| ქალი და მამაკაცი |

"ქმარმა ნახევარი მილიონის ქონება დამაკარგვინა"
"ნერვიულობისგან ზუსტად ერთ კვირაში 15 კილო დავიკელი"
ყოფილი ტელესახე, ამჟამად რადიოწამყვანი სალომე გოგიაშვილი, ცოტა ხნის წინ თავისი ოჯახური დრამით საზოგადოების წინაშე წარდგა და მისმა ისტორიამ "ნანუკას შოუს" მაყურებელი გააოგნა.
სალომე 4 წლის წინ მეორედ გათხოვდა და ეს, როგორც მაშინ "სარკეში" ყვებოდა, მისი დიდი სიყვარული იყო. მისი მეუღლე ვასიკო თედორაშვილი გახლდათ, სალომე მას ვასკა–თი იხსენიებდა. მალე შვილი, დათუნა შეეძინათ, რომელიც ახლა 2 წლის არის. ერთ დღეს კი წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი აირია. ქმარი ქვეყნიდან გადაიკარგა, ცოლი კი შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. სალომე ამბობს, რომ თაღლითი ქმრის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელმაც ის პირწმინდად გაძარცვა – წინასწარ დაგეგმა ყველაფერი და მათი ქორწინებაც მხოლოდ ფარსი და ვერაგული გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. ახლა სალომე უკვე ორგზის მარტოხელა დედაა. პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. მისი ცხოვრების მთავარი სიხარული სწორედ შვილები არიან.
ამ ისტორიის მოსმენამ ბევრი კითხვა გააჩინა. "სარკესთან" სალომემ თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა, ხოლო თუ ვინ არის მისი მეუღლე და მართლაც არის თუ არა დამნაშავე, ამას სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ.
– სალომე, ბოლო პერიოდში ბევრი რამ გადაიტანეთ. ახლა როგორ ცხოვრობთ, თავს როგორ გრძნობთ?
– ახლა თავს კარგად ვგრძნობ. რადიოს მუსიკალური წამყვანი ვარ, კლუბში კარაოკე მიმყავს. ჩვენს დედაქალაქში თუ რაიმე ღონისძიებაა, წამყვანად მეპატიჟებიან. რაც შეეხება ჩემს შვილებს, დღის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ვატარებ. უფროსი, მაშო, მეორე კლასშია. ბეჯითი მოსწავლეა და საკმაოდ დატვირთულია. დათუნაც ძალიან ჭკვიანი ბიჭია. როცა ძალიან დატვირთული ვარ, ძიძა, დედა და ბებიაც მეხმარებიან. სხვათა შორის, მაშოც ჩართულია ძმის გაზრდაში. დათუნა გარეგნობით საერთოდ არ მგავს, ქერა და ცისფერთვალებაა, მე მარტო ხასიათით დამემგვანა, ჩემსავით ჭკუამხიარულია – მღერის, ცეკვავს და ასე საინტერესოდ გაჰყავს დრო.
რაც გადავიტანე, მართლაც მძიმე იყო, მაგრამ ყველაფერმა გაიარა. ვთვლი, რომ ცხოვრებაში როგორი ცუდი რამეც უნდა მოხდეს, ყველაფერს სხვა კუთხით უნდა შეხედო, უნდა იფიქრო, რომ ღმერთმა უარესი რამისგან დაგიფარა.
– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ჩემი მეუღლე მარტო არ მოქმედებდა, მას დედა ეხმარებოდა, რომელიც მასზე უარესია. სწორედ ეს ქალბატონი შუამდგომლობდა და ამ საქმეში იყო მთავარი ფიგურა. მის მიმართ ნდობა ნამდვილად მქონდა, რადგან ვიზუალურად და ქცევებით ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო მთავარი ინიციატორი, რომ მის შვილს გავეძარცვე.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვასიკოს ჩემთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მერე, სამსახურში რომ დაეძაბა სიტუაცია, ეს ჩვენს დამოკიდებულებაზეც აისახა. ამიტომ ჩვენ დავშორდით და ეს კოშმარი მერე დაიწყო.
ერთხელ ჩემი ქმრის ერთმა მევალემ დამირეკა და მითხრა, რომ ვასიკოს მისი ვალი ჰქონდა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ვასიკოს დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მასთან სახლში წავედი, რომ გამეგო, სად და როგორ იყო. დედამისმა შუა ქუჩაში ნამდვილი სპექტაკლი გამართა, გული წაუვიდა, იტირა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვასიკოს დაკარგვა დამეჯერებინა. სახლში ძლივს მიმიყვანეს, რადგან სრულ ისტერიკაში ჩავვარდი. მეგონა, ვინმემ მოკლა ან რაიმე უბედურება დაემართა. სახლში დედაჩემი და მეგობარი დამხვდნენ. მითხრეს, ნუ ნერვიულობ, თუ დაიკარგა, პოლიციას შევატყობინოთ და მოძებნიანო. დედამისს გადავურეკე და ვუთხარი, ასე მოვიქცეთ–მეთქი. მას ტონი უცებ შეეცვალა, აბსოლუტურად მშვიდი ხმით მითხრა, არ ინერვიულოთ, ამ სტრუქტურაში მეგობრები მყავს და ისინი მოძებნიანო. ტირილი და თავში ხელებისშენაც შეწყვიტა და მითხრა, შვილს პრობლემებს არ შევუქმნი, განცხადების შეტანას არ ვაპირებ, შენ რაც გინდა, ის ქენი, მე თავი დამანებეო და ტელეფონი გამითიშა. ჩვენი ურთიერთობა ამით დასრულდა. ახლახან გავიგე, რომ ჩემს ყოფილ ქმარს დედამისიც წაყვანილი ჰყავს.
– არ იცით, ახლა სად იმყოფებიან?
– ვიცი, იტალიის ერთ–ერთ ქალაქში არიან.
– საქმე აღძრულია მათ წინააღმდეგ?
– არ მაქვს უფლება, ვთქვა, რას ვაპირებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა ზომას მივმართავ, რომ მამობის უფლება ჩამოვართვა და ჩემს შვილს კილომეტრის რადიუსშიც კი არ გაეკაროს, რადგან მართლა მეშინია. ეს არის ავადმყოფი ადამიანი. არ შეიძლება, ადამიანს არავინ უყვარდეს, ის კი სწორედ ასეთია, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. ასე რომ არ იყოს, წესით, გული უნდა ჰქონდეს გახეთქილი. საქართველოში კაცი არ მოიძებნება, ვისაც შეუძლია, ვასიკოზე კარგი თქვას. ჩემთვის რომ ასეთი შეურაცხყოფა მოეყენებინათ, ალბათ გული გამისკდებოდა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს და თანაც ბედავს, ნანუკა ჟორჟოლიანს დაურეკოს და პასუხი მოსთხოვოს იმაზე, თუ როგორ გავბედეთ და მისი სახელი ვახსენეთ. ვფიქრობ, ეს ადამიანი ან არანორმალურია, ან უბრალოდ სინდისის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და კიდევ გეგმა აქვს, რითიც მოქმედებს.
– ბევრი რამ დაკარგეთ – სახლი, მანქანა, აგარაკი, ძვირფასეულობა... ამდენი რამ როგორ ჩაუგდეთ ხელში? ახლა სად და როგორ ცხოვრობთ?
– თაღლითობა დაიწყო იმით, რომ თავს მაჩვენებდა, თითქოს პრობლემები ჰქონდა. მაშინ ერთმანეთთან კარგად ვიყავით და ჩემი სახლი ჩავადებინე ბანკში. თურმე რაღაც საბანკო კომბინაცია გააკეთა, რაშიც მე კარგად ვერ ვერკვევი, ამის ფონზე კრედიტი გაიზარდა და ავიდა ისეთ თანხაზე, რისი გადახდის საშუალება არც მე მქონდა და არც დედაჩემს. ამ ყველაფერს მიემატა ჩემი მანქანა, აგარაკი... წვრილმანებს – ოქროულობას და ტექნიკას – აღარც კი ვთვლი. როდესაც გაიქცა, მანქანას და აგარაკს აღარ დავეძებდი, ორი შვილით ქუჩაში, ცას გამოკიდებული ვრჩებოდი. რომ არა მამას მეგობარი, რომელიც დაგვეხმარა და სახლი დაგვიბრუნა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა.
– თქვენი გაქცეული ქმრის მევალეები ცნობილი ადამიანები არიან. მათთან ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ძალიან ბევრს არ ვიცნობ. მის მევალეებს შორის მამაჩემის მეგობრებიც არიან, მაგრამ მათ ერთხელაც კი არ დაურეკავთ, არც არაფერს იმჩნევენ, მაგრამ ამით უფრო ვწუხდები, ამით უფრო ვარ უბედური. ისინი მუდამ მხარში მიდგანან. ეს ისეთი რთული გადასატანი იყო, რომ ენით ვერ გადმოგცემთ. ხომ გაგიგიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ამ განსაცდელმა დამანახა, ვინ არის ჩემი ნამდვილი მეგობარი. რამდენიმე მათგანის დაკარგვა მომიწია.
– წარმომიდგენია, თქვენები რა მდგომარეობაში იქნებოდნენ.
– იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი დედაჩემი, თიკო ოყო. ჩემთან ერთად ეძინა, ნერვიულობდა, არა იმიტომ, რომ სახლს ვკარგავდით, განიცდიდა, ასეთი დღეში რომ მხედავდა. საოცრება ის იყო, რომ ვერც ვტიროდი და არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. ახლა უფრო მემართება ნევროზული შიშები. ნერვიულობისგან ზუსტად ერთ კვირაში 15 კილო დავიკელი. ეს იყო ისეთი არანორმალური მოვლენა, რომ მეგობრები შოკში ჩავარდნენ. იმ პერიოდში ძალიან მხნედ ვიყავი, ვფიქრობდი, იმ სიტუაციიდან როგორ გამოვსულიყავი. ჩემ გამო ოჯახსა და შვილებს დიდი ზიანი და ტრავმა მივაყენე. დედაჩემის უზომოდ მადლიერი ვარ.
– რა რაოდენობის ზიანი მოგაყენათ ყოფილმა მეუღლემ?
– რაც ვიცით, ეს არის ნახევარი მილიონი და რაც არ ვიცით, ეს კიდევ სხვა თემაა... ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კარგად იცხოვროს. მას კარგი ცხოვრება ხიბლავდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სოლიდური თანხა ექნება წაღებული. მას შემდეგ კონტაქტი აღარ გვქონია. გაქცევიდან ორი კვირის შემდეგ მომწერა, რომ უნდოდა, მასთან ერთად ვყოფილიყავით, რადგან უჩემოდ ცხოვრება არ შეეძლო. მეგობრები მაშაყირებდნენ, რომ ჩააკითხო, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდებიო.
– თქვენი ურთიერთობა 4 წლის წინ ძალიან ლამაზად დაიწყო, ქორწილიც ლამაზი გქონდათ...
– 4 წლის წინ გავიცანი და ყველაფერი ასეთი კარგი და ლამაზი იმიტომ იყო, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაწერილი. ზუსტად იცოდა, რომ ჩემთან ქორწინებით ბევრი ფულის შოვნის საშუალება ექნებოდა, ჩემგან გაიცნობდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გეგმის შესასრულებლად გამოიყენებდა.
– ვინ არის პროფესიით, რას საქმიანობდა?
– ოჯახით, მოდგმით, პროფესიით არის აფერისტი! პატარა ბიზნესი, ავტოლომბარდი ჰქონდა.
– მის სანათესაოსთან რაიმე შეხება არ გაქვთ?
– მთელი ოჯახი წაიყვანა და ეს საკითხი არც ერთს ანაღვლებს. მის ნათესავებს კი არ ვიცნობდი. საერთოდ ვინმე თუ ჰყავს, არ ვიცი. მისი მეგობრები შეწუხებულები არიან, მისგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა.
– გიფიქრიათ იმაზე, როცა დათუნა გაიზრდება, ხომ არ გისაყვედურებთ, თქვენს ოჯახურ დრამაზე ასე საჯაროდ რომ ილაპარაკეთ?
– მინდა, რომ დათუნამ ჩემი გვარი ატაროს, იმიტომ, რომ ბაბუის მოსახელე და მოგვარე იქნება და ამისი არასოდეს შერცხვება. ვასიკოს კი შვილთან არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა. დილას მიდიოდა და შინ საღამოს ბრუნდებოდა, როცა ბავშვს უკვე ეძინა. სასეირნოდაც კი არასოდეს წაუყვანია.
იმედი მაქვს, ჩემი შვილი ვაჟკაცი იქნება და და ის მაინც არ მიღალატებს. მე და დედა დიდხანს ვფიქრობდით, ეს თემა საჯაროდ გამოგვეტანა თუ არა. იმაზეც ვიფიქრეთ, იქნებ საერთოდ დაგვემალა და არავისთვის მოგვეყოლა ან რა ფორმით უნდა გვეთქვა დათუნასთვის, რომ მისთვის ტრავმა არ მიგვეყენებინა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, დათუნა რომ გაიზრდება და ანალიზის გაკეთების უნარი ექნება, ზუსტად ისე მოვუყვებით, როგორც სინამდვილეში იყო. ის უნდა გაიზარდოს ნამდვილი კაცი. უნდა იცოდეს, რაც მამამისმა გააკეთა, ეს არის ცუდი და სამარცხვინო. მამასთან შეხება არ ჰქონია. ვასიკოს წყალობით, არ იცის, რა არის მამა. დათუნა პატარა იყო, როცა მამამისი ქვეყნიდან გაიქცა. იმისთვის, რომ ჩემი შვილი დავიცვა, მან ყველაფერი უნდა იცოდეს. თუ ოდესმე შეხვდება მამას, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ უნდა უპასუხოს იმას, რაც მან ჩაიდინა. ასე მგონია, ღმერთი დამეხმარება და ჩემი შვილი ისეთი ადამიანი გაიზრდება, რომ მამამისს სათანადო პასუხს გასცემს, ისეთს, რისი ღირსიც არის.
– სალომე, სანამ ქმარი ამხელა ქონებას მთლიანად წაგართმევდათ, მანამდე მისი ჩანაფიქრის შესახებ როგორ ვერ ხვდებოდით?
– ყველა ამას მეკითხება და ალბათ ჩემს ადგილას სხვა რომ მენახა, ზუსტად იმავე კითხვას დავუსვამდი. სიყვარულისგან დავბრმავდი! "ნანუკას შოუში" იმ ადამიანების სია წავიკითხე, რომლებიც ჩემმა ყოფილმა ქმარმა "გადააგდო". მათაც ვერ გაიგეს, ვისთან ჰქონდათ საქმე. ასე რომ, მე ეს ქალური სისულელეების გამო არ დამმართნია, ის არის პროფესიონალი აფერისტი. ეს ყველაფერი რომ მოხდა და მეგობრებმა გაიგეს, თავიდან არც დაიჯერეს, მეუბნებოდნენ, ეს შენი მორიგი ხუმრობააო. ვასიკო არის პროფესიონალი თაღლითი, რომელმაც ზუსტად იცოდა, როგორ, სად და რა უნდა გაეკეთებინა.
იმის საშუალება, რომ დაგვეფიქსირებინა ე.წ. მეორე მხარის, ანუ სალომე გოგიაშვილის ქმრის პოზიცია, არ მოგვეცა, რადგან ვასიკო თედორაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. ისღა დაგვრჩენოდა, კომენტარი გვეთხოვა ერთადერთი ადამიანისათვის, ვისაც ვასიკო გამოეხმაურა – ნანუკა ჟორჟოლიანისთვის, რომელსაც, სალომეს სიტყვებით, ვასიკომ დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
– ორჯერ დამირეკა და ზრდილობიანად მელაპარაკა, მითხრა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გადაცემაში მისი სახელი და გვარი არ გვეხსენებინა. ვუპასუხე, რომ ეს ამ გადაცემაში ყველანაირად შეუძლებელი იყო და შევთავაზე, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო ჩვენთან მოსვლა და ამ თემაზე საუბარი, თუნდაც ადვოკატის თანხლებით, რაზეც მიპასუხა, დავფიქრდებიო. ამის შემდეგ აღარ შემხმიანებია.
ლანა კიკნაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი