asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბასტიან შვაინშტაიგერი ამაყია
ბასტიან შვაინშტაიგერი ამაყია
ბასტიან შვაინშტაიგერი ამაყია

2010-12-14 15:27:21



დღეს "ბაიერნი" გასაჭირშია. გუნდს ძალიან უჭირს თამაშების მოგება, ქულების დაგროვება. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია იმ მიზეზების დასახელება, რატომ ჩავარდა "რეკორდმაისტერი" ასეთ დღეში, მაგრამ, ალბათ დროა, გამოფხიზლდნენ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

ამას წინათ ლუის ვან გაალმა კლუბის ხელმძღვანელობას რჩევა მისცა, შვაინშტაიგერი კარგ ფასად გაიყიდება და ნუ აყოვნებთო, რასაც უმალვე ული ჰიონესისა და კარლ–ჰაინც რუმენიგეს პასუხი მოჰყვა, რაც არ ეკითხება ვან გაალს, იმაში ცხვირს ნუ ჰყოფს, ბასტიანი დღევანდელი "ბაიერნის" ლიდერი და სიმბოლოაო.

– ბასტი, რას ნიშნავს თქვენთვის გუნდის ლიდერად ყოფნა, ალბათ, განსაკუთრებული გრძნობაა...

– რა თქმა უნდა, მე ამაყი ვარ, როცა გასახდელში შევდივარ და ვხედავ "ბაიერნის" ფორმას, რომელზედ ჩემი სახელი წერია. ის ფაქტი, რომ მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად, კიდევ უფრო მაახლოვებს "ბაიერნს".

– ვინ არის თქვენი კერპი?

ზინედინ ზიდანი, ერიკ კანტონა, თუმცა, პირველ რიგში ზიდანი, რადგან იგი თავისი თამაშით მოედანზე ლიდერობას ამტკიცებდა. მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ლიდერობა მისი სტიქია იყო. თამაშის დროს ეტყობოდა, რომ ლიდერი იყო და საჭიროების შემთხვევაში უსიტყვოდ ხვდებოდა, როდის უნდა აეღო თამაში საკუთარ თავზე. სხვა როგორი უნდა იყოს ლიდერი?

– შარშან "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, დღეს კი გუნდი გასულია შემდეგ ეტაპზე, თუმცა ბუნდესლიგაში ნამდვილად არ გაქვთ სახარბიელოდ საქმე...

– დიახ, ფინალში დაფიქსირებული შედეგით დღესაც იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება დავაგროვეთ და იმ მარცხის შემდეგ მოტივაცია კიდევ უფრო მოგვემატა, ვფიქრობ, მიმდინარე გათამაშებაში 6 გუნდს შეუძლია ლიგის ჩემპიონი გახდეს, მათ შორისაა მიუნხენის "ბაიერნიც". ბუნდესლიგაში ნაჩვენები თამაშის გამო კი ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, თავად ვარ გაკვირვებული, რა ხდება ჩვენს თავს... 17 ქულა ნამდვილად ბევრია, მაგრამ...

– არ გვინდა ბუნდესლიგაზე საუბარი, თქვენზე ეს ცუდად მოქმედებს. მაგრამ აი, სურათი, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს შეხვდით და დამარცხდით...

– დღემდე განვიცდი ამ მარცხს, რადგან ჩვენ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. თამაშამდე არც კი ვფიქრობდით, რომ დავმარცხდებოდით, მაგრამ, როგორც გაირკვა, იმ დღეს ესპანეთი ჩვენზე ძლიერი იყო.

ამ მარცხზე მეტად ის მაწუხებს, რომ იმ მატჩში გერმანიის ნაკრებმა თავისი თამაში ვერ აჩვენა. შედეგად, ფინალს მიღმა დავრჩით და კიდევ ერთხელ მოგვიწია მესამე ადგილით დაკმაყოფილება. იმედი გვაქვს, რომ ევრო 2012–ის ფინალურ ეტაპზე ესპანეთს ფთუ შევხვდით, მესამე ცდით აუცილებლად დავამარცხებთ.

– რამდენად დიდი ხნით გეცმევათ "ბაიერნის" ფორმა?

– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მე ძალიან ვაფასებ "ბაიერნის" ხელმძღვანელობის მუშაობას. მოვა დრო და ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც შემეძლება.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online