| ქალი და მამაკაცი |

უცნაური დამთხვევები
უცნაური დამთხვევები
ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი უცნაური მოვლენები ხდება, რომელსაც მისტიკას უფრო უწოდებ, ვიდრე უბრალო დამთხვევას. ზოგიერთი დამთხვევის ახსნა დღემდე შეუძლებელია და ის არა ერთი ფილმისა თუ წიგნის სიუჟეტს დასდებია საფუძვლად.
გთავაზობთ საინტერესო დამთხვევებს.
ორჯერ გადარჩენილი და ორჯერ გადამრჩენელი
გასული საუკუნის 30–იან წლებში დეტროიტის მცხოვრები ჯოზეფ ფიგლოკი ქუჩაში მიდიოდა. მოულოდნელად ერთ–ერთ სახლთან გავლისას ფანჯრიდან ერთი წლის ბავშვი გადმოვარდა და როგორც იტყვიან, პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. ამ ინციდენტის ორივე გმირს მხოლოდ შეეშინდათ, არანაირი ტრავმა არ მიუღიათ.
ეს მხოლოდ ორი იბღლიანი ადამიანის ისტორიად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება. ერთი წლის შემდეგ სასწაული იგივე ადგილას და იგივე პერსონაჟებით განმეორდა. ამჯერადაც ბავშვიც და მისი მშველელიც უვნებლები გადარჩნენ.
ტყვია მიზანში
ჰენრი ზიგნალდი თვლიდა, რომ რკინის პერანგში იყო დაბადებული. 1883 წელს ის შეყვარებულს დაშორდა, რაც საყვარელმა ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა და გადაწყვიტა, ჰენრი მოეკლა. მას იარაღით მიეჭრა და ესროლა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ტყვია მიზანს მოხვდა, მეორე ტყვია თავად დაიხალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ჰენრი კი გადარჩა. აღმოჩნდა, რომ ტყვიამ მას სახე მხოლოდ გაუკაწრა და რიკოშეტით ხეს მოხვდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრიმ გადაწყვიტა, ის ხე თავისი ეზოდან გაექრო, რადგან მუდამ ამ საშინელ ტრაგედიას ახსენებდა. იმის გამო, რომ ხე ძალიან დიდი იყო, მოჭრის ნაცვლად აფეთქება გადაწყვიტა. როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, ხეში ჩარჭობილი ტყვია ჰენრის საფეთქელში მოხვდა და ადგილზე მოკლა.
ერთი ცხოვრება
ტყუპების ისტორია ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩევა, მაგრამ ოჰაიოს შტატის მცხოვრები ტყუპი ძმების ისტორია განსაკუთრებულია. მათი მშობლები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ბავშვები რამდენიმე დღისანი იყვნენ. ობლად დარჩენილები სხვადასხვა ოჯახებმა იშვილეს. ორივე ოჯახში მათ ერთი და იგივე სახელი – ჯეიმსი დაარქვეს. ძმები ისე გაიზარდნენ, რომ ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ორივემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ორივემ იქორწინეს ქალებზე, რომლებსაც ლინდა ერქვათ. ორივეს ეყოლა შვილი და ერთნაირი სახელი – ჯეიმს ალენი დაარქვეს. ორივე მალე დაშორდა ცოლს და მეორეჯერ დაქორწინდნენ. ამჯერადაც მათ მეორე ცოლებს ერთნაირი სახელი – ბეტი ერქვათ. თითოეულ მათგანს ჰყავდა ძაღლი, სახელად ტოი. ასეთი დამთხვევები მათ ცხოვრებაში კიდევ ბევრი იყო. ტყუპები ერთმანეთს 40 წლის ასაკში შეხვდნენ და გაკვირვებულები დარჩნენ, როცა შეიტყვეს, რომ ორივეს იდენტური ცხოვრება გაევლო.
ერთი სიკვდილი
2002 წელს 70 წლის ტყუპი ძმები 2 საათის ინტერვალით ერთი და იგივე ადგილას ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ჩრდილოეთ შვედეთში ავარია ტრასის იმ მონაკვეთზე მოხდა, სადაც ეს ყველაზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ამიტომ ერთ დღეში ორი ავარია ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამ დამთხვევას ახსნა ვერავინ მოუძებნა.
ერთი გული ორისათვის
ტყუპი ძმები, ჯონ და არტურ მაუფორტები ოჯახებთან ერთად ერთმანეთისგან 100 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. 1975 წლის 22 მაისს ორივე ძმამ მკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ოჯახის წევრებმა ორივე მათგანი სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს. ორივენი ზუსტად ერთსა და იმავე დროს საოპერაციოში გარდაიცვალნენ.
ედგარ პოს რომანის მსგავსად
ცნობილმა მწერალმა ედგარ პომ დაწერა მოთხრობა, სადაც აღწერდა იმ მგზავრების ბედის შესახებ, რომლებიც გემის კატასტროფას ცოცხლები გადაურჩნენ. გადარჩენილები დიდხანს ტივტივებდნენ ოკეანეში, სანამ შიმშილმა არ აიძულა, ერთი მათგანი შეეჭამათ.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1984 წელს გაირკვა, რომ ეს ისტორია რეალურად მოხდა. ოთხი გადარჩენილიდან სამმა მეოთხე, რიჩარდ პარკერი შეჭამა (ედგარ პოს ნაწარმოებშიც ამ სახელით მოიხსენიება). საკვირველია, რომ ამ ისტორიის ავტორმა არ იცოდა, რომ მისი გამონაგონი რეალობა იყო.
სუიციდის სამი მცდელობა
და მონაზონი
ცნობილი ავსტრიელი მხატვარი ჯოზეფ აიგინერი სუიციდისკენ იყო მიდრეკილი და თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა. პირველად 18 წლის ასაკში სცადა თავის ჩამოხრჩობა, მაგრამ საიდანღაც მონაზონი გამოჩნდა და გადაარჩინა. 22 წლისამ კვლავ იგივე გაიმეორა და ისევ იდუმალმა მონაზონმა გადაარჩინა. 8 წლის შემდეგ მხატვარს ჩამოხრჩობა მიესაჯა მისი პოლიტიკური ქმედებების გამო, მაგრამ ახლაც საეკლესიო პირებმა შეუმსუბუქეს სასჯელი. 68 წლის ასაკში მან მაინც შეძლო თავის მოკვლა.
პოკერის მოგება
1958 წელს პოკერის მოთამაშემ რობერტ ფოლონმა თავის მოწინააღმდეგეს ტყვია დაახალა მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ შულერია და მოტყუებით 600 დოლარი მოუგო. რობერტის გვერდით ადგილი თავისუფალი დარჩა. არავის უნდოდა უბედური ადგილის დაკავება, არადა თამაში გაგრძელებას მოითხოვდა. თამაშის ორგანიზატორები ქუჩაში გავიდნენ და გამვლელი ბიჭი შემოიყვანეს. უცნობი მოკლული მოთამაშის შვილი აღმოჩნდა. მან მკვლელს იმაზე მეტი მოუგო, ვიდრე მამამისმა შულერობით.
მარკ ტვენი და გალიას კომეტა
ცნობილი მწერალი მარკ ტვენი 1835 წელს დაიბადა, იმ დღეს, როცა დედამიწას კომეტა გალიამ ჩაუარა. გარდაიცვალა 1910 წელს, თან იმ დღეს, როდესაც იგივე კომეტა მეორედ გამოჩნდა დედამიწის მახლობლად. მწერალმა ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი: "მე მოვედი ქვეყანაზე გალიას კომეტასთან ერთად, რომელიც ერთი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდება და მე უკან გავყვები".
სამი უცნობი მატარებელში
1920 წელს სამი ინგლისელი მოგზაური ერთ კუპეში აღმოჩნდნენ. გაცნობის პროცესში მათ აღმოაჩინეს, რომ ერთის გვარი იყო ბინკჰემი, მეორესი – პაუელი, ხოლო მესამისა – ბინკჰელმ–პაუელი. ისინი ერთმანეთის ნათესავები არ იყვნენ.
მკვლელი ტაქსისტი
1975 წელს ბერმუდის კუნძულის მცხოვრებს მოპედით სეირნობისას ტაქსმა დაარტყა და ადგილზე მოკლა. ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილის ძმა იმავე ადგილას იმავე ვითარებაში დაიღუპა. გაირკვა, რომ ამ ავარიაშიც იგივე მოპედი და იგივე ტაქსი მონაწილეობდა. ტაქსის მძღოლი და მისი მგზავრიც იგივე პიროვნებები იყვნენ.
წინასწარმეტყველური რომანი
1898 წელს მწერალმა მორგან რობერტსონმა დაწერა რომანი "უფსკრული", სადაც მოთხრობილი იყო ტრანსატლანტიკური ლაინერის, "ტიტანის" მოგზაურობა. სიუჟეტის თანახმად, გემი კაცობრიობის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლებოდა და აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა, თან უამრავი ადამიანი ჩაიყოლა.
13 წლის შემდეგ, 1912 წელს ტრანსატლანტიკური ლაინერი "ტიტანიკი", რომელიც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლებოდა, იგივე სცენარით ჩაიძირა. რომანსა და რეალურ ისტორიას შორის ბევრი საერთო წვრილმანიც იყო. მაგალითად, წიგნში გემზე 3 ათასი მგზავრი იყო, "ტიტანიკზე" – 2207. მაშველი ნავი "ტიტანიკზე" 20 გახლდათ, ნაწარმოებში – 24.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი