| ქალი და მამაკაცი |

თხის რქა-ბავშვი
სერიოზული, ხანდახან დაძაბული, სხვებთან ურთიერთობაში მორიდებული – ეს თხის რქა-ბავშვია. მას ვერ გააცინებთ. ბავშვობიდანვე ასწავლეთ სიცოცხლით ტკბობას, მხიარულება და ხალისი.
ხშირად ამ ზოდიაქოს წარმომადგენელი ბავშვი ზრდასრული ადამიანივით იქცევა. იგი მარტოობას ირჩევს, აზროვნებს და საუბრობს მოზრდილივით. ძლიერი ნებისყოფა აქვს. წარმატებისკენ ნელა, მაგრამ დინჯად მოდის. ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა, სწავლაშიც თავს იჩენს.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: აჩქარება. სხვებს ნუ ადარებთ, უცხოებთან ნუ გაუშვებთ სტუმრად.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: ასწავლეთ მას სიცოცხლით ტკბობა, მხიარულება. მოექეცით როგორც დიდს.
მერწყული-ბავშვი
მერწყული ბავშვია, რომლისგანაც შეგიძლიათ ყველაფერს ელოდოთ. იგი ექსტრავაგანტული ქცევით გამოირჩევა და მოსწონს გარშემომყოფთა გაოცება. ეს ბავშვი უზომოდ აქტიურია და მოუსვენარი, რაც მის მშობლებს უამრავ პრობლემას უქმნის ხოლმე.
პატარა მერწყული კონტაქტური ბავშვია და ახალ მეგობრებს ადვილად იძენს, თუმცა სჯობს, რომ მშობლებმა იცოდნენ მათ შესახებ, რადგან შეიძლბმა ამ მეგობრებმა ცუდი ზეგავლენა მოახდინონ მასზე.
კარგი იქნება, თუ რაიმე სპორტით დაკავდება – ასე მისი ენერგია საჭირო მიმართულებით წარიმართება. ეცადეთ მასთან მეგობრული ურთიერთობა ააწყოთ.
სწავლასთან პრობლემები არასდროს უქმნება ხოლმე, რადგან ძალიან სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას. მაგრამ მეცადინეობისთვის ან უბრალოდ განმარტოებისთვის ცალკე ოთახი უნდა ჰქონდეს. თუ მის ოჯახში ხშირია კონფლიქტები, მაშინ პესიმისტური, გაღიზიანებული გახდება.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: უთანხმოება ოჯახში, მისი არაორდინალური საქციელების აბუჩად აგდება.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: ახალი ცოდნის ათვისება, ბევრი ვიტამინი, სეირნობა. ასწავლეთ ემოციების მოთოკვა.
თევზები-ბავშვი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ბავშვი თავისი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს. მას სათუთი და ფაქიზი ფსიქიკა აქვს, და მშობლების უთანხმოება შეიძლება სერიოზული ფსიქიკური ტრავმა მიაყენოს. შეეცადეთ აარიდოთ სტრესული სიტუაციები, უშიშარ და გამბედავ ადამიანად გაზარდეთ.
სწავლაში თავს არ იჩენს, სამაგიეროდ ძალიან მუსიკალურია და შეიძლება მხატვრული ნიჭითაც იყოს დაჯილდოვებული. სახლში გამოუყავით მყუდრო ადგილი მეცადინეობისთვის.
თევზები–ბავშვი ადვილად ექცევა სხვა ბავშვების გავლენის ქვეშ, ამიტომაც შეეცადეთ გააკონტროლოდ მისი მეგობრების წრე (ოღონდ არა მეტისმეტად მკაცრად). ის ვერ იტანს ხმაურს, ყვირილსა და ძალადობას.
თქვენი ბავშვისთვის არასასურველია: სასტიკ ბავშვებთან მეგობრობა, საშინელი ისტორიების მოსმენა, საშინელებათა ფილმების ყურება, სტრესული სიტუაციები.
თქვენი ბავშვისთვის სასურველია: მშვიდი ოჯახური გარემო, შინაური ცხოველები, ხელოვნებასთან ზიარება. ასწავლეთ ფულის ყადრი, გადაწყვეტილების მიღება და დამოუკიდებლობა.
ვერძი, კურო, ტყუპი
კირჩხიბი, ლომი, ქალწული
სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი
წყარო: http://zodiaqo.blogspot.com

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ











მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა


ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი






































































































