| ქალი და მამაკაცი |

დაკარგულ ტერიტორიებსაც უსისხლოდ დავიბრუნებთ
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
მას შემდეგ, რაც პროექტი "ექსტრასენსთა ბრძოლა" დასრულდა, მონაწილეების მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. როგორც პროექტის ერთ–ერთ გამარჯვებულ ლალი ხელაშვილთან საუბარში გაირკვა, საზოგადოების დიდი ნაწილი ექსტრასენსთა წინასწარი ხილვების ტყვეობაშია და მას ბევრი ცნობილი ადამიანიც მიმართავს. თუმცა, კონკრეტულად ვინ და რა შეკითხვებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და შესაბამისად, კლიენტის ანონიმურობაც გარანტირებული. პირველ რიგში, რაზეც ქალბატონმა ლალიმ შეგვითანხმა, ის იყო, რომ პოლიტიკურ თემებს არ შეეხებოდა და შესაბამისად, არც პროგნოზებს გააკეთებდა ამ თემაზე. დაიძაბება თუ არა უფრო მეტად სოციალური ფონი, გველოდება თუ არა შიმშილი – რას ხედავს წინასწარ ექსტრასენსი, ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რატომ ერიდებით პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებას, საგანგაშოს ხედავთ რამეს და არ გინდათ, საზოგადოება შეაშინოთ?
– მე ამჟამად ინდივიდუალურად ვმუშაობ ადამიანებთან და მხოლოდ სოციალური სფეროთი ვარ დაკავებული. პოლიტიკაზე პოლიტიკოსებმა გააკეთონ პროგნოზები, თავადაც გადასარევად ერკვევიან ამ საქმეში.
– რა სფეროს წარმომადგენლები მოგმართავენ უფრო ხშირად?
– ჩემთან ადამიანები მოდიან – ამით ყველაფერია ნათქვამი.
– პოლიტიკოსები თუ არიან ამ ადამიანთა რიცხვში?
– ისინიც ადამიანები არიან.
– ეკლესიური ადამიანები თუ მოდიან თქვენთან, რამდენადაც ვიცი, თქვენი საქმიანობა ეკლესიურად არ არის გამართლებული?
– ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ რომელიმე კონკრეტული სასულიერო პირი გამოდიოდეს. თუმცა, ვერც იმას დავადასტურებ, რომ მაქებენ და მადიდებენ, ან იწონებენ ჩემს საქმიანობას. თუმცა, მე ვისაც სამღვდელოებიდან შევხვედრივარ, მათგან ყოველთვის დადებითი განწყობა მიგრძვნია. სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, ჩემი სიტყვების გამო, რამე წინააღმდეგობაში მოვიდეს ვინმესთან, ვისზეც მე გესაუბრებით, ის ერთ–ერთი ეკლესიის წინამძღვარია, რომელსაც საზოგადოებაც კარგად იცნობს. ის კარგად არის ჩახედული ჩემს სფეროში, და როცა დაინახა, თუ რა შესაძლებლობები მაქვს, პატივისცემით მითხრა, რომ ეს ნიჭი მე ღვთისგან მაქვს ბოძებული. ძალიან ბევრი რამეც მკითხა საქართველოს მომავალზე. კიდევ ერთ მომენტს გავიხსენებ, როცა სამების ტაძარში ვიყავი, შემაჩერა ერთმა ახალგაზრდა მამაომ, ის დაინტერესდა ჩემით. როდესაც მე დაავადებული შვილების მშობლებს რწმენასა და ცხოვრების ხალისს ვუბრუნებ, თუკი ეს შემიძლია, ვსვამ კითხვას: ამის მერე შეიძლება ჩაითვალოს ცოდვად ის, რასაც მე ვაკეთებ. სკეპტიკოსებს კი ვურჩევ, ერთხელ მივიდნენ ნაღდ ექსტრასენსთან, მე ამაში ჩემს თავს არ ვგულისხმობ, გამოსცადონ საკუთარ თავზე და მერე გააკეთონ დასკვნა. თუმცა, მე ვერ გავბედავ, დავიბრალო, რომ ეს ღვთიურია. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს კეთილი ძალაა, დანარჩენი საზოგადოებისთვის მიმინდვია. არ ვამბობ, რომ ასი პროცენტით ზუსტად გავაკეთებ წინასწარ პროგნოზებს, ასეთ ძალებს თვით ვანგაც არ ფლობდა, მაგრამ ის, რაც მე შემიძლია, ფაქტია, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. მე არც პირველობაზე ვდებ თავს, ერთი ჩვეულებრივი ექსტრასენსი ვარ.
– ხშირად ექსტრასენსი მკითხავთან არის გაიგივებული.
– მე არ მინდა მკითხავების ჩრდილში დავაყენო საკუთარი თავი. არიან ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ ბევრ სწორ ინფორმაციას იძლევიან. რაც შეეხებათ ნათელმხილველებს, არ არსებობს მანძილის პრობლება, ვესაუბრებით ადამიანს ტელეფონით ან სურათით და ნათლად ვხედავთ მას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადამიანი, როდესაც ჩათვლის, რომ ის ექსტრასენსია და ამის ამბიცია აქვს, მას ბევრი რამ უნდა შეეძლოს. მან უნდა მოახერხოს ადამიანის მკურნალობა, ტელეპათია და სხვა.
– თქვენ კურნავთ ყველანაირ დაავადებას?
– არა, ყველაფერს ვმკურნალობ–მეთქი რომ გითხრათ, არ იქნება სწორი, მაგრამ არის დაავადებები, რომელთაც ჩემი ძალებით გავმკლავებივარ. მაგალითად, ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანი განვკურნე. მე თვითონაც არ მჯეროდა, მაგრამ შვილის დაჟინებული თხოვნით, შევახე ხელი და საბედნიეროდ, გამომივიდა.
– ბევრი ექსტრასენსი ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ სიმსივნით დაავადებულთა განკურნება, თქვენ თუ კურნავთ?
– არა, ამას ნამდვილად ვერ დავიბრალებ. მე, ისეთ ადამიანს, ვისი შველაც არ შემიძლია, ხელს არ მოვკიდებ და პასუხისმგებლობას უსაფუძვლოდ ვერ ავიღებ.
– როგორც თავად აღნიშნავთ, ბევრ ინფორმაციას ფლობთ ადამიანებზე, გიჭირთ მათთან ურთერთობა?
– დამერწმუნეთ, რომ მართლაც ძალიან რთულია. ხშირად დავმჯდარვარ და მიტირია. ინფორმაციულად ძალიან რთული ასატანია ასეთი დატვირთვა. ძალიან ბევრი მაკითხავს ისეთი, ვისი ცხოვრებაც სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ფსიქოლოგიურად ვიძაბები, ვიღლები. არა მარტო იმიტომ, რომ მათი მოსმენა არის რთული, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლება არის ხალხში დაგროვილი და, ბუნებრივია, ეს დამთრგუნველია.
– ესე იგი, არის რაღაცეები, რაც ექსტრასენსებს არ შეუძლიათ?
– არის, რა თქმა უნდა, როცა დაღუპულია ადამიანი და მის სურათს მაჩვენებენ, როგორი ასატანია. მე ხომ ამის შეცვლა არ შემიძლია, ამიტომაც ძალიან მიჭირს. სწორედ ამას განვიცდი და, ყველა ასეთი ფაქტის შემდეგ, დღის ბოლოს, ხშირად მიტირია.
– ადამიანს უმალავთ თუ ბოლომდე ეუბნებით ყველაფერს, რასაც ხედავთ?
– არა. ვცდილობ, არ დავძაბო ისინი და თუ საფრთხეს ვხედავ, ვეუბნები, მოერიდონ სიტუაციას ან ვცდილობ, მტკივნეულ ინფორმაციას კორექცია გავუკეთო და მივაწოდო ისე, რომ მისთვის ეს ფსიქოლოგიურად უვნებელი იყოს და არ დაზარალდეს. ხშირად მეკამათებიან იმაზე, რომ არ შეიძლება მომავლის შეცვლაო, მაგრამ რაღაცეების კორექტირება ნამდვილად შესაძლებელია. და მეც ვცდილობ, ჩემი ძალებით ინფორმაცია გავცე. საფრთხის შესახებ, თუკი მას ეს ელოდება, ყოველთვის ვაფრთხილებ და რა საჭიროა ის ზედმეტად დავძაბო და შევაშინო. ამით შეიძლება მე ის დავაპროგრამო და მხოლოდ ცუდზე იფიქროს. მე თვითონაც ძალიან მიხარია, როცა ადამიანი ჩემი საშუალებით კარგად იგრძნობს თავს. ძალიან გულუხვად ვარიგებ ხოლმე ოპტიმისტურ რჩევებს.
– "ექსტრასენსთა ბრძოლაში" გამარჯვებულმა თემურ ხიბლიშვილმა, პროექტის დასრულებისას საზოგადოებას ერთგვარი გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნა, რომ სოციალურ–ეკონომიკური ფონი დამძიმდებოდა და ურჩია, პატრიარქის ნებას მიჰყოლოდნენ და მიწაზე ემუშავათ. თქვენ თუ ხედავთ ასეთ საფრთხეს და თუ გსურთ, საზოგადოებას რამე უთხრათ?
– არა, შიმშილი ნამდვილად არ გვემუქრება, რამდენადაც მე თავად ვარ ოპტიმისტი ადამიანი, ამდენად. მინდა ადამიანები დავაიმედო და ვუთხრა, რომ შიმშილი არ იქნება, თუმცა, ეს არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი. პრობლემებმა რომ იმატა, ფაქტია, რაც შეეხება მიწის დამუშავებას, ეს ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. და თუ სოფლის მეურნეობა გაძლიერდება, ბუნებრივია, ამას ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს.
– თქვენ ამბობთ, რომ მაქსიმალურად ცდილობთ, პოზიტიური ინფორმაცია მიაწოდოთ ადამიანებს. ამ შემთხვევაშიც ხომ არ იკავებთ თავს?
– ფაქტია, პრობლემები დაგროვდა, მაგრამ რამე საგანგაშოს რომ ვხედავდე, გავაფრთხილებდი ხალხს.
– აფხაზეთი და სხვა დაკარგული ტერიტორიები მხოლოდ პოლიტიკა არ არის. რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?
– გეთანხმებით და ამის პროგნოზირებას არც მოვერიდები. აფხაზეთს მალე დავიბრუნებთ და სხვა დაკარგულ ტერიტორიებსაც.
– რამდენ ხანში?
– მე ვერ გეტყვით, რომ ეს მოხდება დღეს და ხვალ, თუმცა, თქვენც მოესწრებით და არ გამოვრიცხავ, თქვენი მშობლებიც.
– კიდევ ერთი ომის გადატანა მოგვიწევს?
– არა, მშვიდობიანი გზით. საერთოდ, მინდა იცოდეს ყველამ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ის არ გაგვწირავს. დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველო გაბრწყინდება კიდევაც.
– ერთდროულად მოხდება ეს ყველაფერი?
– თქვენ მაინც ცდილობთ, პოლიტიკაზე გადამრთოთ, მაგრამ... მე ერთი შემიძლია გითხრათ, ამ ტერიტორიებს, ეტაპობრივად, უსისხლოდ დავიბრუნებთ.
ანა ქარდავა

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ამერიკაში ყურანი არ უყვართ
ასტროლოგია და ბავშვები

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)