| ქალი და მამაკაცი |

"მე მაჩოდ არ გამოვდგები"
ადრიანო ჩელენტანო – ჭირვეული მასხარა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
ყოველი მამაკაცის ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც მას ქალები აღმერთებენ, ეთაყვანებიან. როგორც წესი, მამაკაცებისთვის ეს პერიოდი რამდენიმე წელი გრძელდება, მაგრამ ადრიანო ჩელენტანოს შემთხვევებში ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადრიანო ისეთი სულაც არ არის, როგორიც "ჭირვეულის მორჯულებაში".
იტალიის სექსსიმბოლო ახლა 72 წლის გახლავთ. როგორც დედამისი, ჯუდიტა ამბობდა, ადრიანო ბავშვობაში არასოდეს ტიროდა, მაშინაც კი, როდესაც შიოდა. პირველად 10 წლის ასაკში ატირდა, ისიც დედის გამო. იმ დღეს ჯუდიტამ 3 თითი დაკარგა. თევზის დასამუშავებელი ხერხი ხელზე მოხვდა და თითები წააცალა.
ჯუდიტა შესანიშნავად მღეროდა. მთელი ქუჩა მის ფანჯრებთან იკრიბებოდა სიმღერის მოსასმენად. ომს რომ არ შეეშალა ხელი, ის აუცილებლად ესტრადის ვარსკვლავი იქნებოდა. სცენაზე დადგომის სურვილი ჯუდიტას არც არასოდეს ჰქონია. მიაჩნდა, რომ თუ დედა, ცოლი და შრომისმოყვარე ქალი ხარ, სცენა არ შეგფერის.
ოჯახი მილანში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, როდესაც ადრიანოს სკოლაში შესვლის დრო დაუდგა. სოფელში ცხოვრება უჭირდათ, რადგან ფულს ვერაფრით შოულობდნენ. მილანში კი თევზის გაყიდვით ირჩენდნენ თავს.
მშობლებმა თავიდანვე განსაზღვრეს ორი ვაჟის ბედი. უფროსში, ალესანდროში, მომავალ ინჟინერს ხედავდნენ, ადრიანოში კი – ბუღალტერს. სწავლა ერთადერთი რამ იყო, რაც ადრიანოს ნამდვილად არ გამოსდიოდა. მესამე კლასში წერა–კითხვა ჯერ კიდევ უჭირდა. იმ დღეს, როდესაც დედამისმა თითები დაკარგა, ადრიანომ პირობა დადო, რომ პირველი მოსწავლე გახდებოდა და მანდოლინაზე დაკვრასაც კარგად ისწავლიდა.
მანდოლინაზე დაკვრა აშკარად უკეთესად გამოუვიდა. შემდეგ გიტარა და აკორდეონი აითვისა. სკოლაში კი კვლავ ცუდი მოსწრება ჰქონდა. მალე დედამაც ჩაიქნია ხელი, მიხვდა, რომ მისი შვილისგან მასხარას გარდა არაფერი დადგებოდა.
მათ ოჯახს ერთი მესაათე მეზობელი ჰყავდა, რომელიც თვლიდა, რომ ადრიანოსგან კარგი მესაათე გამოვიდოდა. ჩელენტანომ ხუთი კლასის დამთავრების შემდეგ სკოლა მიატოვა და საათების შეკეთება დაიწყო. ეს საქმე მოეწონა კიდეც. განსაკუთრებით მაღვიძარების შეკეთება უყვარდა. თვლიდა, რომ ამ საათებს კეთილი "სახე" ჰქონდათ.
ალბათ ადრიანო სამაგალითო მესაათე დადგებოდა კიდეც, ელვის პრესლის შესახებ რომ არ გაეგო. საათების სახელოსნოს წინ მუსიკალური მაღაზია იყო, რომლის ვიტრინაზეც ერთ მშვენიერ დღეს ელვისის ფოტო გამოაკრეს. ეს ფოტო ადრიანოს სულ თვალწინ ედგა. ის მალე მიხვდა, რომ მოტკეცილი შარვალი, ვარდისფერი პერანგი და გიტარა მასაც მოუხდებოდა. ამ მომღერლის პოპულარობაში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ მისი ფოტოს წინ გოგონები დიდხანს ჩერდებოდნენ.
ადრიანო ზუსტად იმ ასაკში შედიოდა, როცა გოგონების ყურადღება ყველაზე მეტად მოსწონდა. დიდხანს არ უფიქრია, იყიდა ელვისის ფირფიტა და მისი მიბაძვა დაიწყო. 50 წლის შემდეგ უკვე მელოტმა ადრიანომ ერთ–ერთ ჟურნალში განაცხადა: "ელვისმა მთელი ჩემი ცხოვრება ყირაზე დააყენა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ვუსმენდი მის სიმღერებს და ვტიროდი. მაშინ ახალგაზრდა და მგრძნობიარე ვიყავი, ახლა კი ელვისის მუსიკა ნამდვილად ვერ ამატირებს".
სიმღერებზე მეტად ადრიანოს მომღერლების პაროდიები გამოსდიოდა. სცენაზე პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კუთხით გადადგა. იმ დროისათვის პოპულარული მუსიკოსის, ლუი პრიმას პაროდიას აკეთებდა, თან საკმაოდ შთამბეჭდავად. სასაცილო და პაროდიის ნიჭის მქონე ბიჭი იტალიელ გოგონებში მალე გახდა პოპულარული. მის გარშემო გაჩნდნენ ლუჩია, როზიტა, პეპიტა, მარია...
მარია განსაკუთრებულად ხიბლავდა ადრიანოს, რადგან მას სხვებთან შედარებით დიდი მკერდი ჰქონდა და მისი ძმა მუსიკალურ ჯგუფში უკრავდა. ეს ჯგუფი ადგილობრივ ახალგაზრდობაში პოპულარობით სარგებლობდა. ადრიანო მიხვდა, რომ მარიას მეშვეობით მას საშუალება მიეცემოდა, ოცნება აეხდინა და პროფესიონალურ სცენაზე დამდგარიყო.
1957 წელს მილანში როკ ენ როლის პირველი ფესტივალი უნდა შემდგარიყო, სადაც ეს ახალგაზრდა ჯგუფი "როკი ბოისი" უნდა წარმდგარიყო. ადრიანოს ძალიან უნდოდა, ამ ჯგუფის შემადგენლობაში ემღერა. ჯგუფის წევრებმა ამის საშუალება არ მისცეს, ამიტომ ადრიანომ გარისკა და სოლო მომღერლად წარდგა. პირველივე სიმღერით "მე შენ გეტყვი ჩაოს" პირველი ადგილი აიღო, "როკი ბოისმა" კი – მეორე.
ამის შემდეგ ადრიანოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მის სახლთან დილიდან საღამომდე თაყვანისმცემლების არმია იდგა. ერთი წლის შემდეგ კი მან მოიგო კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი. ხმის ჩამწერმა კომპანიებმა მასზე ნადირობა დაიწყეს. გამოვიდა მისი პირველი ფირფიტაც, რომელიც დიდი ტირაჟით გაიყიდა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ირწმუნებოდნენ, ადრიანოს ყურება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი მოსმენაო.
გოგონებს ადრიანოს კონცერტზე ყველაფერი მოსწონდათ – სიმღერები, ცეკვა, მიმიკები, ძალიან ვიწრო შარვლები, ფერადი როლინგები და მისი სიდაბლეც კი. მის გარშემო ყველა კმაყოფილი იყო, თავად კი ნაკლებად გრძნობდა თავს ბედნიერად. მას არ სჯეროდა, რომ სამყაროს დაპყრობა ასე ადვილი იყო. განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, როცა ჟურნალისტები სტატიებში ახალ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებდნენ. ის თვლიდა, რომ მისი გარეგნობა შორს იყო ამგვარი იმიჯისაგან.
ერთხელ, როდესაც მანქანაში ჯდებოდა, ადრიანომ შიგ აბსოლუტურად შიშველი ქალი აღმოაჩინა. თავაზიანად მიანიშნა, მანქანა დაეტოვებინა, მაგრამ ქალმა ეს არ გააკეთა. შიშველი გოგონა ტიროდა და ირწმუნებოდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ადრიანოც მასთან ერთად ატირდა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ მისი უფროსი ძმა ალესანდრო არ გამოჩნდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ალესანდრომ უმცროსი ძმა ნევროზის სამკურნალოდ კლინიკაში წაიყვანა.
კლინიკაში ჩელენტანომ ორი თვე დაჰყო. ანტიდეპრესანტებმა, ექიმებთან ხანგრძლივმა საუბარმა თავისი შედეგი გამოიღო და აქტიურ ცხოვრებას სულ სხვა ჩელენტანო დაუბრუნდა. მან უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდოდა ცხოვრებისგან. ამიტომ, როდესაც მას თვით ფელინიმ შესთავაზა პატარა როლი ფილმში "ტკბილი ცხოვრება", ადრიანო ადვილად დათანხმდა და ჰონორართან დაკავშირებით ვაჭრობაც კი დაიწყო.
ფელინისთან მუშაობის შემდეგ სხვა რეჟისორებმაც დაიწყეს ნადირობა ახალგაზრდა იტალიელ სექსსიმბოლოზე. იმავე წელს მან კიდევ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. საშუალო დონის ფილმები იტალიურ კინოგაქირავებაში მხოლოდ ადრიანოს წყალობით გაჰიტდა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ აბსოლუტურად გამოუცდელი მსახიობი პროფესიონალებზე უკეთესად გამოიყურებოდა.
დედამისი ჯუდიტა ყველაზე გახარებული იყო, რადგან მისი არაფრისმაქნისი შვილისგან ნამდვილი ვარსკვლავი გამოვიდა. 1961 წელს მომღერალმა და მსახიობმა სან რემოს მუსიკალურ ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა სიმღერით "24 ათასი კოცნა". ეს სიმღერა თავად ადრიანომ დაწერა და ფესტივალზე თავის მეგობარ ლითლ ტონისთან ერთად იმღერა.
ჩელენტანომ თავს უფლება მისცა, ხმის ჩამწერი სტუდია გაეკეთებინა მეტად პრეტენზიული სახელით "ჩელენტანოს კლანი". ეს მაშინ რევოლუციურ ნაბიჯად ჩაითვალა, რადგან არც ერთ მომღერალს ჰქონია ამის ფუფუნება.
გასული საუკუნის 60–იანი წლების დასაწყისში ადრიანო თავის პირველ და ერთადერთ სიყვარულს შეხვდა. ლუჩო ფილჩის ფილმში "რომელიღაც უცნაური ტიპი", სადაც ადრიანო, რა თქმა უნდა, უცნაურ ტიპს თამაშობდა, მან გაიცნო კლაუდია მორი, რომელმაც 18 წლის ასაკში სახელი გაითქვა ფილმით "როკო და მისი ძმები".
ულამაზესი კლაუდია გადაღებებზე ვარსკვლავივით ბრწყინავდა. მის დანახვაზე ადრიანოს მრავალი წლის შემდეგ პირველად წამოუვიდა ცრემლები. შინაგანი მღელვარების დროს მას ყოველთვის მოსდიოდა ცრემლები, თუმცა კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ცდილობდა, თავი შეეკავებინა.
ისინი 1964 წლის 14 ივლისს დაქორწინდნენ, ღამის 3 საათზე. ეს დრო იმიტომ აირჩიეს, რომ პაპარაცებისგან დაეღწიათ თავი. ეკლესიაში მიმავალ გზაზე შეყვარებულმა წყვილმა ორჯერ იჩხუბა. სანამ ეკლესიაში შევიდოდა, პატარძალმა ფეხსაცმელი გაიფუჭა, რაც კათოლიკეებისათვის ძალიან ცუდი ნიშანია. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახი დღემდე სამაგალითოა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იტალიური, თანაც მსახიობური ოჯახი ასეთი მტკიცე აღმოჩნდებოდა.
როდესაც პირველი შვილი, როზიტა დაიბადა, ადრიანო საფრანგეთში იყო გასტროლებზე. ახალბედა მამიკომ 6 საათი ისაუბრა ტელეფონზე საყვარელ მეუღლესთან, რომ მის გვერდით არყოფნა შეევსო. როდესაც ბავშვი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ადრიანომ ისეთი ტირილი დაიწყო, რომ ფოტორეპორტიორებმა გადაღებებიც კი შეწყვიტეს. ჩელენტანომ მათი ასეთი პატივისცემა დააფასა და შვილის დიდი ფოტო ყველა რედაქციას დაუგზავნა. იგივე განმეორდა ჯაკომოსა და როზალინას დაბადების დროსაც.
ადრიანო იშვიათი მამა აღმოჩნდა. თავად აჭმევდა შვილებს, მათი დაბადების დღეებზე ფანტასტიკურ ტორტებს აცხობდა და ნებისმიერ მათ სურვილს ასრულებდა. ბავშვებს უყვართ ცხოველები? და მათ ვილაში მაშინვე ჩნდებოდნენ კურდღლები, მაიმუნები და მსგავსი არსებები. როდესაც მისმა შვილებმა სურვილი გამოთქვეს, ცხენით ჯირითი ესწავლათ, მაშინვე გაჩნდა მათ სახლში თავლა და ცხენები. როგორც კი ჯაკომომ ფეხბურთის თამაში მოინდომა, ეზოში მყისვე გაკეთდა საფეხბურთო მოედანი. ბავშვების დაბადების დღეებზე ყოველთვის იწვევდნენ მოდურ მუსიკალურ ჯგუფებს.
ადრიანოს სამივე შვილს საუკეთესო განათლების მიღების საშუალება ჰქონდა, მაგრამ ეს არც ერთმა გამოიყენა. როზიტა შოუბიზნესში ჩაერთო, ნაკლებად წარმატებულ ფილმებში გამოჩნდა, პოპულარულ ახალგაზრდულ ტელეარხზე წამყვანიც იყო, მაგრამ ახლა დიასახლისია. ჯაკომომ დიზაინერობა არჩია, მაგრამ მალე მიატოვა და მუსიკაზე გადაერთო, თუმცა მამამისის წარმატება ვერ გაიმეორა. როზალინმა კი რამდენიმე ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ელიტური წვეულებების მოყვარულ ქალად ჩამოყალიბდა.
ყველა ინტერვიუში ადრიანო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დაქორწინდა, მისთვის პირველ ადგილზე ოჯახია. "ყოველი შვილის დაბადების შემდეგ უფრო კეთილი, ჭკვიანი და სუფთა სულის ადამიანი ვხდებოდი. კარგად მახსოვს, როდესაც ახალდაქორწინებულები ვიყავით, ჩემს ცოლს ვუთხარი, დილით საუზმეს ვეღარ მოგიტან საწოლში, რადგან მე ცოცხალი ლეგენდა ვარ და შესაბამისად უნდა ვიცხოვრო–მეთქი. მან კი მიპასუხა, მაშინ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეორე ქმარი კარგი შეფმზარეული იქნება, რომელთანაც უკეთესი ოჯახური ცხოვრება მექნებაო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მეშინოდა და ახლაც მეშინია, რომ მას უფრო ნაკლებად ვუყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს. ამიტომ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისი მხრიდან მეტი სიყვარული დავიმსახურო", – აღნიშნა ერთ–ერთ ინტერვიუში ადრიანო ჩელენტანომ.
თავისი კარიერის მანძილზე მან 30 ალბომი გამოუშვა, რომელიც 70 მლნ ტირაჟით გაიყიდა. ითამაშა 40 ფილმში, აქედან 6 მისი რეჟისორობით გაკეთდა. დაწერა 2 წიგნი და 3 წარმატებული ტელეპროექტი გააკეთა. თავისი ხელით გააკეთა საყვარელი ცოლის ოთხმეტრიანი ქანდაკება, რომელიც მათ ვილაში შადრევნის სიახლოვეს დგას.
ადრიანო 45 წელია, ცოლის ერთგულია და დღემდე ვერ შეეგუა იტალიელი მაჩოს ტიტულს. ერთხელ ამაზე იხუმრა კიდეც: "თქვენ გინახავთ სადმე მტირალა მაჩო? ესე იგი მე მაჩოდ არ გამოვდგები".
ადრიანო ჩელენტანოს ფრაზები
ქალი
"ეს ყველაზე იდუმალი, წინააღმდეგობებით სავსე არსებაა ქვეყანაზე. ძალიან ბევრჯერ მივხვდი, რომ ქალის "დიახ" "არას" ნიშნავს და პირიქით. ყველა ქალმა ჩემთვის არსებობა შეწყვიტა, როდესაც ჩემს მეუღლეს, კლაუდიას შევხვდი. ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის ბედნიერია. ის ჩემთვის შესანიშნავი მსახიობი, ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე ქალია, ერთადერთი და შეუცვლელი".
რეჟისორი
"ყველა მიცნობს, როგორც მსახიობსა და მომღერალს, მაგრამ 6 ფილმი მაქვს გადაღებული. ყველაზე მეტად მიყვარს "იუპი დუ", რომელიც 1975 წელს გადავიღე. ეს ძალიან ექსცენტრული მიუზიკლია. ფილმში ბევრი შავი იუმორი და აბსურდია".
მასწავლებელი
"ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ფელინისგან. როგორც მსახიობი, მან შემქმნა. მან მასწავლა, რომ თითოეულ ფილმში მსახიობმა მაყურებლამდე გარკვეული აზრი უნდა მიიტანოს. ამიტომაც მე ვარ მსახიობი, რომელსაც არასოდეს რცხვენოდა საკუთარი როლების".
სიცილი
"უამრავ კომედიაში ვითამაშე, მაგრამ თქვენ ვერსად იპოვით კადრს, სადაც ვიცინი. როგორც წესი, სიმღერებიც ძალიან სერიოზული მაქვს. უმეტესწილად სიყვარულზე, ერთგულებაზე, თავდადებაზე ვმღერი, თუმცა არ იფიქროთ, რომ მხიარული ადამიანი არ ვარ. სიცილი მეხმარება, ცხოვრების სხვადასხვა სიურპრიზს გავუმკლავდე".
ჰობი
"რომ არა მუსიკოსი და მსახიობი, მთელი ცხოვრება საათებს შევაკეთებდი. ახლაც შემიძლია ნებისმიერი მექანიზმის შეკეთება. ერთი სული მაქვს, როდის გამიფუჭდება საათი, რომ მერე ის შევაკეთო. საათები ჩემი მთავარი ჰობია. ისინი ჩემი ცხოვრების წამებს აფიქსირებენ".
მოამზადა ავთო ჩიტიძემ

კავშირი ტეგთან: ადრიანო ჩელენტანო
კავშირი ტეგთან: ადრიანო ჩელენტანო

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი