asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მთავარი ბრძოლების წინ
მთავარი ბრძოლების წინ
მთავარი ბრძოლების წინ

2010-11-16 15:16:41



ოიაკატა ტაკანოჰანას მეთაურობით მოქმედმა სამსაჯო კომიტეტმა 2007 წლის ივლისის ბაშოდან მოქმედი დაწყვილების პრინციპში არავითარი ცვლილება შეიტანა, ამდენად, ნოემბრის ტურნირის საწყის დღეს ბანძუკეს სათავეში მდგარი იოკოძუნას პირისპირ დასავლეთის კომუსუბი დადგება. ეს კი შემდეგს ნიშნავს, კიუშიუ ბაშოზე მონღოლი ჰაკუჰოს მეტოქე ქართველი ტოჩინოშინი იქნება.

23 წლის ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ურთულესი ბრძოლა რომ ელის, აქედანვე ცხადია. ახალგაზრდა ქართველს "თეთრი ფენიქსი" ერთხელაც არ ჰყავს დამარცხებული, თანაც, მონღოლი სუმოისტი, რომელსაც ზედიზედ 62 შეხვედრა აქვს მოგებული, ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდის (მიჯრით 69 გამარჯვება) დამხობას ეშურება და პირველივე დღეს წაფორხილება მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს.

25 წლის ჰაკუჰო მეორე ბრძოლას აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კისენოსატოსთან გამართავს, რომელსაც მონღოლი კარიერაში ერთხელ ჰყავს დამარცხებული, თუმცა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა. თავის მხრივ მეორე დღესაც რთული გამოცდა ელის ტოჩინოშინსაც, რომელიც ძალებს ოძეკი ჰარუმაფუჯისთან მოსინჯავს.

"ფუკუოკა კოკუსაი სენთერში" 14–28 ნოემბერს გასამართ კიუშიუ ბაშოზე კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ, რომლებიც ასევე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონსი გაირჯებიან. აღმოსავლეთის მე–6 მაეგაშირას წოდებამდე აღზევებული ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი ტურნირს იაპონელებთან ჭიდილით გახსნის. 29 წლის "შავი ზღვა" ჯერ იოშიკაძეს (აღმოსავლეთის მე–5 მაეგაშირა) გაეჯიბრება, შემდეგ კი ფუკუოკელ კოტოკასუგას დაუპირისპირდება.

ნოემბრის ტურნირს კარიერაში უმაღლესი ტიტულით ხვდება 23 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც 202 კგ–ს იწონის. გასულ ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის დამსახურებით, აღმოსავლეთის მე–10 მაგაშირობამდე ასული ქართველი გოლიათი ბაშოს ტოიონოშიმასთან (დასავლეთის მე–9 მაეგაშირა) ბრძოლით დაიწყებს, მისი მეორე მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე–10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება.

ქართველები ნოემბრის ბაშოს წინ

ტოჩინოშინი (დასავლეთის კომუსუბი)

სკოლა: კასუგანო

სახელი: ლევან გორგაძე

დაბადების დრო: 1987 წლის 13 ოქტომბერი

სიმაღლე: 191 სმ

წონა: 158 კგ

კარიერის მაჩვენებლები: 186 მოგება, 138 მარცხი

მაკუუჩის მაჩვენებლები: 111 მოგება, 114 მარცხი

ძურიოს ჩემპიონი: 1

"მებრძოლი სულის" პრიზი: 2

საყვარელი ილეთი: უვატენაგე

კოკაი (აღმოსავლეთის მე–6 მაეგაშირა)

სკოლა: ოიტეკაძე

სახელი: ლევან ცაგურია

დაბადების დრო: 1981 წლის 10 მარტი

სიმაღლე: 190 სმ

წონა: 148 კგ

კარიერის მაჩვენებლები: 392 მოგება, 360 მარცხი

მაკუუჩის მაჩვენებლები: 295 მოგება, 320 მარცხი

ძურიოს ჩემპიონი: 1

მაკუშიტას ჩემპიონი: 1

სანდანმეს ჩემპიონი: 1

ჯონიდანის ჩემპიონი: 1

"მებრძოლი სულის" პრიზი: 2

კინბოში (გადაეცემათ კომუსუბის ტიტულზე ნაკლები რანგის სუმოისტებს, რომელთაც იოკოძუნას დამარცხება მოუხერხებიათ): 2

საყვარელი ილეთი: ოშიდაში

გაგამარუ

(აღმოსავლეთის მე–10 მაეგაშირა)

სკოლა: კიტანოუმი

სახელი: თეიმურაზ ჯუღელი

დაბადების დრო: 1987 წლის 23 თებერვალი

სიმაღლე: 185 სმ

წონა: 202 კგ

კარიერის მაჩვენებლები: 153 მოგება, 98 მარცხი

მაკუუჩის მაჩვენებლები: 15 მოგება, 15 მარცხი

ძურიოს ჩემპიონი: 1

მაკუშიტას ჩემპიონი: 1

ჯონოკუჩის ჩემპიონი: 1

"მებრძოლი სულის" პრიზი: 2

საყვარელი ილეთი: ოშიდაში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online