| ქალი და მამაკაცი |

"რეალი" რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს"
ჟოზე მაურინიო: "რეალი" რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს"
ჟოზე მაურინიოს სახელი საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ამჟამად ის მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია და მის სახელზე ამყარებენ "რეალის" ფანები მთელ თავიანთ იმედებს. ჟოზემ უკვე დაატყო გუნდს თავისი ხელი და მისი ხელმძღვანელობით, "რეალი" გაცილებით უკეთეს თამაშს აჩვენებს, ვიდრე წინა წლებში. "რეალი" ამჟამად ლიდერია და პოზიციების დათმობას უახლოეს მომავალში არ აპირებს. სამეფო გუნდს წელს, ჯერჯერობით, არცერთი თამაში არ წაუგია და ბოროტი ენები ამბობენ, რომ მაურინიოს პირველი მარცხი სწორედ ნოუ–კამპზე შედგება.
მაურინიო თავს არ ღალატობს და ჩვეულებისამებრ, თავდაჯერებულია. პორტუგალიელის თქმით, სეზონი ძალიან გრძელია და წინ კიდევ უამრავი თამაშია, რომლებიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენენ. "რეალს" საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი შედეგი აქვს, რაც თავისთავად ბევრ რამეზე და პირველ რიგში, რეალის პროგრესზე მეტყველებს. "რეალმა" ბოლო შეხვედრა მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ეს თამაში დიდი ანგარიშით ვერ მოიგო, სამეფო გუნდმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა. მაურინიოს გუნდი სულ უფრო და უფრო სტაბილური ხდება, რაც "რეალს" ძალიან აკლდა წინა სეზონებში. მაურინიო არ გამორიცხავს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. მანამდე კი, მაურინიო მხოლოდ წლევანდელ სეზონზე ფიქრობს. გთავაზობთ ინტერვიუს ჟოზე მაურინიოსთან.
– ბოლო თამაშებში "რეალი" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია?
– ამის თქმა არასოდეს მიყვარს, რადგან ჩემი აზრით, იდეალური გუნდი არ არსებობს და ყოველთვის უნდა ეცადო პროგრესირებას. "რეალის" დონის გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები. ბოლო თამაშებში, შეტევაში თამაში კარგად გამოგვდის, მაგრამ პრობლემები მაინც გვაქვს, რადგან მეტოქეებს ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევთ. მაგალითად, "მილანისთვის" ორი გოლის გატანის საშუალება ნამდვილად არ უნდა მიგვეცა.
– ამ თამაშში 3 ქულა უნდა აგეღოთ?
– ნამდვილად 3 ქულა უნდა აგვეღო და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ მოხდა, თუმცა, ფრეც კარგი შედეგი იყო ჩვენთვის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ანგარიში ბოლო წუთზე გავათანაბრეთ. ამ თამაშში სრულ უპირატესობას ვფლობდით და უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეძლო "მილანმა" ჩვენთვის 2 გოლის გატანა. თუმცა, ბედს მაინც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს თამაში არ წავაგეთ. იმედია მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ
– სამაგიეროდ, ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი კარგად არის.
– ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არავინ იცის, მომავალში რა მოხდება და როგორ წარიმართება ესპანეთის ჩემპიონატი. "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ქულით ვუსწრებთ, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. "ბარსელონა" წელს ისეთივე ძლიერია, როგორც წინა სეზონებში, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. "ბარსელონასთან" დაუვიწყარი თამაში გველოდება, რომელშიც ვალდებულნი ვართ ღირსეულად ვითამაშოთ და ის ტრადიცია დავარღვიოთ, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.
– "ბარსელონაში" არ უყვარხართ.
– როდესაც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ხარ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ "ბარსელონაში" არ ეყვარები. როდესაც "ბარსელონაში" ვიყავი, მაშინ ხალხი ჩემ მიმართ დადებითად იყო განწყობილი, მაგრამ იმის მერე, რაც "ბარსელონა" რამდენჯერმე დავამარცხე, ბუნებრივია, დამოკიდებულება ჩემ მიმართ კარდინალურად შეიცვალა. ყველაფრის მიუხედავად, კატალონიაზე კარგი მოგონებები მაქვს.
– მოახერხებს "რეალი" ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად თამაშს?
– ეს თემა "რეალის" გულშემატკივრებისთვის მტკივნეულია, რადგან ბოლო წლებში გუნდი ვერა და ვერ ახერხებს ისეთი შედეგების ჩვენებას, როგორიც მას ეკადრება. ამ სეზონში იმედი მაქვს, ყველაფერი თავის ადგილას დადგება და "რეალი" შეძლებს ღირსეული თამაშის ჩვენებას. ჯგუფიდან ჩვენი გასვლა ეჭვს არ იწვევს, ხოლო შემდეგ რა იქნება, არავინ იცის.
– კრიშტიანოს თამაშს როგორ შეაფასებდით?
– კრიშტიანო ყოველთვის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და ეს არაერთხელ აღმინიშნავს. წელს კრიშტიანო ბრწყინვალე ფორმაშია და მისი თამაში გუნდს კიდევ არაერთხელ დაეხმარება რეალს. კრიშტიანო სრულყოფილი ფეხბურთელია, რომლისთვის არ არსებობს ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც ის ვერ გადალახავს. არ მესმის რატომ აკრიტიკებენ მას ასე ხშირად. თუ ის ცუდად ითამაშებს, მე პირველი ვიტყვი ამის შესახებ. კრიშტი საუკეთესოა.
– თქვენი ყოფილი გუნდების თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?
– ვცდილობ, რომ მათი თამაშები ვნახო, განსაკუთრებით ეს "ჩელსის" და "ინტერს" ეხება, მაგრამ ბუნებრივია, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ, რადგან უბრალოდ დრო არ მაქვს. "ინტერი" წელს საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შეეხება "ჩელსის", ის ბრწყინვალე გუნდია და ამას თითქმის ყოველ თამაშში ამტკიცებს.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ჟოზე მაურინიო

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი