| ქალი და მამაკაცი |

"ოროსნების რევოლუცია"
"ოროსნების რევოლუცია" შეიძლება განრისხებული მშობლების რევოლუციად იქცეს?!
საქართველოში მეთორმეტეკლასელები სკოლის დამთავრებისას 8 გამოცდას ჩააბარებენ. თუ რომელიმე საგანში მინიმალურ ზღვრად დაწესებული ქულები ვერ დააგროვეს, ატესტატს ვერ მიიღებენ. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი სასწავლებლის კარი დაეკეტებათ.
ახლანდელი მე–12 კლასელები ჯერ კიდევ მე–11 კლასში იყვნენ, როცა იანვრის თვეში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოუცხადა, რომ მათ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევდათ, მაგრამ მოსწავლეებმა დღემდე არ იციან, რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რადგან ტესტები ჯერ კიდევ არ არსებობს. არადა მათ ჯერ კიდევ მარტში დაჰპირდნენ ტესტების გამოქვეყნებას.
"2010–2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები, რომელიც სექტემბერში უნდა დამტკიცებულიყო, მარტის ბოლოს მომზადდება, რითაც მოსწავლეებს მეტი დრო მიეცემათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად... ტესტების აპრობაცია მაისში მოხდება", – ეს ინფორმაცია 3 მარტს დაიდო განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.
სამინისტრომ დაპირება ვერ შეასრულა, მაგრამ გამოცდების ჩატარების პირობის დარღვევას არ აპირებს.
მე–12 კლასელებმა საპროტესტო აქციებით სცადეს გამოცდებისთვის თავის არიდება და საქართველოს პრეზიდენტისგან შეფასებაც მიიღეს – ოროსნები! ე.წ. ნაციონალურმა არხებმა კი აქციებს "ოროსნების რევოლუცია" უწოდეს.
აქციების პარალელურად სკოლის დირექტორების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ამბობენ, რომელი სკოლის მოსწავლეებიც აქციაზე მივიდნენ, მათი დირექტორები განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და უკვე დაწერილ განცხადებაზე ხელის მოწერა უბრძანესო.
ორგანიზაცია "7 ნოემბრის" ორგანიზატორი, ჯაბა ჯიშკარიანი ამბობს, რომ ახალგაზრდების საპროტესტო აქციის დროს უფროსკლასელები 4 საათამდე სკოლებში ჩაკეტეს, რათა მათ აქციებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბავშვებს უბნის ინსპექტორები სახლში აკითხავენ და მათ სამტრედიის სპეცსკოლაში გადაყვანით ემუქრებიან, ხოლო მათ მშობლებს – სამსახურიდან გათავისუფლებით. როცა "სარკე" ბავშვებს გაესაუბრა, დავრწმუნდით, რომ ისინი მართლაც დაშინებულები არიან – მათ, უსაფრთხოების მიზნით, კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვეს.
ერთმა მე–12 კლასელმა გოგონამ გვითხრა:
– ჩემი სახელი და გვარი რომ დაწეროთ, ვიცი, სკოლაში შემექმნება პრობლემები და არამარტო მე, ჩემს დირექტორს და მასწავლებლებსაც. ასეთი ფაქტი უკვე იყო ჩვენს სკოლაში. ჩვენი ორი მოსწავლე იყო აქციაზე და კინაღამ სკოლიდან გარიცხეს.
– როგორ ფიქრობთ, ამ გამოცდების ჩაბარებას შეძლებთ?
– სკოლამ არ მომცა საკმარისი განათლება, მაგრამ მონდომებული ყოველთვის ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის რომ ეკითხა "რუსთავი 2"–ს პირველი და მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღები და მონაწილე ქვეყნები, ვუპასუხებდი. უფრო რთულ კითხვებსაც გავცემდი პასუხს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს გამოცდები მე–10, მე–11, მე–12 კლასებს არ უნდა შეხებოდათ. მით უმეტეს, საბუნებისმეტყველო საგნებს ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა და მათი სწავლით თავს არ ვიკლავდით. ამიტომ მიწევს დიდხანს მეცადინეობა და ღამეების გათენება. ეს გამოცდები ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად მიჯდება. თან, ჩემს მშობლებს არ აქვთ იმდენი, რომ ყველა საგანში მომამზადონ.
მ
მე–12 კლასელთა პროტესტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აგორდა. იქ დაიგეგმა პროტესტის ადგილი და დრო. ზოგმა პროტესტის უჩვეულო ფორმა მოიფიქრა და მეგობრებს სოციალური ქსელით გაუზიარა:
"ამ გამოცდებს მიტინგით ვერ გააუქმებინებთ და მაგარი უაზროდ იქცევით. სულაც არაა შაშკინი მტყუანი. 8 კი არა, 15 გამოცდის ღირსები ვართ, თავის დროზე რომ არ ვსწავლობდით. ახლა ვისჯებით. რეალობას შეხედეთ თვალებში. სამინისტრო გვთხოვს, რომ სულ რაღაც ელემენტარულ კითხვებზე ვუპასუხოთ. 12 წელი არ ვსწავლობდით და რა ვისწავლეთ, გვამოწმებენ. წადით მიტინგზე და იყვირეთ, რამდენიც გინდათ, მაინც არაფერი გამოვა... სხვა გზა არაა, სკოლის ბლოკირება უნდა მოვახდინოთ ჩვენი არდასწრებით... რეფორმას 100 ბავშვი შეაცვლევინებთ?!.. სანამ არ მოხდება სკოლის ბლოკირება, გამოცდები არ გაუქმდება".
მ
ნიკუშა ქოლბაია თბილისის ერთ–ერთი კერძო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეა. გამოცდებმა მასშიც გამოიწვია პროტესტი, მაგრამ აქციებზე წასვლა არც უფიქრია.
ნიკუშა ქოლბაია: "ბავშვი ვერ გაქაჩავს, ძალიან გაუჭირდება. მე არ მიჭირს, მაგრამ ვისაც სკოლაში არ სთხოვდნენ და, შესაბამისად, არც სწავლობდა, ვერ ჩააბარებს. ბიოლოგია შეიძლება ელემენტარულ დონეზე ისწავლო, მაგრამ სასწავლო პროგრამა რთულია. ყველა საგანში ცალკ–ცალკე ვემზადები".
– აქციებზე დადიოდით?
– არა. როცა აქციები ტარდებოდა, მასწავლებელთან ვიჯექი და ვემზადებოდი. 15 ქულა არ არის ისეთი ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ. უმჯობესია, დრო სწავლას დაუთმონ. იქ ძირითადად ისეთები დადიოდნენ, ვისაც სწავლა არ უნდოდა. ჩემს თანატოლებში ითვლება, რომ თუ ატესტატი არ ექნებათ, მეგობრებში თავი მოეჭრებათ და ა.შ. ხალხის აზრია მათთვის მთავარი. ბევრს ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი უსწავლია და კლასიდან კლასში "გადაჰქონდათ". მე ეს მდგომარეობა მაწყობს, რადგან ეროვნულ გამოცდებზე ნაკლები კონკურენტი მეყოლება.
მ
თბილისის 149–ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძე, მათ შორის იყო, ვინც გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროში დაიბარა და განცხადებაზე ხელის მოწერა უბრძანა, მაგრამ მისგან უარი მიიღეს. ამის შემდეგ სამინისტროში დაიბარეს მისი მეუღლე, 148–ე სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე და განუცხადეს, რომ თუ მისი მეუღლე არ დაწერდა განცხადებას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, მასაც შეექმნებოდა პრობლემები. ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ორივე სკოლაში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია გიორგაძემ თავის მოკვლის მიზნით მედიკამენტები მიიღო.
148–ე და 149–ე სკოლები თემქაზე გვერდიგვერდ მდებარეობს. "სარკე" ვალერიან გიორგაძეს ესაუბრა.
ვალერიან გიორგაძე: "ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, ახლავე განათლების სამინისტროში მოდითო. საღამოს 7 საათი იყო. მეც წავყევი. ვესტიბიულში სხვადასხვა სკოლის დირექტორები იყვნენ შეკრებილი. გვითხრეს, აქციებთან დაკავშირებით დაგვიბარესო. დირექტორებს სათითაოდ იძახებდნენ. რომ გამოდიოდნენ, ამბობდნენ, განცხადება დაგვიდეს წინ და გვითხრეს, ხელი უნდა მოაწეროთ თქვენს ნებაყოფლობით გათავისუფლებასო. სამეურვეო საბჭოების სახელზე დაწერილ ტექსტს უდებდნენ – გთხოვთ გამათავისუფლოთო. ჩემი მეუღლის გარდა, ვინც შევიდა, ყველამ მოაწერა ხელი. მაიამ უთხრა, ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ბავშვები იქ არ იმყოფებოდნენ და არც არაფერი დამიშავებიაო. სახლში რომ მოვედით, ისევ დაურეკეს, რა მოიფიქრეთო. მაიამ დააქსეროქსა ჟურნალები, სადაც "არები" იყო დაფიქსირებული. ორი ბავშვი ექიმთან იყო და იმიტომ არ იყვნენ სკოლაში, ოთხის მშობელს განცხადება ჰქონდა დაწერილი, რომ იმ დღეს მათი შვილები სახლში იყვნენ. ეს ყველაფერი გენერალურ ინსპექციაში წაიღო, მაგრამ უთხრეს, არ გვაინტერესებს, უნდა წახვიდეთ, ასეა საჭირო და სისტემას ნუ უპირისპირდებითო. მაიამ ისევ უარი უთხრა. მეორე დღეს მე დამირეკეს, აუცილებლად უნდა დაწეროს განცხადება და თავისი სურვილით წავიდეს, თორემ თქვენც პრობლემები შეგექმნებათ, ორივე სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვაო".
– სხვა დროს შეუმოწმებიხართ?
– ჩემი სკოლა არ შეუმოწმებიათ, მაგრამ თემატური შემოწმება ყოფილა ჩემი მეუღლის სკოლაში. 2008 წელს შეისწავლეს და ყველაფერი წესრიგში იყო. ახლა კი ჩემმა ცოლმა იმდენი ინერვიულა, ცუდად გახდა. მეორე დღეს დამირეკეს, რა გადაწყვეტილება მიიღეთო. ვუპასუხე, ცუდად არის და ახლა ვერაფერს გეტყვით–მეთქი. მეორე დღეს სკოლაში ცუდად გახდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ არ წაჰყვა, რადგან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული.
– დაზღვევა ხომ გაქვთ?
– კი, მაგრამ ყოველთვის არ მოქმედებს. იმავე დღეს ორივე სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვიდა. დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. შეიძლება მხოლოდ მექანიკური შეცდომა იყოს გაპარული სადმე. წელს სასწავლო გეგმაც დაგვიანებით მოვიდა. ამ დროს შეიძლება რაღაც გამოგრჩეს.
– რამდენი შვილი გყავთ, ბატონო ვალერიან?
– სამი შვილი მყავს, მაგრამ გთხოვთ, მათზე ნუ მალაპარაკებთ. ახლო ნათესავებზე უკვე დაიწყეს ზეწოლა. რაც ხდება, ამას დემოკრატიულ ქვეყანაში სახელი არ ჰქვია.
– გათავისუფლება არც ერთ სხვა დირექტორს არ გაუპროტესტებია?
– ყველამ მოაწერა ხელი. ეუბნებიან, მაინც მოვალთ და გაგაფუჭებთ, ცუდად წაგივათ საქმეო.
– ეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს ოროსნების რევოლუციაა?
– არ ვიცი, რა კატეგორიის მოსწავლეები ითხოვენ გამოცდების გაუქმებას, მაგრამ თუ გამოცდას ვატარებთ, მას შედეგი უნდა ჰქონდეს მოსწავლისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. თუ 100 კითხვიდან 15 კითხვას უნდა გასცეს პასუხი და მიიღებს ატესტატს, ეს სწორი მიდგომა არ არის. ჩვენს სკოლას 5,1 ქულა აქვს მიღებული ათბალიან სისტემაში. ახლა კი 15 კითხვაზე სწორი პასუხი ერთნახევარი ქულაა. ფინანსები, ადამიანური რესურსები იხარჯება და რას გვაძლევს ის 15 ქულა? 51% ხომ მაინც უნდა იყოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ განათლებული თაობა მივიღოთ?! არა მგონია, ვინც გამოცდებს აპროტესტებს, იქ ყველა ოროსანი იყოს. შიში ყველა მოსწავლეს აქვს. ქიმია–ბიოლოგია–ფიზიკას ეს ბავშვები ტრიმესტრულად სწავლობენ. წელიწადში ერთ საგანს რომ ისწავლი, მეორე წელს – მეორეს, ძნელია მერე ყველა ერთბაშად ჩააბარო.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენმა მეუღლემ თავის მოკვლა სცადა.
– არ ყოფილა ასე. თავი რატომ უნდა მოიკლას? ჩვენ გვყავს კარგი შვილები და ისინი მისახედები არიან.
– რას აპირებს თქვენი მეუღლე?
– გამოჯანმრთელდება და სკოლაში დაბრუნდება, ასე აქვს გადაწყვეტილი. შეიძლება გენერალურმა ინსპექციამ სამეურვეო საბჭოს გამოუგზავნოს რეკომენდაცია და დირექტორი გაათავისუფლონ. თუ სამეურვეო საბჭო არ გაათავისუფლებს, მაშინ სამინისტრო შლის ამ საბჭოს და თვითონ ათავისუფლებს დირექტორს.
მ
ექსპერტი განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლეიშვილი, მოსწავლეთა პროტესტის არგათვალისწინების შემთხვევაში მთავრობას მშობლების მხრიდან სისხლიან რევოლუციას უწინასწარმეტყველებს.
– რა უფლება აქვს სახელმწიფოს, რომ ბავშვების აქციების გამო დირექტორებს ათავისუფლებს?! არანაირი! დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი ტარდება გარკვეული საპროტესტო აქციები. ზოგადი განათლების კანონში თავის დროზე "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაწერა, როგორ უნდა გავუპროტესტოთ სკოლას, მშობელს, მასწავლებელს, დირექტორს მიღებული გადაწყვეტილება. დირექტორმა როგორ უნდა გააკონტროლოს, სკოლის მერე სად წავა ბავშვი?! უნდა დააშინოს პოლიციური მეთოდებით?! მშობლებიც დაიბარეს და უთხრეს, თუ აქციაზე გავლენ, თქვენი შვილები ვერ მიიღებენ ატესტატებსო. რა, ისე მიიღებენ?! ვერც ისე მიიღებენ.
– ანუ თვლით, რომ ეს მართლაც ოროსნების რევოლუციაა?
– სააკაშვილმა გახადა ისინი ოროსნები. როცა მიშა მოვიდა, ისინი მე–5 კლასელები იყვნენ. მერე ისეთი რეფორმები გაატარეს, რომ ოროსნებად აქციეს. საათების კატასტროფული შემცირება, ცუდი სახელმძღვანელოები, საგნების შეერთება – ყველაფერი პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა გააკეთეს. ახლა კი დგას და ბავშვებს ოროსნებს ეძახის. გამოშიგნეს ყველაფერი და როგორ ისწავლონ ბავშვებმა?! სააკაშვილმა იანვარში ბათუმიდან გამოგვიცხადა საატესტატო გამოცდების შემოღების შესახებ, მაგრამ კანონში როდის შეიტანეს ეს ცვლილება, იცით? აგვისტოს ბოლოს. ბავშვმა ეს გაიგო 15 სექტემბერს. რვა თვეზე მეტი დასჭირდათ, რომ ეს ნორმატიულ აქტად ექციათ. ბავშვებმა გააცდინეს დრო. ჯერ არც საგამოცდო წესი არსებობს, სადაც უნდა ეწეროს, რა ფორმით ჩატარდება. სამი კვირის წინ ჩატარდა დახურული თათბირი, სადაც თქვეს, რომ აწი უნდა შეისწავლონ საზღვარგარეთის გამოცდილება. ამით ირღვევა მოსწავლეების უფლებები.
– როგორია საზღვარგარეთის მოდელი?
– თითქმის არსად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, საატესტაციო გამოცდები კი ყველგან არის. რამდენიმე წელში ალბათ ჩვენთანაც მოიხსნება ეროვნული გამოცდები, მაგრამ არა – საატესტატო. აქამდე ყველა 4 გამოცდისთვის ემზადებოდა. ახლა კი უცბათ უთხრეს, 8 უნდა ჩააბაროთო. ატესტატის ფასი იზრდება. მერე ქულები შემოვა. რაც უფრო მაღალ ქულებს მიიღებ, იმის მიხედვით აარჩევს ბავშვებს უმაღლესი სასწავლებელი.
– ქალბატონო მანანა, იქნებ პრობლემა მოსწავლეებშია? რატომ უყურებენ, ჩატარდება თუ არა ამა თუ იმ საგანში გამოცდა, ისწავლონ სასკოლო პროგრამა და პრობლემაც მოიხსნება.
– საშინელი სასწავლო პროგრამაა და ამის წყალობით არიან ეს ბავშვები ოროსნები და ვერ ჩააბარებენ ამ გამოცდებს. უარესი მდგომარეობაა მე–11, მე–10 და უფრო დაბალ კლასებში. საცდელი ტესტირება ჩაატარეს და ამბობენ, 95% ჩააბარებსო. ამ დროს პირიქითაა – 95% ვერ ჩააბარებს. ეს კატასტროფა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმაც აჩვენა. ვერ სწავლობენ, რადგან ამ სისტემამ დააჩლუნგა ბავშვი. თუ განათლების სამინისტრო დათმობაზე არ წავა, მშობლების მხრიდან სისხლიან რევოლუციას მიიღებენ. მშობლები მეუბნებიან, ავხანჯლავთ პედაგოგებსო და არა მგონია, ეს ხელისუფლებას აწყობდეს. სპეციალურად დააჩლუნგეს ბავშვები, რადგან იაფი მუშახელი სჭირდებათ. უნდათ, ისინი უმაღლესის გარეშე დატოვონ. ეს მიშა სააკაშვილმა კი არა, საერთაშორისო სუბიექტებმა განუსაზღვრეს ჩვენს ქვეყანას. ტერიტორიები დაინაწილა ორმა სუპერსახელმწიფომ და ახლა უსწავლელ ერად უნდა გვაქციონ. მომდევნო წლებში ქულების მინიმალური ზღვარი აიწევს და კიდევ უფრო საშინელ შედეგებს მივიღებთ. წელს ყველა სკოლა შეფუცხუნებულია. ეს მათი ბიზნესია, რომლის ჩავარდნასაც ერიდებიან.
– შეფუცხუნება ხომ თავისთავად კარგია, ქალბატონო მანანა? თუ არ ისწავლა, იწვალოს ბავშვმა და მომდევნო წელს ჩააბაროს.
– კარგი როგორაა, როცა ამოცანა დაუძლეველია?! შეიძლება ოდესღაც ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ამ ბავშვების ხარჯზე?! კი შეუძლიათ, მომდევნო წლებში ჩააბარონ და მერე აიღონ ატესტატი, მაგრამ მასწავლებლებთან მომზადებას ხომ ფინანსები სჭირდება? ამათ რომ კარგი რეფორმა გაეტარებინათ, მეც დაგეთანხმებოდით, მაგრამ არ ასწავლეს და რა ქნას ბავშვმა?! ორ თვეში შეიძლება ქიმია და ფიზიკა ისწავლო?! მშობლები არიან დამნაშავეები, ეს საშინელი პროგრამა და საშინელი წიგნები თავის დროზე რომ არ გააპროტესტეს.
მ
ჩვენი ყველა მცდელობა, რომ განათლების სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნის კომენტარი მიგვეღო შექმნილ სიტუაციაზე, უშედეგოდ დამთავრდა. სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ჟურნალისტებისთვის ისე ჩაიკეტა, სატელეფონო საუბარიც კი შეუძლებელი გახდა. ერთი კი ფაქტია – მთელი ეს არეულობა–გაუგებრობა შედეგია სწორედ განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას რამდენიმწლიანი რეფორმატორული მოღვაწეობისა, რომელსაც თვით ამ ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკვე დიდ შეცდომად აღიარებენ. შეცდომები გაუთავებლად რომ არ ვიმეოროთ, იქნებ ღირდეს მეტი საჯაროობა და ხალხისთვის ყურის გდება?
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი