| ქალი და მამაკაცი |

მარინა კახიანმა შვილი თვითონ შეარჩია
მარინა კახიანი: "ბიჭის დედობა მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს ნიშნავს".
სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მარინა კახიანმა შვილი თავად ამოირჩია. მსახიობის პროფესია რომ სიურპრიზებით არის სავსე, ამაზე მარინა კახიანის კარიერაც მეტყველებს. წლების წინ, როცა ის რუსთაველის თეატრში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ერთ–ერთ პირველ სპექტაკლში ჯემალ ღაღანიძის საყვარლის როლის თამაში მოუწია. წლების შემდეგ კი სერიალში მისი შვილიშვილის სანდრო მიკუჩაძე–ღაღანიძის დედის როლს თამაშობს.
ქალბატონი მარინა თავის გმირს, ლალი ჩიქოვანს, მხოლოდ დედობრივ ინსტინქტებში უგებს. მისთვის ცხოვრებაში ინტრიგა, ძალაუფლების წყურვილი და მიზნისთვის აკრძალული წესებით თამაში მიუღებელია. თუმცა ასეთი პერსონაჟების თამაშით კარგად ერთობა. ლალის მსგავსად მასაც ცხოვრებაში ერთი შვილი ჰყავს. თვლის, რომ ბიჭის დედობა ყველაზე რთული საქმეა და ამაყობს, რომ ამ საქმეს თავი კარგად გაართვა.
სანდრო მიკუჩაძე–ღაღანიძე რუსთაველის თეატრის ახალბედა მსახიობია. რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვარსკვლავბიჭუნაში" მთავარი როლი ითამაშა და არამარტო ბავშვების, არამედ მათი მშობლების გულებიც დაიპყრო (ამ დებიუტის შესახებ ცნობილი პაპა და შვილიშვილი თავის დროზე "სარკესთან" საუბრობდნენ.). მას, როგორც მსახიობს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მანამდე კი, ის თავისი პატარა ოჯახის მოწყობაზე ფიქრობს.
მარინა: ჩემი შვილის როლზე რამდენიმე ვარიანტი იყო. პროდიუსერებს სანდროს კანდიდატურა თავად შევთავაზე, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი სიტყვები ვერაფერს შეცვლიდა, მას თავისი შესაძლებლობები რომ არ გამოევლინა. პროდიუსერები ჩემმა კანდიდატურამ აღაფრთოვანა, მოეწონათ როგორც მისი არტისტული მონაცემები, ასევე გარეგნობა. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა, სანდრო ჩემი შვილი ყოფილიყო. ჩემი არჩევანი მხოლოდ პირადი ურთიერთობით არ იყო გამოწვეული, ჩავთვალე, რომ ეს ის მსახიობია, რომელიც ამ როლს ყველაზე კარგად ითამაშებდა.
სანდრო: ქალბატონი მარინას პარტნიორობა ჩემთვის ძალიან დიდი სკოლაა. როდესაც ასეთი დონის მსახიობი გიდგას გვერდში, ყველანაირად იხსნები. იმდენ იმპულსს მაძლევს, დავიჯერე, რომ მისი შვილი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა – ჯერ სერიალი, მერე ასეთი პარტნიორი.
– ქალბატონო მარინა, ლალის პერსონაჟი როგორ შექმენით, თქვენ გარშემო ბევრია ასეთი თავზეხელაღებული ქალი?
მარინა: ერთი თვისება მაქვს – ჩემი პერსონაჟი თუ არ დავინახე, არაფერი გამომივა. მთლიანად უნდა ვხედავდე მის გარეგნობას, ჟესტებს, შინაგან ბუნებას... ლალის შემთხვევაში ზუსტად მივხვდი, რა ტიპის ქალი უნდა შემექმნა. ცხოვრებაში არ მიყვარს მისნაირ ქალებთან ურთიერთობა, საშინელებაა, როდესაც არ იცი, მეორე ადამიანისგან რას უნდა ელოდო. ჩემი პერსონაჟი ისეთი ქალია, რომ ვერასოდეს გათვლი, რა შეიძლება, გააკეთოს. რეალურ ცხოვრებაში ასეთ ქალებს თავს ვარიდებ. ლალიში ყველაფერია – გაიძვერობა, გამყიდველობა... შეიძლება შენზე ცუდს ფიქრობდეს და ამ დროს გიცინოდეს.
– მაგრამ ამდენ უარყოფით თვისებასთან ერთად ის ტიპური გულჩვილი დედაა...
მარინა: სწორედ ეს არის დედაშვილობის ძალა. როგორც დედა, ჩემი გმირი ძალიან თავდადებულია, თუმცა ზოგჯერ შვილს დათვურ სამსახურს უწევს. შეუძლებელია, ამ ქალს თავის შვილთან ურთიერთობაში შეცდომები არ დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდეგანოდ უყვარს. შვილის აღზრდა ძალიან სერიოზული პროფესიაა, ზოგჯერ დედებს ჰგონიათ, რომ შვილებს გადამეტებული მზრუნველობით კარგ რამეს უკეთებენ, რეალურად კი პირიქით ხდება. შვილს ყოველთვის არ უნდა მოეფერო, როცა დასასჯელია, უნდა დასაჯო, მაგრამ არც ზედმეტი უნდა მოგივიდეს. ადამიანის ცხოვრებაში დედობაზე რთული არაფერი მგონია.
– ლალის მსგავსად თქვენც ერთი ბიჭის დედა ხართ, თქვენს დედაშვილობაზე გვიამბეთ, როგორ ზრდიდით ერთადერთ ვაჟს?
მარინა: ბიჭის აღზრდა უფრო რთულია, ვიდრე გოგოსი. სულ მგონია, გოგო რომ მყოლოდა, ერთმანეთთან მარტივი და უპრობლემო ურთიერთობები გვექნებოდა. ბიჭის აღზრდა რისკია – ზედმეტად არ უნდა ჩაკეტო და არც ზედმეტად გაუშვა, ზღვარი უნდა იპოვო. ბიჭის დედობა მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს ნიშნავს.
– თქვენ იპოვეთ ეს ოქროს შუალედი?
მარინა: მგონი, ნაპოვნი მაქვს, მადლობა უფალს! ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი შვილი არ არის ცუდი ადამიანი, რაც ჩემთვის საამაყოა. ის მართლაც კარგი ადამიანია და ურთიერთობებიც კარგად ესმის.
– სანდრო, თქვენს ცხოვრებაში თუ იყო ეტაპი, როდესაც შეიძლებოდა სხვა გზით წასულიყავით, მაგალითად, აგერჩიათ ქუჩა ან სხვა ცდუნებას დაყოლოდით?
სანდრო: ოჯახში მეც ერთი ბიჭი ვიზრდები. ჩემი აზრით, ბიჭების ცხოვრებაში ყოველთვის არის სირთულეები და, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს თავის დროზე განსაკუთრებული ყურადღება რომ არ მოექცია, შეიძლებოდა სხვა გზით წავსულიყავი. მე კი მაშინვე ქეჩოში მომკიდეს ხელი და სწორ გზაზე დამაყენეს. ჩემი ოჯახის მადლიერი ვარ, თუნდაც ის, რომ მე დღეს მსახიობი ვარ, მათი დამსახურებაა.
– ქალბატონო მარინა, თქვენი შვილის ცხოვრებაში თუ იყო რაიმე საფრთხე, რასაც დროზე აარიდეთ?
მარინა: თინეიჯერობის ასაკი ბიჭებისთვის ყველაზე რთული პერიოდია. ალბათ ბევრს არ გაუკვირდება, როდესაც ვიტყვი, რომ ჩემი შვილიც ბევრი საფრთხის წინაშე ყოფილა. ხანდახან საკუთარი თავი დამიჭერია, რომ ტიპური დედა ვარ. ზოგჯერ გინდა, შვილს შენი აზრი მოახვიო თავს. ხშირად დედებს გვგონია, რომ ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები, ყველაფერში ვერევით – პროფესიის, შეყვარებულის არჩევისას... მეც მაქვს ასეთი მომენტები, რაც მე მომწონს, მინდა, ჩემს შვილსაც ის მოსწონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს.
– სანდრო, გავიგე, ოჯახი შეგიქმნიათ. რამდენად გაქვთ გააზრებული ოჯახის პასუხისმგებლობა?
სანდრო: ეს ნაბიჯი ქარაფშუტულად არ გადამიდგამს, მალე მამა გავხდები. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად განვითარდა. ჩემი მეუღლე ახლა 17 წლის არის, მაგრამ ორივეს გააზრებული გვაქვს, რომ გვინდა კარგი, მყარი ოჯახი გვქონდეს. ვთვლი, რომ მე და ლიზიკო ამ პასუხისმგებლობისათვის მზად ვართ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს საკუთარი ოჯახი და ვიზრუნო ჩემს საყვარელ ადამიანებზე.
– ქალბატონო მარინა, უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ თქვენი პერსონაჟი ლალი ჩიქოვანი სერიალში უარყოფით როლს თამაშობს, მაგრამ საზოგადოებაში დიდ მოწონებას იმსახურებს, თითქოს მას ბაძავენ კიდეც.
მარინა: კი, ამაზე მეც მიფიქრია. მეგონა, რომ მას საზოგადოება შეიძულებდა, მაგრამ ხანდახან უარყოფითი პერსონაჟები უფრო დიდ თანაგრძნობას იმსახურებენ ხოლმე. ალბათ ჩემი გმირი ისეთი მონსტრი არ არის, რომ ხალხმა შეიძულოს. ცნობილ ინგლისელ მსახიობს, ჯერემი აირონს ერთი კარგი არტისტული თვისება აქვს – ძალიან ხშირად თამაშობს უარყოფით როლებს, მაგრამ ყველა მისი პერსონაჟი რაღაცნაირად ახლობელი ხდება მაყურებლისთვის და სიმპათიებს იმსახურებს. ის თავის პერსონაჟებს ისე წარმოაჩენს, ყველას აჩვენებს, რომ ის არის მსხვერპლი, რაც ხალხში ყოველთვის თანაგრძნობას იწვევს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც სპექტაკლში მედეას როლი შემომთავაზეს. თავიდან უარზე ვიყავი, რადგან ჩემი აზრით, როცა როლს თამაშობ, ნაწილობრივ შენი პერსონაჟის ადვოკატი უნდა გახდე, მისი უნდა გესმოდეს, თანაც – როცა თეატრში თამაშობ. მედეას ქმედება თავიდან ვერაფრით გავამართლე – უღალატო ქვეყანას, მამას, ძმას და მერე შვილები დახოცო. ბოლოს ამ პერსონაჟს მაინც მოვუძებნე გამართლება და ვითამაშე. აი, ლალის ცხოვრებაში კი ჯერ გამართლება ვერ ვიპოვე.
– სანდრო, თქვენ რამდენად მოგწონთ ან გაღიზიანებთ ისეთი ინტრიგანი და თავზეხელაღებული ქალები, როგორიც ლალი ჩიქოვანია?
სანდრო: რაღაც მომენტში ამ ქალს მეც ვამართლებ, ქალს აქვს დასახული მიზანი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. უბრალოდ ამ მიზნის მიღწევამდე ბევრი ცუდი რამის გაკეთებაც უწევს და ეს ცხოვრებაა.
მარინა: ჩემთვის მაინც მიუღებელი რჩება. თუნდაც ეს გამოთქმა – მიზანი ამართლებს საშუალებას – სწორად არ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე არ უნდა წახვიდე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში მქონია რაღაც მიზანი, ბევრ რამეზე მაინც ვერ წავსულვარ.
– ანუ თქვენს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც, ლალი ჩიქოვანის მსგავსად რომ მოქცეულიყავით, სხვანაირად წარიმართებოდა მოვლენები?
მარინა: კი, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ გარკვეული ნაბიჯები არ გადავდგი, ბევრი რამ დავკარგე, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რაღაცეებზე წასვლა მეც შემიძლია.
სანდრო: მეც არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ დასახული მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთო და ცუდი ნაბიჯები გადავდგა, თუმცა, როცა გვერდიდან ვუყურებ სხვის სწრაფვას მიზნისკენ, მაინც ვამართლებ.
– სერიალში, სადაც თქვენ თამაშობთ, აღწერილია სატელევიზიო ცხოვრების ინტრიგები, თუმცა თეატრალური სამყაროც მეტი, თორემ არა ნაკლები ინტრიგებით არის ცნობილი.
მარინა: სილამაზის სალონშიც შემხვედრია ინტრიგები, მინახავს, ერთმანეთს რომ ხოცავდნენ. ხანდახან, რა თქმა უნდა, თეატრშიც იბრძვიან როლებისთვის, მაგრამ ეს დიდად თვალშისაცემი არასოდეს ყოფილა. ალბათ იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ინტრიგები არ ხდება. მეც მსმენია, რომ როლების გამო მსახიობი ქალები ერთმანეთს ხელითაც შეხებიან, მაგრამ ასეთ რამეს მე არ მოვსწრებივარ, რაც ალბათ რობერტ სტურუას დამსახურებაა. შესაძლებელია, ჩვენს თეატრში ეს ბრძოლები უფრო შეპარულად და ინტელიგენტურად, დახვეწილი ფორმით მიმდინარეობს.
– ხშირად თეატრში ახალგაზრდა მსახიობების გამოჩენა არ უყვართ. როგორ მიიღეთ რუსთაველის თეატრის მსახიობებმა სანდრო და ზოგადად მისი თაობა?
მარინა: მე ახალგაზრდებთან ურთიერთობა არასოდეს მიჭირს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან ერთნაირად შემიძლია ურთიერთობა დავამყარო. ნაადრევად დაბერებული ახალგაზრდებიც შემხვედრიან. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ მიყვარს. საბედნიეროდ, ახალგაზრდებს შორის ბევრი მეგობარი მყავს.
– რას იღებთ ამ მეგობრობისგან?
მარინა: ბევრ რამეს, პირველ რიგში, მათგან ვსწავლობ. თქვენ წარმოიდგინეთ, მიზანდასახულობა სწორედ ახალგაზრდა თაობისგან გადავიღე. ისინი ძალიან თამამად იბრძვიან საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად და ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოუვიდეთ. თავისუფლება აღვირახსნილობასა და უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს, ზღვარი აქაც დასაცველია.
– სანდრო, როგორც მსახიობს, ხელს ხომ არ გიშლით პაპის, ჯემალ ღაღანიძის სახელი? იყო ასეთი მსახიობის შვილიშვილი, ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა.
სანდრო: კი, ძალიან რთულია, ასეთი ბაბუის შვილიშვილი იყო. როცა რაღაც ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ, არა მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ, არამედ ბაბუასა და ჩემს ოჯახზეც. სულ ვაანალიზებ, ჩემი საქციელი ბაბუის სახელს რამე ჩრდილს ხომ არ მიაყენებს. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რაც მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
– ქალბატონო მარინა, უფროსობის სურვილი და ამბიცია არასოდეს გაგჩენიათ, თუნდაც თეატრის დირექტორობის?
მარინა: არა, არ მინდა! ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა, რომ სულ დაკავებული ვიყო სპექტაკლებში. თანამდებობას ძალაუფლების ხიბლი აქვს, მე კი სცენაზე ვთამაშობ ასეთ ქალებს. განებივრებული ვარ დედოფლების თამაშით, ასე რომ, ამ ამბიციას სცენაზე ვიკმაყოფილებ.
– ხვალ რომ რომელიმე რეჟისორმა ორივეს ასეთი ავანტიურა შემოგთავაზოთ – მიგიწვიოთ ფილმში ან სპექტაკლში, სადაც შეყვარებულების თამაში მოგიწევთ, დათანხმდებოდით? არ გაგიჭირდებოდათ დედა–შვილის შემდეგ შეყვარებულების როლის თამაში?
მარინა: რატომაც არა! თუ საინტერესო იქნება, ვითამაშებდი. მე მსახიობი ვარ და ყველა საინტერესო როლს სიამოვნებით მივიღებ. მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო როლისთვის.
სანდრო: მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, ჩვენ მსახიობები ვართ და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი როლისთვის.
მარინა: თუმცა, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან თითოეული როლი პარტნიორთან დამოკიდებულებაში რაღაცას მაინც გიტოვებს. მაგალითად, სპექტაკლში "მეფე ლირი" რამაზ ჩხიკვაძის პერსონაჟის შვილს ვთამაშობდი და მერე ეს ურთიერთობა რაღაცნაირად მთელი ცხოვრება გაგვყვა. რუსთაველის თეატრში ჩემი მეორე როლი მეძავის იყო. სპექტაკლში სანდროს ბაბუა, ჯემალ ღაღანიძე, შერიფს თამაშობდა. ჩემი გმირი მისი საყვარელი იყო. ასე რომ, ჩვენ მსახიობები ვართ და ხან დედა–შვილის თამაში მოგვიწევს, ხან – საყვარლების.
– სანდრო, როგორ ფიქრობთ, რა არის ქალბატონი მარინას მომხიბვლელობის საიდუმლო?
სანდრო: პირველ რიგში, სილამაზე და შემდეგ – ურთიერთობა. მთელი ჩემი ბავშვობა კულისებში მას ვუყურებდი და ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. აღფრთოვანებული და შეყვარებული თვალებით ვუცქერდი. თუ ადამიანი ბრმა არ არის, ის ყველა ვარიანტში მოხიბლული უნდა იყოს ამ ქალბატონით.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: მარინა კახიანი

კავშირი ტეგთან: მარინა კახიანი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი