| ქალი და მამაკაცი |

"კარლო თავის სამყაროში შეგიშვებდა და გიმეგობრებდა"
მურმან ჯინორია: "კარლო საკანდელიძე თავის სამყაროში შეგიშვებდა და გიმეგობრებდა"
82 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი კარლო საკანდელიძე. მსახიობი ბოლო რამდენიმე წელი ავადმყოფობდა. 2 ნოემბერს მისი ცხედარი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები აღნიშნავენ, მან რუსთაველის თეატრის სცენაზე 61 წელი გაატარა. შესრულებული ჰქონდა 50–მდე კინოროლი და 80–მდე როლი თეატრში.
გურამ საღარაძე:
– სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს. ჩემი ბევრი მეგობარი წავიდა ამ ქვეყნიდან. მარტო მსახიობებს არ ვგულისხმობ, ცხოვრების მეგობრებსაც ვგულისხმობ. ძალიან სევდიანად ვგრძნობ თავს, დამწუხრებული ვარ, თითქოს გულზე ლახვარი დამასვესო. მე და კარლოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი მეგობრობა პიონერთა სასახლიდან დაიწყო, სადაც დრამატულ წრეში დავდიოდით და სპექტაკლებს ვთამაშობდით. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით.
– რამდენი წლით უფროსი იყო თქვენზე?
– ერთი–ორი წლით.
– თქვენთან ერთად კიდევ ვინ დადიოდა დრამატულ წრეში?
– ძალიან ბევრი, მათ შორის რამაზ ჩხიკვაძეც. ჩვენს დროს ძალიან პოპულარული იყო პიონერთა სასახლის დრამატული წრე და მხატვრული კითხვის წრე. პირადად მე მხატვრული კითხვის წრეშიც ვიყავი და დრამატულ წრეშიც.კარგად მახსოვს, ერთ–ერთ სპექტაკლში კარლო მეღორის როლზე დანიშნეს, მე კი მისი დუბლიორი ვიყავი. ამ როლზე ორივე ერთად ვმუშაობდით. აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარულიც და მეგობრობაც.
– რუსთაველის თეატრში ერთად მიხვედით?
– არა. რუსთაველის თეატრში 1951 წელს მივედი, კარლო ორი წლის მისული იყო. მას შემდეგ არსად წავსულვართ. ერთად ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ.
– როგორი იყო მუშაობის პროცესში?
– კარლო ძალიან დიდი პროფესიონალი იყო. ჩვენ ვერცერთი ვერ დავიტრაბახებთ იმ პროფესიონალიზმით, რომელიც მას გააჩნდა. როლს რომ მისცემდნენ და მუშაობას დაიწყებდა, ბოლომდე გაწურავდა. რეჟისორს ახალ–ახალ წინადადებებს სთავაზობდა.
– ბუნებით როგორი იყო?
– ფხუკიანი იყო. რაღაცა ამბავი რომ შეემთხვეოდა, იმ ამბავს გაზვიადებულად მოგიყვებოდა, გააბუქებდა და გააფორმებდა. ისე მოყვებოდა, თითქოს ვეფხვი მოკლა. მერე ვიცინოდით, კარლომ რა თქვა, კარლომ როგორ გააკეთა, რა მოუვიდა და ასე შემდეგ. ჩვენმა სამეგობრომ კარლოს შესახებ დაიწყო მოყოლა.
– ამაზე არ ბრაზდებოდა?
– არა, რადგან იცოდა, რომ კეთილი გულით ვიცინოდით. ბუნებით ისეთი იყო, რომ არ გაწყენინებდა. მეგობრის და ძმაკაცის მოყვარული იყო. რა სიკეთეც შეიძლება ითქვას ადამიანზე, ის შეიძლება ითქვას კარლოზე.
– როგორი მოქეიფე იყო?
– ქეიფი ძალიან უყვარდა. კარგად მღეროდა და კარგად ცეკვავდა. ქართული სიმღერების დიდოსტატი იყო. დალევა უყვარდა, მაგრამ რეპეტიციაზე, ან სპექტაკლზე არასოდეს მოვიდოდა ნასვამი. სცენაზე ისე იყო, როგორც თევზე წყალში.
– რომელ სპექტაკლზე იმუშავა ბოლოს?
– "მოხუც ჯამბაზებში". როლიც კარგი ჰქონდა და მშვენივრადაც მუშაობდა, მაგრამ ჩაწვა და მუშაობა აღარ შეეძლო. ყოველთვის მზად ვიყავით, ამ სპექტაკლში კარლო შეგვეყვანა, მაგრამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა. სამწუხაროა, რომ კარლო დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. სანამ იარსებებს ქართული კინო და თეატრი, მისი სახელი არ მოკვდება.
გივი ბერიკაშვილი:
– საოცარი პიროვნება იყო, დაუზარელი და წუნდაუდებელი. ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ვინმესთვის რამე ესიამოვნებინა. ყველასთან მართალი იყო. როგორც შემოქმედი, ძალიან მიმზიდველი იყო.
– რა სწყინდა, რაზე ბრაზდებოდა?
– მუშაობის პროცესში არაფერზე ბრაზდებოდა. თუ შენი პარტნიორი იყო, მუშაობის საშუალებას გაძლევდა. მასთან მუშაობას არაფერი სჯობდა. 24 საათი შეეძლო ემუშავა. არასოდეს გეტყოდა საყვედურს. მაგალითად, რეპეტიცია რომ უნდა დაგვეწყო, გვეტყოდა: ბიჭებო, თქვენ არ შეწუხდეთო, ადგებოდა და თავად გააკეთებდა ყველაფერს და მერე გვეტყოდა, რეპეტიცია დავიწყოთო.
– პირველად სად ითამაშეთ ერთად?
– "ღვინის ქურდებში", ამ ფილმიდან დაიწყო ჩვენი დიდი მეგობრობა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ახლა არ მინდა იმ ამბების გახსენება, როდესაც ერთმენეთს ვეხუმრებოდით. უბრალოდ ვიტყვი, რომ ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან.
მურმან ჯინორია:
– ჩვენი პირველი გაცნობა მოხდა რუსთაველის თეატრში, როდესაც მიშა თუმანიშვილმა დადგა შექსპირის პიესა "იულიუს კეისარი", მაშინ მე–||| კურსის სტუდენტი ვიყავი და ბატონმა მიშამ თავისი სტუდენტები მასობრივ სცენებზე დაგვაკავა. ჩვენ მოვხვდით დიდ სცენაზე, სადაც თამაშობდნენ: ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი, ედიშერ მაღალაშვილი. მაშინ ბატონი კარლო კასკას როლს თამაშობდა. ასე მოხდა ჩვენი პირველი პროფესიონალური ურთიერთობა.
– რა მოგწონდათ ყველაზე ძალიან მასში?
– ის, რომ მასთან ურთიერთობაში თავისუფლად შეხვიდოდით. თავის სამყაროში შეგიშვებდა და გიმეგობრებდა. უყვარდა სუფთად და კოხტად ჩაცმა. შეიძლება ძვირადღირებული არ სცმოდა, მაგრამ გამორჩეულად ეცვა.
– რამდენი წლით იყო თქვენზე უფროსი?
– 20–25 წლით ჩვენზე უფროსი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობაში ეს ასაკობრივი ბარიერი არ იგრძნობოდა. გაცნობის წუთიდანვე დავმეგობრდით. ხშირად არის ისეთი მომენტი, რომ ზოგთან ვერ მიხვალ, ზოგთან მიხვალ. ბატონი კარლო იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთანაც თავისუფლად მიხვიდოდი, მაგრამ მოწიწებით და დიდი პატივისცემით. ეს თვისება მას თავის პროფესიაშიც ჰქონდა. უდიდესი მსახიობი იყო და ამავე დროს უპრეტენზიო. ეს ორი სიტყვა განაპირობებს ბატონი კარლოს არტისტულ განსხვავებულობას.
– რამდენადაც ცნობილია, მას როლებს ხშირად არ აძლევდნენ, რის გამოც ხშირად უკმაყოფილო იყო.
– მსახიობები ყოველთვის არიან უკმაყოფილოები. თუ მსახიობი უკმაყოფილო არ არის, ის არაფრის შემქმნელია. გულნატკენი მეც ვარ და ყველა მსახიობიც არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი პროფესია მეორე პლანზე გადადო და პირველ ადგილზე გაბრაზება დააყენო. ბატონი კარლო შემდგარია, როგორც უდიდესი ხელოვანი.
– ხშირად იყავით მისი პარტნიორი?
– კი. ბოლოს პარტნიორი ვიყავი სპექტაკლში "საშობაო სიზმარი". როგორც პარტნიორი გულითადი იყო. არცერთ შენს ჩანაფიქრს, ქცევას არ გამოტოვებდა. აგყვებოდა, იმპროვიზაციის უდიდესი ნიჭი ჰქონდა. ის მარტო თავის როლზე არ ფიქრობდა. მას ჰქონდა იმის უნარი, რომ რასაც აკეთებდა, მაყურებელს შეაგრძნობინებდა, კი არ დაანახვებდა, შეაგრძნობინებდა. ის უკანასკნელი მოჰიკანი იყო, რომელმაც ეს მსახიობური თვისება თან გაიყოლა. მან მშვენიერი ფერი დატოვა ქართულ ეკრანზე.
– რაზე ბრაზდებოდა?
– უსამართლობაზე ბრაზდებოდა. თავად მართალი კაცი იყო. რაღაც მომენტში სიმტკიცეს იჩენდა. ფიცხიც იყო, რაღაცაზე წამოჭარხლდებოდა, მაგრამ ეს გაბრაზება ბოროტებაში არ გადავიდოდა.
– ინტრიგის მსხვერპლი თუ გამხდარა?
– შეიძლება მის გარშემო ინტრიგა ყოფილა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. არიან მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც ამას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე შემოქმედებას. ამაშიც გამორჩეული იყო ბატონი კარლო.
– რამდენადაც ცნობილია, თქვენ მეზობლებიც იყავით?
– კი. რამდენიმე ხანი ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. მე მეექვსე სართულზე ვიყავი, ბატონი კარლო კი – მეთერთმეტეზე. ყველა მეზობელთან მეგობარი იყო. მასთან თქმული საიდუმლო, არსად გავიდოდა. ბუნებით ძალიან აზარტული იყო. ძალიან უყვარდა ნარდის თამაში. საუკეთესოდ მღეროდა. შეეძლო სიმღერის თქმა, ხმაც გამორჩეული ჰქონდა. ერთხელ ავარია მოუვიდა და ჩემმა მეუღლემ მაიამ, რომელიც ექიმია, ბატონ კარლოს უთხრა, თქვენი ფერი არ მომწონსო. როდესაც მაიამ გაიგო, რომ ბატონი კარლო ავარიაში იყო მოყოლილი, წაიყვანა და გააშუქებინა. აღმოჩნდა, რომ ნეკნი გამტყდარი ჰქონდა და სისხლი პლევრაში ჩადიოდა. მერე ბატონი კარლო სულ მადლობას უხდიდა მაიას, შენ გადამარჩინეო.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: ეროსი მანჯგალაძე

კავშირი ტეგთან: ეროსი მანჯგალაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი