისკენ შეტრიალდა.
კრივიჩის ერთ–ერთი დეტექტივი კვისტის სახლის ვესტიბიულში მორიგეობდა, მეორე კი დერეფნის სიახლოვეს. სასტუმრო ოთახში კვისტს ლიდია შეეგება.
– ჯონი სადაა?
– დასაძინებლად დაწვა. შენ რამე გაიგე?
– მერიანთან ერთი კითხვის დასასმელად წავედი, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე.
– რატომ?
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი. რაღაც შინაგანმა ხმამ შემაჩერა.
ისინი ლოჯიაში გავიდნენ.
– ჯულიან, რაღაც მინდა, გკითხო.
– გისმენ, ძვირფასო.
– დენმა რა თქვა, იმ ჰოლივუდელ ნაძირალას დევიდ ჰარისონი ჰქვიაო?
– მგონი, კი.
– დევიდ ჰარისონი და დუგლას ჰედმანი. მათ ერთნაირი ინიციალები აქვთ: დ.ჰ. ეს არაფერს გეუბნება?
– სიტყვების თამაშია და მეტი არაფერი, – მცირე პაუზის შემდეგ მიუგო კვისტმა.
– კარგი, ამაზე მოვრჩეთ. იქნებ შეერის ფოტო ამ ქალის ტრენტთან კავშირზე სულაც არ მიანიშნებს, – შენიშნა ლიდიამ.
– მაშინ ეს ფოტო ბევერლის ბინაში როგორ მოხვდა?
– მერიანი ცნობილი ქალია. იქნებ ბევერლი ტრენტისთვის ის კერპიც იყო.
– ლიდია, ეს ფოტოა და არა გაზეთიდან ამონაჭერი.
– მერე რა? დღევანდელ დღეს ფოტოს ხელში ჩაგდება არც ისე ძნელია. ბევერლის შეეძლო, მისის შეერისთვის წერილი გაეგზავნა და ფოტო ეთხოვა.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჰედმან–ჩიფს რა ვუყოთ?
– ჯულიან, ღირს კი ამაზე ღელვა? მას ხომ ალიბი აქვს.
– ჩემი აზრით, მისის შეერთან და ჰედმანთან ყველაფერი ისე არ არის.
– მაინც რა, სულელური დამთხვევების გარდა?
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შანტაჟისტი "გარდენში" ფულის აღებას არც აპირებდა, რადგან ეს შეუძლებელი იყო. სნაიპერის ვერსიაც ამიტომ გამოვთქვი.
– საბედნიეროდ, შეცდი.
– მაგრამ შარადა მაინც გამოუცნობი დარჩა.
– ჯულიან, იქნებ იქ ეძებ, სადაც არაფერია?
– არა მგონია. ახლა დუგლას ჰედმანზე ყველა ბრალეულობა მოხსნილია.
– მერე რა?
– ის, რომ, როცა შანტაჟისტი ისევ დარეკავს, ჩვენ მხოლოდ ერთ ადამიანზე აღარ შევიტანთ ეჭვს და ეს ადამიანი დუგლას ჰედმანია. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ მის ალიბს უფრო დეტალური შემოწმება სჭირდება.
– კარგი, ჯულიან. იქნებ მართალიც ხარ, – მიუგო ლიდიამ და გაიზმორა, – ახლა შინ წავალ, თორემ ძალიან მეძინება.
მეორე დილით კვისტი საშინელმა ყვირილმა გამოაღვიძა, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა, იქიდან, სადაც ჯონს ეძინა.
კვისტი წამოხტა, ხალათი მოიცვა, კარადიდან დამალული პისტოლეტი გამოიღო და კიბეზე დაეშვა.
ყვირილი შეწყდა. თითქოს ბნელში მან საწოლზე ჩამომჯდარი ჯონი დაინახა.
– ჯონ, რა გჭირს?
– ო, ღმერთო... – ამოიკვნესა მუსიკოსმა.
კვისტმა შუქი აანთო და ოთახში მიმოიხედა.
– ვყვიროდი? – ჩახრინწული ხმით იკითხა ჯონმა.
– მერე როგორ.
– პისტოლეტი გქონია, – კაშკაშა შუქისგან შეწუხებულმა ჯონმა თვალები მოჭუტა, – კარგია, რომ არ მომეცი, თორემ იმ ჰედმანს ადგილზე გავათავებდი.
– ჯონ, რა მოხდა?
– კოშმარული სიზმარი, – ჯონმა სიგარეტისკენ გაიწია.
– ძალიან შემაშინე, – კვისტმა პისტოლეტი ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
ჯონმა გააბოლა და იატაკიდან ვისკის ბოთლი აიღო.
– ვიღაცამ მოკვლა დამიპირა... ვერცხლის შანდლით...
– ვისკი რომ არ დაგელია, საძილე აბს მოგცემდი, – კვისტი კარისკენ შეტრიალდა.
– არ წახვიდე, – შეევედრა ჯონი, – მოდი, ვილაპარაკოთ, მეგობარო.
– ფეხზე ძლივს ვდგავარ, – მიუგო კვისტმა, – ხვალ კი მძიმე დღე მექნება.
– რა ჩაიფიქრე?
– ჰედმანისა და მერიან შეერის წარსული უნდა გამოვქექო.
– ჰედმანი ისევ ეჭვმიტანილია?
– ყველაფერს ხვალ გავარკვევ.
ლიდია, ჰარვი და კონი პარმალი კვისტის წინ ისხდნენ.
– დავიწყოთ იქიდან, რომ მისტერ ჰედმანის ტელეფონი ცნობარში არ არის, – თქვა ჯულიანმა.
– შენი არ მესმის, ჯულიან, – ხელი აიქნია ჰარვიმ, – იქიდან, რომ მას იგივე ინიციალები აქვს, რაც დევიდ ჰარისონს, არაფრის თქმა არ შეიძლება. სატელეფონო ცნობარში დ.ჰ. ინიციალებით უამრავი ნომერი არის. ბოლოს და ბოლოს, კრივიჩს მან ხომ მთელი თავისი მონაცემები მისცა: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. იცი, ჯულიან...
– ჰო, მაგრამ შანტაჟისტმა გამოსასყიდის მისაღებად ასეთი უჩვეულო ადგილი რატომ აირჩია? – გააწყვეტინა კვისტმა.
– არ ვიცი, მაგრამ ჰედმანთან ეს არავითარ კავშირშია. კრივიჩმაც აღიარა, რომ ის უდანაშაულოა. ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა ვუყოთ ნამდვილ შანტაჟისტს, როცა ის ისევ დარეკავს.
კვისტმა მაგიდიდან სიგარა აიღო.
– ჰედმანმა თქვა, რომ საფეხბურთო გუნდ "ნორტ დამში" თამაშობდა. დენ, შენ მგონი, იქ მეგობრები გყავს. იქნებ გაგეგო, ახსოვთ თუ არა ჰედმანი?
– ახლავე დავრეკავ, – თქვა ჰარვიმ და ყურმილი აიღო, – პატრიკ მართან შემაერთეთ, უნივერსიტეტი "ნოტრ დამი", საუტ–ბენდი, – უთხრა მან ტელეფონისტ ქალს, – ჰო, სასწრაფოდ, – და ყურმილი დადო, – ჰედმანი რომელ წლებში თამაშობდა?
– ზუსტად არ ვიცი. ალბათ 5–7 წლის წინ.
– ჯულიან, ეს იგივეა, რაც თივის ზვინში ნემსის პოვნა.
– ვიდრე ის მოძებნის, მისის შეერზე ვილაპარაკოთ, – თქვა კვისტმა, – ვინ იყო გათხოვებამდე? საიდანაა წარმოშობით? სად მუშაობდა? რატომ გაჰყვა ცოლად კაცს, რომელიც მამად ეკუთვნოდა? სად გადაიღო ფოტოები? საიდან მოხვდა ერთ–ერთი ბევერლი ტრენტთან? ლიდია, კონი, ამეებში გაერკვიეთ, თუ შეიძლება.
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი