| ქალი და მამაკაცი |

მარიამ როინიშვილი შვილთან ერთად ტირის
"დედობისთვის ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული ვერ აღმოვჩნდი"
ახალგაზრდა მომღერალი მარიამ როინიშვილი ახალბედა დედაა – 6 აგვისტოს მისი ელენე მოევლინა ქვეყანას. ახლა მთელი ოჯახი, უმცროს–უფროს თაობიანად, მას დაჰფოფინებს თავზე და, როგორც მარიამი ამბობს, ბავშვმა ყველას ჭკუა დააკარგვინა.
მარიამი მშობიარობის პირველ ხანებში თავს სუსტად გრძნობდა, ამიტომ ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი მეუღლე, ყველანაირად ეხმარებოდნენ. გულჩვილი დედაა, როცა ელენე ტირის, ცრემლებს ვერც თავად იკავებს. ახალგაზრდა წყვილი ცალკე ცხოვრებას გეგმავს. ამჟამად კი მარიამის დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან ზრდიან პატარას.
–– მარიამ, როგორ გრძნობთ თავს დედის ამპლუაში?
– უზომოდ ბედნიერი ვარ. ორსულობის პერიოდში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი იქნებოდა დედობა, მაგრამ, როცა ელენე დავინახე, სულ სხვა შეგრძნება დამეუფლა. იმ სიხარულს სიტყვებითაც ვერ გადმოგცემთ. თურმე მერე ყველაზე მეტად შვილი გიყვარდება. ელენე რომ დაიბადა, ჩემს ქმარს ვუთხარი, ხომ ახლა გაჩნდა ელენე, მაგრამ ასე მგონია, რომ უკვე ოცი წელია, მიყვარს–მეთქი. ელენეს გარეშე თითქოს ჩემი ცხოვრების ოცი წელი არც ყოფილა. დედაშვილობა ენით გამოუთქმელი გრძნობაა.
– მეუღლე გეხმარებათ ელენეს მოვლაში?
– თავიდან ძალიან მზრუნველი იყო, ღამე იღვიძებდა, უცვლიდა. პირველი ორმოცი დღე ძალიან მედგა გვერდში. მოგეხსენებათ, ახალნამშობიარევი ქალისთვის როგორი რთულია ჩვილის მოვლა. სულ მეძინებოდა, გიორგი კი ფხიზლად იყო. პატარასთან ურთიერთობას თავი იდეალურად გაართვა. ახლა ელენე გაიზარდა, სხვანაირი ზნის გახდა, მუცელი აღარ სტკივა, ამიტომ მამიკოს და დედიკოს მშვიდად დაძინების საშუალებას აძლევს. გიორგი რომ დაელაპარაკება, ისე უცინის, ისე ეღუღუნება, რომ ამაზე მამამისს ჭკუა ეკეტება. ნელ–ნელა უკვე ყველას გვცნობს. ჩემი ძმა, კოკო გამორჩეული ბიძაა.
– როგორი მშობიარობა გქონდათ?
– ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. ელენე 6 აგვისტოს 2 კილო და 600 გრამი დაიბადა. გიორგი მშობიარობას არ დასწრებია. თავიდან ამომყვა ბლოკში, მაგრამ ჩემი სახის ყურებას და ტკივილებს ვერ გაუძლო და გაიქცა. სანამ იქ იყო, ვუთხარი, ჩანთაში შოკოლადი მიდევს და მომაწოდე–მეთქი. ნერვიულობისგან ერთი დიდი ფილა შოკოლადი შევჭამე. ექიმმა რომ დამინახა, კარგი დღე არ დამაწია. დედაჩემიც საოცრად აღელვებული იყო, ბლოკში არც ის შემოსულა. თავიდან ბოლომდე დეიდაჩემი მედგა გვერდში, არ მომშორებია, მამხნევებდა. სამ საათში ვიმშობიარე და ამ ხნის მანძილზე თამრიკო განუწყვეტლივ ლოცულობდა. თურმე დედაჩემმა რამდენჯერმე ჩემი ხმა გაიგონა და ცრემლები ვერ შეიკავა, ატირდა. მითხრეს, ელენე რომ დაიბადა, თამრიკო და გიორგი სიხარულისგან ტიროდნენო.
– სახელი ვინ შეურჩია?
– ძალიან მინდოდა, ბარბარე დამერქმია, მაგრამ გიორგის ელენე უფრო მოსწონდა, თან გვინდოდა, ისეთი სახელი შეგვერჩია, გვარს რომ კარგად მოერგებოდა. თითქოს ელენე მახარაძე უფრო კარგად ჟღერდა.
– ელენესთვის ოთახი წინასწარ მოამზადეთ?
– სამშობიაროდან პირდაპირ საგურამოში წავიყვანეთ, რადგან თბილისში გაუსაძლისი სიცხე იყო. იქ ლამაზად მოწყობილი ოთახი დამახვედრეს. შემდეგ თამრიკოსთან დავბრუნდით და ახლაც დედასთან ვარ. ის თავის გამოცდილებას მიზიარებს. არ ვიცი, რა მეშველებოდა, თამრიკო რომ არ მყოლოდა გვერდში. მასთან რომ ვარ, სხვანაირი იმედი მაქვს. ამ სახლს ამიტომაც შემოვრჩი. თუმცა ეჭვი არ მეპარება, ჩემი დედამთილიც ძალიან დამიდგება გვერდში, მაგრამ არ ვიცით, გიორგის სახლში დავბრუნდებით თუ ცალკე ვიცხოვრებთ. ამაზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა. ჯერჯერობით აქ ძალიან დიდ კომფორტში ვარ, ყველა თავს მევლება.
– ელენეს გაზრდაში ძიძა გეხმარებათ?
– კი, ძიძა ავიყვანეთ, რადგან საკმაოდ რთული წელი მაქვს. მაგისტრატურაში ვოკალის განხრით ვაბარებ, ამიტომ აკადემიური არ ავიღე. ძიძას ძალიან შეეჩვია. ელენეს დაბანა ყველას გვიძნელდება, ეს ერთი რიტუალია, დიდი ჭიდილი გვაქვს, ამიტომ ეს მისია თამრიკომ საკუთარ თავზე აიღო. მე წყალს ვუსხამ, დედაჩემი – ბანს.
– ახალბედა დედები შვილის ტირილს ვერ იტანენ. თქვენც ხომ არ გამოირჩევით ზედმეტი გულჩვილობით?
– კი, ვაღიარებ, რომ გულჩვილი დედა ვარ. ელენეს მუცელი რომ სტკიოდა, მე სხვა ოთახში გავდიოდი და იქ ვტიროდი.
– მამათქვენი, ბატონი გია, როგორ მოერგი პაპის ამპლუას?
– ძალიან გახარებულია, მობილურზე რომ მირეკავს, ასე მეუბნება, უკაცრავად, ელენეს სთხოვეთო. რა დროს ელენეა–მეთქი, ვპასუხობ და, ცოტა არ იყოს, ვეჭვიანობ. ჩემმა გოგომ ყველას ჭკუა დაგვაკარგვინა.
– თამრიკო ჭოხონელიძის იავნანა განთქმულია. ბებია თავის პირველ შვილიშვილს უმღერის?
– თანდათან თამრიკოც შეეჩვია ბებიობას, მაგრამ არც მე და არც დედას ჯერ მისთვის იავნანა არ გვიმღერია. ჯერ პატარაა, მერე კი "კირიელეისონსაც" ვუგალობებ. წარმომიდგენია, ხალხი რას იტყვის, ბავშვს იავნანას არ უმღერიანო, მაგრამ ასეა. ორმოცი დღის რომ გახდა, ჩვენმა მეგობრებმა მონათლეს.
– წონაში მომატებული არ ხართ. როგორ მოახერხეთ მალევე ფორმაში ჩადგომა?
– ამისთვის არაფერი გამიკეთებია. ორსულობის პერიოდში სულ 9 კილოგრამი მოვიმატე, აქედან 7 კილო სამშობიაროშივე დავიკელი. ასე რომ, გახდომა პრობლემა არ იყო.
– ხელოვნურ კვებაზე გყავთ თუ ბუნებრივზე?
– ბუნებრივზე, მაგრამ სახლიდან გასვლა რომ მიწევს, ხელოვნურ საკვებსაც ვაძლევთ. ელენე გარეგნობით საერთოდ არ მგავს, მხოლოდ ყურებით და ნეკა თითებით დავიმგვანე, ჩემსავით მასაც გადაღუნული თითები აქვს. მამას ჰგავს ძალიან. დედაჩემი მეუბნება, ბავშვობაში შენც ხრინწიანი ხმა გქონდა და ელენე ამაშიც შენ დაგემსგავსაო.
– მეორე შვილის ყოლას მალევე ხომ არ აპირებთ?
– გიორგიმ ახლაც რომ გაიგოს, ორსულად ვარ, ძალიან გაუხარდება, მაგრამ ჯერ ამისთვის არ მცალია. ელენე ცოტათი უნდა წამოიზარდოს და მერე რატომაც არა? ძალიან მინდა, მინიმუმი, სამი შვილი გვყავდეს. ეტყობა, დედობისთვის მაინც გარკვეული ასაკია საჭირო, ჯობდა, ფსიქოლოგიურად მეტად ვყოფილიყავი მომზადებული. მშობიარობა დიდი სტრესია და ქალებს დიდი ხანი სჭირდებათ, რომ ამ ეიფორიიდან გამოვიდნენ. ამ დროს ქალი თავს სუსტად გრძნობს, მოთენთილია, უძილობა აწუხებს. წესით, ელენეს ტირილზე გული არ უნდა მიჩუყდებოდეს, რადგან ბავშვი ამის გარეშე არ იზრდება. ჩემი აზრით, დედობისთვის ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული მაინც ვერ აღმოვჩნდი.
ლანა კიკნაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი