| ქალი და მამაკაცი |

კურდღლის წელი – ლითონის წელი
კურდღლის წელი – ლითონის წელი
ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა დარჩა და საზოგადოებაც უკვე იწყებს მზადებას 2010 წლის გასაცილებლად და 2011 წლის შემოსასვლელად. მომავალი წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, თეთრი კატის, ხოლო იაპონურის მიხედვით, კურდღლის წელიწადია. გადავწყვიტეთ ამ თემაზე სასაუბროდ ბატონ მიხეილ ცაგარელთან მივსულიყავით, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა. თუ რას პროგნოზირებს 2011 წელი, რას უნდა ველოდოთ მისგან, როგორ შევხვდეთ კურდღლის წელიწადს, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა, ამ ყოველივეს შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება.
– ბატონო მიხეილ, როგორც ცნობილია, 2011 წელი კურდღლის წელიწადია. რითი გამოირჩევა ეს წელი და რა ახასიათებს მას?
– თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ ეს არის ჩინური კალენდრის მიხედვით თეთრი კატის, ხოლო იაპონური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელიწადი. ეს იქნება საკმაოდ საინტერესო წელიწადი ყველა იმ ცვლილებით, რომელსაც ადგილი ექნება. ეს წელიწადი დაკავშირებული იქნება ვერძის ზოდიაქოში პლანეტების: ურანის (მოულოდნელობა, მეგობრობა, თავისუფლება), იუპიტერის (გამარჯვება) და შავი მთვარის (ცდუნებები) შესვლით. ყოველივე ეს თითოეულ ჩვენგანს აიძულებს სულ სხვა თვალით შეხედოს გარე სამყაროს და მოვლენებს. 2011 წელი დაგვამახსოვრდება სოციალურ, საკანონმდებლო და განათლების სფეროებში რეფორმებით. შინაგანად ადამიანებში თავისუფლებისაკენ ლტოლვა უფრო მოიმატებს. საზოგადოებაში გაჩნდება ბავშვური სურვილი – ყველაფრის უცებ და ერთობლივად მიღწევისა, თუმცა, რეალურად ქვეყანაში სტაბილურობა მხოლოდ ივნისში დამყარდება. მანამდე კი, საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამძაფრდება ყოველი სახის უსამართლობაზე. ამიტომაც მეტი თავდაჭერა გმართებთ საკუთარი ემოციების მიმართ.
კატის წელიწადი, სხვა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოებას მეტად აძლევს მოდუნებისა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. ეს წელი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მოგზაურთა და ტურისტთა მიგრაციის რაოდენობა მოიმატებს. გამახვილდება ლტოლვა სხვა კულტურის, ცოდნის, ენათა სწავლის მიმართ. განათლების რეფორმა ბევრად შეუწყობს ხელს სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას. საერთაშორისო, გაფართოებული კონტაქტები, გამოცდილების გაზიარება – კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში დიდ ზეგავლენას მოახდენს ზოგადსაკაცობრიო ევოლუციურ პროცესებზე. სატურნი და ნეპტუნი შექმნიან საზოგადოებაში ძლიერ ლტოლვას საყოველთაო ჰარმონიისადმი, ბრძოლისა და დაპირისპირებების გარეშე. თუმცა, წლის პირველ ნახევარში საბრძოლო განწყობა თავს უფრო მეტად იჩენს, რაც წეღანაც მოგახსენეთ. 2011 წელი ითხოვს ყველასგან პირადი დაინტერესებების დათმობას, საყოველთაო კეთილდღეობის სასარგებლოდ. კატის წელიწადში მოქმედების კურსი, რომელიც თანამშრომლობასა და დიპლომატიურობას ეფუძნება, უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება.
მარტიდან ახალგაზრდა თაობაში განსაკუთრებით გამახვილდება ინტერესი უცხო ენების შესწავლისა და სპორტისადმი. ივნისში სოფლის მეურნეობაში სასიამოვნო ცვლილებები იქნება, კერძოდ, უხვმოსავლიანობა, მოსავლის დროულად აღება და მისი შენახვა. აპრილიდან ივლისამდე შესანიშინავი პერიოდია შემოქმედებისთვის. საუკეთესო დროა, მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების საქველმოქმედო აქციებისთვის. ახალი ძალით განვითარდება სასტუმროების ბიზნესი.
რაც შეეხება მოდის სფეროს, 2011 წელში კლასიკური სტილის ელეგანტური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იდომინირებს. ეს ყოველივე აქტუალური იქნება ნატურალური ქსოვილების გამოყენებით და ამასთანავე, დროდადრო ექსტრავაგანტური სტილიც შემოიჭრება. ამრიგად, ეს წელი ამითაც იქნება გამორჩეული, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით მოდის სამყაროში ერთდროულად ორი საწინააღმდეგო მიმართულების არსებობის წინაშე.
მინდა გითხრათ, რომ კურდღლის (კატის) წელიწადში საოჯახო და სასიყვარულო წყვილებს კვლავ ექნებათ საშუალება ურთიერთობების გაანალიზების. ამ საქმეში აჩქარება არ ივარგებს და უნდა იმოქმედოთ შემდეგი პრინციპით: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". იანვრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი), თავისი ნათელი ენერგით საოჯახო წყვილებს დაიცავს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი მისი მფარველობის ქვეშ მოექცევიან ბავშვები და სასიყვარულო წყვილები. თუ თქვენ შეძლებთ კომპრომისის ხელოვნების გამოვლენას, მაშინ ურთიერთობები უფრო მყარ, სტაბილურ და ჰარმონიულ ელფერს შეიძენს.
– რამდენადაც ვიცით, ყველა წელიწადს თავისი თილისმა აქვს. ამჯერად კატის წელიწადს რა თილისმა ექნება?
– წლის თილისმაა – ვერცხლი და, მეორენაირად რომ ვთქვათ, ეს არის ლითონის წელიწადი, რომელიც ერთდროულად ჰარმონიული და დინამიური იქნება. წინა პლანზე ვერცხლის ნაკეთობები წამოიწევს, განსხვავებით გასული წლისაგან, როდესაც უპირატესობა ოქროს ენიჭებოდა. კარგი იქნება ვერცხლის ნაკეთობის კისერზე ჩამოკიდება და ყოველ სავსე მთვარეზე თქვენი თილისმის დამუხტვა. მზის ჩასვლის შემდეგ, დაიდეთ თქვენი თილისმა ხელის გულზე და მთვარის სხივს მიუშვირეთ. გაუგზავნეთ მას სასიკეთო აზრებისა და განწყობის ენერგია, შემდგომ დატოვეთ იგი ფანჯარასთან დილამდე, მთვარის შუქზე. იგი დაგეხმარებათ ცხოვრებაში. თუ თავი აგტკივდათ, ეს თილისმა წარბებს შუა დაიდეთ და ხასიათზეც მალე მოხვალთ.
– გამომდინარე იქედან, რომ თილისმა ლითონი იქნება, წლის მთავარ საჩუქრებად ლითონის ნაკეთობები ითვლება?
– დიახ. თუკი 2011 წელს საყვარელი ადამიანისთვის, მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვი საჩუქრის გაკეთებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ წელს ლითონი, კერძოდ კი ვერცხლი, აქტუალურია. ამ წლის სასარგებლო საჩუქარს წარმოადგენენ: ვირთხის წელიწადში დაბადებულთათვის – წიგნი, ვერცხლის ჯვარი; ხარისთვის – ვერცხლის მონეტა შუაში გახვრეტილი; ვეფხვს – ვერცხლის გულის გამოსახულება; კატას – ვერცხლის სამაჯური; დრაკონს – ვერცხლის რქის გამოსახულება ჩამოკიდებული ვერცხლის ძეწკვზე; გველს – ვერცხლის ბეჭედი ცირკონით, ალმასით; ცხენს – ვერცხლის ნალი, რომლის მომრგვალებული ნაწილიც ქვემოთ უნდა იყურებოდეს; თხას – ვერცხლის მთვარის გამოსახულება ან თეთრი ფერის თეთრეული; მაიმუნს – ვერცხლის ნაკეთობა, ბუნების, მცენარეების ორნამენტებით; მამალს – ვერცხლის ხელისგულის გამოსახულება, თეთრი ან ვერცხლისფერი ხელთათმანები; ძაღლს – ვერცხლის ჯვარი, ქამარი; ტახს – ვერცხლის მონეტა.
– ბატონო მიხეილ, რას გვირჩევთ, ახალი წლის ღამეს რომ ჩავიცვათ, რაც კურდღელს (კატას) ესიამოვნება?
– წლის ძირითადი ფერია თეთრი, ამიტომაც ჩვენს ჩაცმულობაში უნდა დომინირებდეს წლის მბრძანებლის ფერი, შემდგომ შესაძლებელია ლითონის (ან ენერგიის) ფერების: ვერცხლისფერის, ნაცრისფერის გამოყენება. კატის დამცავ ფერს წყლის ელემენტი – ლურჯი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისაღებია ახალი წლის ღამეს ლურჯი და ცისფერი ფერების გამოყენებაც. ცხადია, უმჯობესია, რომ ეს ფერები მეტად იყოს წარმოდგენილი სუფრასა და ნაძვის ხის ფერებში. საყურე, რომელიც ამ დროს უნდა გაიკეთოთ, ჯობია ოქროსფერ ან მწვანე ტონებში იყოს, რომლებიც კატის თვალის ფერის შეხამებას წარმოადგენენ. ასევე, ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩაცმულობაში ნატურალური კატის ან კურდღლისგან დამზადებული ქურქის ჩაცმა სასურველი არაა, ეს წლის მბრძანებელს არ მოეწონება.
– რაც შეეხება ყველაზე მთავარს, ეს არის საახალწლო სუფრა. რა საკვები პროდუქტებით უნდა გავაწყოთ იგი?
– უმჯობესია, პრიორიტეტი მიეცეს თევზეულს, რძეს, რძის პროდუქტებს, ხორცეულ ნაწარმს, ძეხვეულს. კატეგორიულად იკრძალება კურდღლის ხორცის გამოყენება, რადგან კურდღელი ამ წლის ერთ–ერთი მბრძანებელია. საახალწლო სუფრაზე მას უნდა მივართვათ ბოსტნეული და მწვანილი. სასურველი არ არის, დიდი რაოდენობით გოჭის ხორცის გამოყენება, რადგან კატას იგი ყველაზე ნაკლებად უყვარს. ხილს რაც შეეხება, ყველა სახის მისაღებია, განსაკუთრებით, ვაშლი და მსხალი. აუცილებელი პირობაა, რომ მაგიდაზე კატის ან კურდღლის რაიმე გამოსახულება იდოს. თუკი საშუალება გაქვთ, რომ ცოცხალი კატით ან კურდღლით შეხვდეთ ახალ წელს, კიდევ უკეთესია.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, ახალ წელს სახლში შევხვდებით თუ სახლის გარეთ?
– წლის მმართველი პლანეტა ვენერა ითხოვს, რომ 2011 წელს საყვარელ ადამიანთან ერთად შეხვდეთ. იგი ხელს უწყობს ქორწინებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს. ახალი წლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე აანთეთ თეთრი სანთელი და ჩაუთქვით თქვენი სურვილები. წელს უმჯობესი იქნება ვერცხლისფერი ნაძვის ხის გამოყენება. თანაბრად შესაძლებელია, რომ ახალ წელს შეხვდეთ როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ – მეგობრებთან, რესტორანში და ა.შ.
თეონა კენჭიაშვილი

კავშირი ტეგთან: ლითონი
|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ
ასტროლოგია და ბავშვები

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი