asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოფი მარსოს ოქროს შემოდგომა
სოფი მარსოს ოქროს შემოდგომა
სოფი მარსოს ოქროს შემოდგომა

2010-11-05 14:21:26



ფრანგული კინოს ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია. 44 წლის სოფი მარსოს კინოსამყაროში მუშაობის უკვე 30 წლიანი სტაჟი აქვს. 14 წლის იყო, როდესაც ეკრანზე პირველად გამოჩნდა ფილმში "ბუმი". პოპულარობა მოუტანა ისეთმა სურათებმა, როგორებიცაა "იოლი სიყვარული", "მამაცი გული", "ღრუბლების ზემოთ"", "ანა კარენინა". მის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდები, სიყვარულში კარგა ხანი არ უმართლებდა, ახლა კი მის გვერდით ცნობილი მსახიობი კრისტოფერ ლამბერტია და, როგორც თავად ამბობს, მათი სიყვარულის ისტორია ოქროს შემოდგომას ჰგავს.

სოფიმ ცოტა ხნის წინ მაყურებელს ახალი ფილმი წარუდგინა, რომელსაც გადაღებების პროცესში ორიგინალური სახელი "კარტახენა" ერქვა, გაქირავებაში კი "საწოლზე მიჯაჭვულის" სახელით გამოვიდა.

ფილმის პრემიერაზე მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, სოფი მარსო გატაცებით საუბრობს საყვარელ მამაკაცზე და ფილმზე, რომელმაც ეს სიყვარული აპოვნინა.

– ახალი ფილმის პრემიერაზე კრისტოფერ ლამბერტთან ერთად მიხვედით. თქვენ მას ფილმ "დოვილში დაკარგულების" გადაღებებზე დაუმეგობრდით, რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც თავად ხართ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– ფილმისათვის "დოვილში დაკარგულები" ვეძებდი არა მეგობარს და შეყვარებულს, არამედ მსახიობს, რომელიც როლს მოუხდებოდა და ჩემს იდეას არ დაღუპავდა. უეცრად ხელში ჩამივარდა ფოტო, სადაც ლამბერტი წიგნების თაროების ფონზე იჯდა და მასში ზუსტად ის ტიპაჟი დავინახე, რომელიც მჭირდებოდა. ჩვენ ერთმანეთში ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პროზით, საინტერესო წიგნებით, შემდეგ კი პოეზიაში გადავიდა.

– ერთმანეთს ლექსებს უკითხავდით?

– დიახ, ვუკითხავდით, როდესაც ვმუშაობდი ფილმზე "კარტახენა". ჩემი გმირი ავტოკატასტროფის შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული. სწორედ პოეზია და წიგნები დაეხმარება, ცხოვრების არსი იპოვოს. მე და ლამბერტი ძირითადად ელიზაბეტ ბრაუნინგის ლექსებს ვკითხულობდით. ეს ინგლისელი პოეტი თითქმის ინვალიდი იყო, თავის ემოციებს მხოლოდ სიტყვებით გამოხატავდა. ამ ფილმის წყალობით, ლექსები ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. მანამდე არასოდეს მიყვარდა შემოდგომა, ახლა კი კრისტოფერთან ერთად ძალიან მიყვარს შემოდგომაზე პარკებში სიარული და ყვითელ ფოთლებზე დაკვირვება.

– თქვენს ცხოვრებაში იყო ხმაურიანი და ვნებიანი რომანები, ახლა კი ლამბერტთან ურთიერთობა ძალიან რომანტიკულ სიყვარულს ჰგავს.

– როდესაც პატარა აღარ ხარ და ცხოვრებამ თავისი გაკვეთილები ჩაგიტარა, ზუსტად ისეთ ადამიანს პოულობ, რომელიც გჭირდება. კრისტოფერს ჰყავს გოგონა, რომელსაც აღმერთებს, მეც მყავს შვილები. როგორც კრისტოფერი ამბობს, ვცდილობთ, ჩვენი შვილების განვითარებას თვალყური ვადევნოთ, მაგრამ ხშირად გვიწევს ერთმანეთთან განშორება, ერთი ქალაქიდან მეორეში სიარული. ჩვენი ურთიერთობა რაღაცნაირად ოქროს შემოდგომას მახსენებს, ძალიან თბილი და მშვიდია. საერთოდ ოქრო მიყვარს, მაგრამ პრაქტიკულად ოქროს სამკაულებს არ ვხმარობ.

– რა ისწავლეთ ამ ფილმის გადაღებებზე?

– არასოდეს მქონია შეხება ასეთი დიდი და მგრძნობიარე სიყვარულის მქონე გმირთან, თანაც ეს სიყვარულის ისტორია დამეხმარა, უფრო კარგად გამეგო ანა კარენინასთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვითამაშე. ცოტა არ იყოს, ვინანე კიდეც, რადგან ჩემს ანა კარენინას რაღაცეები დავაკელი იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ გავიგე მისი სიყვარულის. ახლა კი მთელ მის ისტორიას ვხვდები.

– ბოლო დროს რეჟისორობთ კიდეც. რა მოგწონთ ამ ამპლუაში?

– მიყვარს კინო და ხელმძღვანელობა. საინტერესო ისტორიის გადმოცემა დიდი ხელოვნებაა და მინდა, ამ ხელოვნების ნაწილი ვიყო. ვცდილობ, ეკრანზე კლასიკური ნაწარმოებები გადმოვიტანო.

– ამბობენ, რომ თქვენც და კრისტოფერსაც კინოში ნაკლებად გიმართლებთ. გჯერათ ბედისწერის?

– ვცდილობ, ბედის მინიშნებებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო. მჯერა, რომ ადამიანს ცხოვრებაში ყოველთვის ეძლევა შანსი, საინტერესოდ შეცვალოს თავისი ცხოვრება, რაღაც უბედურება თავიდან აიცილოს. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც მინიშნებამ აშკარა უბედურებას ამარიდა. ახლა მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

– ალბათ რთულია კინოვარსკვლავობა, რადგან ადამიანები მუდმივად გიყურებენ, გაკვირდებიან.

– თუ ჩემს ავტობიოგრაფიულ რომან "მატყუარას" წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ არანაირი ვარსკვლავი არ ვარ, უბრალოდ მეოცნებე ვარ. მთელი ცხოვრება ვთამაშობ ისეთ ქალს, რომელიც რეალობაში არ არსებობს. მერწმუნეთ, არ მიყვარს ეს საწვეულებო კაბები, ძვირფასი სამკაულები. კინოვარსკვლავის ცხოვრებაში არ არის ისეთი რამ, რისგანაც სიამოვნებას ვიღებ. მხოლოდ იმით ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, ჭკვიანი და სერიოზული მამაკაცები მყვარებოდა, რომლებმაც თავისებურად მასწავლეს ცხოვრება. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მუდმივი სწავლის პერიოდი იყო, ახლა კი, რაც კრისტოფერ ლამბერტი გამოჩნდა, ჩემი ცხოვრება ლირიკული გახდა. ის ძალიან ელიტური, რესპექტაბელური ოჯახიდანაა, მე – უბრალო მუშის ოჯახიდან. მან ყველაფერი იცის და ამიტომაც მასთან ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ბედმა ნამდვილად საჩუქარი გამიკეთა, ასეთ ინტელექტუალს რომ შემახვედრა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სოფი მარსო
კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online