asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიკო ჭუმბურიძე ცოლით ამაყობს
სიკო ჭუმბურიძე ცოლით ამაყობს
სიკო ჭუმბურიძე ცოლით ამაყობს

2010-11-08 17:41:25



"კომედი შოუს" მსახიობმა სიკო ჭუმბურიძემ და დიანა რუსიტაშვილმა სულ რაღაც ორი თვის წინ იქორწინეს. მაისში შვილსაც ელოდებიან და ძალიან გახარებულები არიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რამდენად კარგად გაიცნეს მათ ერთმანეთი ამ ორი თვის მანძილზე. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მცირე დრო ყოფილა ერთმანეთის ამოსაცნობად. ჯერ დიანას ვესტუმრეთ და სიკოს შესახებ კითხვები დავუსვით, შემდეგ კი იმავე კითხვებით სიკოსაც მივმართეთ. სიკო გაკვირვებული დარჩა მეუღლის პასუხებით. "ძალიან გაკვირვებული ვარ, არ ვიცოდი და არც ველოდი, თუ ასე კარგად მიცნობდა", – გვითხრა ცოლის პასუხებით კმაყოფილმა სიკომ.



– დიანა, ყველაზე მეტად რა მოეწონა სიკოს თქვენში, როცა გაგიცნოთ?

– ღიმილი.

– რა არ მოსწონს სიკოს თქვენში?

– ცოტა ზარმაცი ვარ და ალბათ ეს.

– რაზე ოცნებობს?

– ოცნებობს მანქანაზე, ზღვის პირეთში სახლზე და კიდევ, რომ სამი შვილი გვყავდეს. ერთ–ერთი აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს.

– რას ვერ გაპატიებთ?

– ტყუილს.

– თქვენი მომზადებული სადილები თუ მოსწონს და ყველაზე მეტად რომელი?

– ხშირად არ ვამზადებ, მაგრამ როცა ვაკეთებ, მგონი, მოსწონს. შემწვარ კარტოფილზე მეუბნება, ყველაზე კარგად გამოგდისო.

– დიანა, გავიგეთ, ფეხმძიმედ ყოფილხართ. სიკოს პირველი გოგო უნდა თუ ბიჭი?

– მაისში გვეყოლება პატარა ჭიკო. ხო მაგარი სახელია? ზუსტად ვიცი, რომ ბიჭი უნდა.

– სახელი უკვე მოფიქრებული აქვს?

– თუ ბიჭი გვეყოლება, უნდა, მამამისის სახელი, რეზო, დაარქვას და თუ გოგო იქნება, მგონი, ნუცა.

– თქვენი აზრით, შვილს რას აუკრძალავს?

– ალბათ, იმასაც ტყუილს და არ მგონია, რომ გაათამამოს.

– სასმელებიდან ყველაზე მეტად რომელი უყვარს?

– ღვინოს არაფერი ურჩევნია.

– ყველაზე მეტად რომელი ფერი უყვარს?

– ცისფერი.

– სიყვარული რა ვითარებაში აგიხსნათ?

– ეგ იმდენი ხნის წინ იყო, რომ ნამდვილად აღარ მახსოვს.

– სიკოს საუკეთესო მეგობარი ვინ არის?

– ვაიმე, ეგ რა რთული კითხვაა. მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომელიმე განსაკუთრებულად გამოარჩიოს.

– ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებს?

– ერთგულებას.

– დიანა, თქვენი აზრით სიკოსთვის იდეალური ქალი ხართ?

– არა, მე არ ვთვლი ასე.

– რა არ მოსწონს საკუთარ თავში?

– წონასთან და თმასთან აქვს პრობლემები. სულ იმაზე წუწუნებს, რომ წონაში დაკლება უნდა.

– სხვის მიცემულ რჩევებს ითვალისწინებს?

– კი, როგორ არა, მაგრამ ჩემ მიცემულ რჩევებს – არა, რის გამოც, მერე ჯარიმას ვახდევინებ ხოლმე.

– დღე, რომელიც ყველაზე მეტად ახსოვს.

– ალბათ, 28 ოქტომბერი. მაგ დღეს დაიწყო ჩვენი, ასე ვთქვათ, შეყვარებულობის პერიოდი.

– როცა ცუდ ხასიათზეა ყველაზე მეტად რა შველის?

– სიკო როცა ცუდ ხასიათზეა, საერთოდ უნდა შეეშვა. ხმა არ უნდა გასცე, თორემ გაგიჟდება. რა ვიცი, თავისით გამოუკეთდება ხოლმე ხასიათი.

– სიკოს უახლოესი გეგმები როგორია?

– სიკოს გეგმებში შედის შვილის მოლოდინი. ერთი სული აქვს როდის აიყვანს ხელში პატარა ჭიკოს.

– რას გამოყავს მწყობრიდან?

– ყველაზე მეტად მაშინ ეშლება ნერვები, როცა სძინავს და მე ვხმაურობ, გასუსულმა უნდა ვიარო.

– სანამ თქვენ გაიცნობდით, რამდენჯერ უყვარდა?

– ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით.

888

ახლა უკვე სიკოს მივმართეთ იმავე კითხვებით.

– სიკო, რითი მოგხიბლათ დიანამ?

– პირველად რომ დავინახე, ჩემი ყურადღება დიანას ღიმილმა მიიქცია, როცა იცინის, რაღაცნაირად ანათებს.

– რა არ მოგწონთ თქვენი ცოლის?

– დილით ადრე რომ მაღვიძებს.

– რაზე ოცნებობთ?

– აუჰ! ბევრ რამეზე. ბიჭი მინდა, რომ მეყოლოს.

– რას ვერ აპატიებთ ცოლს?

– საერთოდ, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ. მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ მითხრან, ვიდრე რაღაცეები იბოდიალონ. არც დიანაა გამონაკლისი და არანაირ ტყუილს არ ვაპატიებ.

– დიანას მომზადებული სადილებიდან რომელს გამოარჩევთ?

– ყველაზე მეტად მიყვარს შემწვარი კარტოფილი და მისი მომზადებული საჭმელებიდანაც ამას გამოვყოფ.

– პირველი შვილი გოგო გინდათ თუ ბიჭი?

– ბიჭი, კაცო! მამისთვის ბიჭი მაინც სხვაა.

– რა გინდათ რომ შვილს დაარქვათ?

– თუ ბიჭი გვეყოლება რეზო, თუ გოგო – არ ვიცი.

– შვილს რას აუკრძალავთ?

– ერთადერთი ავუკრძალავ ნარკოტიკების მოხმარებას, მეტს არაფერს. იცხოვროს ისე, როგორც უნდა.

– ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევთ?

– ჩემთვის კარგი ღვინო განუმეორებელია.

– ყველაზე მეტად რომელი ფერი გიყვართ?

– ლურჯი. სანამ შეყვარებულები ვიყავით მე და დიანა, მივლინებიდან ჩამომიტანა ლურჯი ქურთუკი. მაშინ გაიგო, ეს ფერი რომ მიყვარდა. ქურთუკი დავინახე თუ არა მივხვდი, რომ დიანა ჩემი ცოლი გახდებოდა.

– სიყვარული რა ვითარებაში აუხსენით?

– პირდაპირ არ მითქვამს, რომ მიყვარდა, ნელ–ნელა შევაპარე. მთვრალი ვიყავი და რა ვიბოდიალე, არ მახსოვს.

– თქვენი საუკეთესო მეგობარი.

– კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ.

– ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებთ?

– სიკეთეს. ადამიანი თუ კეთილია, მგონი იქ ყველაფერი გარკვეულია.

– დიანა თქვენთვის იდეალური ქალია?

– რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში ჩემი ცოლი არ იქნებოდა.

– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– ის რომ დალევა მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა გამოვსწორდი.

– შენიშვნებს ითვალისწინებთ?

– შენიშვნა ძალიან საფუძვლიანი და არგუმენტირებული უნდა იყოს, რომ მივიღო, სხვა შემთხვევაში არ ვითვალისწინებ.

– ყველაზე მეტად რომელი დღე გახსოვთ?

– არ ვიცი, ბევრი დღე მახსოვს. ახალი წელი მიყვარს ძალიან და ყველა ახალი წელი კარგად მახსოვს. წლევანდელს განსაკუთრებით ველოდები, მაინც პირველად ვხვდები დაოჯახებული.

– როცა ცუდ ხასიათზე ხართ, ყველაზე მეტად რა გშველით?

– დალევა. უჰ, რა კარგ ხასიათზე მოვყავარ ხოლმე!

– თქვენი უახლოესი გეგმები როგორია?

– ორ კვირაში ჩემ მშობლებთან გადავდივართ საცხოვრებლად. ჯერ მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული.

– რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ?

– ყველაზე მეტად სულელი ადამიანები მაღიზიანებენ. რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. კიდევ უწესიგობას გამოვყავარ მწყობრიდან.

– დაქორწინებამდე რამდენჯერ გიყვარდათ?

– დაახლოებით ხუთი–ექვსჯერ მაინც. დიდი გული მაქვს ხომ მეტყობა. ადვილად მიყვარდება ქალი, მაგრამ მორჩა, ეს ბოლოა!

– სიკო, როგორ შეაფასებთ თქვენს მეუღლეს. კარგად გიცნობთ?

– მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ. რადიკალურად განსხვავებული პასუხი არ ჰქონია. არ ველოდი და არც ვიცოდი თუ ასე კარგად მიცნობდა. უეჭველი რაღაცეები მოარტყა, თორემ არ მგონია, მართლა ასე კარგად მიცნობდეს. დავუფასებ ამას ნამდვილად. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ცოლი ასე კარგად მიცნობს.

ქეთი დინოშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სიკო ჭუმბურიძე
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online