| ქალი და მამაკაცი |

ბებე – ეშმაკი ნანგრევებიდან
ბებე – ეშმაკი ნანგრევებიდან
ინგლისურ გრანდს, "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე რამდენიმე წელია არ გაუხარებია გულშემატკივარი ვარსკვლავური შენაძენით, თუმცა, გუნდის ბოლო ახალწვეულმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააკვირვა.
"ეშმაკების" შემადგენლობაში ჩაირიცხა ბიჭი ქუჩიდან, რომლის სახელია ბებე. ის პორტუგალიელია და მხოლოდ 20 წლისაა. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.
სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერი" ძველებურად აქტიური აღარ არის, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი ახალგაზრდა ტალანტებზე გააკეთა, ერთ–ერთ სამიზნედ კი ამ ზაფხულში სწორედ პორტუგალიელი ბებე იქცა.
მასზე მხოლოდ ორი რამ არის ცნობილი: უსახლკარო იყო და სერ ალექსის მოღვაწეობის პერიოდში გახდა პირველი შენაძენი, რომელიც შოტლანდიელმა ბრმად განახორციელა.
ბებეზე დაწერა ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ისეთი ტრანსფერები იჩარხებოდა, რომ პატარა ბიჭის გადასვლას "მანჩესტერში" ყურადღებას ნაკლებად თუ მიაქცევდა ვინმე.
ფეხბურთელის ახლანდელმა დებიუტმა "ეშმაკების" შემადგენლობაში, მისმა პირველმა გოლმა (მიუხედავად სათასო მატჩისა) და შემდეგ მეორე გოლმა ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოგვცა საფუძველი მოგვეთხრო ნანგრევებიდან გაჩენილი "ეშმაკის" შესახებ.
რატომ ნანგრევებიდან?
ტიაგო მანუელ დიას კორეია (ასე გამოითქმის ბებეს სახელი სრულად), 1990 წლის 12 ივლისს დაიბადა პატარა ქალაქ კასენში. ბავშვობის წლები მან უპატრონო ბავშთა სახლში გაატარა, თავშესაფარს სანტუ–ანტან–დუ–ტოჯალი ერქვა. ბებეს მშობლები კაბო ვერდედან არიან. საინტერესოა, საიდან წამოვიდა სახელი ბებე. ასე მას უფროსიძმა მიმართავდა ხოლმე ბავშვობაში.
ფეხბურთის თამაში საბავშვო კლუბ "ლორეშში" დაიწყო. სწორედ ამ კლუბში შენიშნეს ის "ეშტრელას" სკაუტებმა. მართალია, ბებემ კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ ამით მისი გაჭირვებული ცხოვრება არ დასრულებულა.
– დადის ხმები, რომ ორი წლის შემდეგ მან პორტუგალიელ უსახლკაროთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ბებე საქველმოქმედო ფონდის შემადგენლობაში თამაშობდა.
ეს ორგანიზაცია კი უსახლკაროთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების გაგზავნით იყო დაკავებული, მაგრამ თავად ტურნირში არ მონაწილეობდა, – წერს ინგლისური გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჟურნალისტი ნიკ კოპაკი.
ახალგაზრდა ფეხბურთელს სულ ორი წელი დასჭირდა "ეშტრელას" ძირითად გუნდში რომ ეთამაშა და სერიოზული გუნდების ყურადღება მიეპყრო. ზაფხულში ის "ვიტორია გიმარაეშის" ფეხბურთელი გახდა.
მალევე პრესის ფურცლებზე მოექცა. კლუბის წინასასეზონო მზადებისას ბებემ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა, რამდენიმე შეხვედრაში კი საუკეთესოდაც დაასახელეს.
ფეხბურთელის მსგავსი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა საფეხბურთო სამყაროსთვის. "მანჩესტერ იუნაიტედში" 7,5 მილიონ გირვანქად მისმა გადასვლამ ყველა შოკში ჩააგდო.
გაოცება ვერ დამალა ბებეს მწვრთნელმა "ეშტრელაში" ჟორჟე პაიკშაომაც. ამ ტრანსფერის მთავარ ხიბლად კი მაინც ის მიიჩნევა, რომ სერ ალექსმა ფეხბურთელი ისე შეიძინა, რომ მისი თამაში ერთხელაც არ ჰქონდა ნანახი.
შოტლანდიელს ბებეს შეძენა კარლუშ კეირუშმა ურჩია. შეგახსენებთ, კეირუში და ფერგიუსონი მრავალი წელი ერთად მუშაობდნენ "მანჩესტერში". სერ ალექსმა ფეხბურთელი პირველად მაშინ ნახა, როდესაც პორტუგალიაში ჩაფრინდა, რათა კარლუშ კეირუშის საქმესთან დაკავშირებით პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში მოწმედ გამოსულიყო.
სერ ალექსმა ბებეს პრეზენტაცია ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში მოახდინა. "მანჩესტერის" მეტოქე "ვულვერჰემპტონი" იყო. ბებემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა.
ფეხბურთელი ძალიან კარგად მოქმედებდა მოედანზე, რამაც მის გათამამებასაც შეუწყო ხელი და 56–ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. ბებე თავისი ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და მეტოქის ბადეში გაეხვა.
ყველას ეგონა, რომ ფერგიუსონი ახალგაზრდა ტალანტს მეტ შანსს აღარ მისცემდა, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ გახდა საჭირო. ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეს, 2 ნოემბერს, "წითელი ეშმაკები" თურქეთს ესტუმრნენ "ბურსასთან" სათამაშოდ.
ბებე 63–ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან დარენ ფლეტჩერი შეცვალა. 77–ე წუთზე ფეხბურთელმა პარტნიორის ჩამოწოდებული ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა და ანგარიში თურქთათვის გამანადგურებელი, 0:3 გახადა.
ნათელია, რომ 20 წლის ბებესთვის ყოველი ეს გაბრწყინება მხოლოდ დასაწყისია ფეხბურთელის ვარსკვლავური მომავლისა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გუნდში ახალგაზრდებს საკმაოდ ხშირად ეძლევათ თავის გამოჩენის შანსი და თავად ფეხბურთელიც ძალიან მონდომებულია. მით უმეტეს, მას ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქუჩაში თამაშობდა ფეხბურთს და არც სახლ–კარი ჰქონდა.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ კიდევ ერთი ვარსკვლავის გამოჩენას თანამედროვე ფეხბურთში და არ დაგვავიწყდეს – ეს ბებეა, "ეშმაკი თავშესაფრის ნანგრევებიდან".

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი