asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

2011-05-31 15:05:50



პარლამენტის წინ სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციის დარბევას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მძიმე შეფასებებს აძლევენ და ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე საუბრობენ.



უფლებადამცველები გმობენ ხელისუფლების ძალადობას და უდანაშაულო ადამიანების ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

– ეს არის სადისტური მიდრეკილებების ხელისუფლების სასტიკი და აღვირახსნილი ძალადობა საკუთარ ხალხზე, – ასე აფასებს "ქართული აკადემია" პარლამენტის წინ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას. როგორც "ქართული აკადემიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოვლენებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეთა დარბევა მოხდა, სამხედრო აღლუმის ჩატარება მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლების მიერ ქართული ჯარის დისკრედიტაციისა და მისი დემორალიზაციის მორიგი მცდელობაა.

– ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უკანასკნელი დღეების მოვლენათა გაშუქება სამარცხვინო ფურცლად რჩება ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიერ სააკაშვილის სისხლით მოსვრილი ხელიდან სახელმწიფო ჯილდოს მიღება არის ამორალური საქციელი და უარის თქმა იმ იდეალებზე, რომლებსაც კულტურა უნდა ემსახურებოდეს, – ნათქვამია 26 მაისს "ქართული აკადემიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქართული აკადემია" გმობს სააკაშვილის რეჟიმის მორიგ სისხლიან დანაშაულს და მოითხოვს, უსაფუძვლოდ დაკავებულ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან, პარტია ქართველი ხალხის მეგობარ სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე სვამს კითხვას: "როდემდე შეიძლება მშვიდად, ან უკეთეს შემთხვევაში, "ზომიერი შეშფოთებით" ვუყუროთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყანაში სადისტური მიდრეკილებების ხელისუფლების სასტიკ და აღვირახსნილ ძალადობას საკუთარ ხალხზე"?

"ქართული აკადემიის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ დასავლეთსა და სართაშორისო ორგანიზაციებს ადეკვატური შეფასებები ექნებათ მომხდართან დაკავშირებით.

შორენა კოწოწაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online