| ქალი და მამაკაცი |

მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
– მომბეზრდა აქ ყოფნა, – იყვირა უცებ ჯონმა, – თუ არ დავლიე, გავგიჟდები.
– მისტერ სენძ, დაწყნარდით, – დაამშვიდა ის დოდმა, – თქვენს ნივთებს სხვა ოთახში გადავიტანთ, მერე კი დალევასაც მოასწრებთ.
– მაშ, წასვლა შემიძლია? – იკითხა ჯონმა.
– თქვენი ჩვენება უნდა ჩავწერო, – ჩაერია კრივიჩი, – თუ სხვა ნომერში გადახვალთ, ნახევარ საათში სტენოგრაფისტთან ერთად იქ შემოგივლით. ეს აუცილებელია.
– ჯონ, როცა თავისუფალი იქნები, შემატყობინე, – მიმართა მუსიკოსს კვისტმა და დოდთან ერთად ოთახიდან გავიდა.
იმავდროულად დერეფნის მორიგე სენძის ნომერში შევიდა, ნივთების მოგროვებაში რომ მიხმარებოდა, დოდი კი კვისტს შეეკითხა:
– რამ გაფიქრებინათ, უიზმერს რომ მოკლავდნენ?
– ეს გრძელი ისტორიაა, – მიუგო კვისტმა, – უბედურება იმაშია, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ედი ვერ დავარწმუნე და აკი მომდევნო მსხვერპლიც სწორედ ის გახდა.
– მაგრამ არა უკანასკნელი?
– შესაძლებელია.
– როგორც ჩანს, ახლა სენძის ჯერია.
– ასე გამოდის.
– კრივიჩმა იცის?
– იცის.
– მაშასადამე, სენძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ახლა მასზეა. თუ ოტელში ვინმეს კიდევ მოკლავენ, მისტერ შამბრენს ვეღარ გადავურჩები.
– როგორც ვიცი, მასზე ლეგენდები დადის.
– ჰო, მართლა. თქვენზე მთხოვა, ჩემთან შემოიაროსო.
– მაშინ წავიდეთ. მისი გაცნობა მეც მაინტერესებს.
შამბრენის კაბინეტი ოტელის მეოთხე სართულზე მდებარეობდა და აღორძინების ხანის რომაული სასახლის მისაღებს ჰგავდა. მხოლოდ პატარა, ორნამენტებიან მაგიდაზე დადგმული ოთხი ტელეფონი მიუთითებდა იმაზე, რომ აქ მუშაობდნენ კიდეც. ძვირფას კომოდზე დიდი ყავის სახარში იდგა, ბარი კი ძველებური ბროლითა და სხვადასხვაფერი ბოთლებით ბზინავდა.
კვისტმა კედელზე პიკასოს დედანს შეავლო თვალი, მერე კი მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს დააკვირდა. შამბრენი მაღალი არ ჩანდა, ჩაფსკვნილი იყო და შავთმიანი, მისი ღრმად ჩამჯდარი თვალები კი თითქოს ყველაფერს ბურღავდა.
– ბოს, ეს მისტერ კვისტია, – თქვა დოდმა.
– მადლობა ღმერთს, რომ შეგხვდით, მისტერ კვისტ, – წარმოშობით ფრანგი შამბრენი სუფთა ინგლისურით ლაპარაკობდა, თან სრულიად უაქცენტოდ.
– მეც მიხარია, – კვისტმა მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
– რამე მაგარს ინებებთ თუ თურქულ ყავას დასჯერდებით?
– თუ შეიძლება, ბრენდი იყოს.
– სიამოვნებით. ბარში დიდი არჩევანია. დოდ, მიხედე.
როცა ორივენი დასხდნენ და დოდის ჩამოსხმული ბრენდიც შესვეს, შამბრენმა თქვა:
– თქვენთვის ეს მძიმე საღამო იყო.
– ნამდვილად, – დაეთანხმა კვისტი, – მკვლელობები ნამდვილად არ მიტაცებს.
– ცნობისმოყვარეობა ცუდი ჩვევაა, – შენიშნა შამბრენმა და ბრტყელი ეგვიპტური სიგარეტი გააბოლა, – მე კი ეს თვისება გადაჭარბებული მაქვს. ჩვენი ოტელი ერთი პატარა ქალაქია და აქ, ცხადია, დანაშაულებიც ხდება, რასაც მე პირად შეურაცხყოფად აღვიქვამ.
– კარგად არ მესმის თქვენი.
– მისტერ კვისტ, პრესის საშუალებით წინა შემთხვევებს რომ გავეცანი და ფაქტები ერთმანეთს შევადარე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არც უიზმერის და არც წინა მკვლელობები შემთხვევითი არ ყოფილა. მგონი, მართალი ვარ, არა?
– მეც თქვენსავით ვფიქრობ, – გაიღიმა კვისტმა, – თან ვცდილობ, ამაში პოლიციაც დავარწმუნო.
– როგორც ჩანს, მომდევნო მსხვერპლი თავად სენძი უნდა იყოს.
– ლოგიკურად ასე გამოდის.
შამბრენს თვალები აუელვარდა:
– ჩემს ოტელში ეს არ მოხდება! არადა, ცნობისწადილიც აღარ მასვენებს. ვფიქრობ, რომ მეგობრობის გარდა ლიბმანს, სეიბოლს და უიზმერს სენძისთან კიდევ რაღაც აკავშირებთ, რაღაც შემთხვევა, წარსულის რაღაც ფაქტი.
კვისტს გაეცინა:
– თქვენ კარგად მიხვდით, მაგრამ დეტალებს ვერ მოგიყვებით, თუმცა პოლიციამ ეს ყველაფერი უკვე იცის. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თქვენს მიერ ნახსენები სამი მკვლელობის გარდა მეოთხეც მოხდა.
– მართლა?
– ორშაბათ დილით ლოს ანჯელესში ყოფილი პოლიციელის მაიკ მარშალის თავგაჩეხილი გვამი იპოვეს.
– სიმართლე ყოველთვის უხილავია, მისტერ კვისტ. თუნდაც პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის სატელევიზიო გამოსვლები ავიღოთ. ისინი ძალიან ლამაზად ლაპარაკობენ, რეალობა კი სულ სხვაგვარია.
– ამ იდეას ჩამოთვლილ ოთხ მკვლელობასთან რა კავშირი აქვს?
– ფაქტების გარეშე ჩემი დასკვნები მხოლოდ სიტყვების თამაში გამოვა, მათ მოძიებას კი დროც სჭირდება და სურვილიც. ეს ყველაფერი რაღაცით ილუზიონისტობას ჰგავს, რაღაცა რომ გვგონია, სინამდვილეში კი ამას ვერ ვხვდებით.
– ვფიქრობ, ძალიან დავიღალე, რაკი თქვენს ნათქვამს კარგად ვერ ვწვდები, – აღიარა კვისტმა.
– ეგ არაფერი, – შამბრენი წამოდგა და სტუმარს ხელი გაუწოდა, – თუ რამეში დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და გამომიყენეთ. რაც შეეხება სენძს, ვიდრე ჩვენთანაა, არაფერი ემუქრება. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ მეწვიეთ.
ჯულიანი ძალიან დაიღალა. ის იყო, ჰალსტუხი შეიხსნა და ჭიქაში ბრენდი დაისხა, რომ ზემოდან ჭრიალი მოესმა და მიახედა: მეორე სართულიდან ლიდია ჩამოდიოდა. მას იგივე კოსტიუმი ეცვა, რაც მერიან შეერის წვეულებაზე.
– შინ აღარ წავედი და ისევ აქ დავბრუნდი, – თქვა მან და სავარძელში ჩაეშვა.
– ძალიანაც კარგი, – გაუღიმა ჯულიანმა, – დალევ რამეს?
– მხოლოდ ცოტა ვისკის. ვინმეს ელოდები?
– შეიძლება ჯონი მოვიდეს. ის მომხდარით გაოგნებულია და ოტელში დარჩენა უჭირს, – კვისტმა მაგიდიდან სიგარა აიღო, მოუკიდა და გააბოლა.
– მისტერ დუგლას ჰედმანი საკმაოდ აბეზარი კაცი აღმოჩნდა, – ლიდიამ ვისკი დაისხა და ყინული დაამატა, – მან ჩემი გაცილება მოინდომა, ამიტომ იძულებული გავხდი, ტაქსის მძღოლისათვის შენი მისამართი მეთქვა, მერე კი იმ ტიპს ვესტიბიულში დავმშვიდობებოდი.
– საბრალო ჰედმანი, – გაიღიმა კვისტმა, – ძვირფასო, შენ გამო მამაკაცები მუდმივ ოცნებებში არიან.
– მორჩი, ჯულიან! – ლიდიამ ვისკი შესვა, – თუ არ დაიღალე, ედიზე მომიყევი.
– საშინელი ამბავია. ვიღაცამ ვერცხლის შანდლით გაუჩეხა თავი, არადა, ნომერში მხოლოდ მე და შენ შევედით.
– მკვლელმა როგორ შეაღწია ნომერში? – იკითხა ლიდიამ.
– ან კლიტე გატეხა ან ედიმ თავად შეუშვა, რაკი არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
– საბრალო ედი... საინტერესოა, შემდეგი ვინ იქნება?
კვისტმა მხრები აიჩეჩა:
– კრივიჩმა ახლა ყველაფერი იცის და ეს საქმეც ახლა მხოლოდ მას ეხება. რაც შეეხება ჯონს, ის ძალიან შეშინებულია და ჩვენი ვალი ახლა მისი დამშვიდებაა.
– შენ არ გეშინია? ვიღაც მანიაკი ყველას მიყოლებით კლავს.
– მე უფრო ჯონის გამო ვშიშობ, – კვისტმა სიგარა მოქაჩა, – ახლა შენ მოყევი, ჩვენი წამოსვლის მერე რა მოხდა.
– ჯონის დაბრუნებას ყველა ელოდა, მერე კი მერიან შეერმა გამოაცხადა, ჯონის მეგობარს უბედურება შეემთხვა და მუსიკოსი იქ წავიდაო. სტუმრებმა დაშლა იწყეს, ჰედმანი კი ჩამაცივდა, ჩემთან წავიდეთ თუ შენთანო, რაზეც ვუპასუხე, ჩემთან–მეთქი, ამ დროს კი შენს ბინას ვგულისხმობდი.
– ისე, მაგ ჰედმანს კარგი გემოვნება ჰქონია, – ჩაიცინა კვისტმა, – მითხარი, დენი არ გამოჩენილა?
– არა.
– უცნაურია, – შენიშნა ჯულიანმა, – დენი ნიუ იორკშია. ჩვენ რომ მის შეერთან ვიყავით, კრივიჩმა მისგან შეიტყო.
დენ ჰარვის საქმის გაჭიანურება არ უყვარდა და ნებისმიერი დავალების შესრულებას სწრაფად ცდილობდა. მისი აზრით, სენძის დაშანტაჟება ბევერლი ტრენტის ძმას, მამას ან საყვარელს შეეძლო, რომელიც შემდეგ მკვლელიც გახდა... ჰოლივუდში დენი დაინტერესდა, ვისთან მეგობრობდა ტრენტი, რა წრეში ტრიალებდა და ამ ძიებაში მისთვის ნაცნობი სახელი ტობი ტაილერი ამოტივტივდა.
ტაილერის კარიერა მსახიობობით დაიწყო, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, საბოლოოდ კი შესანიშნავ აგენტად იქცა, ახალგაზრდა მსახიობებს გზის გაკვალვაში რომ ეხმარებოდა. ლუი სეიბოლის მდივანმა ქალმა გაიხსენა, რომ ტაილერის კლიენტებს შორის ბევერლი ტრენტიც იყო.
ორიოდ წლის წინ ტაილერი ნიუ იორკში გადავიდა, სადაც კინოგაქირავების ფირმაში პრესმდივნად მუშაობდა. სწორედ იქ გაიცნო ის ჰარვიმაც. კვისტის კლიენტს ერთ–ერთ ფილმში იღებდნენ და სარეკლამო კამპანიის დროს ტაილერი ფაქტობრივად "ჯულიან კვისტ ასოშიეიტსში" ცხოვრობდა...
ნიუ იორკში დაბრუნებულმა ჰარვიმ კვისტის წერილი იპოვა, რომელშიც ეს უკანასკნელი მერიან შეერთან მისვლას სთხოვდა, მაგრამ დენმა ჯერ სამსახურში შეიარა, იქნებ ტაილერის ტელეფონის ნომერს მივაგნოო.
სწორედ კაბინეტში ყოფნისას დარეკა კაპიტანმა კრივიჩმა, რომელსაც ჰარვიმ მისის შეერთან გამართული წვეულების შესახებ აუწყა. კრივიჩს უიზმერის სიკვდილის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს, ჰარვიმ კი დაასკვნა, კვისტმა ჯონი პოლიციაში მისვლაზე დაიყოლიაო.
შემდეგ დენმა ტობი ტაილერის ნომერი მოძებნა, დაურეკა და რესტორან "უილარდ ბეკ–იარდში" შეხვედრაზე დაითანხმა...
სადილი შეუკვეთა თუ არა, დენი მაშინვე საქმეზე გადავიდა:
– ბევერლი ტრენტი მაინტერესებს.
– ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, – ამოიოხრა ტაილერმა, – საბრალო ლუიზა ჰაუპტმანი, ეს მისი ნამდვილი სახელია, კინოვარსკვლავი ვერ გახდა, მერე დათვრა, ბევრი საძილე აბი დალია და სული განუტევა. აუხდენელი ოცნებების ამგვარი დასასრული ჩვეულებრივი ჰოლივუდური ისტორიაა.
– კიდევ რას გაიხსენებდით მასზე?
ტაილერმა ჩაიცინა:
– ლუიზას კარიერის მწვერვალი ჯონ სენძი გახდა. საქმე იმაშია, რომ სენძთან გამართულ საღამოზე ამ ქალმა ბევრი დალია, მერე კი, როცა მასპინძელმა სახლიდან გამოაგდო, თავის სახლში წავიდა და თავი მოიკლა.
– იმ საღამოზე თქვენც იყავით?
– ჰო, ვიყავი. ყველაფერი "ჩეიზენში" დაიწყო. მერე სმა ჯონის სახლში გავაგრძელეთ, მაგრამ მე თამაშიდან მაშინვე გამოვედი, რადგან შამპანურს ვერ ვიტან.
– ბევერლი ჯონმა დაპატიჟა?
– არა მგონია. ის თავისით მოვიდა, თანაც მარიხუანით გაბრუებული. მერე ორი თუ სამი ბოკალი დალია, სკანდალი ატეხა და იქაურობა დატოვა.
– ბევერლი მარტო მოვიდა?
– ჩემი ვარაუდით, ერთ წვერებიან ტიპთან ერთად იყო, რომელიც ადრეც მინახავს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა რაღაც დროის მანძილზე ეს კაცი სენძის სახლში დარჩა.
– ტრენტი და ის ტიპი ერთად წავიდნენ?
– ამას ვეღარ გეტყვით, რადგან შამპანურისაგან უკვე არეული მქონდა გონება.
– ეს წვერებიანი ვინ არის?
– ალბათ ჰიპი, – მხრები აიჩეჩა ტაილერმა, – ისე, მაგას ყველა ჩიფს ეძახის, მათ შორის მისი "ცოლებიც".
– ცოლები?
– ჰო. ბინძური ქალები, ვისთანაც ის მეგობრობს და საერთო ბანდაც აქვთ. ჩემი აზრით, ბევერლიც ამ ბანდის წევრი იყო.
– ბიფშტექსი ცივდება, – შენიშნა დენმა, – იქნებ თან გვეჭამა, ჰა?
– აჯობებს, – მიუგო ტაილერმა და თეფშს ეძგერა.
ცოტა ხნის შემდეგ დენი შეეკითხა:
– თქვენ ბევერლის აგენტი იყავით?
– ჰო, – მიუგო ტაილერმა და ლუკმა გადაყლაპა, – თქვენგან ასეთი პატივი რით დავიმსახურე?
– შეიძლება მკვლელი მაპოვნინოთ, – მიუგო ჰარვიმ, – ხომ იცით, ჯონის მეგობრებს სეიბოლსა და ლიბმანს რაც მოუვიდათ.
– ჰო, ვიცი. მათი სიკვდილი ტრენტს უკავშირდება?
– ჯერ არ ვიცი და ამის გარკვევას ვცდილობ. თუ შეიძლება, ტრენტზე მომიყევით.
ტობი მოიღუშა, მერე კი დაიწყო:
– როცა პირველად ჩემს კანტორაში მოვიდა, მისმა ფიგურამ ისე მომხიბლა, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, მაგრამ, როცა ლაპარაკი დაიწყო, მივხვდი, რომ მისგან მსახიობი ვერ დადგებოდა. მიუხედავად ამისა, მისი მონაცემები მაინც ჩავიწერე და ფსევდონიმიც შევურჩიე, ბევერლი ტრენტი. ეს ასე იშიფრება: ბევერლი ბევერლი–ჰილსიდან ავიღე, ტრენტი კი ელენ ტრენტიდან.
– ეს ვინღაა?
– დედაჩემის საყვარელი რადიოპიესის მთავარი პერსონაჟი.
– გასაგებია. განაგრძეთ.
– შემდეგ ბევერლი ერთ ადგილას გავგზავნე, სადაც კორდებალეტისთვის გოგონები სჭირდებოდათ. ორი თვე აღარ გამოჩენილა. მერე, როცა მოვიდა, კიდევ გავგზავნე სადღაც და ორი თვით ისევ დამეკარგა. ბოლოს, როცა მოვიდა, ვუთხარი, მე თეატრალური აგენტი ვარ და არა მაჭანკალი–მეთქი. ჩვენი საქმიანი ურთიერთობაც ამით დასრულდა. მერე, როგორც გავიგე, მეგარდერობედ მუშაობდა რომელიღაც ღამის კლუბში. ჯონმაც იქ ნახა და მათი ურთიერთობაც იქიდან დაიწყო.
– კარგით. ისევ ჩიფს დავუბრუნდეთ. თუ იცით მისი ნამდვილი გვარი?
– არა. ყველა ჩიფს ეძახდა. შავი წვერი, შავი თვალები, მხრებზე დაფენილი თმა, შეშლილის გამოხედვა, ცხელი და გამჭოლი.
– რითი ცხოვრობდა?
– ალბათ იმ ფულით, რომელსაც მისი "ცოლები" შოულობდნენ. ჩიფი მათ ჰიპნოზს უკეთებდა და მათ კმაყოფაზე ცხოვრობდა.
– ის ნიუ იორკში თუ გინახავთ?
– ო, ღმერთო! არასოდეს. ფიქრობთ, რომ აქ არის?
– ჩემი აზრით, შაბათ საღამოს და კვირა დილას აქ იყო, – მიუგო ჰარვიმ და წამოდგა, – გმადლობთ, რომ შემხვდით.
– მეც გმადლობთ.
ტაილერთან დამშვიდობების შემდეგ ჰარვიმ კვისტს დაურეკა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო.
ნახევარი საათის შემდეგ ისევ დაურეკა. ამჯერად ყურმილში კვისტის ხმა მოესმა:
– ალო? დენიელ, შენ ხარ?
– ჰო, ჯულიან, აბა ვინ ვიქნები?
– ედი უიზმერი მოკლეს, – აუწყა კვისტმა და თანაშემწის რეაქციას არც დალოდებია, ყურმილი ისე დაუკიდა.
კვისტი, ლიდია და ჰარვი ლოჯიაში ისხდნენ და მთვარიან ღამეს გასცქეროდნენ.
– ჰოლივუდის პოლიციამ მაგ ჩიფზე რამე უნდა იცოდეს, – შენიშნა კვისტმა, – აკი თქვი, მგონი, ეძებენ კიდეცო.
– ალბათ ასეცაა, – დაეთანხმა ჰარვი, – რაკი ეს ნაძირალა საღამოზე იყო, ჯონი მას აუცილებლად გაიხსენებს. ტაილერის აზრით, ჩიფის დავიწყება, უბრალოდ, შეუძლებელია. ის ან ბევერლისთან ერთად მივიდა, ან მასზე ოდნავ გვიან. დაინახა რა, თუ როგორ ავიდა საძინებელში ბევერლი, ჩიფი მას უკან გაჰყვა. შესაძლოა იფიქრა, ქალს ფულს მოვაპარვინებო, ან თავად აპირებდა რამე ღირებულის აწაპვნას. ვიდრე ჩიფი მეორე სართულზე დაბორიალობდა, ბევერლიმ აბების ჩაყლაპვა მოასწრო და საწოლზე მიეგდო. როცა ჩიფი საძინებელში შევიდა და მისი წერილი წაიკითხა, მიხვდა, ბევერლი რომ მოკვდა ან მალე მოკვდებოდა და იქაურობას გაეცალა. გასაგები მიზეზების გამო ის პოლიციასთან შეხვედრას ერიდებოდა, ორიოდ დღის შემდეგ კი გაზეთში წაიკითხა, რომ ბევერლი ტრენტი საკუთარ სახლში მოკვდა. ჩიფი სულელი არ იყო და მაშინვე ყველაფერს მიხვდა.
კვისტმა თავი გააქნია:
– დენ, თუ ჩიფი საღამოდან წავიდა, როგორ მიხვდებოდა, ბევერლის გვამი მერე რომ გადაიტანეს?
– მაშასადამე, არ წასულა და ჯონის სახლის გარშემო დაძრწოდა. მან კარგად დაინახა, რაც შემდეგ მოხდა და იმასაც მიხვდა, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი რომ იქნებოდა. სიმართლე რომ დაემალა, ჯონი იძულებული გახდა, მისთვის ფული ეხადა და ორი წლის განმავლობაში უხდიდა კიდეც. ბოლოს, როცა შეუწყვიტა, ჩიფი გაბრაზდა და სენძის შესაშინებლად ყველა ის ადამიანი მოკლა, ვისაც ბევერლის სიკვდილთან რამე აკავშირებდა.
– ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმარს ჰგავს, – შენიშნა აკანკალებულმა ლიდიამ და ჯულიანს მიეკრა.
– არ მეთანხმები? – შეფს ჰკითხა დენიელმა.
– იქნებ მართალიც ხარ, დენ, მაგრამ ამ ყველაფერში არის რაღაც ისეთი, რაც ჩემს ეჭვს იწვევს.
– რას გულისხმობ?
– ეს რომ ვიცოდე, პირდაპირ გეტყოდი, არადა, შენს ვერსიაში მაინც ეჭვი მეპარება.
– შენ რა, მაგ ნაძირალის წერილობითი აღიარება გინდა?
– არც კი ვიცი, რა მინდა, დენ, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობ, რომ აქ რაღაც ისე არ არის.
– შენი არ ვიცი, ჩემთვის კი ყველაფერი დღესავით ნათელია, – ჰარვიმ კეფა მოიფხანა, – კარგი, მაშინ მითხარი, ახლა რა ვქნა.
– კრივიჩთან მიდი და ყველაფერი უამბე. ჰოლივუდის პოლიციას ის ჩვენზე სწრაფად დაუკავშირდება. მე კი ჯონს ვთხოვ, გაიხსენოს, იყო თუ არა მასთან საღამოზე ვინმე ჩიფი, – კვისტი წამოდგა, ოთახში შევიდა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა.
ყურმილი სერჟანტმა კვილენმა აიღო:
– ალო?
– სენძის დაკითხვა დამთავრდა? მე კვისტი ვარ.
– ჯერ არა.
– მაშინ გადაეცით, რომ მის ზარს ველოდები, – თქვა ჯულიანმა, მერე კი დაამატა, – ჩემს მეგობარ დენ ჰარვის ლეიტენანტისთვის საინტერესო ინფორმაცია აქვს.
– ასეთი რა ინფორმაციაა?
– ამას თავად გეტყვით, – მიუგო კვისტმა და ყურმილი ოთახში შემოსულ დენს გადასცა, თავად კი ისევ ლოჯიაში გავიდა და ლიდიას გვერდით ჩამოჯდა.
ოთახიდან უკვე ისმოდა ჰარვის ყრუ ხმა.
– ამ საქმეში ნუ ჩაერევი, ჯულიან, – თქვა ლიდიამ, – ძალიან გთხოვ.
– პირველი ვიოლინო ახლა კრივიჩია.
– დენი თუ მართალია და იმ ტიპმა შენი არსებობა შეიტყო...
– მისთვის მე უხილავი ვარ, – მოუჭრა ჯულიანმა.
– არა! ხვალ გაზეთები ყველაფერს დაწერენ. შენ ჯონის მეგობარი ხარ, რაც ყველამ იცის და ის ნაძირალაც გაიგებს.
– ასეც რომ იყოს, მერე რა? მაგ ტიპს ჯონის ფულები აინტერესებს და არა მე.
– თუ მის ძებნას გააგრძელებენ, შენითაც დაინტერესდება.
– აბა, რა ვქნა? ჯონი ხომ ჩემი მეგობარია.
– შენ თავს ცინიკოსად ასაღებ, სინამდვილეში კი ერთი ახირებული ტიპი ხარ, – ამოიოხრა ლიდიამ.
– მე რომ ჯონის ადგილზე აღმოვჩენილიყავი, შენ თამაშიდან გახვიდოდი? – შეეკითხა ჯულიანი.
ლიდიას პასუხი აღარ გაუცია.
უკვე კარგად გათენებული იყო, ჯონმა რომ დარეკა.
– შენ ალბათ ჩიფზე გინდა კითხვა, – მოისმა ყურმილში მისი დაღლილი ხმა, – ეს კითხვა კრივიჩმა უკვე დამისვა, მაგრამ გარკვეული პასუხი არ მაქვს, თუმცა, ცხადია, მაგ ტიპზე მსმენია. ისე, დენს დიდი მადლობა, ჩემთვის რომ ამდენი იწვალა.
– აუცილებლად გადავცემ, – შეჰპირდა კვისტი, – ახლა ეს მითხარი, ის წვერებიანი შენს საღამოზე იყო?
– კონცერტს გულისხმობ თუ ჩემს სახლში გამართულ შეჯიბრს?
– ცხადია, მეორეს.
– აბა, რა გითხრა, ჯულიან. იმ დროს ჰიპობა მოდაში იყო და წვერსა და გრძელ თმას ბევრი ატარებდა. ასე რომ, შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ. ჩვენ "ჩეიზენიდან" მთელი ბრბო წავედით და მათ შორის შეიძლება ჩიფიც ყოფილიყო. იცი, როგორაა? ჰოლივუდში ნაცნობ–უცნობიც სახელით მომმართავდა, მე კი ზოგს ვიცნობდი, ზოგს კი პირველად ვხედავდი. რაც შეეხება ბევერლისთან ერთად მოსვლას, შეიძლება მართლა ერთად მოვიდნენ, მე კი ეს ვერ შევამჩნიე. მაგ ტიპი რომ ვნახო, ალბათ ვიცნობ კიდეც, მაგრამ ახლა მეტს ვეღარაფერს გეტყვი.
– ეცადე, დაიძინო, ჯონ, – ურჩია კვისტმა, – ძალიან მისუსტებული ხმა გაქვს.
– ო, ღმერთო! როგორ მინდა, ყველაფერი დავივიწყო! იცი, ჯულიან, მომხდარის დაჯერება მართლა ძალიან მიჭირს!
– კონკრეტულად რისი?
– ედის სიკვდილის, ჯულიან! ის ხომ ძმასავით იყო ჩემთვის.
– ეცადე, დაიძინო, ჯონ, – გაუმეორა კვისტმა, – ძილი ყველაზე კარგი წამალია.
– ჯულიან, ხვალ იქნებ მოვიდე შენთან.
– კარგი. როცა ადგები, დამირეკე.
– აუცილებლად, მეგობარო!

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი