| ქალი და მამაკაცი |

ზურაბ ცინცქილაძის ზმანებები
"ამას რომ ხმამაღლა ვამბობ, გიჟს მეძახიან"
"როცა ადამიანი ომში მიდის, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გაიმარჯვებს და ცოცხალი დაბრუნდება. თუ დაუშვა აზრი, რომ შეიძლება დაიღუპოს, ეს ფიქრი მას შეაყოვნებს. ამიტომ ხანდახან ჯობია, არ იცოდე, რა ნაბიჯს დგამ, რომ ის საქმე უკეთ გამოგივიდეს", – ამბობს ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. რწმენა მასში ბავშვობიდან, ემოციის დონეზე, გაუცნობიერებლად შევიდა. ახალგაზრდობაში ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეთა წრეში ტრიალებდა, სასულიერო გზაზე შედგომაც სურდა... გასული საუკუნის 80–იან წლებში, ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში, კინოსტუდიის გაზეთ "ქართულ ფილმში", რომელიც ეროვნულ–გამათავისუფლებელი იდეით და უფლის რწმენით იყო განმსჭვალული, რელიგიის რუბრიკას უძღვებოდა.
ბატონი ზურაბი მრავალ სასულიერო პირთან მეგობრობს, მონაწილეობს ეკლესიის თაოსნობით გამართულ ღონისძიებებში, იკვლევს ქართული ენის ძირებს, რათა ქართულ ენაში დამარხული საიდუმლო შეიცნოს. ამ ძიებაში აქვს უცნაური ზმანებები, გამოცხადებები და ყოველ კითხვაზე პასუხს სწორედ მათში პოულობს. მისი მეუღლე, ქალიშვილები და ოთხივე შვილიშვილი მაზიარებელი მართლმადიდებლები არიან.
მანამდე კი, ახალგაზრდობაში, სანამ მათი ცხოვრება ასეთ სახეს მიიღებდა, ზურაბ ცინცქილაძე და მისი მეუღლე, მსახიობი თამარ დათუაშვილი, ერთ დროს მეტეხის ტაძარში განთავსებული თეატრის დასის წევრები იყვნენ. უფრო მეტიც, ბატონი ზურაბი ამ თეატრის ერთ–ერთი დამფუძნებელიც გახლდათ და, როგორც თავად ამბობს, ერთხელ, თეატრში კაბელის გაყვანის დროს, ტაძარს ძირს უთხრიდა...
თუ რა ნაბიჯები გადადგა რწმენის გზაზე, ამის შესახებ თავად ბატონი ზურაბი გვესაუბრება.
ზურაბ ცინცქილაძე:
– ბებიასთან ვიზრდებოდი ლანჩხუთში. მე და დარიკო ბებია მარტო ვცხოვრობდით. მახსოვს, ბავშვობაში ჩემთვის ნეტარი დღე იყო, როცა სიცხე მქონდა, რადგან ამ დროს უკეთეს განწყობაზე ვდგებოდი, სულ მემღერებოდა და განსაკუთრებულ, საღვთო სიზმრებს ვხედავდი. ძილბურანში მესმოდა ბებიის ჩურჩულით ნათქვამი – "ყოვლადწმინდაო მარიამ, გადამირჩინე ჩემი ზურაბი და ტაძარში ფეხშიშველი ამოვალ, მის სიგრძე სანთელს დაგინთებ ღვთისმშობლობას". 28 აგვისტოს კი დამიძახებდა: "მოი, ბებია აქეთ", ძაფით გამზომავდა, მონასტერში ჩემს სიგრძე სანთელს ჩამოაქნევინებდა და უფლის მადლიერების ნიშნად დაანთებდა. ჯიხეთის მონასტრამდე ათ კილომეტრს ფეხით გადიოდა და უკანაც ასე ბრუნდებოდა, მერე ფეხები სტკიოდა. მაშინ მე არ მესმოდა, რატომ იქცეოდა ბებია ასე, მაგრამ ეს იდუმალება მიზიდავდა, ინტერესში მაგდებდა.
იმხანად, 60–იან წლებში, ეს თემა ძალიან საშიში იყო, განსაკუთრებით გურიაში. ამიტომაც ბებია ჩურჩულით ევედრებოდა უფალს და მონასტრისკენ მიმავალი, არც მიმხელდა, სად მიდიოდა, რომ არ "გავეფუჭებინე", სარწმუნოებაში არ წავსულიყავი და არ "დავღუპულიყავი". ასეთი იყო ათეისტური გაგება იმჟამინდელ საზოგადოებაში. მერე ისე მოხდა, რომ სწორედ ამ იდუმალებამ დამაყენა სარწმუნოების გზაზე. ჩემში რწმენა გაუცნობიერებლად შემოვიდა და დამკვიდრდა. "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის", – ბრძანებს ილია. ჩემს სულსაც ბავშვობიდან "ცხოვლად" დააჩნდა ბებიის ლოცვა ღვთისმშობლისადმი, ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი სულიერი ცხოვრება.
– ბატონო ზურაბ, ახალგაზრდობაში სასულიერო განხრით გინდოდათ წასვლა. რატომ გადაიფიქრეთ?
– როცა ღვთის შეცნობის პერიოდი დადგა, სასულიერო აკადემიის და სემინარიის წინ ვტრიალებდით ის ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ვაზროვნებდით. ერთი ნაბიჯიღა მქონდა დარჩენილი, რომ სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა და დღეს უკვე სასულიერო პირი ვიქნებოდი... არ ვიცი, რამ გადამაფიქრებინა. ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. ალბათ გარკვეული შიშის გამო ის ზღურბლი ვერ გადავლახე ან ერისკაცობაში რაღაც უნდა გამეკეთებინა... არც ის ვიცი, რა იქნებოდა უკეთესი – ტაძარში მემსახურა თუ ერისკაცად მეცხოვრა. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
– თქვენ კინოსტუდიის გაზეთ "ქართულ ფილმში" რელიგიურ რუბრიკას უძღვებოდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ათეიზმი მძვინვარებდა. ამას როგორ ახერხებდით?
– ეს იყო გასული საუკუნის 80–იან წლებში. კინოსტუდიის მაშინდელი დირექტორის, ბატონი რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, ეს გაზეთი უდიდეს საქმეს აკეთებდა სულიერების და ეროვნულობის თვალსაზრისით. რედაქტორი ნატო ციციშვილი გახლდათ. ჩემს რუბრიკას ერქვა "თვალი სულისა", სახელი ილია ჭავჭავაძის გამონათქვამის მიხედვით შევარჩიეთ – ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს, ვიდრე სულიერი და საჭიროა, სულიერი თვალი გავახილოთო. რელიგიურ თემებს ვამუშავებდი.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში ელემენტარული ცოდნა არ არის, მაგალითად, რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს სანთელს, ხატს, პირჯვრის გადასახვას... ქუჩაში დადიან და ხატებს ყიდიან. ბევრ მანქანას უკან ჯვარი ახატია. მანქანაში ხატი უკიდიათ და აბოლებენ, იგინებიან. თანაც, დაკვირვებული ვარ, სიგარეტის კვამლი და ბილწსიტყვაობა იმ მანქანებში უფროა, სადაც ხატები უკიდიათ. მათი ადგილი წმინდა კუთხეშია და არა – მანქანაში. არ არის აუცილებელი, მანქანით მიმავალმა, როცა თანამგზავრთან ლაზღანდარობ, ტაძრის დანახვაზე წამდაუწუმ პირჯვარი გადაიწერო. პირჯვრის გადასახვა არის ბეჭედი, დასტური შენი რწმენისა და მის გვერდით უშვერი სიტყვების თქმა არ უნდა იკადრო.
როგორც ჩანს, მტერმა უკეთ იცის ჩვენი ფსიქოლოგია. აკრძალვის პირობებში უფრო მხურვალე მლოცველები და მორწმუნეები ვიყავით, ჩვენს სარწმუნოებას ცეცხლი ენთო, ხოლო როცა ასე ხელაღებით მიგვიშვეს, ეს მხურვალება დაიკარგა. თითქოს მტრის ჩანაფიქრი იყო ასეთი – მიუშვით და თვითონ დაკარგავენ სარწმუნოებასო.
საიდუმლო იდუმალებას ნიშნავს. პირველი ქრისტიანები იატაკქვეშეთში, კატაკომბებში მალულად ლოცულობდნენ და 4 საუკუნის განმავლობაში ასე შეინარჩუნეს რწმენა. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ დაინახა ეს ძალა და გადაწყვიტა, ქრისტიანობისთვის სახელმწიფო რელიგიის სტატუსი მიეცა. რელიგია თუ იდეოლოგიად იქცევა, მხურვალებას კარგავს, ამიტომ იდუმალებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები ლოცულობდნენ, შრომობდნენ და იღვწოდნენ, ასეთივე მოწიწებით და გულმხურვალებით უნდა მივუდგეთ ჩვენს რელიგიას, ასე უნდა ვიღვაწოთ "კატაკომბებში" და ვეძებოთ ჩვენი ენის საფუძვლები და ძირები, შევინარჩუნოთ რელიგია და ეროვნულობა.
– ბატონო ზურაბ, კომუნისტების მიერ გაუქმებულ ღვთის ტაძარში გახსნილი თეატრის მსახიობი იყავით. გაიხსენეთ და შეაფასეთ ის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში.
– როცა მეტეხის თეატრი იხსნებოდა, მოსკოვში ერთ–ერთ ყრილობაზე ჩვენი დეპუტატი მსახიობი სიტყვით გამოვიდა და ბრძანა: სადაც ეკლესია იყო, დღეს თეატრიაო და ტაშით დაინგრა დარბაზი. საყოველთაო აღტკინება იყო ასეთი. რაც უფრო მორწმუნე ხარ, მით მეტია ცდუნებები. წარმოიდგინეთ, შუქი გაგვყავდა თეატრში და მეტეხს ძირს ვუთხრიდი, რათა შიგნით კაბელი შემეყვანა, სინათლე ანთებულიყო. უმთავრესი ლოცვაა: "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ესე იგი ღმერთს ვევედრებით, ისე მომიტევე, როგორც მე ვარ მიმტევებელიო. როგორც ჩანს, იმდენად მიმტევებელი ვიყავი, რომ ღმერთმა ამის გამო მომიტევა ის ცოდვა, რომ კინაღამ ძირი გამოვუთხარე ტაძარს, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტაძრის ნაგებობა თეატრად ვაქციეთ.
როცა გავაცნობიერეთ, რომ ტაძარში თეატრის არსებობა მკრეხელობა იყო, დავწერეთ წერილი, ეკლესიაში თეატრი არ შეიძლება იყოსო და მსახიობებმა ხელი მოაწერეს. მერე ეს მსახიობები ისე აცდუნეს, რომ თავიანთი ხელმოწერების გაუქმება მოითხოვეს, შეცდომა დაგვაშვებინაო, ჩემზე ამბობდნენ. მე და მსახიობი დათო გიორგობიანი დავით გარეჯის მონასტერში წავედით. ეს ფაქტი გახდა საბაბი, რომ დირექციას გარემოსთვის არასანდო პირებად ჩავეთვალეთ და თეატრიდან დამითხოვეს. ეს მოხდა 1987 წელს... ეს საკმაოდ ვრცელი თემაა.
– კინოსტუდიის ეზოში განთავსებულ წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიას სახელი თქვენ შეურჩიეთ. როგორ მოხდა ეს ამბავი?
– მინდა ვთქვა, რომ ეს ერთადერთი წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიაა საქართველოში. ამ ტერიტორიაზე საუფლო სახლის აგების იდეა რეზო ჩხეიძეს ეკუთვნის. პროექტის ავტორები არიან თეიმურაზ ბერიძე და პავლე ძინძიბაძე. როდესაც უწმინდესმა 1990 წელს ეკლესიის ადგილი და ფუძის ქვა აკურთხა, იმ დღესასწაულზე თავს უფლება მივეცი, წარმომეთქვა სიტყვა, სადაც აღვნიშნე: "ვინაიდან სახარებასა შიგან ენას ქართულს ლაზარე ჰქვიან და ვინაიდან ოთხი დღის მიცვალებულის ლაზარეს აღდგინება საქართველოს აღდგინების სიმბოლური გამოხატულებაა, ტაძარი წმინდა ლაზარეს სახელობაზე ავაგოთ". უწმინდესმა იდეა მოიწონა და დღეს ეს ტაძარი ლაზარეს სახელს ატარებს.
– ბევრ საეკლესიო მოღვაწესთან დაახლოებული პირი ბრძანდებით. მათთან ერთად სხვადასხვა წმინდა ადგილსაც მოილოცავდით. ამის შესახებ გვიამბეთ.
– ჩემი მოძღვარია მამა ამირანი (ამირანაშვილი), რომელიც სიონის ტაძარში მსახურობს. ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით. მას არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა და საოპერო სტუდიაში სწავლობდა, მე – სამსახიობოზე. ერისკაცობიდან ჩემი მეგობრები ახლა უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები არიან, მათთან ახლაც ვმეგობრობთ. ასევე განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს შავნაბადას წინამძღვართან, არქიმანდრიტ მამა შიოსთან (გაბრიჭიძე). ჩემს სტუდიაში ჩავწერე მისი ქადაგების სტილის საუკეთესო ლექსები. მინდა გითხრათ, რომ გამოსულია მამა შიოს ლექსთა კრებული, სათაურით "მეტყოდი, მამავ", რომელიც ჩვენი ერის ნამდვილი საუნჯეა.
ბათუმ–ლაზისტანის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ძალისხმევით, მქონდა პატივი, მოვხვედრილიყავი 30 მღვდელმსახურისგან შემდგარ ჯგუფში, რომელიც 20 დღე იმყოფებოდა ათონის მთაზე. რა თქმა უნდა, უდიდესი შთაბეჭდილებით აღვივსე. გადაღებაზე კურთხევა არ მქონდა, მაგრამ მალულად მაინც ვიღებდი კამერით და ეს ჩანაწერები შენახული მაქვს, ჯერ არ გამომიმზეურებია.
იქ ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომელიც შეიძლება ზოგისთვის საკამათოც იყოს: ათონის წმინდა ლავრის ფუძემდებელი გახლდათ წარმოშობით ქართველი, ტრაპიზონელი ლაზი ათანასე დიდი და შემთხვევითი არ არის, რომ მან იქ პირველად სწორედ ქართველი მოღვაწეები – ექვთიმე და გიორგი ათონელები წაიყვანა. ათონის მთაზე უამრავი სიწმინდეა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტია. ქრისტე ცაშია, მამის გვერდით, მისი კვართი კი აგერ, მცხეთაში გვაქვს. საქართველოშია სამსჭვალი, რომლითაც იესოს ხელი მიაჭედეს, ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი იდგა, თომა მოციქულის თავის ქალა და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს მოწაფეების ნაბიჯებიცაა. წმინდანებს ხომ ვინ მოთვლის! ალბათ ამის ნიშანი იყო, რომ ამდენი ეპისკოპოსი და მთავარეპისკოპოსი ჩამობრძანდა ჩვენთან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთობა და ქრისტიანობის 1700 წელი ვიზეიმეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მორწმუნე კაცი წლებს არ ითვლის. ქრისტე მუდამ იყო, არის და იქნება, ასევე ჩვენი სარწმუნოებაც.
მეგობრებთან ვთქვი, მცხეთობაზეც თუ ფეიერვერკები გაუშვეს, აღარ ყოფილა ჩვენი საშველი–მეთქი და ისემც კარგი დაგემართოთ, ზუსტად ასე მოხდა. მცხეთაში, ამ კურთხეულ მიწაზე, ანგელოზებმა მრავალი საუკუნის წინ დაივანეს. თუკი გაახელ იმ თვალს, რასაც თვალი სულისა ჰქვია, უთუოდ შეიცნობ მათ მფარველობას. იგრძნობ, მანქანით გავლა–გამოვლისას ანგელოზები როგორ გაცილებენ და ლოცულობენ, რომ ამ მიწაზე კვლავ მშვიდობით მიხვიდე. მცხეთაში სწორედ ეს ანგელოზები დააფრთხეს იმ დღეს ფეიერვერკებით. განა შეიძლება ყველაფერზე – ხიდის და ბოგირის გახსნაზე, საერო თუ საეკლესიო დღესასწაულზე სიხარული ერთი და იმავე ფორმით გამოვხატოთ?! თუ რამე სიტყვა მეთქმის, ეს ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. სწორედ სვეტიცხოვლობის ღამეს მესიზმრა, როგორ დაფრთხნენ ანგელოზები. ეს სულით ხორცამდე ვიგრძენი. 80–იან წლებში ეს რომ მეთქვა, სადღაც "გადავარდაო", იტყოდნენ...
– ბატონო ზურაბ, იქნებ მეტი რამ გვიამბოთ თქვენს უჩვეულო ზმანებებზე?
– ის აზრი, რომ ქართულ ენაშია ღვთის საიდუმლო დამარხული, სურვილს მიღვიძებს, გამოვიკვლიო. როცა შინაგანად ძიების პროცესს ვიწყებ, პასუხი ჩემს კითხვებზე ძილში ზმანების სახით მომდის. ამას რომ ხმამაღლა ვამბობ, გიჟს მეძახიან.
– კონკრეტულად რა გამოიკვლიეთ?
– კაცს სვანურად ჰქვია "მარე", აქედან მოდის სიტყვები: "ქმარი", "სამარე". ანგელოზის სახელიც გვაქვს ქართულში – "ცისმარე", რაც ციდან მოსულ კაცს ნიშნავს. ავიღოთ თუნდაც სიტყვა "ხარება". "ხა" მეგრულად ნიშნავს შობას, მთელისგან ნაწილის გამოყოფას, "რე" იგივეა, რაც "არის" (ანუ "ყოფნა" აწმყო დროში). ხოლო "ბა" ლაზურად შვილს ნიშნავს, აქედანაა სიტყვები: ბავშვი, ბარტყი, ბაჭია... ესე იგი "ხარების" განმარტება ასეთია: "იშვა შვილი". ამ ერთ სიტყვაში მთელი აქტია გადმოცემული. 30 "ტონიანი" ენის პატრონი ვართ ქართველები, სხვა დანარჩენი – 3–4 "კილოიანი" ენებია. არადა გამოდის საჯაროდ ვიღაც უვიცი და ამბობს, მეგრული რეგიონულ ენად უნდა ვაქციოთო, იმას კი არ აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი ფუძე ენაა. ვაიმეცნიერებიც აჰყვებიან და აყაყანდებიან... ასეთი მიდგომა პროვოკაციაა და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
საიდუმლო, რომელზეც იოანე ზოსიმე წერს, სწორედ ლაზურ–მეგრულ–სვანურ–აფხაზურშია ჩადებული. ჩვენი ვალია, ჩვენს უძველეს ენას, ამ ეროვნულ საუნჯეს, უფლისგან ბოძებულ ძღვენს მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ. კი არ დავცალკევდეთ და დავშორდეთ ერთმანეთს, არამედ ერთად ვიყოთ ერისა და რწმენის სამსახურში.
ნანა კობახიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)