asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა

2011-05-31 15:05:49



პოლიტიკური გაერთიანება "იმედი" გმობს თბილისში სახალხო კრების აქციის დაშლასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის განცხადებას და მას ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევს.

როგორც ირინა სარიშვილმა განაცხადა, ელჩის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. აღნიშნულ პროცესებში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი კი ცილისწამება.

– ჩვენ ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის განცხადებას, რომელიც წინასწარ, დარბევამდე გაკეთდა. ეს მიგვაჩნია ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად და ყოვლად დაუშვებლად. რუსეთის მონაწილეობა ამ პროცესებში არის სრული სისულელე. რუსეთიდან პროცესები თვითონ რუსეთში აღარ იმართება. რუსეთი, ისევე როგორც ამერიკა, სააკაშვილს უჭერს მხარს და მისთვის ყველაზე მძიმე მომენტებში მის გადასარჩენ ნაბიჯებს დგამს, – განაცხადა სარიშვილმა.

მისი თქმით, ის რაც 25 მაისს მოხდა, მხოლოდ აქციის ლიდერების კი არა, მთლიანი ოპოზიციის ბრალია და პასუხისმგებლობაც სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. იგი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

– ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მოეგოს გონს, რათა დავინახოთ, რომ ქვეყანას ბევრად უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე სააკაშვილია. ამ ქვეყანას ემუქრება გადაგვარება, რისი გამოხატულებაცაა ის არასოლიდარულობა, რომელიც ჩვენ დავინახეთ გუშინ როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლების მხრიდან, – განაცხადა სარიშვილმა და დასძინა, რომ იგი მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები ახალი ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად. შეგახსენებთ, რომ ჯონ ბასი "სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ. მისივე თქმით, აქციებმა მოქალაქეების გადაადგილებას და მნიშვნელოვანი დღეების აღნიშნვას ხელი არ უნდა შეუშალოს. მოგვიანებით სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები დაარბიეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯონ ბასი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online