| ქალი და მამაკაცი |

სიდნეი ჯორჯ რეილი – ჯაშუშების მეფე
სიდნეი ჯორჯ რეილი – ჯაშუშების მეფე
- მისტერ ფლემინგ, თქვენი ჯეიმს ბონდი ზღაპრულად მარჯვე ხომ არაა?
– არავითარ შემთხვევაში! ბონდი, მართალია, გამოგონილი პერსონაჟია, სუპერმენის თვისებებით შემკობილი, მაგრამ მასში ზღაპრული არაფერია! ინგლისს ჯეიმს ბონდზე ბევრად უკეთესი მზვერავებიც ჰყავდა, სად მოვიდოდა ის, თუნდაც სიდნეი რეილისთან.
– მართალია, რომ რეილი ბონდის პროტოტიპია?
– სრული სიმართლეა! რეილი მეოცე საუკუნის უდიდეს მზვერავად ითვლება. მას ჯაშუშთა მეფეს უწოდებენ.
სპეცმისიით რუსეთში
რეილი უნიკალური პიროვნებაა. უნიკალურია მისი ბიოგრაფიაც.
სიდნეი ჯორჯ რეილი 1874 წელს ოდესაში დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია ზიგმუნდ როზენბლიუმი. ჯერ კიდევ მოზარდმა დატოვა ოდესა, გადასახლდა ინგლისში, სადაც მიიღო რეილის გვარი და ინტელიჯენს სერვისის თანამშრომელი გახდა. ერთიმეორეზე ფანტასტიკურ დავალებებს წარმატებით ასრულებდა, ამიტომაც სუპერმზვერავის რეპუტაცია დაიმსახურა. პირველი მსოფლიო ომის დროს რეილი გერმანიის გენშტაბში დამკვიდრდა და ზე–საიდუმლო ინფორმაციები მოიპოვა. შემდგომში მას ახალი დავალება – ბოლშევიკების დამხობა დაავალეს.
1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებას დასავლეთში თავდაპირველად დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ანტანტამ მხოლოდ ის დაინახა, რომ ლენინმა გერმანიასთან სეპარატული ზავი დადო. მან ინგლის–საფრანგეთი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. მათაც გადაწყვიტეს, დაემხოთ ბოლშევიკები და ჩაენაცვლებინათ ის მთავრობით, რომელიც გერმანიასთან ფრონტს აღადგენდა.
– ეს იყო ინგლის–საფრანგეთის ერთობლივი სპეცოპერაცია, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – მასში მონაწილეობდნენ დაზვერვის ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ სიდნეი რეილი, პოლ დიუკსი, ჯორჯ ჰილი (ინგლისი), რენე არტამონი (საფრანგეთი). ოპერაციაში მთავარი როლი ენიჭებოდა რეილის, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა რუსულს, იქ უამრავი მეგობარი ჰყავდა და აგენტურის ფართო ქსელი ჰქონდა.
მოსკოვში რეილიმ კონტაქტი დაამყარა ბორის სავინკოვთან. ის სათავეში ედგა არალეგალურ "სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირს". ბორის ვიქტოროვიჩთან ერთად ის გადატრიალების სამზადისს შეუდგა. შემდგომში საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, შეთქმულებას ინგლისის ელჩი რობერტ ბრიუს ლოკარტი ედგაო სათავეში. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ლოკარტს ჩეკისტებმა პროვოკაცია მოუწყვეს და შემდგომში დააპატიმრეს კიდეც. ამით ძერჟინსკი შეეცადა, თუნდაც რამდენადმე მაინც დაეფარა თავისი მარცხი, შეთქმულების მთავარი ორგანიზატორები – რეილი და სავინკოვი ხომ ხელიდენ გაუსხლტდნენ! ლენინი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ინგლისის ელჩის გათავისუფლებას, რაც ლონდონში დააკავეს საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლიტვინოვი.
რეილი–სავინკოვს ტერორისა და პროვოკაციების პირობებში უწევდათ მოქმედება. ჩეკისტები ყოველგვარი ორდერის გარეშე იჭრებოდნენ, ბინებში აწყობდნენ ჩხრეკებს, აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს. ჩეკასა თუ კრემლში მიმდინარე ინტრიგების შედეგია მემარცხენე ესერების ამბოხი, ან გერმანიის ელჩის, გრაფ მირბახის, მკვლელობა. ყველაფრის კულმინაცია კი ლენინზე თავდასხმა გახლდათ (1918 წლის აგვისტო). ამის შემდეგ, ლენინმა ოფიციალურად გამოაცხადა წითელი ტერორი.
– საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ ლენინზე თავდასხმის ორგანიზატორი ინგლისის ელჩი ლოკარტია, დიპლომატის ვაჟი რობინ ბრიუს ლოკარტი, რეილის კი მის ხელქვეითად ასაღებდნენ.
ბოლშევიკებმა მასიური დაპატიმრებების, ტერორისა თუ პროვოკაციების წყალობით, შეინარჩუნეს ხელისუფლება. რეილიმ, სავინკოვმა და სხვა ლიდერებმა თავს გაქცევით უშველეს:
– ბორის, გეფიცები, მანამ არ მოვისვენებ, სანამ ბოლშევიკებს არ დავამხობ! – განუცხადა სავინკოვს რეილიმ, – ან ისინი, ან მე! მესამე გზა არ არსებობს!
იდგა 1918 წლის შემოდგომა...
"თუკი რუს დემოკრატს კარგად გავქლიბავთ..."
1919 წელს რეილი კვლავ ჩამოდის რუსეთში. მისი ამოცანაა, დენიკინის არმიის პერსპექტივების შეფასება. ლონდონში დაბრუნებული რეილი დაწვრილებით მოხსენებას წარუდგენს თავის შეფებს, სადაც ნათქვამია:
– დენიკინი კარგი სამხედრო, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსია. მას არ შეუძლია აბობოქრებულ, გაღატაკებულ მასებს რაიმე ალტერნატივა შესთავაზოს და ბოლშევიკური დემაგოგია გაანეიტრალოს. უამისოდ კი სამოქალაქო ომში ვერ გაიმარჯვებ.
– რომელი რუსი მოღვაწე შეძლებს ბოლშევიკური დემაგოგიის განეიტრალებას?
– სავინკოვი, სავინკოვი და მხოლოდ სავინკოვი. დღეს სხვა კანდიდატურა არ არსებობს.
– სავინკოვი ნამდვილად ნიჭიერი, გაბედული კაცია, როგორც მწერალმა, მსოფლიოში სახელი გაითქვა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი? ის ხომ ნარკომანია.
– რუსების უმრავლესობა ასეთია, – ამოიოხრა რეილიმ, – ზოგი ალკოჰოლიკია, ზოგიც ნარკომანი. ზოგსაც სხვა უცნაურობანი ახასიათებს.
ხელმძღვანელობა ამას არ დაეთანხმა. რეილიმაც დატოვა "ინტელიჯენს სერვისი". ამიერიდან ის როგორც კერძო პირი ისე მოქმედებდა. ის ყველა თავის კონტაქტს იყენებდა, რათა სავინკოვისთვის პროტექცია გაეწია. ეს მან მხოლოდ 1920 წელს შეძლო, როდესაც ჩერჩილის დახმარებით, პოლონეთის მაშინდელ ლიდერ იუზეფ პილსუდსკის დაუკავშირდა. ბრიტანულ ელიტაში რეილის მხარი მხოლოდ ჩერჩილმა დაუჭირა. თვით ლორდი კერზონიც კი სიდნეის გეგმებს უაღრესად ფრთხილად ეკიდებოდა. მალე რეილიმ სავინკოვი ვარშავაში ჩაიყვანა და პილსუდსკის წარუდგინა. პოლონეთის სახელმწიფოს უფროსმა (ასეთი იყო იმხანად პილსუდსკის ტიტული) თავის მხრივ სავინკოვს განუცხადა: ბელორუსი პარტიზანების ლიდერი გენერალ–მაიორი სტანისლავ ბულაკ–ბალახოვიჩი თანახმაა, თქვენთან ერთად ბოლშევიკებს შეებრძოლოსო. სავინკოვი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა:
– როგორ, იმ ბანდიტის გვერდით უნდა დავდგე?
– რატომ უწოდებთ ბალახოვიჩს ბანდიტს? – ჩაერია პრემიერი პედერევსკი.
– იმიტომ, რომ ბელორუსიის რუსეთისაგან მოწყვეტა სურს.
– პან სავინკოვ, – პილსუდსკიმ გაიღიმა, – ამას არ მოველოდი! როგორ, თქვენ, დემოკრატი, ბელორუსიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ხართ?
– მე მხარს ვუჭერ ბელორუსიის, უკრაინის, საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ერთიანი რუსეთის ფარგლებში! – მიუგო სავინკოვმა.
როდესაც ბორის ვიქტოროვიჩი გავიდა, პილსუდსკიმ რეილის მიმართა:
– პეტლიურა მართალი ყოფილა! ის მეუბნებოდა, თუკი რუს დემოკრატს კარგად გავქლიბავთ, ხელთ პირწავარდნილი შოვინისტი შეგვრჩებაო.
– ალბათ ასეა, – თავშეკავებით მიუგო რეილიმ, – მაგრამ დღეს სავინკოვი გვჭირდება.
– ამიტომაც დავთანხმდი მასთან საქმის დაჭერას, – პილსუდსკი კვლავ იღიმებოდა, – დაე, პან სავინკოვმა თავისი რევოლუცია მოაწყოს. არ მაინტერესებს, გაიმარჯვებს თუ არა. ეს მისი პრობლემაა. ჩემთვის მთავარია, რომ რუსეთი ამ დაუსრულებელი რევოლუციების შედეგად დასუსტდება.
და რეილის ონავრულად ჩაუკრა თვალი.
ჩაშლილი შეთქმულება
რუსეთ–პოლონეთის ომს ბოლშევიკების დამხობა არ მოჰყოლია. 1920 წლის შემოდგომაზე რიგაში საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამისა, ბელორუსიის ტერიტორიაზე პარტიზანული ბრძოლები გრძელლდებოდა. მალე რეილის დიდი ხნის ნატვრა აუსრულდა. მართალია მცირე, მაგრამ მობილური პარტიზანული არმიის სათავეში ის საბჭოთა ტერიტორიაზე გადავიდა. ამ არმიას მასთან ერთად სავინკოვი და ბულაკ–ბალახოვიჩი მეთაურობდნენ:
– გეგმა მარტივი იყო: ბალახოვიჩის მეთაურობით, ბელორუსიას პარტიზანული ომის ცეცხლი მოედება. პარალელურად მოსკოვში მოქმედი სავინკოვური იატაკქვეშეთი გადატრიალებას მოაწყობს. ეს მართლაც რეალური იყო: მოსკოვსა და პეტერბურგში ძლიერი სავინკოვური იატაკქვეშეთი არსებობდა, რომლის საცეცებმა წითელ არმიაშიც შეაღწია, – წერს ვასილი არდამატსკი.
ბელორუსია ბალახოვიჩს ზარზეიმით შეხვდა. წითელი გარნიზონები მთელი ქალაქებიდან განდევნეს. რაც შეეხება დაპირებულ გამოსვლებს (ისინი მოსკოვში, პეტერბურგსა და სმოლენსკში ერთდროულად უნდა მომდარიყო), ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. როგორც შემდგომში გამოირკვა, ჩეკისტებმა შეძლეს სავინკოველთა ცენტრის აღმოჩენა. ალბათ გამცემლობასაც ჰქონდა ადგილი, რადგანაც ჩავარდნების მასშტაბები ძალიან დიდი იყო. ლენინის ბრძანებით, ბალახოვიჩის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გადაისროლეს. მოზირთან მომხდარი ცნობილი ბრძოლის შემდეგ, პარტიზანებმა უკან იწყეს დახევა და პოლონეთში გადავიდნენ. რეილი არც ახლა იტეხდა იხტიბარს:
– პოლონეთიდან განვახორციელებთ რეიდებს! საბჭოთა რუსეთი პარტიზანულ ომს დიდხანს ვერ გაუძლებს!
ასეც მოხდა. სავინკოვისა და ბალახოვიჩის დახმარებით, რეილიმ თავს მოახვია ბოლშევიკებს პარტიზანული ომი. საბჭოთა მწერალი ვასილი არდამატსკი ამასთან დაკავშირებით წერს:
– რეილი ოსტატურად ფლობდა პარტიზანული ომის ხელოვნებას და კარგად მოეხსენებოდა მისი ძირითადი პრინციპი: მოჰკალ და გაიქეცი! ბანდიტურ გამოხტომებსაც ბოლო არ უჩანდა.
მაშინ ლენინმა პოლონეთს ულტიმატუმი წაუყენა: ან "ბანდიტების" ბაზებს ალაგმავენ, ან რუსეთი საომარ მოქმედებებს განაახლებს. ევროპას ახალი პრობლემების აკიდება არ სურდა, რუსეთის პირისპირ დარჩენილმა პოლონეთმაც დათმო. პარტიზანთა ბაზები გაუქმდა, სავინკოვი კი ვარშავიდან შორეულ პარიზში გადაიხვეწა.
ეს რას ნიშნავს?
მარცხმა რეილი ვერ გატეხა. მან დაარწმუნა სავინკოვი (სასოწარკვეთილი ბორის ვიქტოროვიჩი ნუგეშს მორფში ჰპოვებდა), რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ოღონდაც ახალი ტაქტიკის შემუშავებაა საჭირო. მალე რეილი ამერიკაში გაემგზავრა. აქ მას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და მოგებულ თანხას მთლიანად სავინკოვის დაფინანსებას ახმარდა. ინგლისში დაბრუნებისას, რეილის მისმა ყოფილმა უფროსმა დაურეკა და სთხოვა, შინ სწვეოდა. სიდნეი დაეთანხმა.
– გაიგეთ ახალი ამბები? – შეეკითხა ყოფილი შეფი და ვისკი დაუსხა.
– არა, მოხდა რაიმე?
– რუსეთიდან საინტერესო ამბები ისმის. დაიწყო ყველა ანტიბოლშევიკური ძალის გაერთიანება. შექმნილია ალტერნატიული მთავრობა, კონსპირაციის მიზნით, მას "ტრესტს" უწოდებენ.
– რაო?
– რუსეთში მოგეხსენებათ ნეპია, ტრესტებიც სოკოებივით გამრავლდნენ; სიდნეი, რუსეთს თქვენ კარგად იცნობთ, რას ნიშნავს ეს? პროვოკაციაა თუ...
– ვინაა ამ მთავრობის პრემიერი? – შეაწყვეტინა რეილიმ.
– აი, სწორედ ამაშია პრობლემა. მონარქისტებს პრემიერად ალექსანდრე იაკუშევი სურთ, ალბათ გსმენიათ მასზე, ყოფილი "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკია", სხვები მხარს სავინკოვს უჭერენ.
– ბორისი ამ ტრესტთან დაკავშირებულია?
– დიახ, მისი ემისარი პოლკოვნიკი პავლოვსკი კარგა ხანია რუსეთში იმყოფება და იწერება, ტრესტი რეალური ძალააო.
– შესაძლოა, პავლოვსკი ამ წერილებს ჩეკისტების კარნახით წერს, – რეილი შეიშმუშნა.
– ფიქრობთ, რომ ტრესტი ეს გპუ–ს მისტიფიკაციაა?
– დიახ, თქვენ ახსენეთ იაკუშევი. ამ კაცს კარგად ვიცნობ, მის ბიოგრაფიაში უამრავი თეთრი ლაქაა.
– ეჭვობთ, რომ იაკუშევი გპუ–ს აგენტია?
– არ გამიკვირდება, რომ ასე აღმოჩნდეს.
– რას გვირჩევთ, გავწყვიტოთ ტრესტთან ურთიერთობა?
– არავითარ შემთხვევაში! მათთან კონტაქტები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტრესტში უამრავი ორმაგი, შესაძლოა, სამმაგი აგენტიც იყოს.
– შესაძლოა ტრესტი ბოლშევიკური რეჟიმის ევოლუციის ერთ–ერთი კატალიზატორი აღმოჩნდეს. თუ ასეა, არჩევანი არა გვაქვს, ანტიბოლშევიკურ გადატრიალებას დღეს არავინ დააფინანსებს.
– მაშ, თამაში ხანგრძლივი და მომქანცველი იქნება, – ამოიოხრა რეილიმ, – ოღონდ ისმის კითხვა: გაუძლებს კი ამას სავინკოვი?
ნოკაუტი
რეილის შიში გამართლდა. სავინკოვი არალეგალურად ჩავიდა სსრკ–ში. აქ ის დააპატიმრეს და მალე სასამართლოს წინაშეც წარსდგა.
რატომ ჩავიდა სსრკ–ში სავინკოვი? საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ის ჩეკისტების მიერ დაგებულ ხაფანგში გაება. დღეს, როდესაც უამრავი საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა, ცხადი გახდა ამ მოსაზრების მცდარობა. სავინკოვს ეძახდა სამშობლო, სწორედ ამ ნოსტალგიამ პლუს ნარკოტიკების შედეგად მოშლილმა ნერვულმა სისტემამ, გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. რუსეთში გამგზავრების გადაწყვეტილება სავინკოვმა ბოლო მომენტში მიიღო. სსრკ–ში ის დააპატიმრეს და მალე სასამართლოს წინაშეც წარსდგა. აქ სავინკოვი იძულებული გახადეს მოენანიებია თავისი ანტისაბჭოთა საქმიანობა და საბჭოთა ხელისუფლება ეღიარებინა. ბოლშევიკურმა მთავრობამ ის შეიწყალა და დახვრეტა ხანგძლივი პატიმრობით შეუცვალა.
– რენეგატი! – მთელი ევროპა სავინკოვს ახლა ასე უწოდებდა.
რეილი ნოკაუტში იყო. ის ხომ წლების მანძილზე სავინკოვის ლობისტი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ფარ–ხმალის დაყრას არ აპირებდა და ბრძოლას განაგრძობდა.
საპასუხო დარტყმა
ორლოვს რეილი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იცნობდა. 1918 წელს მათ ერთად მოუხდათ წითლებთან ბრძოლა. ახლა ორლოვი ბერლინში ცხოვრობდა და "თეთრი ჯვრის საძმოს" ედგა სათავეში. რეილის დანახვისთანავე მან უზომოდ გაიხარა:
– სენტიმენტები შემდეგ, – შეაწყვეტინა რეილიმ, – სასწრაფოდ მჭირდება ბოლშევიკების მამხილებელი დოკუმენტი! მნიშვნელობა არა აქვს, ნამდვილია თუ არა. მთავარია საზოგადოებამ ნამდვილად მიიჩნიოს.
ორლოვს უამრავი კომინტერნის ბლანკი ჰქონდა. ერთ–ერთ ასეთ ბლანკზე დამზადდა სრულყოფილი ნაყალბევი: ზინოვიევის წერილი ინგლისელი კომუნისტებისადმი. მასში ზინოვიევი შეიარაღებული გამოსვლებისაკენ მოუწოდებდა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ორლოვმა რეილის ჰკითხა:
– სიდნეი გეორგევიჩ, სინდისი არ გქეჯნით? ეს ხომ ნაყალბევია, ოსტატურად დამზადებული ნაყალბევი.
– არა, არ მქეჯნის, – მიუგო რეილიმ, – ეს ზინოვიევმა მოაწყო პუტჩი ესტონეთსა და ბულგარეთში. ვინძლო ამ წერილით ჩვენი პოლიტიკოსები ცოტათი მაინც გონს მოვიყვანო.
– თქვენ მარტო დარჩით. მაინც განაგრძობთ ბოლშევიზმთან ომს?
– დიახ! ვიომებ, მანამ, სანამ პირში სული მიდგას!
– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, – და ორლოვმა მაგრად ჩამოართვა ხელი.
ვიზიტი ჩერჩილთან
რეილის პროგნოზი გამართლდა. "ზინოვიევის წერილის" პრესაში გამოქვეყნებამ გამსკდარი ბომბის ეფექტი იქონია. შედეგად ლეიბორისტები ხელისუფლებას მართლაც ჩამოაშორეს, თუმცა რეილიმ ამას ყურადღება არ მიაქცია. მთავარი იყო ის, რომ მოსკოვიდან ბორის სავინკოვის თვითმკვლელობის ამბავი მოვიდა. მალე რეილი ჩერჩილს ეწვია.
– დაბრძანდით, სიდნეი, – ჩერჩილმა გალანტურად მიიწვია მაგიდასთან, – გავიგე სავინკოვის ამბავი და გულწრფელად შევწუხდი.
– სერ იუნსტონ, – რეილიმ პაუზა გააკეთა, – სავინკოვს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.
– დარწმუნებული ხართ ამაში?
– აბსოლუტურად, თუმცა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, გუშინ ტრესტის ემისრები მეწვივნენ, მთხოვენ, რუსეთში ჩავიდე.
– რატომ?
– სავინკოვის სიკვდილის შემდეგ, ტრესტისადმი ნდობა შეირყა და მათ სურთ, ის ჩემი დახმარებით აღიდგინონ.
– რამდენადაც ვიცი, თქვენ ერთ–ერთი იმათგანი იყავით, ვინც ამტკიცედა, რომ "ტრესტი" ეს გპუ–ს მისტიფიკაციაა, ახლა კი, გსურთ, რუსეთში ჩახვიდეთ, რატომ?
– მსურს პასუხი მივიღო შეითხვაზე: რა მიზანს ისახავენ ისინი, ვინც "ტრესტის" უკან დგას. მსურს აგრეთვე სავინკოვის მკვლელი დავსაჯო.
– და იცით ვინცაა?
– დიახ. ეს გპუ–ს შეფი ფელიქს ძერჟინსკია.
– და როგორ გსურთ მისი დასჯა?
– ჩემი გეგმა მაქვს. თქვენ კი მსურს, უმორჩილესად გთხოვოთ...
– გისმენთ, სიდნეი.
– თუკი რუსეთში დამაპატიმრეს, იმედი მაქვს, რომ აქ ხმაურს ასტეხთ და ჩვენს პოლიტიკოსებს აიძულებთ, გაცვლას მიაღწიონ.
– კეთილი, – ჩერჩილმა მაგრად ჩამოართვა ხელი, – უფალი გფარავდეთ, სიდნეი.
ძერჟინსკის წინადადება
რეილის რუსეთში ჩამოსვლამ ალიაქოთი გამოიწვია. კონტრდაზვერვის უფროსი არტუზოვი მის დაპატიმრებას მოითხოვდა. ის "ტრესტის" ერთ–ერთი შემქმნელი გახლდათ და ახლა უკვე კონტროლზე მყოფი იატაკქვეშეთის განადგურება და კარიერული წინსვლა სურდა. რეილი იდეალურად მოერგო შეთქმულთა მეთაურის როლს. კონტრდაზვერვის შეფის გათვლაც ზუსტი იყო: შეთქმულებას ის, არტუზოვი, გახსნის, რეილისაც დააპატიმრებს, შესაბამისად, პატივიც მას შეხვდება. არტუზოვმა იცოდა, რომ ძერჟინსკიმ დაუმალა სტალინს ტრესტის არსებობა. როგორც ჩანს, "რკინის ფელიქსი" საკუთარ თამაშს თამაშობდა და ხელისუფლებაში მოსვლა სურდა. არტუზოვმაც სტალინს ყოველივე მოახსენა. სტალინი ჩაფიქრდა. ძერჟინსკისთან აშკარა კონფრონტაციისათვის ის ჯერ მზად არ იყო, მაგრამ არც უმოქმედობა შეიძლებოდა. ამიტომაც არტუზოვს უთხრა:
– სსრკ–ს ტერიტორიაზე გამოჩენისთანავე, შეიპყარეთ ეს რეილი. გამოიკვლიეთ, ვისი დახმარებით გეგმავდა გადატრიალებას. შედეგებზე უშუალოდ მე მომახსენებთ.
თავისი მსტოვრების მეშვეობით, ძერჟინსკიმ არტუზოვის სტალინთან ვიზიტის თაობაზე უმალ შეიტყო. ფელიქს ედმუნდოვიჩმაც რეილიზე ზრუნვა დაზვერვის შეფს ტრილისერს დაავალა. გპუ–ს შეფი სტალინთან წავიდა და შეეცადა დაერწმუნებინა, რომ რეილის დაკავებაზე ხელი აეღო. მან ეს ვერ შეძლო. რეილი დააპატიმრეს. ის უშუალოდ ძერჟინსკიმ დაჰკითხა.
– სიდნეი, – გპუ–ს შეფმა პაუზა გააკეთა, – თქვენით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მაინც გული უნდა დაგწყვიტოთ, – და რეილის წინ "იზვესტიის" ახალთახალი ნომერი დაუდო. მასში დაბეჭდილი იყო მოკლე ცნობა ფინეთ–სსრკ–ს საზღვარზე მომხდარი სროლისა და სიდნეი რეილის დაღუპვის შესახებ.
– ასე რომ, ჩერჩილი ვეღარ გიშველით, – ძერჟინსკიმ პაუზა გააკეთა, – გრჩებათ გადარჩენის ერთადერთი შანსი.
– რომელი? – რეილის ხმაში იმედის ნოტები გაისმა.
– უწინარეს ყოვლისა, უნდა აღიაროთ, რომ არავითარ გადატრიალებას არ გეგმავდით. ეს ხომ სიმართლეა! თქვენ კარგა ხანია მიხვდით, რომ "ტრესტი" ჩემი შექმნილია, ხომ ასეა?
– დიახ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მივმხვდარვარ, რა მიზანს ისახავდით?
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს.
– მაშინ მე გეტყვით თქვენ: ხელისუფლებაში მოსვლა გსურთ.
– საიდან მიხვდით?
– როდესაც საიდუმლო პოლიციის შეფს განუზომელი ძალაუფლება აქვს, მას პოლიტიკური ამბიციები უჩნდება ხოლმე.
– დავუშვათ, მაგრამ თემას გადავუხვიეთ. თქვენ უნდა თქვათ, რომ "ტრესტის" რევიზიის გარდა, სხვა მიზანი არ გქონდათ. სამაგიეროდ გპირდებით, რომ გაგათავისუფლებენ და ჩემი პირადი მრჩეველიც გახდებით, არ მოგაკლდებათ არც ფული, არც კომფორტი.
– იმ საწყალ სავინკოვსაც ასე შეჰპირდით? – რეილის თვალები აენთო, – მანაც დაგიჯერათ, სასამართლოზე მოინანია, თქვენ კი ის მოკალით, გამოწურული ლიმონივით სანაგვეში გადააგდეთ.
– სიდნეი, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბავშვივით იქცევით? ყოყლოჩინობა ბავშევებს უხდება და არა მოზრდილ მამაკაცს.
რეილიმ გაიღიმა, შემდეგ დემონსტრაციულად ზურგი შეაქცია. ძერჟინსკი ამაოდ ეუბნებოდა რაღაცას, რეილი არ პასუხობდა.
"მსურს მას პირადად მოველაპარაკო"
ამის შემდეგ, არტუზოვი პირადად შეუდგა რეილის დაკითხვას. რეილი მის შეკითხვებს არ პასუხობდა. არტუზოვმაც ჯალათებს უხმო. რეილი ცნობილმა ჯალათმა აგრანოვმა აწამა, რომელსაც თვით ჩეკისტებიც კი "ყასაბს" უწოდებდნენ. ორი კვირის განმავლობაში რეილი ვაჟკაცურად იტანდა ტკივილს, შემდეგ ნელ–ნელა მოტყდა:
– მზად ვარ, მოგცეთ დაწვრილებითი ჩვენება რუსეთში ინგლისის დაზვერვის ქსელის თაობაზე. გამაჩნია აგრეთვე ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის საქმიანობაზე.
– ვისი დახმარებით ამზადებდი გადატრიალებას? – არტუზოვი მოთმინებას კარგავდა. ვინ არიან შეთქმულნი?
– გადატრიალების მომზადებაში თავად ძერჟინსკი მეხმარებოდა.
– რაო?
– თუკი ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ძერჟინსკი პრემიერ–მინისტრი გახდებოდა, რომლის ხელშიც მთელი ძალაუფლება მოექცეოდა. პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურა იქნებოდა და ამ პოსტს იაკუშევი დაიკავებდა. სტალინი, ტროცკი თუ სხვა ბელადები უნდა მოგვეკლა. ძერჟინსკი ინგლისელებს შეჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მეფის მთავრობის მიერ აღებულ ყველა ვალს დააბრუნებდა.
არტუზოვი შიშისაგან გაფართოებული თვალებით უსმენდა რეილის. რას ბოდავს? ხომ არ შეიშალა? არა, ინგლისელი სრულ ჭკუაზე იყო. არტუზოვმაც მისი საკანში წაყვანა ბრძანა, თავად კი სტალინთან გაიქცა .
– ასე, – ფიქრიანად წარმოსთქვა სტალინმა.
– რეილი ტყუის, – არტუზოვი ძლივს სუნთქავდა, – ტყუის არამზადა...
– შეგიძლიათ ის კრემლში მოიყვანოთ? – შეაწყვეტინა სტალინმა, – მსურს, მას პირადად გავესაუბრო.
გამარჯვება სიცოცხლის ფასად
ძერჟინსკიმ უმალ შეიტყო სტალინის განზრახვის შესახებ. ფელიქს ედმუნდოვიჩი პირადად მივიდა გპუ–ს შიდა ციხეში და ზედამხედველებს უბრძანა, პატიმარი ნომერი 73 გამოეყვანათ. ეს სიდნეი რეილი გახლდათ. ძერჟინსკის ბრძანებით, ჩეკისტებმა აბისალოვმა და სიროეჟკინმა რეილი მანქანაში ჩასვეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს და მოკლეს. სუკის არქივებში არსებობს ჩეკისტ ფედულეევის პატაკი, დაწერილი კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის სტირნეს სახელზე. მასში დაწყრილებითაა აღწერილი, თუ როგორ გაიყვანეს ქალაქგარეთ რეილი, როგორ ესროლა ჩეკისტმა იბრაჰიმ აბისალოვმა, მომაკვდავს კი ბოლი სიროეჟკინმა მოუღო. რეილის ცხედარი გპუ–ს მორგში მიიტანეს, გააშიშვლეს და სურათები გადაუღეს. ფოტოები კი პირადად ძერჟინსკის ჩააბარეს.
იდგა 1925 წელი...
რეილის სიკვდილის შემდეგ, დიდხანს არც "რკინის ფელიქსმა" იცოცხლა.
ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ძერჟინსკი უცებ ცუდად გახდა. მას ნემსი გაუკეთეს და შინ წაიყვანეს. ორი საათის შემდეგ, შეტევა გაუმეორდა. ექიმები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ამაოდ. ფელიქს ედმუნდოვიჩი გარდაიცვალა.
– არსებობს ვერსია, რომ ძერჟინსკი სტალინის ბრძანებით მოწამლეს, – წერს იულიან სემიონოვი, – ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ფელიქს ედმუნდოვიჩის გულმა ვერ გაუძლო იმ დაძაბულობას, რაც რეილის დაპატიმრებასა და "ჩვენებას" მოჰყვა.
ამრიგად, ათასობით ადამიანის მკვლელი ძერჟინსკი ნაადრევად გაემგზავრა საიქიოს. რეილიმ მიაღწია თავისას, თუმცა, გამარჯვება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ეპილოგი
"ძერჟინსკის გვარდიის" ლიკვიდაციის ჯერი 1934–37 წლებში დადგა. ამ დროს დაიღუპნენ არტუზოვი, ტრილისერი და მათი კოლეგები, ყველა, ვინც საბჭოთა საიდუმლო პოლიციას საფუძველი ჩაუყარა.
სიდნეი რეილი კი დარჩა წამებულ გმირად, რომელიც ბოლშევიკურ დიქტატურასთან ბრძოლაში დაიღუპა. მას უამრავი რომანი, ფილმი თუ სამეცნიერი მონოგრაფია მიეძღვნა. მსოფლიოს ტელეეკრანები ტრიუმფით მოიარა სერიალმა "რეილი – ჯაშუშთა მეფე". სამწუხაროდ, ქართულ ტელეეკრანებზე ის დღემდე ვერ მოხვდა.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი

.jpg)