| ქალი და მამაკაცი |

"მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
- 25 მაისს პარლამეტის წინ მიმდინარე აქციის დარბევა ხელისუფლების მხრიდან იყო არამხოლოდ ძალის დემონსტრირება და უკანონობა, არამედ იმის დემონსტრირება, რომ მას საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხი სრულიად არ აინტერესებს, – ასეთ შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმ მოვლენების შეფასებისას, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის წინა ღამეს პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებმა 25 მაისს დღის 3 საათისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა დაიკავეს ის ტერიტორია, რომელიც 26 მაისის აღსანიშნავად ხელისუფლებამ მოაწყო და სადაც პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოსულიყო. არცთუ ისე ხანგრძლივი გამოსვლების შემდეგ, აქციის ორგანიზატორებმა ტრიბუნა, უფრო სწორად მანქანა, სადაც მიკროფონები იყო დამონტაჟებული, მოპირდაპირე მხარეს გადააყენეს და პოზიციები მხარდამჭერებთან ერთად გაიმაგრეს.
საღამოს 8 საათვისთვის სახალხო კრების ლიდერებთან ერთად დაახლოებით 2000–მდე მხარდამჭერი იყო მობილიზებული. როგორც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განმარტა, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სპეცსამსახურების თანამშრონლებიც იმყოფებოდნენ. ბურჯანაძემ მათ დედაშვილურად ურჩია, დაეტოვებინათ აქციის მონაწილეთა რიგები. ბურჯანაძემ იქვე მიანიშნა, რომ იცოდა, სად იდგნენ სპესამსახურების თანამშრომლები, თუმცა, არ დააკონკრეტა. მიანიშნა მათ, უპრობლემოდ დაეტოვებინათ ადგილსამყოფელი.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის აქციის ორგანიზატორებს შორის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქციას დაარბევდნენ. მსგავსი განცხადება ჩვენთან საუბარში მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმაც გააკეთა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა დემოკრატიული მოძრაობის წევრმა გიორგი კობახიძემაც, რომელსაც 25 მაისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები 9 აპრილს შეადარა.
– არ დამიჯერებთ, მაგრამ ზუსტად იგივე განცდა მაქვს, როგორც 9 აპრილს. ეს ხალხი დაშლას არ აპირებს, – განაცხადა გია კობახიძემ.
რაც შეეხება 25 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს სახალხო კრების ორგანიზატორები აქტივისტებს ფულს ურიგებდნენ, კერძოდ 10 ლარს, ხოლო ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, მათ 20 ლარს, კობახიძემ ეს კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ მთლიანად სპესამსახურების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. ჩვენს კითხვაზე, რამდენად ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა მერაბიშვილის უწყებამ იმის თაობაზე, თითქოს სახალხო კრების გეგმებში შედიოდა პოლიციის მანქანების დაწვა და ამისთვის ბენზინი ჰქონდათ მომზადებული, დემოკრატიული მოძრაობის წევრმა კატეგორიულად გამორიცხა.
აღსანიშნავია, რომ აქცია დაახლოებით ათის ნახევრამდე ჩვეულ რიტმში მიდიოდა. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გამომსვლელები. მათ შორის ნინო ბურჯანაძე, დიმა ჯაიანი, ლევან ღვინჯილია, ლუკა კურტანიძე და სხვები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ დაშლას არ აპირებდნენ და რომ ამ დღეს მოხდებოდა ხელისუფლების რეალური გარდატეხა. დაახლოებით ათის ნახევრისთვის სახალხო კრების ლიდერებმა სანთლებით ხელში მამაო ჩვენო წაიკითხეს, რითაც მათ მინიშნება გააკეთეს იმაზე, რომ მშვიდობიანი გეგმით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას და ყველაფრისთვის მზად იყვნენ, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალით დაშლისთვისაც.
როგორც აქციის მონაწილეებს დიმა ჯაიანმა განუცხადა, რამდენიმე წერილი შევიდა და ხმამაღლა წაიკითხა. წერილების ავტორები ითხოვდნენ აქციაზე გუბაზ სანიკიძის, შალვა ნათელაშვილის, გუგული მაღრაძის და კახა შარტავას მისვლას. შეიძლება ითქვას, აქცია ჩვეულ რიტმში მიდიოდა იქამდე, სანამ ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეებთან არ მივიდა თბილისის მერიის წარმომადგენელი, რომელმაც ოტრგანიზატორებს შეახსენა, რომ აქცია სანქცირებული იყო 21 მაისიდან 25 მაისის ღამის 12 საათამდე და დაშლა შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეების მხრიდან უარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მანამდე დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის დიმა ჯაიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა: "დაიშლებით"? აქციის მონაწილეების პასუხი არა იყო.
როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო პასუხი და საფუძველი ხელისუფლებისთვის, რომ შუაღამისას სახალხო კრების აქციის წევრები დაერბიათ.
როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, გამოყენებული იქნა არამართლზომიერი ძალა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლების მხრიდან აქციის დასაშლელად გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, ბურჯანაძის ესკორტმა, რომელიც მაღალი სიჩქარით ტოვებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ერთ–ერთი პოლიციელი, ლეინტენანტი მასურაშვილი გაიტანა და რამდენიმე მეტრი ათრია. გარდაიცვალა აგრეთვე ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, ყოფილი პოლიციელი ცხადაძე. 37 ადამიანია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული, მათ შორის მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე და რაგბისტი ბიძინა გეგიძე.
როგორც 26 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ნინო ნურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას კვლავ აპირებს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ დაკავების არ ეშინია და მარტოც რომ დარჩეს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მაინც იბრძოლებს.
– მაინც ამოვთხრი ამ ხელისუფლებას, ოღონდ მართლა, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც, როგორც თავად მიუთითებს, აქციის დაშლისას გარდაცვლილი ორი ადამიანის სიკვდილში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს, შს–ს მიერ გავრცელებული ჩანაწერის სისწორეში მას ეჭვი ეპარება.
შეგახსენებთ, რომ შსს–მ 26 მაისს გაავრცელა ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის – ანზორ ბურჯანაძის საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო გეგმაზე, თუ როგორ აპირებდა ბურჯანაძე და მისი "რაზმი" მოქმედებას და რომ მათ რუსეთის "გრუს" დახმარების იმედი ჰქონდათ.
შორენა კოწოწაშვილი

კავშირი ტეგთან: ნინო ბურჯანაძე

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ
ასტროლოგია და ბავშვები

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი
კურდღლის წელი – ლითონის წელი