asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები (გაგრძელება)
ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები (გაგრძელება)
ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები (გაგრძელება)

2010-08-16 11:55:53



დასაწყისი
სასწორი
ისევე როგორც მერწყული და ტყუპი, სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები არ გამოირჩევიან ალკოჰოლისამდი სიყვარულით. სასწორის ნიშანს მართავს ხელოვნების პლანეტა ვენერა, და ამიტომაც სასწორს იზიდავს ყველაფერი ლამაზი, რომანტიული, მუსიკა და პოეზია. სწორედ რომანტიკული ვახშამი არის ის სიტუაცია, რომელიც სასწორს ანიჭებს სიამოვნებას და სადაც მას შეუძლია მოსვას რამდენიმე ყლუპი კარგი ღვინო ან შამპანიური.
სასწორი ჯანმრთელია ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, და სიმთვრალეში არ გამოირჩევა აგრესიით. მისი სუსტი წერტილია თირკმელი, და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულად მიღება მას ავნებს, მაგრამ ცოტაოდენი ნატურალური ღვინო გაამდიდრებს მიკროელემენტებით მის ორგანიზმს. როგორც წესი, სასწორი უპირატესობას ანიჭებს გემოვნებიან, არომატულ სასმელებს, მაგ.: კონიაკს, რომს, ვისკის, კალვადოსს, ფრანგულ ღვინოებს.
მორიელი
მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან აგრესიულობითა და ფეთქებადი ხასიათით. ისინი დალევაზე უარს არ ამბობენ, და მისი მიღების შემდეგ, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ნასვამი მორიელი ხშირად სათავეს უდებს კონფლიქტებსა და ჩხუბს, ამიტომაც მასთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ნასვამ მდგომარეობაშია, სჯობს არ გავაღიზიანოთ და მით უმეტეს მოვერიდოთ მასთან ურთიერთობის გარკვევას.
ალკოჰოლური სასმელების მიღების შემდეგ მორიელს ასევე შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, დაიწყოს ან განაახლოს რომანტიკული ურთიერთობა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების სუსტი წერტილია შარდ–სასქესო ორგანოები.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით აქტიურია, მას იტაცებს მოგზაურება, ხმაურიანი კომპანიები და ყურადღების ცენტრში ყოფნა. იგი არც ალკოჰოლის მიღებაზე ამბობს უარს.
მშვილდოსანი ეგზოტიკური ნიშანია და სასმელსაც შესაბამისს ირჩევს. საერთოდ უყვარს უფრო მსუბუქი სასმელი, მაგ.: ლუდი, ლიქიორი, პორტვეინი. როგორც წესი, მშვილდოსანი არ გამოირჩევა დიპლომატიით და ნასვამ მდგომარეობაში შეუძლია, უხეში და აგერსიულიც კი გახდეს. ნასვამმა მშვილდოსანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეს საჭესთან, ვინაიდან აქვს მიდრეკილება ტრავმებისადმი.
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანების სუსტი წერთილია ღვიძლი, და ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება მათთვის თავისთავად არასასურველია.
თხის რქა
თხის რქა არ არის მიდრეკილი ალკოჰოლისადმი და თვლის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას და კარიერას არ უნდა ავნოს სასმელის მიღებით.მას არ ხიბლავს ხმაური და ხმამაღლი ლაპარაკი, ამიტომაც დიდ კომპანიებში ვერ შენიშნავთ. მაგრამ ცნობილ და მდიდარ ადამიანებთან მეგობრობაზე არასდროს იტყვის უარს და არის სხვადასხვა წვეულებების და პრეზენტაციების ხშირი სტუმარი.
ალკოჰოლის მიღების შემდეგ თხის რქა შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს, რადგან მელანქოლიური ხასიათი აქვს. მისი სუსტი წერტილია ძვლოვანი სისტემა, და ნასვამ მდგომარეობაში შესაძლოა, კიდურების ტრავმა მიიღოს. ალკოჰოლური სასმელების არჩევისას უპირატესობას ანიჭებს ცნობილ ბრენდებს. ისევე როგორც ქალწულის ნიშანს, თხის რქას მოსწონს სასმელების კოქციონირება და შესაძლოა, სახლში ღვინოების ან კონიაკების მდიდარი კოლექცია ჰქონდეს.
ყველაზე სასარგებო სასმელი ამ ნიშნის ადამიანებისთვის არის ჭიქა კარგი წითელი ღვინო.
მერწყული
ალკოჰოლის მიღების დროს მერწყული თავის უცნაურ და ორიგინალურ ბუნებას ავლენს. მას შეუძლია შეუხამებელი სასმელები შეუხამოს ერთმანეთს, მიირთვას ისე, როგორც აქამდე ეს არავის გაუკეთებია. ხმაურიანი ქეიფი მას არ ხიბლავს და ალკოჰოლი უფრო დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდება. ნერვული სისტემა მისი სუსტი წერტილია და სასმელების გადაჭარბებულად მიღება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნერვულ სისტემასა და მხედველობაზე. ხანდახან შეუძლია ალკოჰოლი მარტომაც მიიღოს. ბუნებით მერწყული შემოქმედი და გამომგონებელია, და ზოგჯერ ალკოჰოლური სასმელი მას ბიძგს აძლევს სიახლის დასანერგად, მაგრამ ამან რა თქმა უნდა არ უნდა მიიღოს სისტემატური ხასიათი.

თევზები
თევზები, როგორც წესი, ყოველთვის ბევრ სითხეს ღებულობენ: ჩაის, ყავას, ცივ წყალს, წვენს. ალკოჰოლის მიღება მათთვის უაღრესად არასასურველია, ვინაიდან ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მალე თვრება და შემდეგ დეპრესიული ხდება, ამის გამო ხშირად ხდება, რომ ნასვამი თევზები საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. ასევე, თევზებს აქვთ მიდრეკილება მოწამვლისადმი, და უხარისხო ალკოჰოლის მიღების შედეგები ამ ადამიანისთვის სავალალოა.
თევზებს ახასიათებს სასმელების დაგემოვნებისაკენ ლტოლვა და ხშირად ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაც კი უჩნდება ხოლმე.
წყარო: http://zodiaqo.blogspot.com


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადამიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online