| ქალი და მამაკაცი |

"ლიტერატურაში ტაბუირებული თემები არ არსებობს"
გურამ მეგრელიშვილი: "სიამოვნებით გავთიშავდი ტელევიზიას და ინტერნეტს, რომ წიგნს კონკურენტი არ ჰყოლოდა"
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა "გუმბათი 2007"–მა დაიწყო ახალი პროექტის, "ახალი ქართული პროზის", გამოცემა. პროექტის ფარგლებში გამოვა ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველ მწერალთა მიერ შექმნილი ნაწარმოებები. "ახალი ქართული პროზა" ჟურნალ "სარკესთან" ერთად ვრცელდება.
უკვე გამოვიდა პირველი ტომი – ოტია იოსელიანის მოთხრობათა კრებული "ქალი მაინც ქალია". 22 დეკემბრიდან გაიყიდება მე–2 ტომი – გურამ მეგრელიშვილის რომანი "ორი მილიონი უფასოდ" და მისი რამდენიმე მოთხრობა.
გურამ მეგრელიშვილი 29 წლის მწერალი და სცენარისტია, 3 პროზაული კრებულის და რამდენიმე რომანის ავტორი. ბოლო ორი წელია, მისი ნაწარმოებები საქართველოს საზღვრებს გარეთ იბეჭდება. არის ყველაზე ძვირადღირებული ქართული ფილმის, "სეზონის" სცენარისტი, მაგრამ ტიტრებში გურამის ნაცვლად დავით მეგრელიშვილი წერია. ჰყავს მეუღლე ქეთი თუთბერიძე და თვენახევარში შვილს ელოდება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– გურამ, ბავშვობაში გიფიქრიათ, რომ მწერალი იქნებოდით?
– არა, არასოდეს. თანაც სკოლის ასაკში საერთოდ არ ვწერდი, უფრო სწორად, თავისუფალი თემების წერასაც კი ვერ ვიტანდი.
– სკოლაში თუ შეუმჩნევია რომელიმე მასწავლებელს მერხთან მჯდომი მომავალი მწერალი?
– მე–9 კლასში ვიყავი, როცა ერთმა მასწავლებელმა მითხრა, წერის ნიჭი გაქვსო, თუმცა მასწავლებლები ექვსივე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ ჩემი ნაწერით.
– პირველი მოთხრობა როდის დაწერეთ და რა ერქვა მას?
– 19 წლის ვიყავი, პირველი მოთხრობა რომ დავწერე და ბატონ ნოდარ ტაბიძეს წავაკითხე. ჩემი პირველი კრებულის რედაქტორიც ბატონი ნოდარი იყო. მოთხრობას "ძმები" ჰქვია, რომელიც ჩემს ორივე კრებულშია შეტანილი.
– ლიტერატურულ ასპარეზზე ფსევდონიმ "ზემხა"–თი გამოჩნდით. რას ნიშნავს ეს ფსევდონიმი და რაიმე საკრალური დატვირთვა თუ ჰქონდა თქვენთვის?
– არა, საკრალური მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონია. საგვარეულო მეტსახელივით არის, ბაბუაჩემსაც ზემხას ეძახდნენ, ოღონდ რატომ, მეც არ ვიცი. თვითონ სიტყვის ეტიმოლოგია ჩემთვის უცნობია, თუ ვინმე მეტყვის, მადლობელი დავრჩები.
– 2010 წლის სექტემბერში გამოვიდა თქვენი რომანი "ირატტა.რუ", რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რომანში იგრძნობა ავტორის ფაშისტური დამოკიდებულება ოსების მიმართ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
– კარგია, თუ რომანმა არაერთგვარი შეფასება გამოიწვია, ნებისმიერი წიგნის მიზანი სწორედ ეგ არის. ვიღაცისთვის ფაშისტურია, ვიღაცისთვის – არა. მე ის აზრი უფრო მსმენია ამ რომანთან დაკავშირებით, რომ ის უფრო კოსმოპოლიტურია, ვიდრე ეთნოცენტრული, რადგან მთავარი და ერთ–ერთი დადებითი პერსონაჟი ებრაელია. მართალია, წიგნში აღწერილია ქართველების გენოციდის ფაქტები ოსების მხრიდან, რაც მე არ გამომიგონებია, ყველაფერი რეალურია. ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ მთავრობის დაკვეთა იყო, მეორე ნაწილმა ამის საწინააღმდეგოდ აღიქვა. მკითხველმა გადაწყვიტოს.
– რამდენადაც ვიცი, ეს რომანი ამერიკული გამომცემლობის დაკვეთით დაიწერა. თუ გეგმავთ ამ რომანის თარგმნას და საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე გატანას?
– დიახ, მიზანიც სწორედ ეგ არის. თარგმანზე უკვე მუშაობენ. შარშან ზაფხულში დამიკავშირდა ამერიკული გამომცემლობა "ალიანსის" წარმომადგენელი. რომანი ერთ წელიწადში დაიწერა. ჩვენი მიზანია, დასავლურმა სამყარომ შეიტყოს აგვისტოს ომის შესახებ ქართველი მწერლისგან. რომანი რუსულადაც უნდა ითარგმნოს. მინდა, რომ რუსმა ხალხმა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, წაიკითხოს ეს რომანი, თუმცა არ ვიცი, ჩემს ვერსიას როგორ მიიღებენ.
– აქამდე ხომ არ გამოქვეყნებულა თქვენი ნაწარმოებები საქართველოს საზღვრებს გარეთ?
– კი, ორი წლის წინ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა მოსკოვის ერთ–ერთ ლიტერატურულ ჟურნალში. ახლაც მაქვს მოთხრობა "ჯვარცმობანა" გაგზავნილი ერთ–ერთ რუსულ გაზეთში და, სავარაუდოდ, იანვრის ნომერში დაიბეჭდება.
– წიგნის გარეკანზე წერია, რომ 18 წლამდე პირთათვის რეკომენდებული არ არის. ეს ერთგვარი პიარია თუ რომანი მართლაც შეიცავს ძალადობის ამსახველ ფაქტებსა და ეროტიკულ სცენებს?
– სასტიკი ძალადობის სცენებს ნამდვილად შეიცავს, სხვანაირად არც შეიძლება, იმიტომ, რომ რომანი აგვისტოს ომზეა. რაც შეეხება ეროტიკას, ასეთი სცენები ნაკლებადაა აღწერილი.
– ლიტერატურულ ნაწარმოებებში თამამი ეროტიკული სცენების შესახებ რა აზრის ხართ?
– გააჩნია ნაწარმოებს. მთავარია, ხელოვნურად არ იყოს მსგავსი სცენები აღწერილი, თორემ კარგი მკითხველი ამას აუცილებლად მიხვდება. ლიტერატურაში ტაბუირებული თემების ამ მწამს. ახლა მილორად პავიჩი გამახსენდა, სერბი მწერალი, რომელიც ყველაზე ინტიმურ დეტალებსაც კი განსაკუთრებული ოსტატობით აღწერს.
– თავად რომელი ლიტერატურული ჟანრის მოყვარული ხართ?
– ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთმა ლიტერატურამ ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა მიმაჩნია, რომ გაცილებით მაღალი დონის ჟანრია ლიტერატურაში, ვიდრე კინემატოგრაფიაში.
– რატომ უჭირს ქართველ მკითხველს ახალი ჟანრების და თემების მიღება?
– ჟანრობრივი ლიტერატურის დეფიციტს ნამდვილად განვიცდით. შეიძლება ეს პოსტსაბჭოურობის ბრალია, შეიძლება იმიტომ, რომ ქართველებს გვიჭირს სიახლესთან ადაპტაცია, ან შეიძლება უბრალოდ ამ პროცესსაც დრო სჭირდება.
– თქვენ ხართ ყველაზე ძვირადღირებული ქართული ფილმის, "სეზონის" სცენარისტი. როგორ მოგეწონათ საკუთარი სცენარის ეკრანიზაცია?
– ბოლომდე ჩემსას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ რაღაცეები შეცვლილია რეჟისორის გადაწყვეტილებით, რის გამოც ფილმს უფრო მეტი ინტერესით ვუყურე. დასაწყისში ჩემი სახელი შეცდომით ეწერა, დავით მეგრელიშვილი, ამან ცოტა დამაბნია კიდეც. ფილმის რეჟისორი, დათო ბორჩხაძე, 26 წლის ბიჭია. მე ვთვლი, რომ ამხელა ფილმის გადაღებას, როგორც რთულ ამოცანას, თავი ნამდვილად კარგად გაართვა. ასეთ შემთხვევაში პატარა ხარვეზები საპატიებელია და ყველაზე მისასალმებელი ის ფაქტია, რომ ფილმი მისტიკური დრამაა, რაც ქართული კინოსთვის ნოვაციაა, დასავლეთისთვის კი – უკვე დრომოჭმული.
– პროფესიით ფსიქოლოგი ხართ, მოწოდებით მწერალი, საქმიანობით კი – სცენარისტი. მაინც უფრო ვინ არის გურამ მეგრელიშვილი?
– პირველ რიგში, მწერალი ვარ. სცენარისტობა საინტერესოა, მაგრამ ამ საქმით უფრო მატერიალური დაინტერესება მაქვს. რაც შეეხება ფსიქოლოგობას, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამ პროფესიასთან შეხება არ მქონია. თუმცა მწერლობა იგივე ფსიქოლოგობაა, უფრო მეტიც.
– როგორ გგონიათ, ახალგაზრდა ქართველ მკითხველს თქვენ და თქვენი თანამედროვეები უფრო აინტერესებს თუ კლასიკოსები?
– გააჩნია მკითხველს. მე ვთვლი, რომ ვისაც ფლობერი არ წაუკითხავს, ის თანამედროვეს ვერ გაუგებს, ხოლო ვინც კარგად იცნობს კლასიკურ ლიტერატურას, ის თანამედროვე მწერლებითაც დაინტერესდება. ზოგადად, მაინც მგონია, რომ წიგნისადმი ინტერესი ახალგაზრდა თაობაში ყოველ წელს კლებულობს. სიამოვნებით ავაფეთქებდი ანძას და გავთიშავდი ინტერნეტს, რომ წიგნს კონკურენტი აღარ ჰყავდეს. ეს ისე, ხუმრობით, რა თქმა უნდა.
– ლიტერატურის გარდა კიდევ რა გიყვართ?
– კლასიკური მუსიკა და ჯაზი, უფრო სწორად, კლასიკური მუსიკა ლიტერატურაზე მეტად მიყვარს.
– თქვენი საყვარელი მწერალი ვინ არის?
– ასეთი ბევრია. უფრო შემიძლია გითხრათ, ვინ არ მიყვარს. ესენი არიან ჟოსე სარამაგუ, დორის ლესინგი, ნაჯიბ მაჰფუზი, ანდრე ჟიდი, ოთხივე ნობელიანტია.
– თქვენ პროზაიკოსი ხართ, თქვენი მეუღლე პოეტია, გინდათ თუ არა, რომ თქვენი შვილიც მწერალი გამოვიდეს?
– ეგ მისი გადასაწყვეტი იქნება. შეიძლება მამაჩემსაც არ უნდოდა, რომ მწერალი შვილი ჰყოლოდა. ისე, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტად მუსიკალურ ნიჭს ვუსურვებდი.
მარიკა წულუკიძე

კავშირი ტეგთან: გურამ მეგრელიშვილი
კავშირი ტეგთან: გურამ მეგრელიშვილი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი