asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლოკომოტივი გამარჯვებული გამოვიდა
ლოკომოტივი გამარჯვებული გამოვიდა
ლოკომოტივი გამარჯვებული გამოვიდა

2010-11-16 15:16:43



საქართველოს მორაგბეთა 22-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის "ლოკომოტივი" გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელი "ლელო" 16:11 დაამარცხა და მისგან გასულ წელს დაკარგული "ბზის თასი" გადაიბარა.

საქართველოს უპირველესი გუნდის წოდებისთვის "ლოკომოტივი" და "ლელო" ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებმა ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად პირველად 2008 წელს ითამაშეს და გამარჯვებული მაშინაც "ლოკომოტივი" დარჩა. იქიდან მოყოლებული, ქვეყნის რეგულარულ პირველობაზე, ფლეი ოფსა თუ თასის გათამაშებაში, ეს გუნდები ერთმანეთს მეათედ შეხვდნენ და "ლოკომოტივმა" მოუგებელი სერია სწორედ გადამწყვეტ ჯახში დაასრულა. თამაში ტრადიციულად, დაძაბული, ემოციებით დატვირთული იყო და იმარჯვა იმან, ვინც კონკრეტულ მატჩს უკეთ მომზადებული შეხვდა.

მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივი" დაერქვა, ამ გუნდმა ქვეყანაში უძლიერესის სახელი მეშვიდედ მოიპოვა და სწორედ ამით დაასრულა ის უსიამოვნო ტრადიცია, რასაც ლელოსთან ცხრამატჩიანი წაგებათა სერია ერქვა.

"ლელო" ამჯერად მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ ის თასის მფლობელად და მომავალი გათამაშების მოგების მთავარ პრეტენდენტად ჯერ კიდევ რჩება.

საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში 14 ნოემბერი. ორშაბათი. ფინალი

თბილისი. მიხეილ მესხი. 3.000 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) – ლელო (თბილისი) 16:11 (13:3)

ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ქავთარაძე (ასათიანი 80), 13. ხუციშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი (ზარიძე 70), 3. პეტრიაშვილი, 4. ნიშნიანიძე (ახვლედიანი 76), 5. გუჯარაიძე (კორკოტაძე 67), 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე (ოზგებაშვილი 60), 8. ზ, მაისურაძე.

ლელო: ჟამუტაშვილი

გარდასახვა: კვინიხიძე

3 ჯარიმა: კვინიხიძე

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია, 12. ლომინაძე, 11. გუგავა, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ჯალაღონია (ხორბალაძე 37), 6. კოლელიშვილი (ი. მაისურაძე 41), 7. დაუშვილი, 8. ჭყოიძე.

1 ლელო: გუგავა

2 ჯარიმა: მჭედლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა
კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online