| ქალი და მამაკაცი |

ნუკრი რევიშვილი ვაჟიშვილზე ოცნებობს
ნუკრი რევიშვილი ვაჟიშვილზე ოცნებობს
ნუკრი რევიშვილი – ილია აბაევის კონკურენცია თითქოს დასრულდა, ბოლო ტურებში მახაჩყალის "ანჟის" კარს მუდმივად 23 წლის ქართველი იცავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს დაღესტანში აქებენ და იქაური გამოცემა "სტადიონი" წერს, როგორც იქნა, გუნდს გამოკვეთილი პირველი ნომერი ჰყავსო.
იგივე უნდა ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც – წელს ნუკრი მყარად გახდა "ჯვაროსნების" მთავარი მეკარე. "სტადიონის" მეშვეობით რევიშვილს "ანჟის" გულშემატკივრებმა ("დიკაია დივიზია", ანუ "ველური დივიზია" ასე ეძახიან) კითხვები დაუსვეს. საინტერესო კითხვა–პასუხებია, რომელიც ქართულ ფეხბურთს და საქართველოსაც ეხება.
– საქართველოში ყველას ფორვარდობა სურს, უარეს შემთხვევაში – მცველობა. ოღონდ, მეკარეობა არა... თქვენ როგორ გახდით მეკარე?
– თანატოლებში სიმაღლით გამოვირჩეოდი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, თემურ ნადირაძემ კარში რომ დამაყენა. პრინციპში, არც ვიყავი წინააღმდეგი.
მშობლები ჩემს გატაცებას სერიოზულად არ უყურებდნენ და მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ჩემს ფეხბურთელობაში, როცა 16 წლის ვიყავი და ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ გუნდში მოვხვდი, როდესც სახლში პირველი ხელფასი მივიტანე. მშობლები იმასაც კი შეეჩვივნენ, რომ სკოლაში სწავლა მივატოვე. ბაბუას ძალიან სჯეროდა ჩემი, ის ჩემი ყველაზე დიდი ქომაგია.
თავის დროზე სწორედ ბაბუამ მიმიყვანა "ტორპედოში", თუმცა მამაჩემმაც თქვა ერთხელ, ჩემმა შვილმა საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოსო. ქუთაისში ამაზე იცინოდნენ, მაგრამ როცა 17 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, სასაცილო აღარაფერი იყო.
18 წლის ვიყავი, როდესაც ქვეყნის მთავარ ნაკრებში მქონდა დებიუტი (2005 წელს საბერძნეთთან სტუმრად 0:1). წავაგეთ, მაგრამ ცუდად არ მითამაშია და ყაზანის "რუბინმაც" სწორედ ამ მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება.
– სხვათა შორის, ნაკრებში ბოლო მატჩებიც კარგი გამოგივიდათ...
– დიახ. როგორც იქნა, ჩემს სამშობლოში ნაკრების წარუმატებლობა მეკარეს აღარ ბრალდება (იცინის). რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო საქართველოს ნაკრებშ გერმანელი მეკარის ნატურალიზებაზე. ამის მოსმენა ძალიან მწყინდა. ახლა ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ, რომ მენდო. მეც ვიგრძენი ეს და დამაჯერებლად ვთამაშობ. არა მარტო მე, ნაკრების ფეხბურთელები ასე ვართ. საქართველოს ნაკრების დაცვა გაცილებით ძლიერად ათამაშდა და ძალიან ცოტა გოლს რომ ვუშვებთ, ამ ხაზის დიდი დამსახურებაცაა.
– "ანჟიში" იმიტომაც ხომ არ გადმოხვედით, რომ თქვენი თანამემამულეები დაგხვდებოდნენ?
– რა თქმა უნდა. ალბათ, "ანჟის" სპორტულ დირექტორ მამუკა ჯუღელს იცნობთ. ის არა მარტო ჩემი აგენტი, მეგობარიცაა. მისი რჩევით გადმოვედი "ანჟიში". "რუბინის" თავკაც ყურბან ბერდიევის თანაშემწე ვიტალი კაფანოვი მელაპარაკა, შენი შენარჩუნება გვინდაო, თავად ბერდიევსაც სურდა, მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი – არ მინდოდა მთელი სათამაშო დრო სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა.
– "რუბინის" მეკარე სერგეი რიჟიკოვსაც ჰკითხეთ აზრი "ანჟიში" გადმოსვლაზე?
– დიახ. რიჟიკოვმა კარგად დამიხასიათა "ანჟი" და დაღესტანი, ერთადერთი ნეგატიური მომენტი ის იყო, რომ რეგიონში სიმშვიდე არ არის, მაგრამ მე თვითონ კავკასიელი ვარ, მივეჩვიე, რომ ყოველთვის მშვიდ გარემოში ვერ ვიცხოვრებ. საქართველოშიც სროლები იყო რამდენიმე წლის წინ, სიტუაცია მხოლოდ ახლახანს დალაგდა. ვფიქრობ, მალე დაღესტანშიც სიმშვიდე იქნება.
– ყაზანში დაბრუნების სურვილი არ გაქვთ?
– ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ყაზანთან, მაგრამ მირჩევნია, საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდე, ვიდრე სადმე მუდმივად სათადარიგო ვიყო.
– რომელ სტადიონზე უფრო კარგი ატმოსფეროა, ყაზანის თუ მახაჩყალის?
– მახაჩყალაში. ყაზანში ანშლაგი მხოლოდ ერთხელ, "ბარსელონასთან" თამაშისას ვნახე. ისე კი, როდესაც "რუბინი" რუსეთის ტოპ–კლუბებს მასპინძლობს, მაშინაც კი არ გროვდება ტრიბუნებზე 10.000–ზე მეტი გულშემატკივარი.
და თუ ფეხბურთის დროს ყაზანის ჰოკეის კლუბი "აკ ბარსი" თამაშობდა, "რუბინის" თამაშებზე მაყურებელს იშვიათად ნახავდით, ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. მახაჩყალაში სულ სხვა სიტუაციაა, აქ უყვართ ფეხბურთი.
– ვინ უნდა იდგეს "ანჟის" კარში – თქვენ, თუ აბაევი? რაშია თქვენი უპირატესობა და რაში აბაევის?
– ჩვენ მეგობრები ვართ. კარგი იქნება, ორივე პირველი მეკარე ვიყოთ. მე თუ მკითხავთ, ილიას გამოკვეთილი სამეკარეო მინუსი არ აქვს, ხოლო ჩემი ძლიერი მხარეები გულშემატკივრებმა შეაფასონ.
– არ ფიქრობთ, რომ თქვენი სუსტი მხარე გამოსვლებზე თამაშია?
– არ გეთანხმებით. უბრალოდ, "რუბინში" მწვრთნელები სჯიდნენ მეკარეს, თუ გამოსვლაზე კონტროლს დაკარგავდა და 100 პროცენტით არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ბურთს აიღებდა.
ეს, თავისთავად, რისკია. მეც ისეთ დროს გამოვდივარ, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ბურთი ჩემი გახდება. საქმე კიდევ ისაა, რომ "რუბინში" მაღალი მცველები იყვნენ და ჩაწოდებების უმეტესობას ისინი იგებდნენ. ამიტომაც, მწვრთნელები მე და რიჟიკოვს გამოსვლაზე აქტიურ თამაშს არ გვავალებდნენ.
– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები, რომელშიც გითამაშიათ...
– ოქტომბერში გამართული საქართველო – მალტა. შინ ვთამაშობდით, თითქმის 60.000 მაყურებელი იყო სტადიონზე, 90 წუთი ვუტევდით და გოლი ვერ გაგვქონდა. კარში ვერ ვისვენებდი, ძალიან ვნერვიულობდი.
მადლობა ღმერთს, დათო სირაძემ 92–ე წუთზე გაიტანა და მოვიგეთ. ალბათ, ასე არც ერთი გოლი გამხარებია. ასევე გამოვყოფდი ყაზანში გამართულ "რუბინი" – "ანჟის", რომელიც 0:0 დასრულდა. ყოფილ გუნდთან წარმატებით თამაში ძალიან გამიხარდა, გოლი არ გავუშვი, თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს "რუბინზე" ნაწყენი ვიყო.
– "ანჟიში" რომელიმე გოლის გაშვებას საკუთარ თავს აბრალებთ?
– რა თქმა უნდა, იყო ასეთი (იცინის). "ზენიტთან" სტუმრად – ან უნდა დამეჭირა ბურთი, ან შორს უნდა მომეგერიებინა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ვერც ერთი გავაკეთე და ვერც მეორე, წინ დამივარდა ბურთი.
ორი დღე ვერ დავიძინე ნერვიულობისგან. მოსკოვის "დინამოსთან" მესამე გაშვებული გოლიც ჩემი ბრალი იყო, ჯარიმა გამიტანეს. მეკარემ საკუთარ კუთხეში არ უნდა გაუშვას.
– ყველაზე დასამახსოვრებელი აღებული ბურთი.
– ისევ საქართველო – მალტა... ბოლო წუთებზე მალტელი პირისპირ დარჩა ჩემთან და ფეხით მოვიგერიე დარტყმული. ეს როგორ მოვახერხე, დღესაც ვერ ვხვდები. რამდენიმე წუთში კი სირაძემ გაიტანა. ასე რომ, ჩემი მოგერიებული ბურთი გადამწყვეტი, საკვანძო მომენტი გამოდგა.
– ბავშვობაში თქვენი კერპები ვინ იყვნენ?
– პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ საარი ძალიან მომწონდნენ. საუკეთესო სამეკარეო სკოლა კი გერმანიას აქვს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ანზორ კავაზაშვილის სახელი?
– სამწუხაროდ, მისი თამაში არ მინახავს. ამბობენ, დიდი მეკარე იყოო. ადრე საქართველოში მართლაც კარგი სამეკარეო სკოლა იყო, ახლა კი ცუდადაა საქმე, საქართველოში კარგი გოლკიპერების დეფიციტია. სხვათა შორის, "ტორპედოში" ერთხანს ოთარ გაბელია გვწვრთნიდა, მასთან ახლაც ხშირად ვკონტაქტობ. გაბელიას რჩევები ფასეულია ჩემთვის.
– სახელოვანი თბილისის "დინამოს" მატჩები გინახავთ? კიდევ არიან საქართველოში დიდი ფეხბურთელები? ქართული საფეხბურთო სკოლა შენარჩუნებულია?
– საქართველოში ყოველ 13 მაისს აჩვენებენ თასების თასის ცნობილ ფინალს. რა თქმა უნდა, მაშინ დიდი ფეხბურთელები გვყავდა და დღეს ისეთები არ არიან. თუმცა, საქართველო ყოველთვის იყო ტალანტების ქვეყანა და ახლანდელ თაობაშიც ბევრი კარგი მოთამაშეა. ამ ბიჭების საქართველოს ჩემპიონატში განვითარება შეუძლებელია, ამიტომაც ბევრი ადრეულ ასაკში მიდის საზღვარგარეთ.
ქართული საფეხბურთო სკოლა ცოცხალია, უბრალოდ, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რათა ტალანტებს საკუთარ ქვეყანაში განვითარების საშუალება ჰქონდეთ და საზღვარგარეთ, თანაც, დაბალი დონის ჩემპიონატებში არ ეძებონ ბედი.
– რატომ ვერ აჩვენებს საქართველოს ნაკრები იმ შედეგს, რა დონის ფეხბურთელებიც ჰყავს? ერთიანობა აკლია თუ მიზეზი მწვრთნელებშია?
– ეს საკითხი საქართველოში ერთ–ერთი უმთავრესია, ხშირად საუბრობენ და კამათობენ. აი, ბოლო წლებში პირველად არის ნაკრებში ერთიანობა და ვფიქრობ, ეს პოზიტივი ქეცბაიასგან მოდის.
შედეგიც მოვიდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობა ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო – როცა თავიანთ კლუბებში ბრწყინავდნენ კახა კალაძე და შოთა არველაძე. ადრე შესარჩევის 4 მატჩის შემდეგ უკვე უშანსოდ ვიყავით, ახლა კი ასე არ არის. აშკარა პროგრესია.
– მამუკა ჯუღელი რატომ არ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი?
– ის დიდი ხანია ნაკრების მწვრთნელია (იცინის). ვხუმრობ. ისე, ქეცბაიას და ჯუღელს კარგი ურთიერთობა აქვთ. მამუკას მეშვეობით ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიკიდა ფეხი საზღვარგარეთის კლუბში.
მაგალითად, რუსეთში მოთამაშე ქართველების უმეტესობა მისი კლიენტია. ჯუღელს სხვადასხვაგვარად უყურებენ, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ის არა მარტო აგენტი, მეგობარიცაა.
ის გულწრფელია, არასდროს გვატყუებს და გვპირდება იმას, რისი გაკეთებაც არარეალურია. უამრავი მაგალითია, როცა აგენტი ფეხბურთელს ბევრს პირდება, მაგრამ არაფერს აკეთებს.
– კარიერაში გქონიათ შემთხვევები, როცა მატჩის წაგება შემოუთავაზებიათ? და როგორ ფიქრობთ, რუსულ პრემიერლიგაში ჩაწყობილი თამაშები არის?
– მადლობა ღმერთს, ჩემთვის ასეთი რამ არავის შემოუთავაზებია და არც აქვს აზრი – რომც შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. ვფიქრობ, ჩემი რეპუტაცია არავის აძლევს იმის საბაბს, რომ ამგვარი წინადადებით მომმართოს. რაც შეეხება მეორე კითხვას, ძნელია პასუხის გაცემა, რადგან ჩაწყობებზე ამდენს ლაპარაკობენ, ესე იგი რაღაც ასეთს აქვს ადგილი.
– გავიგეთ, მახაჩყალის ერთ–ერთ მაღაზიაში ერთბაშად 10 წყვილი ხელთათმანი გიყიდიათ. ყოველ თამაშზე ახალი გაცვიათ?
– ფეხბურთელისთვის ეკიპირების მთავარი ელემენტი ბუცია, მეკარისთვის კი ბუციც და ხელთათმანიც. ყოველკვირეულად ვიცვლი ხელთათმანებს, რადგან ცვდება და ბურთის დამორჩილებისას ისეთი ეფექტური ვეღარ არის.
– იდეალური მეკარე როგორ გესახებათ?
– იდეალური? ყველა ბურთი უნდა აიღოს. აზრი არ აქვს, ამას ლამაზი ნახტომით მოახერხებს თუ არა. მთავარია, კარი მშრალად შეინახოს. მეკარეს, როგორც სხვას არვის, ისე სჭირდება ფსიქოლოგიური მდგრადობა და ცივი გონება.
– კოლუმბიელი რენე იგუიტას "მორიელის სეივს" შეასრულებდით?
– მხოლოდ მაშინ, როცა "დიკაია დივიზიას" შევუყვარდები. ახლა ამგვარ ფოკუსს არ მაპატიებენ (იცინის).
– რას გააკეთებთ კარიერის დასრულების შემდეგ? მახაჩყალაში ქართული რესტორნის გახსნაზე არ გიფიქრიათ?
– უახლოესი გეგმები მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება. ბიზნესში საერთოდ ვერ ვხედავ საკუთარ თავს, მაგრამ თუ მახაჩყალაში დიდხანს დავრჩები, რატომაც არა... შესაძლოა, ვიფიქრო ასეთი რესტორნის გახსნაზე. მაგრამ ახლა არა...
– დაოჯახებული ხართ?
– სამწელიწადნახევარია, რაც მეუღლე მყავს. ჩემი გოგონა წლის და ათი თვისაა. ჯერ ძალიან პატარაა და მისი აქ გადმოყვანა ვერ გავრისკე.
– თოვლის ბაბუის რომ გჯეროდეთ, ახალ წელს რა სურვილს შეუკვეთავდით?
– ვაჟიშვილის შეძენას.

კავშირი ტეგთან: კალაძე

კავშირი ტეგთან: კალაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი