| ქალი და მამაკაცი |

რუსკა მაყაშვილმა მამის გვარზე უარი თქვა
რუსკა მაყაშვილმა მამის გვარზე უარი თქვა
რუსთაველის თეატრის მსახიობი, რუსკა მაყაშვილი, ისევე როგორც მისი ასევე მსახიობი და, ნინო, დედის გვარს ატარებს. დედაც ასევე მსახიობია – თამარ მაყაშვილი. ასე რომ, ოჯახში სამ ქალს ერთი გვარი და ერთი პროფესია აქვთ.
მათი ოჯახის ამბავი კი ასეთია:
თამარ მაყაშვილი 17 წლის ასაკში ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე გათხოვდა. მასთან 5 წელი იცხოვრა და ორი შვილიც, გოგონები გააჩინა. მას მერე, რაც ქმარმა ხატვა დაიწყო, მათი ურთიერთობაც აირია. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ შვილებმა მამის გვარის ტარებაზე უარი თქვეს.
თამარ მაყაშვილი: ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა, რადგან ჩვენს სახლში მუდამ იკრიბებოდა ის ხალხი, როგორსაც ახლა ბომონდს და ელიტას უძახიან. მამა ცნობილი მეცნიერი გახლდათ სოფლის მეურნეობის დარგში – გრიგოლ, იგივე ბიჭიკო მაყაშვილი. მე რომ გავჩნდი, მამა 58 წლის იყო, მისი მეგობრები იყვნენ გურამ რჩეულიშვილის მამა და საერთოდ ის თაობა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი. მუდამ საინტერესო საუბრების მოწმე ვიყავი. მაგალითად, იხსენებდნენ ხოლმე, თუ როგორ ხვდებოდათ მათ იეთიმ გურჯი, როგორ დაათრევდნენ ფორტეპიანოს მთაწმინდიდან რუსთაველზე და ა.შ. ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერისა და ცეკვის ხმა გადიოდა და მეც ყოველთვის მქონდა თავის გამოჩენის მცდელობა – ახლა თამრიკო გვიცეკვებს, გვიმღერებსო.
მერე მოხდა ის, რომ ძალიან ადრე, 17 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე გახლდათ კოკა ცხვედიანი. გაგვიჩნდა ორი შვილი – რუსუდანი და ნინუცა. მერე კი... ორ აქტიურ ადამიანს ეტყობა, უჭირს ერთად ცხოვრება. პროფესიით ეკონომისტი იყო, მაგრამ მერე ხატვა დაიწყო. ასაკში რომ მხატვრობას იწყებ, იმას ცოტა თავის გზაზე, მარცხნივ მიჰყავხარ. ჩვენს სახლში დღემდე გვაქვს გამოფენილი მისი ნახატები. ხატვა ჩემი დიდი ძალისხმევით დაიწყო. ვხედავდი, რომ ჰქონდა ამის ნიჭი. მერე ჩვენი გზები გაიყო და აღარც ვიცი მისი ასავალ–დასავალი.
– გზების გაყოფის მიზეზი რა იყო?
– ალბათ მორჩა სიყვარული. სიყვარული ხომ იწყება და მერე, ერთ მშვენიერ დღეს მთავრდება, ზოგს უგრძელდება, ზოგისთვის კი სრულდება. რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგე და თქვა, რომ აღარ გიყვარს. მგონი, 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად.
– მსახიობობა ქმართან დაშორების შემდეგ გადაწყვიტეთ?
– მანამდე ჩავაბარე თეატრალურში. ალბათ ჩვენი გაშორება საჭირო იყო. დასანგრევი ოჯახი უნდა დაინგრეს. ვიცი ოჯახები, რომლებიც შორდებიან და მერე უკეთესი ურთიერთობა აქვთ. ჩვენ გარკვეული პერიოდი გვქონდა კარგი ურთიერთობა, მერე ესეც შეწყდა. თეატრალურში რომ ჩავაბარე, უკვე ორი შვილი მყავდა. საოცარი ადამიანები მასწავლიდნენ. მესამე კურსიდან მუსიკისა და დრამის თეატრში ვმუშაობდი, მერე – თეატრალურ სარდაფში, მოგვიანებით – სანდრო მრევლიშვილთან. ერთი პერიოდი "თავისუფალ თეატრშიც" ვთამაშობდი, ბოლოს სოფიკო ჭიაურელთან, ერთი მსახიობის თეატრში მოვხვდი, სადაც საუკეთესო წლები გავატარე. ახლა კი უმუშევარი ვარ და იშვიათად თუ ვინმე სადმე დამიძახებს. რეჟისორები ხშირად მეუბნებიან, უი, დაგვავიწყდი, უი, არ გვახსოვხარო. ეს, იცით, რატომ ხდება? მე არ განვეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია მოვიდეს, კარზე დაგიკაკუნოს და გითხრას, იცით, მე ცოცხალი ვარო.
– აღარ გიფიქრიათ ოჯახის შექმნაზე?
– ამ ყველაფრის შემდეგ ახალი გასართობი ვიპოვე – კიდევ გავთხოვდი და რუსკას და ნინის ძმა გავუჩინე, ელიზბარი, რომელიც 3 წლისაა და დიდი თეატრალია. უყვარს რთული და საინტერესო მუსიკა და სპექტაკლები. თეატრში მიგვყავს, ვსვამთ და მოვდივართ. სპექტაკლებს მარტო უყურებს და მერე არჩევს. განსაკუთრებით გია ყანჩელის მუსიკა უყვარს. რობიკო სტურუას თითქმის ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი, მისი მიმდევარია. არ გეგონოთ, ვხუმრობ. სერიოზულად არჩევს სპექტაკლებს და ყველა თეატრის ყველა მსახიობს იცნობს. საყვარელი მომღერლებიც ჰყავს – ბარი უაითი და ლუი არმსტრონგი.
– ელიზბარის მამაზეც გვიამბეთ.
– ერთ მშვენიერ დღეს მოდის სიყვარული და ხვდები, რომ გინდა, მასთან ერთად იყო. ჩემი მეუღლე გახლავთ გია ყიფშიძე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, მშვიდი, წყნარი. აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემგან. რამდენადაც მე ვარ ზედმეტად ენერგიული და აქტიური, გია იმდენად გაწონასწორებული და მშვიდია. პროფესიით ინჟინერ–ტოპოგრაფი გახლავთ. თვითონაც დანგრეული ჰქონდა ოჯახი და ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. თავიდან ვორჭოფობდი, მაგრამ რუსკამ და ნინუცამ გადამაწყვეტინეს.
– რუსკა და ნინუცა რატომ არ ატარებენ მამის გვარს?
– რუსკა და ნინი მამის გვარს ატარებდნენ. "პირველ არხზე" იყო გადაცემა "ფინჯან ყავასთან". შემთხვევით გადართო დედაჩემმა და რუსკას და ნინის მამა ყვებოდა თავის თავზე, თუ როგორ დაიწყო ხატვა და ა.შ. მაშინ უკვე მეორე ოჯახი და კიდევ ორი შვილი ჰყავდა. უცებ ასეთი რამ თქვა – მე მყავს მეუღლე ესა და ეს და ორი შვილიო, იმ ქალთან გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა. ეს ჩემი შვილებისთვის დიდი ტრავმა იყო. მისი სიტყვები ჩემთვის გაუგებარი და მდაბიური იყო. ჩემი შვილებისთვისაც ეს ბოლო წერტილი აღმოჩნდა, რომ ჩემს გვარზე გადმოსვლა გადაეწყვიტათ. ჩემი შვილები, შეიძლება ითქვას, ჩემი ძმის, ბიძინას გაზრდილები არიან. მამამისს ვთხოვეთ, რომ მოეწერა ხელი შვილების გვარის გამოცვლაზე და ეს უპრობლემოდ მოხდა.
– და მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა აღარ აქვთ?
რუსკა: მამასთან – არა, მხოლოდ ბავშვებთან.
თამარი: ეს ურთიერთობაც ამათი ძალისხმევითაა. სულ უნდოდათ მათთან კონტაქტი.
– გოგონები მსახიობები დედის მიბაძვით გახდნენ?
თამარი: არა, თვითონ მოინდომეს. არ მინდოდა, ნინუცა მსახიობი ყოფილიყო, რადგან მას ენებისადმი მიდრეკილება და ფენომენალური მეხსიერება აქვს. ვთხოვეთ, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაებარებინა, მაგრამ თავი მოიკლა, მსახიობობა მინდაო. ჩემი შვილები 24 საათი თავს ურტყამდნენ წიგნებს და ვერავინ იტყვის, რომ ვინმე რამით დაეხმარა, თავიანთი ცოდნით მიაღწიეს ყველაფერს.
რუსკა: დედა სულ გადაღებებზე იყო. ამ ბოლო დროს სულ გამოშტერდნენ რეჟისორები, მას რომ არ ეძახიან.
– სამაგიეროდ ახლა თქვენ ხართ დაკავებული როლებით.
რუსკა: კი, მაგრამ ძალიან მინდა, დედაც ასევე იყოს.
თამარი: შვილები ჩემგან მუდმივ ზეწოლას განიცდიან. იქ ეს კარგია, იქ ასე არ უნდა გაგეკეთებინა... ძალიან კრიტიკული მაყურებელი ვარ. უშნო ლაპარაკი ვიცი და რუსკას სულ ვეუბნები, ზედმეტად ნუ იჭყანები–მეთქი. რატომღაც რუსკას სულ კომიკურ როლებს აძლევენ, კი, არის კომიკური, მაგრამ... რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ ისეთი განათლება მისცა... დღეს იშვიათად ნახავთ ინტელექტუალურ არტისტს. სწორად სწავლა ბევრს ნიშნავს. დღეს, სამწუხაროდ, ჯღანაობის დონეზე ჩამოვიდა თეატრი. მაკა ნაცვლიშვილმა გააკეთა საკმაოდ დრამატული და რთული სპექტაკლი, სადაც რუსკა აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაშია. არ შეიძლება მსახიობი დააყენო ერთ ხაზზე. რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ახლა დაბრუნდა ამერიკიდან, მითხრა, სერიალში რუსკა სწორად მუშაობს, მაგრამ ყალიბში არ უნდა ჩაჯდესო.
რუსკა: "ნუ იჭყანები", "ხმა ამოიღე, რას ბლუყუნებ" – ასე მამკობს ხოლმე.
თამარი: სულ მთხოვს, ხალხში ნუ მეუბნებიო.
რუსკა: ერთხელ საბავშვო საღამო მიმყავდა. არასოდეს წამიყვანია კონცერტი თუ საღამო და მართლა ვიბლუყუნე, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. ფარდა არ იყო დაშვებული, რომ დედა უკვე თავზე მედგა და გაჰკიოდა – 200 კაცი ზის დარბაზში და ასე იბლუყუნეო.
– იმ 200–მა კაცმაც გაიგონა?
რუსკა: კი, აბა რა. ისეთი ლაპარაკი იცის, ჩუმად რომ მეუბნება, ისიც კი ესმის ყველას და მაშინ ყვიროდა. როცა ყვირის, მთელ თბილისს ესმის.
თამარი: ხმამაღალი ლაპარაკი ვიცი. ჩვენმა ყველა მეზობელმა იცის, ჩვენს სახლში რაც ხდება.
რუსკა: პირველი ის მაინტერესებს, რას ფიქრობს დედაჩემი ჩემს შესრულებულ როლზე. სხვების აზრი არ მაინტერესებს. თუ დედამ თქვა, კარგი იყოო, ესე იგი კარგად გამომივიდა.
– სერიალში თქვენი ანჩო მოსწონს?
თამარი: არ არის ცუდი.
– ცხოვრებაში თუ ჰგავს ამ გმირს რამით თქვენი შვილი?
თამარი: არა, ასეთი ნამდვილად არ არის. რუსკას ჰყავს ამ გმირის მსგავსი მეგობრები, რომლებსაც პუწუმუწუებს ვეძახი. რუსკა, საბედნიეროდ, მას არ ჰგავს. ჩაცმაზე გვაქვს სულ ჩხუბი. ცოტა უცნაური ადამიანია. ბავშვობაში პაპანაქება, 80 გრადუსიან სიცხეში ეცვა პულოვერი, "რეიტუზი", ჩექმა... ფასანაურში ყინვაში კი შორტებით და ფეხშველა დადიოდა.
ერთხელ მდინარე არაგვმა წაიღო. ამის ბედზე, დიდი ბიჭები იდგნენ წყალში, ეცნენ და ამოიყვანეს. სულ ასეთი რაღაცეები ემართებოდა. კარადის ქვეშ მოჰყვა ერთხელ და იმდენი ვეძებეთ... ერთხელ ცხენს დაუდგა უკან და იმან წიხლები ამოარტყა – სულ სისხლი სდიოდა.
– რუსკას ჰყავს შეყვარებული, ცნობილი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟი. მათ ურთიერთობაზე რას ფიქრობთ?
თამარი: კარგად გაზრდილი და ნორმალური ბიჭია. კარგი სამეგობრო წრე ჰყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნინიმ არ დამიჯერა. თავიდანვე ვიცოდი, რომ მათი ურთიერთობა განწირული იყო. ის არ იყო ის ბიჭი, რომელიც ნინის გვერდით უნდა მდგარიყო. შეიძლება კარგი მსახიობი იყო (ნინის ქმარი მსახიობი ბესო ზანგური გახლდათ. – ავტ. შენ.), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახშიც კარგი იქნები. არ შეიძლება ასეთი კატეგორიის ადამიანთან იურთიერთო. თავის დროზე არც მე დავუჯერე ჩემს მშობლებს. შენი მენტალიტეტის ადამიანი უნდა გყავდეს გვერდით და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსკა, ამ მხრივ, სწორად იქცევა.
რუსკა: ბავშვობაში დედა ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ ახლა ჩემი მეგობარია. მე 24 წლის გავხდი. დედა კი 42–საა. მას არაფერს ვუმალავ და ვცდილობ, არაფერზე ინერვიულოს. ბევრი შეყვარებული არ მყოლია. სულ ორი კაცი მიყვარდა და ორივეზე ყველაფერი იცოდა.
თამარი: ნინუცას უამრავი თაყვანისმცმელი ჰყავდა, მაგრამ ყველაზე "გადასარევი" მოძებნა. ასევე ვიყავი მეც. მთელი პოსტსაბჭოთა კავშირი ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც "გადასარევი" მოვძებნე.
– ამას წინათ "პროფილში" ყვებოდით, სახლში ჯადოებს ვპოულობო.
თამარი: გაჩვენებთ, ქონები რომ უსვია ჩემს სახლში რაღაცეებს. ლუპით ვათვალიერებთ ხოლმე რაღაც უცნაურ რამეებს და ნაგავში ვაგდებთ. თითქოს არ მჯერა ჯადოების, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
– რას გერჩიან?
თამარი: რა გითხრათ?! რატომღაც ჩემი ყოველთვის მეტად ჩანს. ერთმა მითხრა, ამ გადაცემაში რატომ გამოხვედი და რატომ ილაპარაკე, შენ ეს არ გეკადრებაო. მე კი ფაქტი მოვყევი. სხვას რატომ ეკადრება და რატომ არა – მე?!
– რითი გგავთ რუსკა?
თამარი: მხოლოდ გარეგნობით და მიმიკებით. ხასიათით არ ვგავართ. ნინუცა უფრო მგავს. მე ლმობიერი ვარ, რუსკა – არა. მე ვიღრიალებ და გამივლის. რუსკა უფრო კატეგორიულია.
რუსკა: პატიება შემიძლია, მაგრამ თუ გადამეკეტა, შემიძლია ის ადამიანი გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან.
თამარი: მე თავზე მაზის ყველა, ვისაც ეს არ ეზარება.
– თქვენი თხელი აგებულება გენეტიკურია თუ დიეტების შედეგი?
თამარი: გენეტიკურია. ჭამა ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ არ ვიმატებთ. ისე, სულაც არ მაინტერესებს, გავხდები თუ გავსუქდები. რა აზრი აქვს? რომ შემხვდებით და მეტყვით, კარგად გამოიყურებიო, მერე რა?
– რატომ, კომპლიმენტი არაფერს ნიშნავს?
რუსკა: ნიშნავს! მინდა, ყველა მეუბნებოდეს, რომ კარგად გამოვიყურები. ქალი არ უნდა გასუქდეს!
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი