| ქალი და მამაკაცი |

საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
26 მაისს გაკეთებული შეფასებისას გიორგი ტუღუშმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის წინ, 25 მაისს, გვიან ღამით, მომიტინგეთა დარბევის დროს, საერთაშორისო სტანდარტები და ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები იქნა დარღვეული. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის წინ მოვლენათა განვითარებას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალ–ყურს, რომლებმაც მთელი რიგი უხეში დარღვევები გამოავლინეს.
– აქციის დაშლის პროცესში პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევაში არაპროპორციული იყო, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და გავრცელებული კადრები ცხადყოფს. აქციის არაერთ მონაწილეს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. მათ ნაწილს აქციის დატოვების საშუალება არ მიეცა. არაპროპორციული ძალის გამოყენება განსაკუთრებით აშკარა იყო იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ან უკვე სამართალდამცველთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ, – ნათქვამია გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისი თქმით, აქციაზე მყოფ ჟურნალისტთა ნაწილს პროფესიული საქმიანიობის განხორციელების საშუალება არ მიეცა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რამდენიმე ჟურნალისტთა ნაწილს აპარატურა დაუზიანეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
– ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ჟურნალისტის დაკავების შესახებ. ამ ეტაპზე მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები უცნობია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. ამასთან, გიორგი ტუღუში საქართველოს პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს, რათა აღნიშნული ფაქტები სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს.
ტუღუში ასევე მოუწოდებს შს სამინისტროს წარმომადგენლებს, დაკავებულ პირებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალება მისცენ. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის შეფასებას იზიარებს და აქციის დარბევასთან დაკავშირებით უფრო მკვეთრ შეფასებებს აკეთებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ქართულ საზოგადოებას ცხოვრება დიქტატურის პირობებში მოუწევს. მისი თქმით, საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა და სააკაშვილი სულ უფრო დაემსგავსა ილჰამ ალიევს, რომელიც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს უსწორდება.
– ეს არა მიტინგის დაშლა, არამედ დარბევის ოპერაცია იყო, რომლის მიზანს აქტივისტებთან ანგარიშსწორება წარმოადგენდა. ამაზე მეტყველებს ის არაპროპორციული ძალა, რომელიც მათ მიმართ იყო გამოყენებული. მომიტინგეებს საშუალება არ მისცეს დაშლილიყვნენ. ისინი ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი და იქვე აკონკრეტებს, რომ ხელისუფლებას შესაძლებლობა ჰქონდა, აქცია ისე დაეშალა, რომ დაშავებულები არ ყოფილიყვნენ და მსხვერპლიც არ ყოფილიყო.
– ამის უკან პოლიტიკური მიზნები იდგა და ასე იმიტომ მოიქცნენ, – აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და მიაჩნია, რომ ხელისუფალი, რომელიც დიქტატორად ჩამოყალიბდა, დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცევა.
– ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, საკუთარი მოქალაქეები რომ დაიცვას, მან კი გუშინდელი მოქმედებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, – აღნიშნა სესიაშვილმა და აქცენტი გააკეთა იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესაძლებელია. სესიაშვილის თქმით, ეს ძალები პოლიტიკური ანანიზმით არიან დაკავებულნი.
შორენა კოწოწაშვილი

კავშირი ტეგთან: საქართველო

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ
ასტროლოგია და ბავშვები

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი
კურდღლის წელი – ლითონის წელი