| ქალი და მამაკაცი |

ბარიკელოს ბედი ბეწვზე კიდია
ბარიკელოს ბედი ბეწვზე კიდია
ბრაზილიის დიდი პრიზის სენსაციის ავტორის, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის მსგავსად, "უილიამსში" დარჩენა არც ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს აქვს გარანტირებული. ამის მიზეზი ის არის, რომ სპონსორული შემოსავლების შემცირების გამო, ფრენკ უილიამსი ეგრეთ წოდებული პაი პილოტის, კერძოდ კი ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მიწვევას აპირებს.
და მაინც, ფორმულა 1–ის ყველაზე ხნიერი და გამოცდილი პილოტი ამბობს, რომ ის "უილიამსთან" მუშაობის გაგრძელებას აპირებს და სურს, ეს მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდეს.
– ჩემი მომავალი "უილიამსზეა" დამოკიდებული. ჩვენ უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე ვმუშაობთ და მინდა, ეს სამუშაო გავაგრძელო. აბუ დაბის შემდეგ კი "პირელის" საბურავების ტესტირებას შევუდგებით, – ამბობს რუბინიუ და დასძენს, რომ ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ფ1–ის გარეშე. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა მომავალი სეზონის რბოლებს ტელეეკრანით უყუროს.
სხვათა შორის, არ არის გამორიცხული ასეთი ვარიანტიც: მალდონადოს "უილიამსი" საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანს და რომელიმე სუსტ გუნდში მის დებიუტს უზრუნველყოფს, რის სანაცვლოდაც ის ვენესუელური ნავთობკომპანიისგან სოლიდურ თანხას მიიღებს.
სავარაუდოდ, ეს სუსტი გუნდი "ისპანია რეისინგი" იქნება, რომელსაც "უილიამსი" მომავალ სეზონში ტრანსმისიით უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, ფორმულა 1–ის მაჩანჩალამ, აბუ დაბიში სეზონის შემდგომი ტესტებისთვის მალდონადო უკვე მიიწვია.
და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, "უილიამსი" იმავე შემადგენლობით იასპარეზებს. თუ არა, დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა პერსპექტიული ჰულკენბერგი დაიტოვოს.
ბარიკელოს კი სხვა გუნდებში გადასვლის შანსიც აღარ მიეცემა, რადგან ვაკანსიები აღარავის აქვს და თუ აქვს, მხოლოდ გადამხდელი პილოტებისთვის, რომლებსაც ზურგს მდიდარი სპონსორები უჭერენ. თუმცა, არის კიდვ ერთი ვარიანტი და ამ ვარიანტს "რენო" ჰქვია.
ფრანგულ გუნდში რუსი ვიტალი პეტროვის გამოსვლით უკმაყოფილონი არიან, თუმცა, რუსი სპონსორების ხათრით, მის დათხოვნას არ ჩქარობენ. მაგრამ თუ "რენო" გადაწყვეტს, რომ საკუთარი სახელი გუნდს აღარ გამოაყენებინოს, შესაძლოა ის ბრიტანულმა კომპანია "ლოტუსმა" შეისყიდოს, იმ "ლოტუსმა", რომელიც ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის მიერ შექმნილი საჯინიბოს პირდაპირი შთამომავალია და რომელიც ამ სახელის გამოყენებას მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს და მის გუნდს ეცილება...
და თუ "ლოტუსი" მართლა დაბრუნდა (ამ შემთხვევაში ახლანდელ "ლოტუსს" სახელის გამოცვლა მოუწევს), მაშინ, არ არის გამორიცხული, პეტროვის ნაცვლად, სწორედ ბარიკელო მიიწვიოს.

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი